"ტვიტერის" ახალი მფლობელი ილონ მასკი აცხადებს, რომ ის იძულებული გახდა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების თითქმის ნახევარი სამსახურიდან გაეშვა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გაზრდილი ხარჯები გახდა, რადგან კომპანია ყოველდღიურად 4 მილიონ დოლარზე მეტს კარგავს.
მასკის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს, კომპენსაციის სახით მომდევნო 3 თვის განმავლობაში ანაზღაურებას ისევ მიიღებენ.
გასულ კვირას ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიაზე კონტროლის დაწესების შემდეგ რამდენიმე ხელმძღვანელი, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი და ფინანსური ხელმძღვანელი გაათავისუფლა.
მასკმა Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად შეიძინა.
აჯობებდა ყველა გაცალოდა ამ ავადმყოფს, თორემ შარში გაეხვევა!
ნეტა ჩვენი პარლამენტი და მთავრობაც დაითხოვოს, მივყიდიდით ფასდაკლებით