მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამჯერ დანგრეული ოჯახი, ხმაურიანი რომანი შაკირასთან და პატიმრობა ოჯახში ძალადობის გამო - ოსვალდო რიოსის თავგადასავლებით სავსე ცხოვრება: როგორ გამოიყურება დღეს 61 წლის მსახიობი?
სამჯერ დანგრეული ოჯახი, ხმაურიანი რომანი შაკირასთან და პატიმრობა ოჯახში ძალადობის გამო - ოსვალდო რიოსის თავგადასავლებით სავსე ცხოვრება: როგორ გამოიყურება დღეს 61 წლის მსახიობი?

პუ­ერ­ტო რი­კო­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი, კომ­პო­ზი­ტო­რი და მომ­ღე­რა­ლი 61 წლის ოს­ვალ­დო რი­ო­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლი ორი სე­რი­ა­ლით, "კა­სან­დრა­თი“ და "ბლან­კოს ქვრი­ვით" გახ­და, თუმ­ცა ის არა­ერთ სე­რი­ალ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი და თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ მსა­ხი­ო­ბად ით­ვლე­ბა...

ოს­ვალ­დო 1960 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს კა­რო­ლი­ნა­ში და­ი­ბა­და. მისი მშობ­ლე­ბი - ოს­ვალ­დო რი­ო­სი და ნელი ალონ­სო, სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობ­დნენ. მსა­ხი­ო­ბის დედა სომ­ხე­თი­და­ნაა. ოს­ვალ­დოს ჰყავს ძმა, ოს­ვალ­დო ლუ­ი­სი და და, მილდრე­დი.

მსა­ხი­ობს ბავ­შვო­ბი­დან მძი­მე შრო­მა უწევ­და, რათა მშობ­ლებს დახ­მა­რე­ბო­და. ხუთი წლის ასაკ­ში ოს­ვალ­დო სიმ­ღე­რით და­ინ­ტე­რეს­და და მუ­სი­კა მისი ჰობი გახ­და. მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რი­ოსს არც კი უფიქ­რია სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ზე.

1977 წელს სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა, შემ­დეგ კი პუ­ერ­ტო რი­კოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ამ­ხა­ნა­გო­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში მდივ­ნად მო­ე­წყო, სა­დაც 1988 წლამ­დე მუ­შა­ობ­და.

ამა­სო­ბა­ში მსა­ხი­ო­ბის დედა მე­ო­რედ გა­თხოვ­და. მა­მი­ნაც­ვალ­მა ურ­ჩია ოს­ვალ­დოს, და­ე­ტო­ვე­ბი­ნა სამ­სა­ხუ­რი და ბედი მსა­ხი­ო­ბო­ბა­ში ეცა­და, რად­გან ბიჭს მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­რეგ­ნო­ბა ჰქონ­და. სი­მაღ­ლე (185 სან­ტი­მეტ­რი) ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა ოს­ვალ­დოს, რომ სა­მო­დე­ლო, შემ­დეგ კი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა და­ე­წყო.

რი­ოსს შე­უძ­ლია ბას-გი­ტა­რა­ზე, დრამ­ზე და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრა. რო­გორც გი­ტა­რის­ტმა, ოს­ვალ­დომ სა­კუ­თა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფიც კი შექ­მნა, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე პუ­ერ­ტო რი­კო­ში კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მო­დი­ო­და.

კა­რი­ე­რის და­სა­წყი­სი

პუ­ერ­ტო რიკო პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფოა, სა­დაც არც ისე კარ­გა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ტელე-ინ­დუსტრია, ამი­ტომ ად­გი­ლობ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ ვე­ნე­სუ­ე­ლის, კო­ლუმ­ბი­ი­სა და მექ­სი­კის ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან.

ორ­წლი­ა­ნი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რის შემ­დეგ, ოს­ვალ­დო სე­რი­ა­ლებ­ში კას­ტინ­გებ­ზე მი­იწ­ვი­ეს. ორ წე­ლი­წად­ში კი სამ ფილმში გა­და­ი­ღეს.

1992 წელს მსა­ხი­ო­ბი მი­იწ­ვი­ეს სე­რი­ალ­ში "კა­სან­დრა", რო­მე­ლიც მისი კა­რი­ე­რის პი­კად იქცა.

სე­რი­ა­ლი "კა­სან­დრა"

1992 წელს რე­ჟი­სორ­მა გრა­ციო დ'ან­ჯე­ლომ და სცე­ნა­რის­ტმა დე­ლია ფი­ა­ლომ ოს­ვალ­დო ახალ სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად შე­არ­ჩი­ეს. „კა­სან­დრას“ გა­და­ღე­ბე­ბი ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და დამ­წყებ მსა­ხი­ობს პარტნი­ო­რო­ბას ამო­მა­ვა­ლი ვარ­კვლა­ვი კო­რა­ი­მა ტო­რე­სი უწევ­და.

სე­რი­ალ­მა მთელ მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი შე­ი­ძი­ნა. „კა­სან­დრა“ იყო სე­რი­ა­ლი, რო­მელ­საც უფრო მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და, ვიდ­რე „სან­ტა ბარ­ბა­რას“.

მე­ლოდ­რა­მა­ტუ­ლი ტე­ლე­ნო­ვე­ლა "ქვრი­ვი ბლან­კო"

შემ­დე­გი პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ექ­ტი ოს­ვალ­დო რი­ო­სის ცხოვ­რე­ბა­ში „ბლან­კოს ქვრი­ვი“ აღ­მოჩ­ნდა. სე­რი­ა­ლი 13-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში აჩ­ვე­ნეს. მარ­თა­ლია, კა­სან­დრა­სა­ვით პო­პუ­ლა­რუ­ლი არ გამ­ხდა­რა, მაგ­რამ რი­ო­სის გმი­რის­თვის ტრამ­პლი­ნად იქცა...

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

სე­რი­ალ­ში ოს­ვალ­დო რი­ო­სი ისე­თი­ვე სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცია, რო­გორც რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში. ოფი­ცი­ა­ლუ­რად, მსა­ხი­ო­ბი სამ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ მე­დია წერს, რომ ოს­ვალ­დოს ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნა­ში მი­ნი­მუმ ორი რო­მა­ნი ჰქონ­და, სა­დაც გა­და­ღე­ბებ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ხოლ­მე.

1986 წელს ოს­ვალ­დო მსა­ხი­ობ სალი დი­ას­ზე და­ქორ­წინ­და. ქორ­წი­ნე­ბა წე­ლი­წად­ზე ნაკ­ლებ ხანს გაგ­რძელ­და. რი­ო­სის მე­ო­რე ცოლი ჟურ­ნა­ლის­ტი კარ­მენ დო­მი­ნი­კი გახ­და. 1990 წელს მსა­ხი­ობს ვაჟი ჯუ­ლი­ა­ნო გაბ­რი­ე­ლი შე­ე­ძი­ნა, მაგ­რამ ვერც კარ­მენ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა სექ­სუ­ა­ლუ­რი ოს­ვალ­დო.

1996 წელს ოს­ვალ­დო რი­ო­სი სამი თვით ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს. პო­ლი­ცი­ა­ში სა­ჩი­ვა­რი მის­მა ყო­ფილ­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა დე­ი­ზი ანეტ სან­ტი­ა­გომ შე­ი­ტა­ნა.

2000 წელს ოს­ვალ­დო მე­სა­მედ და­ქორ­წინ­და. ამ­ჯე­რად მისი რჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბი ჯე­რალ­დინ ფერ­ნან­დე­სი გახ­და. ამ ქორ­წი­ნე­ბი­დან მსა­ხი­ობს კი­დევ ერთი ვაჟი, ოს­ვალ­დო გაბ­რი­ე­ლი შე­ე­ძი­ნა. ოთხ წე­ლი­წად­ში მე­სა­მე ოჯა­ხიც და­ენგრა.

მსა­ხი­ო­ბის მომ­დევ­ნო სიყ­ვა­რუ­ლი სპორ­ტსმე­ნი კა­სი­ა­ნა როსო აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც 2009 წელს მე­სა­მე ვაჟი გა­უ­ჩი­ნა...

ოს­ვალ­დოს ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი რო­მა­ნი მა­ინც შა­კი­რას­თან ჰქონ­და. შა­კი­რა მა­შინ 20 წლის იყო, ოს­ვალ­დო 37 წლის და პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ში. შა­კი­რა კა­რი­ე­რას მა­შინ იწყებ­და.

ოს­ვალ­დომ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღი­ა­რა, რომ მას­ზე და­ქორ­წი­ნე­ბას აპი­რებ­და.

"მე გა­ვი­ცა­ნი მისი მამა, დედა, ძმა ტო­ნი­ნო... და­ქორ­წი­ნე­ბას ვა­პი­რებ­დით, სახ­ლიც გვქონ­და ნა­ნა­ხი, სა­დაც ვი­ცხოვ­რებ­დით...“ - ამ­ბობ­და წლე­ბის შემ­დეგ რი­ო­სი.

რო­მა­ნი რვა თვეს გაგ­რძელ­და და წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ოს­ვალ­დო იტყვის, რომ მი­ზე­ზი შა­კი­რას ღა­ლა­ტი გახ­და, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში ტურ­ნე­ებ­ში ხში­რად და­დი­ო­და.

მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ის გარ­და, ოს­ვალ­დო რი­ო­სი წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს პრო­დი­უ­სე­რო­ბას და პო­ზი­ცი­ო­ნი­რებს, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვის­ტი.

მისი ბოლო სიყ­ვა­რუ­ლია მსა­ხი­ო­ბი ივ­ლინ ჰირო, რო­მელ­საც 2006 წლი­დან იც­ნობს, რო­დე­საც ერ­თად ითა­მა­შეს სე­რი­ალ­ში „გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სამჯერ დანგრეული ოჯახი, ხმაურიანი რომანი შაკირასთან და პატიმრობა ოჯახში ძალადობის გამო - ოსვალდო რიოსის თავგადასავლებით სავსე ცხოვრება: როგორ გამოიყურება დღეს 61 წლის მსახიობი?

სამჯერ დანგრეული ოჯახი, ხმაურიანი რომანი შაკირასთან და პატიმრობა ოჯახში ძალადობის გამო - ოსვალდო რიოსის თავგადასავლებით სავსე ცხოვრება: როგორ გამოიყურება დღეს 61 წლის მსახიობი?

პუერტო რიკოელი მსახიობი, კომპოზიტორი და მომღერალი 61 წლის ოსვალდო რიოსი საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარული ორი სერიალით, "კასანდრათი“ და "ბლანკოს ქვრივით" გახდა, თუმცა ის არაერთ სერიალშია გადაღებული და თავის ქვეყანაში, ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მსახიობად ითვლება...

ოსვალდო 1960 წლის 25 ოქტომბერს კაროლინაში დაიბადა. მისი მშობლები - ოსვალდო რიოსი და ნელი ალონსო, სიღარიბეში ცხოვრობდნენ. მსახიობის დედა სომხეთიდანაა. ოსვალდოს ჰყავს ძმა, ოსვალდო ლუისი და და, მილდრედი.

მსახიობს ბავშვობიდან მძიმე შრომა უწევდა, რათა მშობლებს დახმარებოდა. ხუთი წლის ასაკში ოსვალდო სიმღერით დაინტერესდა და მუსიკა მისი ჰობი გახდა. მრავალი წლის განმავლობაში რიოსს არც კი უფიქრია სამსახიობო კარიერაზე.

1977 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, შემდეგ კი პუერტო რიკოს ახალგაზრდული ამხანაგობის გაერთიანებაში მდივნად მოეწყო, სადაც 1988 წლამდე მუშაობდა.

ამასობაში მსახიობის დედა მეორედ გათხოვდა. მამინაცვალმა ურჩია ოსვალდოს, დაეტოვებინა სამსახური და ბედი მსახიობობაში ეცადა, რადგან ბიჭს მიმზიდველი გარეგნობა ჰქონდა. სიმაღლე (185 სანტიმეტრი) ძალიან დაეხმარა ოსვალდოს, რომ სამოდელო, შემდეგ კი სამსახიობო კარიერა დაეწყო.

რიოსს შეუძლია ბას-გიტარაზე, დრამზე და ფორტეპიანოზე დაკვრა. როგორც გიტარისტმა, ოსვალდომ საკუთარი მუსიკალური ჯგუფიც კი შექმნა, რომელიც წლების მანძილზე პუერტო რიკოში კონცერტებზე გამოდიოდა.

კარიერის დასაწყისი

პუერტო რიკო პატარა სახელმწიფოა, სადაც არც ისე კარგადაა განვითარებული ტელე-ინდუსტრია, ამიტომ ადგილობრივი მსახიობები ინტენსიურად თანამშრომლობენ ვენესუელის, კოლუმბიისა და მექსიკის ტელევიზიებთან.

ორწლიანი სამოდელო კარიერის შემდეგ, ოსვალდო სერიალებში კასტინგებზე მიიწვიეს. ორ წელიწადში კი სამ ფილმში გადაიღეს.

1992 წელს მსახიობი მიიწვიეს სერიალში "კასანდრა", რომელიც მისი კარიერის პიკად იქცა.

სერიალი "კასანდრა"

1992 წელს რეჟისორმა გრაციო დ'ანჯელომ და სცენარისტმა დელია ფიალომ ოსვალდო ახალ სერიალში მონაწილეობის მისაღებად შეარჩიეს. „კასანდრას“ გადაღებები ვენესუელაში მიმდინარეობდა და დამწყებ მსახიობს პარტნიორობას ამომავალი ვარკვლავი კორაიმა ტორესი უწევდა.

სერიალმა მთელ მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი შეიძინა. „კასანდრა“ იყო სერიალი, რომელსაც უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე „სანტა ბარბარას“.

მელოდრამატული ტელენოველა "ქვრივი ბლანკო"

შემდეგი პოპულარული პროექტი ოსვალდო რიოსის ცხოვრებაში „ბლანკოს ქვრივი“ აღმოჩნდა. სერიალი 13-ზე მეტ ქვეყანაში აჩვენეს. მართალია, კასანდრასავით პოპულარული არ გამხდარა, მაგრამ რიოსის გმირისთვის ტრამპლინად იქცა...

პირადი ცხოვრება

სერიალში ოსვალდო რიოსი ისეთივე სექსუალური მამაკაცია, როგორც რეალურ ცხოვრებაში. ოფიციალურად, მსახიობი სამჯერ იყო დაქორწინებული, მაგრამ მედია წერს, რომ ოსვალდოს ყველა იმ ქვეყანაში მინიმუმ ორი რომანი ჰქონდა, სადაც გადაღებებზე იმყოფებოდა ხოლმე.

1986 წელს ოსვალდო მსახიობ სალი დიასზე დაქორწინდა. ქორწინება წელიწადზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. რიოსის მეორე ცოლი ჟურნალისტი კარმენ დომინიკი გახდა. 1990 წელს მსახიობს ვაჟი ჯულიანო გაბრიელი შეეძინა, მაგრამ ვერც კარმენმა შეინარჩუნა სექსუალური ოსვალდო.

1996 წელს ოსვალდო რიოსი სამი თვით ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს. პოლიციაში საჩივარი მისმა ყოფილმა შეყვარებულმა დეიზი ანეტ სანტიაგომ შეიტანა.

2000 წელს ოსვალდო მესამედ დაქორწინდა. ამჯერად მისი რჩეული მსახიობი ჯერალდინ ფერნანდესი გახდა. ამ ქორწინებიდან მსახიობს კიდევ ერთი ვაჟი, ოსვალდო გაბრიელი შეეძინა. ოთხ წელიწადში მესამე ოჯახიც დაენგრა.

მსახიობის მომდევნო სიყვარული სპორტსმენი კასიანა როსო აღმოჩნდა, რომელმაც 2009 წელს მესამე ვაჟი გაუჩინა...

ოსვალდოს ყველაზე გახმაურებული რომანი მაინც შაკირასთან ჰქონდა. შაკირა მაშინ 20 წლის იყო, ოსვალდო 37 წლის და პოპულარობის პიკში. შაკირა კარიერას მაშინ იწყებდა.

ოსვალდომ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ მასზე დაქორწინებას აპირებდა.

"მე გავიცანი მისი მამა, დედა, ძმა ტონინო... დაქორწინებას ვაპირებდით, სახლიც გვქონდა ნანახი, სადაც ვიცხოვრებდით...“ - ამბობდა წლების შემდეგ რიოსი.

რომანი რვა თვეს გაგრძელდა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მოგვიანებით ოსვალდო იტყვის, რომ მიზეზი შაკირას ღალატი გახდა, რომელიც იმ პერიოდში ტურნეებში ხშირად დადიოდა.

მსახიობის პროფესიის გარდა, ოსვალდო რიოსი წარმატებით აგრძელებს პროდიუსერობას და პოზიციონირებს, როგორც სოციალური აქტივისტი.

მისი ბოლო სიყვარულია მსახიობი ივლინ ჰირო, რომელსაც 2006 წლიდან იცნობს, როდესაც ერთად ითამაშეს სერიალში „გადაწყვეტილებები“.