საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"95 კილოდან ჩავვარდი პანიკაში, ოთახში ვიკეტებოდი... ჩემს თავს ვეღარ ვიტანდი, სარკეში ჩახედვა აღარ მინდოდა" - თეა ადეიშვილი რთულ პერიოდზე, ბულინგსა და ჭარბი წონის დამარცხებაზე
"95 კილოდან ჩავვარდი პანიკაში, ოთახში ვიკეტებოდი... ჩემს თავს ვეღარ ვიტანდი, სარკეში ჩახედვა აღარ მინდოდა" - თეა ადეიშვილი რთულ პერიოდზე, ბულინგსა და ჭარბი წონის დამარცხებაზე

თეა ადე­იშ­ვილ­მა ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ით წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად და­იკ­ლო. ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი ამ­ბობს, რომ დიდი ხნის მან­ძილ­ზე წო­ნის გამო ძა­ლი­ან დიდი დის­კომ­ფორ­ტი ჰქონ­და. გარ­და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი­სა, შე­ექ­მნა ფსი­ქი­კუ­რი, მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი­თხუ­ლობ­და მის მი­მართ წა­მო­სულ ბუ­ლინ­გის კამ­პა­ნი­ას და ოთახ­ში იკე­ტე­ბო­და. არ უშ­ვე­ლა დი­ე­ტებ­მა, ჯან­საღ­მა კვე­ბამ და ბო­ლოს გა­და­წყვი­ტა ჭარ­ბი წონა ოპე­რა­ცი­ით და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა...

თეა ადე­იშ­ვი­ლი:

- 2016 წელს, რო­დე­საც რუს­თა­ვი 2-ზე დე­ბა­ტე­ბი მიგ­ვყავ­და ოთხ ჟურ­ნა­ლისტს, მახ­სოვს, კახა კა­ლა­ძემ ერთ გა­და­ცე­მა­ში ოთხჯერ მი­თხრა, რას გავ­ხა­რო. ნიკა გვა­რა­მი­ამ რო­დე­საც მი­თხრა, წადი, პი­ჯა­კე­ბი მო­ი­ზო­მე, ეთერ­ში უნდა დაგ­სვაო, ვკი­თხე, ამ წო­ნა­ზე? - მი­თხრა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რა წონა გაქვს, შენ რო­გორც მო­გე­წო­ნე­ბა შენი თავი, ჩა­იც­ვი და და­ჯე­ქი ეთერ­შიო... ბო­ლოს ეთერ­ში 110 კილო ვი­ჯე­ქი, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა, მქონ­და პრე­დი­ა­ბე­ტი, პრობ­ლე­მე­ბი გულ­ზე, ფსი­ქი­კას­თა­ნაც მქონ­და პრობ­ლე­მე­ბი. ჩემ თავს ვე­ღარ ვი­ტან­დი, სარ­კე­ში ჩა­ხედ­ვა აღარ მინ­დო­და. რო­გორ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი გა­და­ცე­მის წინ აღარ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ვინც ჩემ სხე­ულ­ში იჯდა, იყო სხვა გოგო და ვინც ამას ატა­რებ­და, იყო სხვა ქალი და ეს ქალი არ მომ­წონ­და.

ჯან­სა­ღი კვე­ბით ვებ­რძო­ლე, დი­ე­ტე­ბი... ჩემ­თვის ადრე და­ძი­ნე­ბა და ვარ­ჯი­ში - ეს ამოგ­დე­ბუ­ლია... არა­ფერ­მა მიშ­ვე­ლა, და­ვიკ­ლებ­დი სამ კი­ლოს და ექვს ვი­მა­ტებ­დი. 95 კი­ლო­დან ჩავ­ვარ­დი პა­ნი­კა­ში. მარ­თლა პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი მე­მარ­თე­ბო­და. სა­შინ­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი. არ მინ­დო­და ჩემი თა­ვის და­ნახ­ვა და არ მინ­დო­და სხვას და­ვე­ნა­ხე.

შენ იყა­ვი პირ­ვე­ლი, ვინც მი­თხრა, რომ ბა­რი­ატ­რი­ის­კენ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მა­ნამ­დე ყვე­ლა დი­ე­ტო­ლოგ­თან და ნუტ­რი­ცი­ო­ლოგ­თან მი­მიყ­ვა­ნე... გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­აც მა­გას მე­უბ­ნე­ბო­და, ნიკა ამ­ბობ­და მარ­ტო, გვა­რა­მია, რომ მო­ვე­რე­ო­დი.

ოპე­რა­ცი­ას ში­შე­ბი ახ­ლდა, ვი­დე­ო­ე­ბიც გა­და­ვი­ღე, რომ ოჯახს ვემ­შვი­დო­ბე­ბო­დი, ეს იყო პირ­ვე­ლი ნარ­კო­ზი და ოპე­რა­ცია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ახლა ბევ­რად უკვე ახალ­გაზ­რდად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, ბევ­რად უფრო ძლი­ე­რი ვარ, ლაღი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, მგო­ნია, რომ ჟანგბა­დით და­ვი­ტე­ნე. მე აღარ ვარ­სე­ბობ­დი იმ რა­ღა­ცა­ში, რა­შიც ვი­ყა­ვი...

კო­მენ­ტარს ავუ­ტი­რე­ბი­ვარ კი არა, კარი გა­მო­მი­კე­ტავს და ასე ვყო­ფილ­ვარ. მინ­დო­და ხუთ დღე­ში 50 კილო და­მეკ­ლო. სა­ში­ნელ კო­მენ­ტა­რებს მი­წერ­დნენ. ინ­ბოქსში ერთხელ ერ­თმა ქალ­მა ზუს­ტად ვიცი, რომ კე­თი­ლი გუ­ლით მომ­წე­რა, მაგ­რამ ისე­თი დი­აგ­ნო­ზე­ბი და­მის­ვა დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლი მაქვს. ვფიქ­რობ­დი, ღმერ­თო, მარ­თლა ეს თუ მჭირს, ახლა მოვ­კვდე­ბი-თქო. ვე­რა­ვინ იმ­დე­ნად ვერ გა­მაკ­რი­ტი­კებს, რაც ჩემი თა­ვის­თვის მით­ქვამს.

ყო­ველ­თვის მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი კომ­პლი­მენ­ტებს. ბო­ლოს ისე ვი­ყა­ვი, რომ აღარ მა­ინ­ტე­რე­სებ­და ჭკვი­ა­ნი ვი­ყა­ვი თუ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი. ოღონდ ცოტა უკე­თე­სი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ვიდ­რე სარ­კე­ში ვი­ყა­ვი. არ მომ­წონ­და ის ყვე­ლა­ფე­რი რო­გორც ვი­ყა­ვი... ვინც მა­ბუ­ლინ­გებ­და, ყვე­ლა­სი მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ მე ჩემს თავ­ში ვი­პო­ვე ის თეა ადე­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ვიც­ნობ­დი...

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნესი
5

მეტი საქმე არ ქონდა კალაძეს შენი ქონები ეთვალიერებინა. გვარა-გაბუს გაკაცება ახალი პიარკამპანიაა? ნე დაეცემით ხალხო მთლად ასე, ყველაფრია გაპოლიტიზება გაგონილა?!

ლელა
16

კარგია, რომ გამხდარხართ-თქვენივე ჯანმრთელობისთვის, თორემ აბა, ახლა წაიკითხეთ ეს კომენტარები და ნახავთ,რომ ადმიანები წონის გამო კი არა, გამოკვეთილად ტენდენციურობისა და ტყუილის ტირაჟირების გამო ,,გაბულინგებთ" და კარგად გააცნობიერეთ ეს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"95 კილოდან ჩავვარდი პანიკაში, ოთახში ვიკეტებოდი... ჩემს თავს ვეღარ ვიტანდი, სარკეში ჩახედვა აღარ მინდოდა" - თეა ადეიშვილი რთულ პერიოდზე, ბულინგსა და ჭარბი წონის დამარცხებაზე

"95 კილოდან ჩავვარდი პანიკაში, ოთახში ვიკეტებოდი... ჩემს თავს ვეღარ ვიტანდი, სარკეში ჩახედვა აღარ მინდოდა" - თეა ადეიშვილი რთულ პერიოდზე, ბულინგსა და ჭარბი წონის დამარცხებაზე

თეა ადეიშვილმა ბარიატრიული ოპერაციით წონაში საგრძნობლად დაიკლო. ნანუკა ჟორჟოლიანთან ინტერვიუში ჟურნალისტი ამბობს, რომ დიდი ხნის მანძილზე წონის გამო ძალიან დიდი დისკომფორტი ჰქონდა. გარდა ჯანმრთელობის პრობლემებისა, შეექმნა ფსიქიკური, მენტალური პრობლემებიც. სოციალურ ქსელში კითხულობდა მის მიმართ წამოსულ ბულინგის კამპანიას და ოთახში იკეტებოდა. არ უშველა დიეტებმა, ჯანსაღმა კვებამ და ბოლოს გადაწყვიტა ჭარბი წონა ოპერაციით დაემარცხებინა...

თეა ადეიშვილი:

- 2016 წელს, როდესაც რუსთავი 2-ზე დებატები მიგვყავდა ოთხ ჟურნალისტს, მახსოვს, კახა კალაძემ ერთ გადაცემაში ოთხჯერ მითხრა, რას გავხარო. ნიკა გვარამიამ როდესაც მითხრა, წადი, პიჯაკები მოიზომე, ეთერში უნდა დაგსვაო, ვკითხე, ამ წონაზე? - მითხრა, რა მნიშვნელობა აქვს რა წონა გაქვს, შენ როგორც მოგეწონება შენი თავი, ჩაიცვი და დაჯექი ეთერშიო... ბოლოს ეთერში 110 კილო ვიჯექი, ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, მქონდა პრედიაბეტი, პრობლემები გულზე, ფსიქიკასთანაც მქონდა პრობლემები. ჩემ თავს ვეღარ ვიტანდი, სარკეში ჩახედვა აღარ მინდოდა. როგორ გამოვიყურებოდი გადაცემის წინ აღარ მაინტერესებდა, ვინც ჩემ სხეულში იჯდა, იყო სხვა გოგო და ვინც ამას ატარებდა, იყო სხვა ქალი და ეს ქალი არ მომწონდა.

ჯანსაღი კვებით ვებრძოლე, დიეტები... ჩემთვის ადრე დაძინება და ვარჯიში - ეს ამოგდებულია... არაფერმა მიშველა, დავიკლებდი სამ კილოს და ექვს ვიმატებდი. 95 კილოდან ჩავვარდი პანიკაში. მართლა პანიკური შეტევები მემართებოდა. საშინლად გამოვიყურებოდი. არ მინდოდა ჩემი თავის დანახვა და არ მინდოდა სხვას დავენახე.

შენ იყავი პირველი, ვინც მითხრა, რომ ბარიატრიისკენ წავსულიყავი, მანამდე ყველა დიეტოლოგთან და ნუტრიციოლოგთან მიმიყვანე... გიორგი გაბუნიაც მაგას მეუბნებოდა, ნიკა ამბობდა მარტო, გვარამია, რომ მოვერეოდი.

ოპერაციას შიშები ახლდა, ვიდეოებიც გადავიღე, რომ ოჯახს ვემშვიდობებოდი, ეს იყო პირველი ნარკოზი და ოპერაცია ჩემს ცხოვრებაში. ახლა ბევრად უკვე ახალგაზრდად გამოვიყურები, ბევრად უფრო ძლიერი ვარ, ლაღი, თავისუფალი, მგონია, რომ ჟანგბადით დავიტენე. მე აღარ ვარსებობდი იმ რაღაცაში, რაშიც ვიყავი...

კომენტარს ავუტირებივარ კი არა, კარი გამომიკეტავს და ასე ვყოფილვარ. მინდოდა ხუთ დღეში 50 კილო დამეკლო. საშინელ კომენტარებს მიწერდნენ. ინბოქსში ერთხელ ერთმა ქალმა ზუსტად ვიცი, რომ კეთილი გულით მომწერა, მაგრამ ისეთი დიაგნოზები დამისვა დღემდე შენახული მაქვს. ვფიქრობდი, ღმერთო, მართლა ეს თუ მჭირს, ახლა მოვკვდები-თქო. ვერავინ იმდენად ვერ გამაკრიტიკებს, რაც ჩემი თავისთვის მითქვამს.

ყოველთვის მიჩვეული ვიყავი კომპლიმენტებს. ბოლოს ისე ვიყავი, რომ აღარ მაინტერესებდა ჭკვიანი ვიყავი თუ განათლებული. ოღონდ ცოტა უკეთესი ვყოფილიყავი, ვიდრე სარკეში ვიყავი. არ მომწონდა ის ყველაფერი როგორც ვიყავი... ვინც მაბულინგებდა, ყველასი მადლობელი ვარ, რომ მე ჩემს თავში ვიპოვე ის თეა ადეიშვილი, რომელსაც ვიცნობდი...