საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკა ასათიანის ნუტრიციოლოგი რძალი, რომელიც კულინარიით არის გატაცებული და ცხოვრების ჯანსაღ წესს ანიჭებს უპირატესობას - "კახი ჩემს მომზადებულ ყველა კერძს აქებს ხოლმე"
მაკა ასათიანის ნუტრიციოლოგი რძალი, რომელიც კულინარიით არის გატაცებული და ცხოვრების ჯანსაღ წესს ანიჭებს უპირატესობას -   "კახი ჩემს მომზადებულ ყველა კერძს აქებს ხოლმე"

ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, რაც მაკა ასა­თი­ა­ნის რძა­ლი გახ­და. მან და მა­კას უფ­როს­მა ვაჟ­მა კახი ჟორ­და­ნი­ამ 2017 წლის 11 სექ­ტემ­ბერს იქორ­წი­ნეს.

რო­გორც მათ ქორ­წილს, ისე შემ­დგომ თა­ნა­ცხოვ­რე­ბას დღემ­დე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდი ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებ­და და ადევ­ნებს თვალს. წყვილს ერთი გო­გო­ნა - ლეა ჰყავს.

მაკა ასა­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ჩა­მო­დის, რად­გან მისი რძა­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი აქ ცხოვ­რო­ბენ. ისე კი შვე­ი­ცა­რი­ა­ში, მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან და უმ­ცროს ვაჟ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვი­ლი ვიკა კა­ლან­დი­ას რუბ­რი­კა­ში ამ­ბობ­და, რომ მის­თვის მაკა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია.

ფოტო: OK! MAGAZINE

ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვი­ლის დე­დას მაკა იო­სე­ლი­ანს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ქალი წლე­ბია რაც უნი­ვერ­სი­ტე­ტის "ჯი­პას“ რექ­ტო­რია. უნი­ვე­რის­ტეტ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბამ­დე კი მუ­შა­ობ­და დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებ­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. მა­კას ნა­ნი­კოს გარ­და კი­დევ ერთი გო­გო­ნა ჰყავს - ლი­კუ­ნა კლდი­აშ­ვი­ლი.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სას­წავ­ლებ­ლად მი­ლან­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა... თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბა ერთ-ერთ სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო­ში და­ი­წყო. მა­გის­ტრა­ტუ­რა ჯი­პა­ში გა­ი­ა­რა. შემ­დეგ იყო პა­რი­ზი, სა­დაც კორ­დონ ბლუს კუ­ლი­ნა­რი­ის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და.

ამ­ბობს, რომ ეს იყო მისი ოც­ნე­ბა, ოღონდ ჰო­ბის დო­ნე­ზე... ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ ფიქ­რობ­და, რომ კუ­ლი­ნა­რი­ას პრო­ფე­სი­უ­ლად და­ე­უფ­ლე­ბო­და. დი­ლის 6-დან ღა­მის 10 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ობ­და. ნა­ნი­კოს თქმით, ბევ­რჯერ უტი­რია და იქა­უ­რო­ბის მი­ტო­ვე­ბა­ზეც ფიქ­რობ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ სერ­თი­ფი­კა­ტი მა­ინც აიღო.

ნა­ნი­კომ შემ­დეგ პრო­ფე­სი­ად ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გია აირ­ჩია და სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა. ახა­ლი კი პრო­ფე­სი­ას ახალ ბიზ­ნეს პრო­ექ­ტში იყე­ნებს.

და­დის იო­გა­ზე, ჰყავს პი­რა­დი სენ­სეი, უყ­ვარს თხი­ლა­მუ­რებ­ზე დგო­მა.

"ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი ჩემ­თვის მენ­ტა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის თან­ხვედ­რაა. ამის­თვის მხო­ლოდ სწო­რი კვე­ბა ან მხო­ლოდ ვარ­ჯი­ში და მე­დი­ტა­ცია არ არის საკ­მა­რი­სი. პი­რა­დად, ვცდი­ლობ ჩემი საკ­ვე­ბი იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და მარ­ტი­ვი კერ­ძე­ბის­გან შემ­დგა­რი. ამას­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად ვვარ­ჯი­შობ, კვი­რა­ში სა­შუ­ა­ლოდ 4-5-ჯერ. ვე­უფ­ლე­ბი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა გო­ჯუ­რი­ოს. ჩემი სენ­სეი ლე­ვან რო­გა­ვაა. ამ ხე­ლოვ­ნე­ბას დიდ დროს ვუთ­მობ, რად­გან ის სწო­რად გან­სა­ზღვრავს ჩემ­თვის ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს − მენ­ტა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ბა­ლანსს. გარ­და ამი­სა, ვჯი­რი­თობ და გარ­კვე­ულ დროს ვუთ­მობ იო­გას", - ამ­ბობს OK! MAGAZINE -თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ნა­ნი­კო..

მო­დე­ლო­ბა­ზე ბავ­შვო­ბი­დან ჰქონ­და შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი. მაგ­რამ პო­დი­უმ­ზე ზრდას­რულ ასა­კამ­დე არ გა­მო­სუ­ლა. ეს ამ­პლუა არ ხიბ­ლავ­და, თუმ­ცა გა­ვი­და წლე­ბი და პა­რიზ­ში ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის ჩვე­ნე­ბა­ზე ნა­ნი­კო ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­დე­ლი იყო.

  • მე­უღ­ლე

მისი ცხოვ­რე­ბა ორად იყო­ფა, კა­ხიმ­დე და კა­ხის გაც­ნო­ბის შემ­დეგ... შვი­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ კი ამ­ბობს, რომ სა­კუ­თარ თავ­ში ახალ-ახალ შეგ­რძნე­ბებს პო­უ­ლობს. ყო­ველ­თვის სა­ათს უყუ­რებს, რო­დის მივა და დროს ლე­ას­თან გა­ა­ტა­რებს... კახი ჟორ­და­ნი­ას ოჯახს ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობ­და, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თი ახ­ლოს სა­ერ­თო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­იც­ნეს. მალე იქორ­წი­ნეს, პა­ტარ­ძალს ქორ­წილ­ში ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის კაბა ეცვა. ამ­ბობს, რომ ეს დღე მის­თვის და მისი მე­გობ­რე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბად რჩე­ბა.

კახი კი პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან იმ­დე­ნად ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნად იქცა, რომ ლო­გი­კუ­რი იყო, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ქორ­წი­ნე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო.

"კახი ბიზ­ნეს­მე­ნია და მისი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად გვი­წევს მოგ­ზა­უ­რო­ბა. ზო­გა­დად, საკ­მა­ოდ პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ ლე­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ყვე­ლა პრინ­ცი­პი მა­ვი­წყდე­ბა. მისი აღ­ზრდის წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სე­ბი არ გა­მაჩ­ნია. მინ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ზარ­დოს. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ენერ­გი­უ­ლი ბავ­შვია, ახერ­ხებს, რომ ყვე­ლამ მის გარ­შე­მო იტ­რი­ა­ლოს", - ამ­ბობს ნა­ნი­კო ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მისი თქმით, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. "კახი ჩემს მომ­ზა­დე­ბულ ყვე­ლა კერძს აქებს ხოლ­მე, ქა­თი­ნა­უ­რებს არ იშუ­რებს..."- ამ­ბობს ის მე­უღ­ლე­ზე.

  • მაკა ასა­თი­ან­ზე...

რო­გორც ამ­ბობს, მის­თვის მაკა ასა­თი­ა­ნი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი და ახლო მე­გო­ბა­რია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფე­რია დე­დამ­თი­ლის გარ­და. მაკა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბე­ბი­აა, ლეას უკი­თხავს ზღაპ­რებს, ასე­ირ­ნებს, ჩარ­თუ­ლია შვი­ლიშ­ვი­ლის აღ­ზრდა­ში. ბავ­შვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს მა­კას­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბა.

"მე და მა­კას ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ზო­გა­დად, მგო­ნია, რომ არ არ­სე­ბობს იდე­ა­ლუ­რი ფორ­მუ­ლა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია გულ­წრფე­ლო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც ჩვენ ჭარ­ბად გვაქვს. მე და მაკა ყვე­ლა­ფერს ერ­თმა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებთ", - ამ­ბობს ნა­ნი­კო ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და მის­თვის ქვე­ყა­ნა, სა­დაც იცხოვ­რებ­და, საფ­რან­გე­თია, სა­დაც ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი წლე­ბი გა­ა­ტა­რა.

"თუმ­ცა თბი­ლი­სი არის ჩემი სახ­ლი, სიმ­ყა­რე, ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რად აქ ვგრძნობ თავს...“ - ამ­ბობს ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე;

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vika
2

სწორია: სტანფორდის უნივერსიტეტში გაიარა მოკლევადიანი კურსი რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის ვისაც აქვს ფული. სტანფორდის ბაკალავრის დიპლომსა და 2 თვიან ერთჯერად კურსს შორის დიდი სხვაობაა. გეყოთ ეს გატყლარჭული და გაბუქებული საუბარი. 

"ჰყავს პირადი სენსეი" აი, ამან დამაგდო. ქართველი სელებრითობა და მათი ჟურნალისტები ცალკე კლასტერია, ცოტა სასაცილო და თან სევდიანი. ნანიკო მშვენიერი გოგოა! უბრალოდ მისი ცხოვრებაა ცუდათ შეფუთული და გადმოცემული. 

999
20

ნანიკო და ლიკუნა. ნანა და ლია არა, რამე რომ იყოს? თუ "სვეცკურად" არ ჟღერს? შვილიშვილს "ლეა" დაარქვეს. ერთი "თეა" ვიცოდი მე ჩამორჩენილმა. მერე გაჩნდა "დეა". მერე ვიღაც "სელებრითმა" თავის შვილს "ბეა" დაარქვა. ახლახან "ნეასაც" მოვკარი ყური. მოკლედ, თანხმოვანი არ გამოტოვოთ ქართულ ანბანში, ყველას შეიძლება "ეა" მიაბათ :) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მაკა ასათიანის ნუტრიციოლოგი რძალი, რომელიც კულინარიით არის გატაცებული და ცხოვრების ჯანსაღ წესს ანიჭებს უპირატესობას - "კახი ჩემს მომზადებულ ყველა კერძს აქებს ხოლმე"

მაკა ასათიანის ნუტრიციოლოგი რძალი, რომელიც კულინარიით არის გატაცებული და ცხოვრების ჯანსაღ წესს ანიჭებს უპირატესობას -   "კახი ჩემს მომზადებულ ყველა კერძს აქებს ხოლმე"

ნანიკო კლდიაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მაკა ასათიანის რძალი გახდა. მან და მაკას უფროსმა ვაჟმა კახი ჟორდანიამ 2017 წლის 11 სექტემბერს იქორწინეს.

როგორც მათ ქორწილს, ისე შემდგომ თანაცხოვრებას დღემდე, საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებდა და ადევნებს თვალს. წყვილს ერთი გოგონა - ლეა ჰყავს.

მაკა ასათიანი საქართველოში ხშირად ჩამოდის, რადგან მისი რძალი და შვილიშვილი აქ ცხოვრობენ. ისე კი შვეიცარიაში, მეორე მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან ერთად ცხოვრობს. ნანიკო კლდიაშვილი ვიკა კალანდიას რუბრიკაში ამბობდა, რომ მისთვის მაკა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია.

ფოტო: OK! MAGAZINE

ნანიკო კლდიაშვილის დედას მაკა იოსელიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ქალი წლებია რაც უნივერსიტეტის "ჯიპას“ რექტორია. უნივერისტეტში მოღვაწეობამდე კი მუშაობდა დიპლომატიურ მისიებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში. მაკას ნანიკოს გარდა კიდევ ერთი გოგონა ჰყავს - ლიკუნა კლდიაშვილი.

სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად მილანში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე ჩააბარა... თბილისში დაბრუნების შემდეგ, მუშაობა ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში დაიწყო. მაგისტრატურა ჯიპაში გაიარა. შემდეგ იყო პარიზი, სადაც კორდონ ბლუს კულინარიის სკოლაში სწავლობდა.

ამბობს, რომ ეს იყო მისი ოცნება, ოღონდ ჰობის დონეზე... ჯერ კიდევ წლების წინ ფიქრობდა, რომ კულინარიას პროფესიულად დაეუფლებოდა. დილის 6-დან ღამის 10 საათამდე მუშაობდა. ნანიკოს თქმით, ბევრჯერ უტირია და იქაურობის მიტოვებაზეც ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ სერთიფიკატი მაინც აიღო.

ნანიკომ შემდეგ პროფესიად ნუტრიციოლოგია აირჩია და სტენფორდის უნივერსიტეტში ჩააბარა. ახალი კი პროფესიას ახალ ბიზნეს პროექტში იყენებს.

დადის იოგაზე, ჰყავს პირადი სენსეი, უყვარს თხილამურებზე დგომა.

"ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემთვის მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის თანხვედრაა. ამისთვის მხოლოდ სწორი კვება ან მხოლოდ ვარჯიში და მედიტაცია არ არის საკმარისი. პირადად, ვცდილობ ჩემი საკვები იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული და მარტივი კერძებისგან შემდგარი. ამასთან ერთად, აქტიურად ვვარჯიშობ, კვირაში საშუალოდ 4-5-ჯერ. ვეუფლები საბრძოლო ხელოვნება გოჯურიოს. ჩემი სენსეი ლევან როგავაა. ამ ხელოვნებას დიდ დროს ვუთმობ, რადგან ის სწორად განსაზღვრავს ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრების წესს − მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის ბალანსს. გარდა ამისა, ვჯირითობ და გარკვეულ დროს ვუთმობ იოგას", - ამბობს OK! MAGAZINE -თან ინტერვიუში ნანიკო..

მოდელობაზე ბავშვობიდან ჰქონდა შეთავაზებები. მაგრამ პოდიუმზე ზრდასრულ ასაკამდე არ გამოსულა. ეს ამპლუა არ ხიბლავდა, თუმცა გავიდა წლები და პარიზში ჯაბა დიასამიძის ჩვენებაზე ნანიკო ერთ-ერთი გამორჩეული მოდელი იყო.

  • მეუღლე

მისი ცხოვრება ორად იყოფა, კახიმდე და კახის გაცნობის შემდეგ... შვილის დაბადების შემდეგ კი ამბობს, რომ საკუთარ თავში ახალ-ახალ შეგრძნებებს პოულობს. ყოველთვის საათს უყურებს, როდის მივა და დროს ლეასთან გაატარებს... კახი ჟორდანიას ოჯახს ბავშვობიდან იცნობდა, მაგრამ ერთმანეთი ახლოს საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს. მალე იქორწინეს, პატარძალს ქორწილში ჯაბა დიასამიძის კაბა ეცვა. ამბობს, რომ ეს დღე მისთვის და მისი მეგობრებისთვის საუკეთესო მოგონებად რჩება.

კახი კი პირველივე წამიდან იმდენად ახლობელ ადამიანად იქცა, რომ ლოგიკური იყო, მათი ურთიერთობა ქორწინებით დასრულებულიყო.

"კახი ბიზნესმენია და მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად გვიწევს მოგზაურობა. ზოგადად, საკმაოდ პრინციპული ადამიანი ვარ, მაგრამ ლეასთან ურთიერთობისას ყველა პრინციპი მავიწყდება. მისი აღზრდის წინასწარ განსაზღვრული წესები არ გამაჩნია. მინდა თავისუფალი ადამიანი გაიზარდოს. დამოუკიდებელი და ენერგიული ბავშვია, ახერხებს, რომ ყველამ მის გარშემო იტრიალოს", - ამბობს ნანიკო ინტერვიუში.

მისი თქმით, კერძების მომზადება დიდ სიამოვნებას ანიჭებს. "კახი ჩემს მომზადებულ ყველა კერძს აქებს ხოლმე, ქათინაურებს არ იშურებს..."- ამბობს ის მეუღლეზე.

  • მაკა ასათიანზე...

როგორც ამბობს, მისთვის მაკა ასათიანი ძალიან ლამაზი, ძლიერი ადამიანი და ახლო მეგობარია, რომელიც ყველაფერია დედამთილის გარდა. მაკა არაჩვეულებრივი ბებიაა, ლეას უკითხავს ზღაპრებს, ასეირნებს, ჩართულია შვილიშვილის აღზრდაში. ბავშვს განსაკუთრებულად უყვარს მაკასთან დროის გატარება.

"მე და მაკას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ზოგადად, მგონია, რომ არ არსებობს იდეალური ფორმულა, რომელიც ადამიანების კარგი ურთიერთობისთვის აუცილებელია. ვფიქრობ, ყველაზე მთავარია გულწრფელობა და სიყვარული, რომელიც ჩვენ ჭარბად გვაქვს. მე და მაკა ყველაფერს ერთმანეთს ვუზიარებთ", - ამბობს ნანიკო ინტერვიუში.

მისი თქმით, საქართველოს გარდა მისთვის ქვეყანა, სადაც იცხოვრებდა, საფრანგეთია, სადაც ცხოვრების გარკვეული წლები გაატარა.

"თუმცა თბილისი არის ჩემი სახლი, სიმყარე, ყველაზე ბედნიერად აქ ვგრძნობ თავს...“ - ამბობს ნანიკო კლდიაშვილი.

იხილეთ ასევე;