უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსებმა სამჯერ გააძლიერეს საომარი მოქმედებების ინტენსივობა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება ზალუჟნიმ ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალთან და ევროპაში აშშ-ის ძალების მეთაურთან, გენერალ კრისტოფერ კავოლისთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.
ზალუჟნის თქმით, რუსები ყოველდღიურად 80-მდე შეტევას ახორციელებენ.
"განვიხილეთ ფრონტზე არსებული მდგომარეობა, რომელიც დაძაბული, მაგრამ კონტროლირებადია. მოწინააღმდეგემ სამჯერ გააძლიერა საომარი მოქმედებების ინტენსივობა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე - ყოველდღიურად 80-მდე შეტევა. ჩვენი ჯარისკაცების სიმამაცისა და ოსტატობის წყალობით ვინარჩუნებთ თავდაცვას“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.
მისი თქმით, პარტნიორები აცნობიერებენ უკრაინისთვის რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების აუცილებლობას და ამ მიზნით მნიშვნელოვან ძალისხმევას ახორციელებენ.
აბა რუსეთს ჟანგიანი ტანკები ყავს და ისენიც არ იქოქებიანო
უკრაინის მთავარსარდალო! ბრძოლა ძნელია მარტო შენი ტერიტორიის ხარჯზე! უკრაინამ რომ განახორციელოს რუსეთის ტერიტორიაზე შორი საბრძოლო რეიდები! რუსეთისგან! გამანადგურებელი შედეგები მოჰყვება! წინ იხედები!!!!