კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეკლესიაში ვიყავი ეს წლები, არც კი ჩამიხედავს კანონში - თქვენს მიწიერ ცხოვრებას არანაირად არ ვეხებოდი" - რა თქვა ომბუდსმენობის ერთ-ერთმა კანდიდატმა პარლამენტში, მოსმენისას
"ეკლესიაში ვიყავი ეს წლები, არც კი ჩამიხედავს კანონში - თქვენს მიწიერ ცხოვრებას არანაირად არ ვეხებოდი" - რა თქვა ომბუდსმენობის ერთ-ერთმა კანდიდატმა პარლამენტში, მოსმენისას

მა­პა­ტი­ეთ, მე ეკ­ლე­სი­ა­ში ვი­ყა­ვი მთე­ლი ეს წლე­ბი და არც კი ჩა­მი­ხე­დავს კა­ნონ­ში. სა­ერ­თოდ, არა­ნა­ი­რად შევ­ხე­ბი­ვარ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას და სა­მარ­თალს, აქა­ურ, თქვენ მი­წი­ერ ცხოვ­რე­ბას არა­ნა­ი­რად არ ვე­ხე­ბო­დი. მე ჩემი სფე­რო მქონ­და და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვცხოვ­რობ­დი, - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლო­ბის კან­დი­დატ­მა ლე­ვან კო­კო­რაშ­ვილ­მა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც დე­პუ­ტა­ტე­ბის შე­სა­ბა­მის შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა.

ომ­ბუდსმე­ნო­ბის კან­დი­დატ­მა შემ­ფა­სე­ბელ­თა ჯგუ­ფის მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა და იმა­ზე ისა­უბ­რა, ადრე რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უმუ­შა­ვია.

"ჩემი აზ­რით, შემ­ფა­სე­ბელ­თა ჯგუფს ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა უნდა ჰქო­ნო­და და მა­გა­ლი­თად, ამო­ე­ღო გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი, რომ­ლებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მი­ღია და მო­გე­ბით და­მიმ­თავ­რე­ბია. თუნ­დაც 2004 წელს გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლით გზის გა­და­კეტვის შემ­თხვე­ვა - 83 წლის ქალი ბოს­ტან­ში მოკ­ლეს და მისი შვი­ლი, 25 წლის ბიჭი უკა­ნო­ნოდ და­ა­პა­ტიმ­რეს. შემ­დეგ მე გა­ვა­მარ­თლე და ის ქალი ვე­ღარ გა­ვა­ცო­ცხლე. იმ ქა­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის პა­სუ­ხი არა­ვის უგია.

ასე­ვე შემ­ფა­სე­ბელ­თა ჯგუფს შე­ეძ­ლო ამო­ე­ღო ჩემი საქ­მე პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ცე­ზარ ბორ­ჩაშ­ვი­ლი მთე­ლი ბრა­ხა-ბრუ­ხით რომ და­ა­პა­ტიმ­რეს და ომი მო­უ­წყო თა­ვად შს სა­მი­ნის­ტრომ, შე­ვარ­დნა­ძემ და კობა ნარ­ჩე­მაშ­ვილ­მა რომ აქ ვერ­ტმფრე­ნით ჩა­მო­აფ­რი­ნეს, და­ა­პა­ტიმ­რეს და პა­ტიმ­რო­ბის [წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის] 9 თვი­ა­ნი ვადა მე-10 თვემ­დე გა­უგ­რძე­ლეს. გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლე, შემ­დეგ გა­ვა­მარ­თლე. ეს საქ­მე ამო­ე­ღოთ და ა.შ. ამით ემ­სჯე­ლათ თუნ­დაც ჩემი ცოდ­ნის შე­სა­ხებ. მა­პა­ტი­ეთ, მე ეკ­ლე­სი­ა­ში ვი­ყა­ვი მთე­ლი ეს წლე­ბი და არც კი ჩა­მი­ხე­დავს კა­ნონ­ში. სა­ერ­თოდ, არა­ნა­ი­რად შევ­ხე­ბი­ვარ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას და სა­მარ­თალს, ცხოვ­რე­ბას, აქა­ურ, თქვენ მი­წი­ერ ცხოვ­რე­ბას არა­ნა­ი­რად არ ვე­ხე­ბო­დი. მე ჩემი სფე­რო მქონ­და და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვცხოვ­რობ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­ღა­ცამ და­ბა­ლი ქუ­ლით შე­მა­ფა­სა, კი ბა­ტო­ნო, არა­უ­შავს, ეს პრობ­ლე­მა არ არის, მე ვიცი რაც ვარ, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ვარ თუ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი, მაგ­რამ მაგ მხრი­ვაც თუ ინ­ტერ­ნე­ტი­დან ამო­ი­კი­თხა რა­ღაც და ამით და­ას­კვნა, რომ ეს ნაკ­ლე­ბად კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რია და არ ეკუთ­ვნის მა­ღა­ლი ქულა, ეს მისი საქ­მე და პრობ­ლე­მაა“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან კო­კო­რაშ­ვილ­მა

კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე დე­პუ­ტატ­მა ნატო ჩხე­ი­ძემ კი­თხვით მი­მარ­თა ლე­ვან კო­კო­რაშ­ვილს, ყვარ­ლე­ში რა­ი­მე არ­ჩე­ვით თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რომ წა­რედ­გი­ნა სა­ბუ­თე­ბი, აირ­ჩევ­დნენ თუ არა მას. აღ­ნიშ­ნულ­მა კი­თხვამ კან­დი­და­ტის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­უწ­ვია და დე­პუ­ტატს მი­მარ­თა, თუ რა­ტომ იწუ­ნებ­და მის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას. რო­გორც ნატო ჩხე­ი­ძემ გან­მარ­ტა, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ში­ნა­არ­სობ­რი­ვად არ იწუ­ნებს, არა­მედ იწუ­ნებს მხო­ლოდ იმ კუ­თხით, რომ "და­წე­რი­ლი იყო მე­სა­მე პირ­ში და გრა­მა­ტი­კუ­ლად აბ­სო­ლუ­ტუ­რად არე­ულ-და­რე­უ­ლი“.

"ქალ­ბა­ტო­ნო ნატო, მე ვერ მივ­ხვდი რას უწუ­ნებთ ჩემს სა­ბუ­თებს, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, არ ვგუ­ლის­ხმობ იმ რა­ღაც შეც­დო­მას, რაც ერთ-ერ­თმა გამ­გე­ო­ბის წევ­რმა და­უშ­ვა. და­ნარ­ჩენს რას უწუ­ნებთ? ჩემი CV-ით და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით, რა­ტომ არ ამირ­ჩევ­დნენ? დიპ­ლო­მი გა­მაჩ­ნია, გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მაჩ­ნია, და­ხა­სი­ა­თე­ბა გა­მაჩ­ნია. ახლა, თქვენ წი­ნა­შე რომ მა­ღალ­ფარ­დოვ­ნად და რა­ღაც ქა­რაგ­მე­ბით არ ვსა­უბ­რობ, ეს იმას არ ნიშ­ნავს რომ მარ­თლა არ ვარ... მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ არა­ვის მივ­ცემ უფ­ლე­ბას, ეს გა­ი­ფიქ­როს მა­ინც“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან კო­კო­რაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

რაო, სად ვიყავიო ?!

12
1

"დღევანდელი უნივერსიტეტები რა ცოდნასაც იძლევიან" კი არა, ვისაც სწავლა უნდა ისინი ძალიან კარგ განათლებას იღებენ. საქმე იმაშია, რომ სწავლა და თავის გაცხელება უმეტესობას არ უნდა და გართობაზე უჭერიათ თვალი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ეკლესიაში ვიყავი ეს წლები, არც კი ჩამიხედავს კანონში - თქვენს მიწიერ ცხოვრებას არანაირად არ ვეხებოდი" - რა თქვა ომბუდსმენობის ერთ-ერთმა კანდიდატმა პარლამენტში, მოსმენისას

"ეკლესიაში ვიყავი ეს წლები, არც კი ჩამიხედავს კანონში - თქვენს მიწიერ ცხოვრებას არანაირად არ ვეხებოდი" - რა თქვა ომბუდსმენობის ერთ-ერთმა კანდიდატმა პარლამენტში, მოსმენისას

მაპატიეთ, მე ეკლესიაში ვიყავი მთელი ეს წლები და არც კი ჩამიხედავს კანონში. საერთოდ, არანაირად შევხებივარ კანონმდებლობას და სამართალს, აქაურ, თქვენ მიწიერ ცხოვრებას არანაირად არ ვეხებოდი. მე ჩემი სფერო მქონდა და ამ მიმართულებით ვცხოვრობდი, - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა ლევან კოკორაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, როდესაც დეპუტატების შესაბამის შეკითხვებს უპასუხა.

ომბუდსმენობის კანდიდატმა შემფასებელთა ჯგუფის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და იმაზე ისაუბრა, ადრე რა მიმართულებით უმუშავია.

"ჩემი აზრით, შემფასებელთა ჯგუფს ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონოდა და მაგალითად, ამოეღო გახმაურებული საქმეები, რომლებშიც მონაწილეობა მიმიღია და მოგებით დამიმთავრებია. თუნდაც 2004 წელს გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მიცვალებულით გზის გადაკეტვის შემთხვევა - 83 წლის ქალი ბოსტანში მოკლეს და მისი შვილი, 25 წლის ბიჭი უკანონოდ დააპატიმრეს. შემდეგ მე გავამართლე და ის ქალი ვეღარ გავაცოცხლე. იმ ქალის მკვლელობისთვის პასუხი არავის უგია.

ასევე შემფასებელთა ჯგუფს შეეძლო ამოეღო ჩემი საქმე პანკისის ხეობაში ცეზარ ბორჩაშვილი მთელი ბრახა-ბრუხით რომ დააპატიმრეს და ომი მოუწყო თავად შს სამინისტრომ, შევარდნაძემ და კობა ნარჩემაშვილმა რომ აქ ვერტმფრენით ჩამოაფრინეს, დააპატიმრეს და პატიმრობის [წინასწარი პატიმრობის] 9 თვიანი ვადა მე-10 თვემდე გაუგრძელეს. გავათავისუფლე, შემდეგ გავამართლე. ეს საქმე ამოეღოთ და ა.შ. ამით ემსჯელათ თუნდაც ჩემი ცოდნის შესახებ. მაპატიეთ, მე ეკლესიაში ვიყავი მთელი ეს წლები და არც კი ჩამიხედავს კანონში. საერთოდ, არანაირად შევხებივარ კანონმდებლობას და სამართალს, ცხოვრებას, აქაურ, თქვენ მიწიერ ცხოვრებას არანაირად არ ვეხებოდი. მე ჩემი სფერო მქონდა და ამ მიმართულებით ვცხოვრობდი. რაც შეეხება იმას, რომ კეთილსინდისიერების მიმართულებით ვიღაცამ დაბალი ქულით შემაფასა, კი ბატონო, არაუშავს, ეს პრობლემა არ არის, მე ვიცი რაც ვარ, კეთილსინდისიერი ვარ თუ არაკეთილსინდისიერი, მაგრამ მაგ მხრივაც თუ ინტერნეტიდან ამოიკითხა რაღაც და ამით დაასკვნა, რომ ეს ნაკლებად კეთილსინდისიერია და არ ეკუთვნის მაღალი ქულა, ეს მისი საქმე და პრობლემაა“, - განაცხადა ლევან კოკორაშვილმა

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ კითხვით მიმართა ლევან კოკორაშვილს, ყვარლეში რაიმე არჩევით თანამდებობაზე რომ წარედგინა საბუთები, აირჩევდნენ თუ არა მას. აღნიშნულმა კითხვამ კანდიდატის უკმაყოფილება გამოუწვია და დეპუტატს მიმართა, თუ რატომ იწუნებდა მის დოკუმენტაციას. როგორც ნატო ჩხეიძემ განმარტა, დოკუმენტაციას შინაარსობრივად არ იწუნებს, არამედ იწუნებს მხოლოდ იმ კუთხით, რომ "დაწერილი იყო მესამე პირში და გრამატიკულად აბსოლუტურად არეულ-დარეული“.

"ქალბატონო ნატო, მე ვერ მივხვდი რას უწუნებთ ჩემს საბუთებს, დოკუმენტაციას, არ ვგულისხმობ იმ რაღაც შეცდომას, რაც ერთ-ერთმა გამგეობის წევრმა დაუშვა. დანარჩენს რას უწუნებთ? ჩემი CV-ით და დოკუმენტაციით, რატომ არ ამირჩევდნენ? დიპლომი გამაჩნია, გამოცდილება გამაჩნია, დახასიათება გამაჩნია. ახლა, თქვენ წინაშე რომ მაღალფარდოვნად და რაღაც ქარაგმებით არ ვსაუბრობ, ეს იმას არ ნიშნავს რომ მართლა არ ვარ... მაპატიეთ, მაგრამ არავის მივცემ უფლებას, ეს გაიფიქროს მაინც“, - განაცხადა ლევან კოკორაშვილმა.