ყველა პროცესი, რომელიც ახლა პარლამენტში მიდის, ღიად და ცალსახად ვამბობ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების საწინააღმდეგო პროცესია - "კლოუნადაში“ და ცირკში მონაწილეობას არ მივიღებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათი ამოცანაა, საზოგადოებას არ შეუქმნან ილუზია, რომ რაიმე პროცესს შედეგი მოჰყვება.
"ღიად და ცალსახად ვამბობ, არანაირ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ. ყველა პროცესი, რომელიც ახლა პარლამენტში მიდის, ღიად და ცალსახად ვამბობ, არის კანდიდატის სტატუსის მიღების საწინააღმდეგო პროცესი. რომ გითხრან, საცირკო დადგმაში "კლოუნის“ როლი მოირგოთ, მიიღებთ მონაწილეობას? მე "კლოუნის“ როლის მორგებას არ ვაპირებ, "კლოუნადაში“ და ცირკში მონაწილეობას არ მივიღებ, მითუმეტეს, როცა ის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა.
7-8 ნოემბერს იქნება ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დოკუმენტი, სადაც ნახავთ, რა არის ჩვენი პარტნიორების პოზიცია. როცა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ თურმე ევროკავშირის რეზოლუციებს "ჩალის ფასი“ ჰქონია, ეს მიუთითებს, რომ ევროპას კი არა, რუსეთს ირჩევენ, რუსეთისთვის აქვს "ჩალის ფასი“, - განაცხადა ვაშაძემ.
ნახეთ რა ბაჯაღლოა ,უბზინავს სახე პირდაპირ! :)
ჭიჭე რა კაცუნა ხარ, შენზე მეტი კლოუნი არსებობს, თუმცა კი ხართ ბევრნი სექტაში, ხაბე, გუბოზა, წითლიძე(ფუი ეშმაკა), ხატია, ელენიკო, ეჰ მეზარება ჩამოთვლა....