საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ გოგონა ხართ, მაშინ დიდი დოზით მიიღებთ გადამეტებულ ყურადღებას ადგილობრივი მამრებისგან" - რას წერს ბელარუსი ბლოგერი საქართველოში ცხოვრების დადებით და უარყოფით მხარეებზე
"თუ გოგონა ხართ, მაშინ დიდი დოზით მიიღებთ გადამეტებულ ყურადღებას ადგილობრივი მამრებისგან" - რას წერს ბელარუსი ბლოგერი საქართველოში ცხოვრების დადებით და უარყოფით მხარეებზე

"მა­ტა­რებ­ლი­დან გა­მოს­ვლის მო­მენ­ტი­დან, პირ­ვე­ლი, რაც და­ვი­ნა­ხე ძაღ­ლის ექ­სკრე­მენ­ტე­ბი იყო, ასე­ვე ბევ­რი ნა­გა­ვი და ჭუ­ჭყი“ - ბე­ლა­რუ­სი ბლო­გე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბას აღ­წერს

ბე­ლა­რუ­სი ბლო­გე­რი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც, რო­გორც ირ­კვე­ვა, თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად ბოლო მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბას არა­ერთ ბლოგს უძღვნის. მას დე­ტა­ლუ­რად აქვს აღ­წე­რი­ლი თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბის და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი. გა­რე­მო, საჭ­მე­ლი, ქუ­ჩე­ბი, ხალ­ხი - ბლო­გერს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ყვე­ლა­ფერ­ზე აქვს თა­ვი­სი პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტუ­ლი­და თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს რჩე­ვებ­საც აძ­ლევს.

"მე მიყ­ვარს სი­სუფ­თა­ვე და აკუ­რა­ტუ­ლო­ბა. მინ­სკში ამი­სი პრობ­ლე­მა არ მქონ­და, მაგ­რამ თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე შოკი მივიღე.

მა­ტა­რებ­ლი­დან გა­მოს­ვლის მო­მენ­ტი­დან, პირ­ვე­ლი, რაც და­ვი­ნა­ხე ძაღ­ლის ექ­სკრე­მენ­ტე­ბი იყო, ასე­ვე ბევ­რი ნა­გა­ვი და ჭუ­ჭყი. ერთი პე­რი­ო­დი ვი­ფიქ­რე, რომ არას­წორ ად­გი­ლას ჩა­მო­ვე­დი, კი­დევ უფრო მერე ვფიქ­რობ­დი, რომ სა­ერ­თოდ შეც­დო­მით მა­ტა­რე­ბელ­ში ჩავ­ჯე­ქი.

სამი სი­ტყვა რომ მქონ­დეს თბი­ლი­სის ასაღ­წე­რად, ვი­ტყო­დი: უწეს­რი­გო­ბა, სიმ­კვეთ­რე, ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი:

  • უზო­მოდ ლა­მა­ზი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ბუ­ნე­ბა. აქ ასახ­სნე­ლიც არა­ფე­რია, სა­ქარ­თვე­ლო - ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქვე­ყა­ნაა. აქ არის მთაც, ზღვაც, ტყეც და ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზეც. სწო­რედ ამი­ტომ იზი­დავს აქა­უ­რო­ბა ბევრ უცხო­ელს. ლა­მა­ზი ად­გი­ლე­ბის სია უსას­რუ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს და არა­სო­დეს დას­რულ­დეს.
  • სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნე­ბი. ბე­ლა­რუს­თან გან­სხვა­ვე­ბა ამ მხრივ ძა­ლი­ან დი­დია. მუდ­მი­ვად სი­ხა­რუ­ლით მე­სა­უბ­რე­ბი­ან, სულ მზად არი­ან დახ­მა­რე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად. რა თქმა უნდა, არის ნე­გა­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბიც ამ მხრივ, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბის სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა ყველ­გან იგ­რძნო­ბა.
  • თა­ვი­სუფ­ლე­ბა. აქ არ გე­ში­ნია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით წარ­მოთ­ქმუ­ლი ზედ­მე­ტი სი­ტყვის გამო, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში თავ­ზე და­გად­გე­ბათ ვინ­მე, ვინც ამ ყვე­ლაფ­რის­თვის პა­სუხს მოგ­თხოვთ. სა­ქარ­თვე­ლო- თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვე­ყა­ნაა.
  • გემ­რი­ე­ლი და კა­ლო­რი­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო. სია არ სრულ­დე­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხა­ჭა­პუ­რით. სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ქუ­ჩის კვე­ბა - სა­კონ­დიტ­რო­ებ­სა და სა­ცხო­ბებ­ში 1 და 2 ლა­რად შე­გიძ­ლი­ათ უგემ­რი­ე­ლე­სი ეკ­ლე­რის, ნამ­ცხვის ნაჭ­რის და­გე­მოვ­ნე­ბა. ამას­თან, პური აქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, ამი­ტომ არ გა­გიკ­ვირ­დეთ თუ რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ გარშმო­წე­რი­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სან­ტი­მეტ­რით მეტი იქ­ნე­ბით.
  • ადა­მი­ა­ნუ­რი მიდ­გო­მა უსახ­ლკა­რო ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი. ცხოვ­რე­ლებ­ზე აქ ზრუ­ნა­ვენ და ბე­ლა­რუ­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ კლა­ვენ მათ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი უპატ­რო­ნო ძაღ­ლია და თით­ქმის ყვე­ლა მათ­განს ყურ­ზე აქვს ბირ­კა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ძაღ­ლი სტე­რი­ლუ­რი და აც­რი­ლია. ამი­ტომ აქ ხში­რად და­ი­ნა­ხავთ დიდ მძი­ნა­რე ძაღლს შუა ტრო­ტუ­არ­ზე, რად­გან მან იცის, რომ აქ მას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

  • მიმ­ზიდ­ვე­ლი პი­რო­ბე­ბი ბიზ­ნე­სის­თვის. აქ სა­უ­ბა­რია გა­და­სა­ხა­დებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ისი­ნი ძა­ლი­ან და­ბა­ლია სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, მათ შო­რის პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით: სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მე­ე­ბის სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის გა­ნაკ­ვე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მე­წარ­მის შე­მო­სა­ვალ­ზე: ბრუნ­ვა წე­ლი­წად­ში 100 000 ლა­რამ­დე - 1%; ბრუნ­ვა 100 000 ლა­რი­დან 500 000 ლა­რამ­დე - 1% სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დი, პლუს დღგ უნდა იყოს გა­დახ­დი­ლი (დღგ-ის გა­ნაკ­ვე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში 18%); 500 000 ლარ­ზე მეტი ბრუნ­ვა წე­ლი­წად­ში - 20% სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დი და 18% დღგ. და­მე­თან­ხმე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­სარ­გებ­ლო უპი­რა­ტე­სო­ბა ბევ­რის­თვის. თუ თქვენ გაქვთ მცი­რე შე­მო­სა­ვა­ლი, მა­შინ სა­ერ­თოდ არ გჭირ­დე­ბათ გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და.
  • სა­ქარ­თვე­ლო შე­და­რე­ბით იაფი ქვე­ყა­ნაა. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი იაფი არ არის და ყველ­გან არა, მაგ­რამ ზო­გა­დად ეს ქვე­ყა­ნა არ არის სას­ვე სა­ფუ­ლე­ზე გათ­ვლი­ლი ქვე­ყა­ნა. ტყუ­ი­ლად ა ჩა­მო­დი­ან ტუ­რის­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან და ბევ­რი სა­ცხოვ­რებ­ლა­დაც რჩე­ბა. 2022 წლის და­სა­წყი­სი­დან ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ვირ­და, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად ის მა­ინც ხელ­მი­საწ­ვდომ და მიმ­ზიდ­ველ ქვეყ­ნად რჩე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი:

  • უმუ­შევ­რო­ბის მა­ღა­ლი დონე და და­ბა­ლი ხელ­ფა­სე­ბი. 2022 წლის და­სა­წყის­ში სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი აქ 1400 ლა­რია. უმუ­შევ­რო­ბა აქ ძა­ლი­ან მა­ღა­ლია - ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე არ მუ­შა­ობს. ამი­ტომ იმე­დი ნუ გექ­ნე­ბათ, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას გეგ­მავთ, რო­გორც უცხო­ე­ლი სამ­სა­ხურს მალე იშო­ვით, რად­გან ად­გი­ლობ­რივ­საც ძა­ლი­ან უჭირს.
  • სა­ხელ­მწი­ფო სკო­ლებ­ში მარ­ტო ქარ­თულ ენა­ზე ას­წავ­ლი­ან. ჩა­მო­სუ­ლე­ბის­თვის ეს პრობ­ლე­მაა. მარ­თა­ლია, შე­გიძ­ლი­ათ კერ­ძო სკო­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლოთ, მაგ­რამ ეს საკ­მა­ოდ ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. მა­გა­ლი­თად, თბი­ლის­ში ახლა 4 კერ­ძო სკო­ლაა, სა­დაც პროგ­რა­მა რუ­სულ ენა­ზეც აქვთ:
  • ბი­ნის ქი­რის მა­ღა­ლი ფასი. მი­თია, თით­ქოს სახ­ლის ქი­რა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­პი­კე­ბი ღირს. თბი­ლის­ში ბი­ნის ქი­რის მი­ნი­მა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 400 დო­ლა­რია და ეს ციფ­რე­ბი მა­ტუ­ლობს და მა­ტუ­ლობს, უსას­რუ­ლო­ბამ­დე. ამ დროს მინ­სკში ქი­რა­ო­ბა ორ­ჯერ ნაკ­ლე­ბი და­გიჯ­დე­ბათ. 2022 წლამ­დე ბი­ნის ქი­რას 200-400 ლარ­ში თა­ვი­სუფ­ლად ნა­ხავ­დით.
  • უამ­რა­ვი ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი და ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბა. თბი­ლის­შიც კი,შე­ნო­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლი მო­წყე­ნი­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, თით­ქოს ის არას­დეს არა­ვის გა­უ­რე­მონ­ტე­ბია. ჩა­მო­ვარ­და ფა­სა­დის ნა­წი­ლი? არა­უ­შავს! ჩნდე­ბა კი­თხვა - აპი­რებს კი ოდეს­მე ვინ­მე ამ პრობ­ლე­მით და­ინ­ტე­რეს­დეს?
  • ყველ­გან ძაღ­ლის ექ­სკრე­მენ­ტე­ბი. თუ თბი­ლის­ში თვე­ზე მეტ­ხანს რჩე­ბი, ამ ამ­ბავს უფრო მარ­ტი­ვად უყუ­რებ, მაგ­რამ თა­ვი­დან ძა­ლი­ან გიკ­ვირს და 24/7-ზე თი­თის წვე­რე­ბით და­დი­ხარ, რომ ფეხი არ და­ის­ვა­რო. თუ სა­ღა­მოს გა­სე­ირ­ნე­ბას გა­და­წყვეტთ, უმ­ჯო­ბე­სია ფან­რით გა­ა­ნა­თოთ მიწა, რათა უსი­ა­მოვ­ნე­ბას არ გა­და­ე­ყა­როთ.
  • გრა­ფი­ტი ყველ­გან, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა და არ შე­იძ­ლე­ბა. ერთი შე­ხედ­ვით, ეს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გა­მოვ­ლი­ნებ­და შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ბო­რო­ტად სარ­გებ­ლო­ბაა ხატ­ვით და საკ­მა­ოდ არა­ეს­თე­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. თუმ­ცა, ზო­გან მარ­თლა შე­დევ­რია გა­მო­სა­ხუ­ლი. გრა­ფი­ტი შეგ­ხვდე­ბათ კედ­ლებ­ზე, ნაგ­ვის ურ­ნებ­ზე, სკა­მებ­ზე და ა.შ.

  • ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი და მათი ზედ­მე­ტი მზრუნ­ვე­ლო­ბა. თუ გო­გო­ნა ხართ, მა­შინ დიდი დო­ზით მი­ი­ღებთ გა­და­მე­ტე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი მამ­რე­ბის­გან. ვი­ღა­ცას შე­საძ­ლოა, ესი­ა­მოვ­ნოს, ვი­ღა­ცის­თვის კი ზედ­მე­ტი პრობ­ლე­მე­ბია, რო­დე­საც პარკში მარ­ტო დაჯ­დო­მის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გეძ­ლე­ვათ.
  • გზა­ზე გა­და­სას­ვლე­ლე­ბი "კა­მი­კა­ძეს“ სტილ­ში. ეს არის უდი­დე­სი პრობ­ლე­მა და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამას უბ­რა­ლოდ შე­გუ­ე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რად­გან დარ­ღვე­ვის­თვის არა­ვის აჯა­რი­მე­ბენ. გა­ივ­ლით წი­თელ­ზე? არ არის პრობ­ლე­მა! თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ცოტა შუქ­ნი­შა­ნია.

  • ქარ­თუ­ლი სერ­ვი­სის ხა­რის­ხი. არ ვი­ტყვი, რომ ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა, მაგ­რამ ბე­ლა­რუ­სის დო­ნეს­თან შე­და­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამას ყველ­გან გრძნობ: სუ­პერ­მარ­კეტ­ში სა­ლა­რო­დან და­წყე­ბუ­ლი ტაქ­სის მძღო­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.
  • მა­თხოვ­რე­ბი. მათი რა­ო­დე­ნო­ბა უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან დი­დია, გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლა­ქის დატ­ვირ­თულ ად­გი­ლებ­ში. მათ შე­უძ­ლი­ათ უბ­რა­ლოდ ის­ხდნენ, უბ­რა­ლოდ დაწ­ვნენ, შე­უძ­ლი­ათ ჩა­გე­ჭი­დონ, რო­გორც ამას აქ ბოშა ბავ­შვე­ბი აკე­თე­ბენ. მთა­ვარ ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებ­თან და ეკ­ლე­სი­ებ­თან ყო­ველ­თვის ბევ­რი მა­თხო­ვა­რია.
  • შო­პინ­გი პრობ­ლე­მაა. მო­ემ­ზა­დეთ, რომ სა­სურ­ვე­ლი კა­ბის ძებ­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთ-ერთ ასეთ ად­გი­ლას მო­გი­წევთ:

  • ხმა­უ­რი ღა­მით. ღია ფან­ჯრებ­ში და­ძი­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ხმა­უ­რის დონე ყურ­სას­მე­ნე­ბი­თაც კი არ გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას მშვი­დად იძი­ნო. მან­ქა­ნე­ბი მა­ყუ­ჩის გა­რე­შე, რომ­ლე­ბიც გი­ჟე­ბი­ვით და­დი­ან, ძაღ­ლე­ბი, მუ­სი­კა, ყვი­რი­ლი - ღა­მით თბი­ლი­სი ძა­ლი­ან ხმა­უ­რი­ა­ნია და ძა­ლი­ან გა­გი­მარ­თლებთ, თუ მოხ­ვდე­ბით ისეთ უბან­ში, სა­დაც მეტ-ნაკ­ლე­ბად ასა­ტა­ნი იქ­ნე­ბა ღა­მით ხმა­უ­რის მხრივ. გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბობს - და­ხუ­რეთ ფან­ჯრე­ბი, მაგ­რამ არის ორი მაგ­რამ: სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ცხე­ლა, შე­იძ­ლე­ბა ჩარ­თოთ კონ­დი­ცი­ო­ნე­რი, მაგ­რამ ისიც ხმა­უ­რი­ა­ნია.

დას­კვნის სა­ხით ბლო­გე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი იმას არ ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე პრობ­ლე­მებს შეხ­ვდე­ბით. "პრობ­ლე­მე­ბი უბ­რა­ლოდ არის და ეს ნორ­მა­ლუ­რია, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი საკ­მა­ოდ სპე­ცი­ფი­უ­რია უცხო კულ­ტუ­რის­თვის და თუ აქ დარ­ჩე­ნას აპი­რებთ, უბ­რა­ლოდ მათ უნდა შე­ე­გუ­ოთ“. წყა­რო

მო­ამ­ზა­და ეკა დარ­ჩი­აშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბუ
0

პრობლემა რომ ძალიან ბევრი გვაქვს საქართველოში ეს ფაქტია, ეს რაც წერია მხოლოდ ნაწილია და მისაღებია ყველაფერი, რაღა თქმა უნდა ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით რა არის ჩვენი პრობლემა, შეიძლება თვალი დავხუჭოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემას ვერ ვხედავთ. "ყველა ხალხს ყავს ის მთავრობა რასაც ის იმსახურებს" ჟოზეფ დემეტრის ამ უკვდავ სიტყვებს ვამართლებთ საქართველოში ბოლო 30 წელია. მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ, პრობლემა ხომ არ არის მხოლოდ მთავრობაში, პრობლემის ლომის წილი ჩვენშია-ხალხში და ყოველთვის ჩვენში იყო, ჩვენ არ გვინდა შეცვლა, კომფორტის ზონიდან გამოსვლა, არ გვინდა ცვლილებები, ისტორიულად შემგუებლობა ჩვენი ძლიერი მხარეა და ყველაფერს ვეგუებით, ყველაფერს ვიტანთ "ყოვლად მთმენი ვით-ჯორ ცხენი" დიდმა ილია მართალმა 100 წელიწადზე მეტი ხნის წინ დაგვისვა დიაგნოზი, მაგრამ ჩვენ რითი ვუპასუხეთ? სწორია ჩვენ ავადმყოფობის დამარცხების მაგივრად ის მოვკალით. 

 

თუმცაღა მეორეს მხრივ ვის აქვს ჩვენი კრიტიკის უფლება, ადამიანს, რომელიც უკანასკნელი 25 წელია "ბაწკას" უყურებს და მის მიერ ჩამოყალიბებულ შუასაუკუნეებისმაგვარ აღმოსავლურ-ისლამური ტიპის დესპოტიაში ცხოვრობს? 

dato
2

დაბრუნდი მაშინ შენს სუფთა ქვეყანაში ლუკაშენკოსთან ვინ გიჭერს აქ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თუ გოგონა ხართ, მაშინ დიდი დოზით მიიღებთ გადამეტებულ ყურადღებას ადგილობრივი მამრებისგან" - რას წერს ბელარუსი ბლოგერი საქართველოში ცხოვრების დადებით და უარყოფით მხარეებზე

"თუ გოგონა ხართ, მაშინ დიდი დოზით მიიღებთ გადამეტებულ ყურადღებას ადგილობრივი მამრებისგან" - რას წერს ბელარუსი ბლოგერი საქართველოში ცხოვრების დადებით და უარყოფით მხარეებზე

"მატარებლიდან გამოსვლის მომენტიდან, პირველი, რაც დავინახე ძაღლის ექსკრემენტები იყო, ასევე ბევრი ნაგავი და ჭუჭყი“ - ბელარუსი ბლოგერი საქართველოში ცხოვრებას აღწერს

ბელარუსი ბლოგერი ქალბატონი, რომელიც, როგორც ირკვევა, თბილისში საცხოვრებლად ბოლო მოვლენების შემდეგ ჩამოვიდა, საქართველოში ცხოვრებას არაერთ ბლოგს უძღვნის. მას დეტალურად აქვს აღწერილი თბილისში ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები. გარემო, საჭმელი, ქუჩები, ხალხი - ბლოგერს შეძლებისდაგვარად ყველაფერზე აქვს თავისი პოზიცია გამოხატულიდა თანამემამულეებს რჩევებსაც აძლევს.

"მე მიყვარს სისუფთავე და აკურატულობა. მინსკში ამისი პრობლემა არ მქონდა, მაგრამ თბილისში ჩამოსვლისთანავე შოკი მივიღე.

მატარებლიდან გამოსვლის მომენტიდან, პირველი, რაც დავინახე ძაღლის ექსკრემენტები იყო, ასევე ბევრი ნაგავი და ჭუჭყი. ერთი პერიოდი ვიფიქრე, რომ არასწორ ადგილას ჩამოვედი, კიდევ უფრო მერე ვფიქრობდი, რომ საერთოდ შეცდომით მატარებელში ჩავჯექი.

სამი სიტყვა რომ მქონდეს თბილისის ასაღწერად, ვიტყოდი: უწესრიგობა, სიმკვეთრე, ლამაზი ბუნება.

საქართველოში ცხოვრების დადებითი მხარეები:

  • უზომოდ ლამაზი და მრავალფეროვანი ბუნება. აქ ასახსნელიც არაფერია, საქართველო - ძალიან ლამაზი ქვეყანაა. აქ არის მთაც, ზღვაც, ტყეც და ბუნების სილამაზეც. სწორედ ამიტომ იზიდავს აქაურობა ბევრ უცხოელს. ლამაზი ადგილების სია უსასრულოდ შეიძლება გაიზარდოს და არასოდეს დასრულდეს.
  • სტუმართმოყვარე ადამიანები. ბელარუსთან განსხვავება ამ მხრივ ძალიან დიდია. მუდმივად სიხარულით მესაუბრებიან, სულ მზად არიან დახმარების აღმოსაჩენად. რა თქმა უნდა, არის ნეგატიური შემთხვევებიც ამ მხრივ, მაგრამ ქართველების სტუმართმოყვარეობა ყველგან იგრძნობა.
  • თავისუფლება. აქ არ გეშინია, რომ ხელისუფლების მისამართით წარმოთქმული ზედმეტი სიტყვის გამო, რამდენიმე საათში თავზე დაგადგებათ ვინმე, ვინც ამ ყველაფრისთვის პასუხს მოგთხოვთ. საქართველო- თავისუფალი ქვეყანაა.
  • გემრიელი და კალორიული სამზარეულო. სია არ სრულდება არაჩვეულებრივი ხაჭაპურით. საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია ქუჩის კვება - საკონდიტროებსა და საცხობებში 1 და 2 ლარად შეგიძლიათ უგემრიელესი ეკლერის, ნამცხვის ნაჭრის დაგემოვნება. ამასთან, პური აქ განსაკუთრებულია, ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ რამდენიმე კვირის შემდეგ გარშმოწერილობაში რამდენიმე სანტიმეტრით მეტი იქნებით.
  • ადამიანური მიდგომა უსახლკარო ცხოველებისადმი. ცხოვრელებზე აქ ზრუნავენ და ბელარუსისგან განსხვავებით, არ კლავენ მათ. საქართველოში ძალიან ბევრი უპატრონო ძაღლია და თითქმის ყველა მათგანს ყურზე აქვს ბირკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძაღლი სტერილური და აცრილია. ამიტომ აქ ხშირად დაინახავთ დიდ მძინარე ძაღლს შუა ტროტუარზე, რადგან მან იცის, რომ აქ მას საფრთხე არ ემუქრება.

  • მიმზიდველი პირობები ბიზნესისთვის. აქ საუბარია გადასახადებზე, საქართველოში ისინი ძალიან დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით: საქართველოში ინდივიდუალური მეწარმეების საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი დამოკიდებულია მეწარმის შემოსავალზე: ბრუნვა წელიწადში 100 000 ლარამდე - 1%; ბრუნვა 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე - 1% საშემოსავლო გადასახადი, პლუს დღგ უნდა იყოს გადახდილი (დღგ-ის განაკვეთი საქართველოში 18%); 500 000 ლარზე მეტი ბრუნვა წელიწადში - 20% საშემოსავლო გადასახადი და 18% დღგ. დამეთანხმებით, საქართველოში ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო უპირატესობა ბევრისთვის. თუ თქვენ გაქვთ მცირე შემოსავალი, მაშინ საერთოდ არ გჭირდებათ გადასახადის გადახდა.
  • საქართველო შედარებით იაფი ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ყველაფერი იაფი არ არის და ყველგან არა, მაგრამ ზოგადად ეს ქვეყანა არ არის სასვე საფულეზე გათვლილი ქვეყანა. ტყუილად ა ჩამოდიან ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და ბევრი საცხოვრებლადაც რჩება. 2022 წლის დასაწყისიდან ყველაფერი გაძვირდა, მაგრამ ამის მიუხედავად ის მაინც ხელმისაწვდომ და მიმზიდველ ქვეყნად რჩება.

საქართველოში ცხოვრების უარყოფითი მხარეები:

  • უმუშევრობის მაღალი დონე და დაბალი ხელფასები. 2022 წლის დასაწყისში საშუალო ხელფასი აქ 1400 ლარია. უმუშევრობა აქ ძალიან მაღალია - ყოველი მეხუთე არ მუშაობს. ამიტომ იმედი ნუ გექნებათ, რომ თუ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავთ, როგორც უცხოელი სამსახურს მალე იშოვით, რადგან ადგილობრივსაც ძალიან უჭირს.
  • სახელმწიფო სკოლებში მარტო ქართულ ენაზე ასწავლიან. ჩამოსულებისთვის ეს პრობლემაა. მართალია, შეგიძლიათ კერძო სკოლების მომსახურებით ისარგებლოთ, მაგრამ ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მაგალითად, თბილისში ახლა 4 კერძო სკოლაა, სადაც პროგრამა რუსულ ენაზეც აქვთ:
  • ბინის ქირის მაღალი ფასი. მითია, თითქოს სახლის ქირაობა საქართველოში კაპიკები ღირს. თბილისში ბინის ქირის მინიმალური ღირებულება 400 დოლარია და ეს ციფრები მატულობს და მატულობს, უსასრულობამდე. ამ დროს მინსკში ქირაობა ორჯერ ნაკლები დაგიჯდებათ. 2022 წლამდე ბინის ქირას 200-400 ლარში თავისუფლად ნახავდით.
  • უამრავი ნახევრად დანგრეული და ავარიული შენობა. თბილისშიც კი,შენობების დიდი ნაწილი მოწყენილად გამოიყურება, თითქოს ის არასდეს არავის გაურემონტებია. ჩამოვარდა ფასადის ნაწილი? არაუშავს! ჩნდება კითხვა - აპირებს კი ოდესმე ვინმე ამ პრობლემით დაინტერესდეს?
  • ყველგან ძაღლის ექსკრემენტები. თუ თბილისში თვეზე მეტხანს რჩები, ამ ამბავს უფრო მარტივად უყურებ, მაგრამ თავიდან ძალიან გიკვირს და 24/7-ზე თითის წვერებით დადიხარ, რომ ფეხი არ დაისვარო. თუ საღამოს გასეირნებას გადაწყვეტთ, უმჯობესია ფანრით გაანათოთ მიწა, რათა უსიამოვნებას არ გადაეყაროთ.
  • გრაფიტი ყველგან, სადაც შეიძლება და არ შეიძლება. ერთი შეხედვით, ეს ქართული კულტურის გამოვლინებდა შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ბოროტად სარგებლობაა ხატვით და საკმაოდ არაესთეტიურად გამოიყურება. თუმცა, ზოგან მართლა შედევრია გამოსახული. გრაფიტი შეგხვდებათ კედლებზე, ნაგვის ურნებზე, სკამებზე და ა.შ.

  • ქართველი მამაკაცები და მათი ზედმეტი მზრუნველობა. თუ გოგონა ხართ, მაშინ დიდი დოზით მიიღებთ გადამეტებულ ყურადღებას ადგილობრივი მამრებისგან. ვიღაცას შესაძლოა, ესიამოვნოს, ვიღაცისთვის კი ზედმეტი პრობლემებია, როდესაც პარკში მარტო დაჯდომის საშუალება არ გეძლევათ.
  • გზაზე გადასასვლელები "კამიკაძეს“ სტილში. ეს არის უდიდესი პრობლემა და ადგილობრივები ამას უბრალოდ შეგუებულები არიან, რადგან დარღვევისთვის არავის აჯარიმებენ. გაივლით წითელზე? არ არის პრობლემა! თბილისში ძალიან ცოტა შუქნიშანია.

  • ქართული სერვისის ხარისხი. არ ვიტყვი, რომ ეს საშინელებაა, მაგრამ ბელარუსის დონესთან შედარება შეუძლებელია. ამას ყველგან გრძნობ: სუპერმარკეტში სალაროდან დაწყებული ტაქსის მძღოლით დამთავრებული.
  • მათხოვრები. მათი რაოდენობა უბრალოდ ძალიან დიდია, განსაკუთრებით ქალაქის დატვირთულ ადგილებში. მათ შეუძლიათ უბრალოდ ისხდნენ, უბრალოდ დაწვნენ, შეუძლიათ ჩაგეჭიდონ, როგორც ამას აქ ბოშა ბავშვები აკეთებენ. მთავარ ღირშესანიშნაობებთან და ეკლესიებთან ყოველთვის ბევრი მათხოვარია.
  • შოპინგი პრობლემაა. მოემზადეთ, რომ სასურველი კაბის ძებნა, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ასეთ ადგილას მოგიწევთ:

  • ხმაური ღამით. ღია ფანჯრებში დაძინება შეუძლებელია, რადგან ხმაურის დონე ყურსასმენებითაც კი არ გაძლევს საშუალებას მშვიდად იძინო. მანქანები მაყუჩის გარეშე, რომლებიც გიჟებივით დადიან, ძაღლები, მუსიკა, ყვირილი - ღამით თბილისი ძალიან ხმაურიანია და ძალიან გაგიმართლებთ, თუ მოხვდებით ისეთ უბანში, სადაც მეტ-ნაკლებად ასატანი იქნება ღამით ხმაურის მხრივ. გამოსავალი არსებობს - დახურეთ ფანჯრები, მაგრამ არის ორი მაგრამ: საქართველოში ძალიან ცხელა, შეიძლება ჩართოთ კონდიციონერი, მაგრამ ისიც ხმაურიანია.

დასკვნის სახით ბლოგერი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში ყოველი ფეხის ნაბიჯზე პრობლემებს შეხვდებით. "პრობლემები უბრალოდ არის და ეს ნორმალურია, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ სპეციფიურია უცხო კულტურისთვის და თუ აქ დარჩენას აპირებთ, უბრალოდ მათ უნდა შეეგუოთ“. წყარო

მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა