მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილს მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს" - შალვა ხაჭაპურიძე
"მიხეილ სააკაშვილს მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს" - შალვა ხაჭაპურიძე

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ად­ვო­კა­ტის, შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მას მო­ლო­დი­ნი აქვს, რომ სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა იტყვის, რომ სა­ა­კაშ­ვილს ადაპ­ტა­ცი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა და სტრე­სი აქვს.

რო­გორც მან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, თუ სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო მსგავს დას­კვნას წა­რად­გენს, მათ "სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­და ელო­დე­ბათ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე".

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რა­საც "ვი­ვა­მე­დის" ექი­მე­ბი აცხა­დე­ბენ იმას გა­ი­მე­ო­რებს სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო. იტყვი­ან, რომ ადაპ­ტა­ცი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა და სტრე­სი აქვს. მათ პო­ზი­ცი­ას საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­და ელო­დე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, მინ­და თავ­ში­ვე გა­ვაფრ­თხი­ლო",- აღ­ნიშ­ნავს ხა­ჭა­პუ­რი­ძე.

მან სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მარ­ცხე­ნა ხელი ატრო­ფი­რე­ბუ­ლი აქვს.

"რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ე­წყო ტკი­ვი­ლე­ბი. მარ­ცხე­ნა ხელი ატრო­ფი­რე­ბუ­ლი, პრობ­ლე­მე­ბი აქვს და გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი. გა­მა­ყუ­ჩებ­ლებს აძლდევ­დნენ, ახლა კი და­ი­წყო კვლე­ვა. და­ვე­ლო­დოთ შე­დე­გებს",- აღ­ნიშ­ნავს ხა­ჭა­პუ­რი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედს", სა­დაც სა­ა­კაშ­ვილს მკურ­ნა­ლო­ბენ, რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, კლი­ნი­კით უკ­მა­ყო­ფი­ლოა და "ვი­ვა­მე­დის" წი­ნა­აღ­მდეგ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს სა­სა­მარ­თლო­ზე წა­რად­გენს. შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­უბ­რობს კლი­ნი­კის დარ­ღვე­ვებ­ზე.

გარ­და ამი­სა, კი­თხვა­ზე, არის თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" წლის­თავ­ზე და­ა­ყე­ნონ სა­სა­მარ­თლო­ში შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხა­ჭა­პუ­რი­ძე გან­მარ­ტავს, რომ თუ მო­ეს­წრე­ბა ტექ­ნი­კუ­რად, შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ა­ყე­ნე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
joi zaza
1

მაგას ტვინი აქვს ატროფირებული, თან დიდი ხანია.

-
0

შნ სინდისი გაქვს ატროფირებული.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს" - შალვა ხაჭაპურიძე

"მიხეილ სააკაშვილს მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს" - შალვა ხაჭაპურიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მას მოლოდინი აქვს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ალტერნატიული ექსპერტიზა იტყვის, რომ სააკაშვილს ადაპტაციური აშლილობა და სტრესი აქვს.

როგორც მან მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, თუ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მსგავს დასკვნას წარადგენს, მათ "სერიოზული გამოცდა ელოდებათ სასამართლო პროცესზე".

"დარწმუნებული ვარ, რასაც "ვივამედის" ექიმები აცხადებენ იმას გაიმეორებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. იტყვიან, რომ ადაპტაციური აშლილობა და სტრესი აქვს. მათ პოზიციას საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელოდება სასამართლო პროცესზე, მინდა თავშივე გავაფრთხილო",- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.

მან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს.

"რამდენიმე თვის წინ დაეწყო ტკივილები. მარცხენა ხელი ატროფირებული, პრობლემები აქვს და გაუსაძლისი ტკივილები. გამაყუჩებლებს აძლდევდნენ, ახლა კი დაიწყო კვლევა. დაველოდოთ შედეგებს",- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.

რაც შეეხება უშუალოდ კლინიკა "ვივამედს", სადაც სააკაშვილს მკურნალობენ, როგორც ადვოკატი განმარტავს, კლინიკით უკმაყოფილოა და "ვივამედის" წინააღმდეგ მტკიცებულებებს სასამართლოზე წარადგენს. შალვა ხაჭაპურიძე ჯერჯერობით არ საუბრობს კლინიკის დარღვევებზე.

გარდა ამისა, კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ "ვარდების რევოლუციის" წლისთავზე დააყენონ სასამართლოში შუამდგომლობა სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, ხაჭაპურიძე განმარტავს, რომ თუ მოესწრება ტექნიკურად, შუამდგომლობას დააყენებენ.