საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ვალიდე სულთნების ხანა ოსმალეთის იმპერიაში - ვინ იყო “შაჰის მზეს” და სულთნის დედებს შორის ყველაზე ქველმოქმედი ქალი?
ქართველი ვალიდე სულთნების ხანა ოსმალეთის იმპერიაში - ვინ იყო “შაჰის მზეს” და სულთნის დედებს შორის ყველაზე ქველმოქმედი ქალი?

ფო­ტო­ზე: სცე­ნა თურ­ქუ­ლი ჰა­რე­მის ცხოვ­რე­ბი­დან (ავ­სტრი­უ­ლი სკო­ლა, XVII სა­უ­კუ­ნის II ნა­ხე­ვა­რი)

  • ჰა­რამ­ხა­ნე­ბის ქარ­თვე­ლი ბი­ნად­რე­ბი

XVIII სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და XIX სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ქა­ლე­ბი სულ­თნე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბი და დე­დე­ბი იყ­ვნენ. ჰა­რამ­ხა­ნებ­ზე, სა­დაც ტახ­ტის მემ­კვიდ­რე იზ­რდე­ბო­და, მათ ქარ­თველ ბი­ნად­რებ­სა თუ გავ­ლე­ნა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ის­ტო­რი­კო­სი, თურ­ქო­ლო­გი ზაზა შა­ში­კა­ძე.

- “ჰა­რა­მი” (“ჰა­რემ”) არა­ბუ­ლი სი­ტყვაა და აკ­რძა­ლულს, ტა­ბუ­და­დე­ბულს, ამა­ვე დროს წმინ­და­სა და ბედ­ნი­ერ ად­გილს ნიშ­ნავს. ასე უწო­დებ­დნენ არა­ბი ბე­დუ­ი­ნე­ბი კარ­ვის ნა­წილს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით - სახ­ლის იმ ნა­ხე­ვარს, სა­დაც მხო­ლოდ ქა­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ და გა­რე­შე პი­რებს შეს­ვლა ეკ­რძა­ლე­ბო­დათ. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ჰა­რე­მი სა­სახ­ლის უფ­რო­სის ცო­ლე­ბის, მხევ­ლე­ბი­სა და შვი­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილს ნიშ­ნავს. ქარ­თულ ენა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია ფორ­მა “ჰა­რამ-ხანა”, რაც “აკ­რძა­ლულ სახ­ლს” ნიშ­ნავს.ჰა­რე­მის სტრუქ­ტუ­რა და იერ­არ­ქია ის­ლა­მი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს მო­თხოვ­ნა­თა სა­ფუძ­ველ­ზე მკვეთ­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­და აბა­სი­ა­ნი ხა­ლი­ფე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში და შემ­დგომ­ში, თან­და­თა­ნო­ბით სხვა­დას­ხვა მუს­ლი­მა­ნურ სა­ხელ­მწი­ფო­შიც გაჩ­ნდა. ჰა­რე­მის როლი სა­სახ­ლე­ებ­ში თან­და­თან გა­ი­ზარ­და. აქ ხომ ტახ­ტის მემ­კვიდ­რე იზ­რდე­ბო­და! მუს­ლი­მა­ნუ­რი ჰა­რე­მე­ბის სტრუქ­ტუ­რა და წე­სე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან თით­ქმის არ გან­სხვავ­დე­ბო­და. მას სა­ჭუ­რი­სე­ბი იცავ­დნენ. უფ­რო­სი ცოლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჰა­რე­მის მეთ­ვალ­ყუ­რე იყო. ჰა­რემ­ში უპი­რა­ტე­სო­ბა ენი­ჭე­ბო­და იმ მხევ­ლებს, რო­მელ­თაც ვა­ჟე­ბი შვეს. მუს­ლი­მან მა­მა­კა­ცებს ეკ­რძა­ლე­ბო­დათ ჰა­რემ­ში ერ­თმა­ნე­თის ნა­თე­სა­ვი მხევ­ლე­ბის ყოლა. ოს­მალ­თა მიერ კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის და­პყრო­ბის შემ­დეგ სულ­თნის სა­სახ­ლი­სა და ჰა­რე­მის ცხოვ­რე­ბა უფრო პომ­პე­ზუ­რი გახ­და. ად­რინ­დელ­ზე მეტი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ო­და სა­მე­ფო კა­რის ბრწყინ­ვა­ლე­ბა­სა და მის წევრთა აღ­კაზ­მუ­ლო­ბას, რაც უპირ­ვე­ლე­სად სა­ხელ­მწი­ფოს ძლი­ე­რე­ბი­სა და სი­დი­ა­დის წარ­მო­ჩე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ბევ­რი რამ შე­ით­ვი­სეს ბი­ზან­ტი­ის სა­იმ­პე­რა­ტო­რო სა­სახ­ლი­და­ნაც. რეგ­ლა­მენ­ტით იყო გან­სა­ზღვრუ­ლი დიდ­მო­ხე­ლე­თა ტან­საც­მლის ფორ­მა და ფე­რიც კი.

სულ­თნის ჰა­რამ­ხა­ნა კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში თოფ­ქა­ფის სა­სახ­ლის აშე­ნე­ბის შემ­დე­გაც ერთხანს ად­რი­ა­ნო­პოლ­ში, ძველ სა­სახ­ლე­ში რჩე­ბო­და. ზო­გი­ერ­თი ცნო­ბის მი­ხედ­ვით, იგი ახალ სა­სახ­ლე­ში სულ­თან­მა სუ­ლე­ი­მან I-მა (ქვე­ყა­ნას მარ­თავ­და 1520-1566 წწ.), ხოლო ზო­გის მი­ხედ­ვით - მუ­რად III-მ (ქვე­ყა­ნას მარ­თავ­და 1574-1595 წწ.) გა­და­ი­ტა­ნა. თოფ­ქა­ფის სა­სახ­ლე სულ­თნე­ბის რე­ზი­დენ­ცია იყო 1478-1853 წლებ­ში, XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან სულ­თა­ნა­ტის და­სას­რუ­ლამ­დე (1923 წ.) კი სა­მე­ფო კარს უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რით აშე­ნე­ბუ­ლი დოლ­მა­ბაჰჩე წარ­მო­ად­გენ­და, რო­მელ­შიც ჰა­რამ­ხა­ნას ასე­ვე უზარ­მა­ზა­რი ად­გი­ლი ეთ­მო­ბა. სულ­თნის სა­სახ­ლის კარი ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბო­და - სა­გა­რეო და სა­ში­ნაო. სა­გა­რეო მო­ი­ცავ­და სულ­თნის მო­ხე­ლე­ებს, ხოლო სა­ში­ნაო - მისი ოჯა­ხის ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის სამ­ყო­ფელს, ანუ ჰა­რამ­ხა­ნას. სულ­თნის სა­გა­რეო კარს გა­ნა­გებ­და ე.წ. თეთ­რი სა­ჭუ­რი­სე­ბის უფ­რო­სი - “კა­ფუ­ჯი ბაში”, მთა­ვა­რი კა­რის მცვე­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ის აკავ­ში­რებ­და სულ­თანს გარე სამ­ყა­როს­თან და ყველ­გან ახ­ლდა მას, გარ­და ჰა­რამ­ხა­ნი­სა. ჰა­რამ­ხა­ნას შავი სა­ჭუ­რი­სე­ბის მე­თა­უ­რი - “ყიზ­ლარ აღა­სი” (ქალ­თა ბა­ტო­ნი), იგი­ვე “და­რუს-სა­ა­დე აღა­სი” გა­ნა­გებ­და. ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ჰა­რამ­ხა­ნის მსა­ხურ­თა საქ­მი­ა­ნო­ბას, არ­ჩევ­და სულ­თნის მხევ­ლებს და სხვ.რად­გან შავი სა­ჭუ­რი­სე­ბი ჰა­რამ­ხა­ნის მცვე­ლე­ბი იყ­ვნენ, ამი­ტომ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩევ­დნენ ყვე­ლა­ზე მა­ხინჯ და შე­უ­ხე­დავ პი­რებს. მა­ხინ­ჯე­ბი ყვე­ლა­ზე უფრო ძვი­რად ფა­სობ­დნენ, რად­გან მათი სი­მა­ხინ­ჯე ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პლუ­სად ით­ვლე­ბო­და.

სულ­თნის ჰა­რამ­ხა­ნა­ში ქა­ლე­ბი უმე­ტეს დროს კერ­ვა­ში, ქარ­გვა­ში, მუ­სი­კი­სა და სიმ­ღე­რის, აგ­რეთ­ვე კარ­გი მა­ნე­რე­ბის სწავ­ლა­ში ატა­რებ­დნენ. ეს საქ­მე ყვე­ლა ქალს ევა­ლე­ბო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა ად­გი­ლი ეჭი­რა მას ჰა­რე­მის იერ­არ­ქი­ა­ში.

ნაყ­ში­დილ სულ­თა­ნიმ­რა­ვა­ლი ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ჰა­რე­მი გარე სამ­ყა­როს­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად იზო­ლი­რე­ბუ­ლი იყო და ამი­ტო­მაც იქ მყო­ფი ქა­ლე­ბის­თვის სა­ხის და­ფარ­ვა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ გახ­ლდათ. ეს წესი მხო­ლოდ XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში შე­იც­ვა­ლა.- რამ­დე­ნი ქალი ცხოვ­რობ­და ოს­მა­ლურ ჰა­რამ­ხა­ნა­ში და მი­იჩ­ნე­ო­და თუ არა იქ ცხოვ­რე­ბა პრეს­ტი­ჟუ­ლად?- ოს­მა­ლო სულ­თნე­ბის ჰა­რამ­ხა­ნე­ბი მხე­ვალ­თა სიმ­რავ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მათი რი­ცხვი ასე­უ­ლებს აღ­წევ­და. რა თქმა უნდა, მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას სულ­თან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არც ჰქონ­და, თუმ­ცა სულ­თნის ჰა­რემ­ში მოხ­ვედ­რა და იქ უზ­რუნ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბა დიდ პრი­ვი­ლე­გი­ად მი­იჩ­ნე­ო­და.

ჰა­რე­მის ყოფა-ცხოვ­რე­ბას თვალ­ყურს ადევ­ნებ­და სულ­თნის დედა - ვა­ლი­დე სულ­თა­ნი, რო­მე­ლიც დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობ­და. დრო­დად­რო მისი გავ­ლე­ნა ისე იზ­რდე­ბო­და, რომ სა­ხელ­მწი­ფოს საქ­მე­ებ­შიც კი ერე­ო­და. ხარ­ჭა, რო­მე­ლიც სულ­თანს შვილს გა­უ­ჩენ­და, სულ­თნის რჩე­უ­ლის, ანუ “ჰა­ს­ე­ქი სულ­თნის” ტი­ტულს ატა­რებ­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით სარ­გებ­ლობ­და ის, ვინც პირ­ველ ვაჟს, ტახ­ტის მემ­კვიდ­რეს გა­ა­ჩენ­და. იგი სულ­თნის პირ­ველ ქა­ლად იწო­დე­ბო­და. ჰა­ს­ე­ქის ტი­ტუ­ლი შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ღოთ ისე­თებ­საც, ვი­საც შვი­ლი არ ჰყავ­დათ, მაგ­რამ სულ­თნის სიმ­პა­თი­ას იმ­სა­ხუ­რებ­დნენ. ჰა­ს­ე­ქე­ბი ჰა­რემ­ში პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ, მა­გა­ლი­თად, შე­ეძ­ლოთ ძვირ­ფა­სი ქურ­ქის ჩაც­მა და სამ­კა­უ­ლე­ბის ხმა­რე­ბა, ჰქონ­დათ ცალ­კე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ოთა­ხი და სხვა.

- რა ბედი ეწე­ო­და ამ ქა­ლებს სულ­თნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში?

- ფა­დი­შა­ჰის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ტახ­ტის მემ­კვიდ­რის გარ­და სხვა ვა­ჟე­ბის დე­დე­ბი ძველ სა­სახ­ლე­ში გა­დაჰ­ყავ­დათ, ხოლო გო­გო­ნე­ბის დე­დებ­სა და სხვებს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე ათხო­ვებ­დნენ.

- ჰა­რამ­ხა­ნის ქარ­თველ ბი­ნად­რებ­ზე რა ვი­ცით?

- XVIII სა­უ­კუ­ნის ბოლო და XIX სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი ოს­მალ­თა სულ­თნის კარ­ზე გა­მო­ირ­ჩე­ვა ქარ­თვე­ლი “დედა სულ­თნე­ბის” საქ­მი­ა­ნო­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თვე­ლი დე­დოფ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ის­ტო­რიო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბა და ვა­რა­უ­დი არ­სე­ბობს, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბა წყა­რო­ე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია და მოკ­ლედ მო­გახ­სე­ნებთ მათ შე­სა­ხებ: პირ­ვე­ლი მათ­გა­ნი გახ­ლავთ მიჰ­რი­შაჰ ვა­ლი­დე სულ­თა­ნი. და­ი­ბა­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, 1744-1745 წელს. ალ­ბათ, მისი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის გამო გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ ის გე­ნუ­ე­ლი იყო და აგ­ნე­სი ერ­ქვა, თუმ­ცა ეს თე­ო­რია უარ­ყო­ფი­ლია და ის­ტო­რი­კო­სე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ მის ქარ­თულ წარ­მო­შო­ბას. სულ­თნის სა­სახ­ლე­ში მოხ­ვდა რო­გორც ტყვე, მონა ქალი.

რო­გორც წე­სია, მას ის­ლა­მი მი­ა­ღე­ბი­ნეს და შე­სა­ბა­მის გა­ნათ­ლე­ბა­საც აძ­ლევ­დნენ. სა­ხე­ლი მიჰ­რი­შა­ჰი ქარ­თუ­ლად “შა­ჰის მზეს” ნიშ­ნავს. ნი­ჭი­ე­რე­ბი­სა და შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­რე­მოს წყა­ლო­ბით მან მა­ლე­ვე მი­აღ­წია წარ­მა­ტე­ბას და 13 წლის ასაკ­ში მო­ა­ხერ­ხა, სულ­თნის რჩე­უ­ლი გამ­ხდა­რი­ყო. მიჰ­რი­შა­ჰი გახ­ლდათ სულ­თან მუს­ტა­ფა III-ის (1757-1774 წწ.) პირ­ვე­ლი ცოლი და პირ­ვე­ლი რე­ფორ­მა­ტო­რი სულ­თნის, სე­ლიმ III-ის (1789-1807 წწ.) დედა. სე­ლი­მის და­ბა­დე­ბას შვიდ დღე-ღა­მეს ზე­ი­მობ­დნენ, რად­გან მა­ნამ­დე ოს­მალ­თა დი­ნას­ტი­ა­ში, მთე­ლი 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვაჟი არ იბა­დე­ბო­და. ამ გა­რე­მო­ე­ბამ მიჰ­რი­შა­ჰი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა გა­ზარ­და. მიჰ­რი­შაჰს სა­სახ­ლე­ში იმ­დე­ნი ქო­ნე­ბა ჰქონ­და, რომ 1773 წელს, რო­დე­საც ხან­გრძლი­ვი ომე­ბის­გან ოს­მა­ლე­თის ხა­ზი­ნა გა­მო­ცა­რი­ელ­და, მუს­ტა­ფა III-მ ცო­ლის­გან ისეს­ხა დიდი თან­ხა, რო­მე­ლიც ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ და­უბ­რუ­ნა.1774 წლამ­დე მიჰ­რი­შაჰ­მა, რო­გორც დე­დო­ფალ­მა, სა­სახ­ლე­ში იცხოვ­რა, ხოლო ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ 15 წე­ლი­წადს ძველ სა­სახ­ლე­ში მო­უ­წია ყოფ­ნამ. შვი­ლის, სე­ლიმ III-ის ტახ­ტზე ას­ვლის შემ­დეგ კვლავ ახალ­ში დაბ­რუნ­და.

ძვე­ლი სა­სახ­ლი­დან ტახ­ტრე­ვა­ნით გა­მო­სულ მიჰ­რი­შაჰ სულ­თანს გზის გას­წვრივ ორ რი­გად ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი ია­ნი­ჩა­რე­ბი ესალ­მე­ბოდ­ნენ. მას მოჰ­ყვე­ბოდ­ნენ და ეგე­ბე­ბოდ­ნენ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი. რო­დე­საც ამა­ლა სა­სახ­ლეს­თან მი­ვი­და, სე­ლიმ III სამ­ჯერ მი­ე­სალ­მა დე­დას და ტახ­ტრე­ვა­ნის ფარ­დი­დან გა­მოწ­ვდილ მის ხელს ეამ­ბო­რა. სულ­თან­მა იგი ჰა­რე­მის კა­რამ­დე მი­ა­ცი­ლა. მიჰ­რი­შა­ჰი მხარს უჭერ­და სე­ლი­მის რე­ფორ­მებს, მაგ­რამ ქვეყ­ნის მარ­თვა­ში არ ჩა­რე­უ­ლა. მთე­ლი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვებს ეხ­მა­რე­ბო­და. სულ­თნის დე­დებს შო­რის ის სტამ­ბოლ­ში ყვე­ლა­ზე დიდი ქველ­მოქ­მე­დის სა­ხე­ლით სარ­გებ­ლობ­და. მიჰ­რი­შა­ჰი სი­ნა­ტი­ფი­სა და სათ­ნო­ე­ბის მა­გა­ლი­თად მი­აჩ­ნდათ. თა­ვი­სი სი­ფა­ქი­ზი­თა და სი­ლა­მა­ზით წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა იმ პე­რი­ო­დის პო­ე­ტებ­ზე. ამ­ბობ­დნენ, რომ სულ­თან სე­ლიმ III-ს ან­გე­ლო­ზი­ვით ლა­მა­ზი სა­ხის ნაკ­ვთე­ბი და სქე­ლი წაბ­ლის­ფე­რი თმა დე­დის­გან გა­მოჰ­ყვა. მიჰ­რი­შა­ჰი მევ­ლე­ვი­ან­თა სუ­ფის­ტუ­რი ორ­დე­ნის მიმ­დე­ვა­რი იყო. სტამ­ბოლ­ში მას ძა­ლი­ან მოს­წონ­და ეი­უ­ბი­ეს უბა­ნი და ზა­ფხუ­ლის თვე­ებს ქა­ლიშ­ვილ შაჰ­სულ­თან­თან ერ­თად უმე­ტე­სად იქ ატა­რებ­და, სა­ნა­პი­როს სახ­ლში. ამის გამო ეი­უ­ბი­ე­ში აა­გე­ბი­ნა აკ­ლდა­მა, მედ­რე­სე და ბიბ­ლი­ო­თე­კა. მის სა­ხელს არა­ერ­თი მშე­ნებ­ლო­ბა უკავ­შირ­დე­ბა. ვა­ლი­დე სულ­თა­ნი სი­ცო­ცხლის ბოლო წლე­ბი ავად­მყო­ფობ­და.

ბეზ­მი­ა­ლემ ვა­ლი­დე სულ­თნის მე­ჩე­თი დოლ­მა­ბაჰჩეს სა­სახ­ლე­ში1804 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა 61 წლი­სა და ეი­უ­ბი­ე­ში, მი­სი­ვე აშე­ნე­ბულ აკ­ლდა­მა­ში დაკ­რძა­ლეს. აკ­ლდა­მა 12-წახ­ნა­გო­ვა­ნი შე­ნო­ბაა, ბა­რო­კოს სტი­ლით ნა­გე­ბი.მიჰ­რი­შაჰ სულ­თნის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი არა­ერ­თი ძეგლი­დან ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა ეი­უ­ბი­ე­ში, ბოს­ტან­ჯის ნავ­სად­გურ­თან არ­სე­ბუ­ლი კომ­პლექ­სი - მე­ჩე­თი დამ­ხმა­რე შე­ნო­ბე­ბით, სას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და სხვა. აგ­რეთ­ვე 1792 წელს ბოს­ფო­რის სა­ნა­პი­რო­ზე ია­ნი­ჩარ­თათ­ვის აშე­ნე­ბუ­ლი დიდი მე­ჩე­თი, რო­მე­ლიც ახ­ლაც კარ­გად ჩანს ბოს­ფორ­ზე და ტუ­რის­ტუ­ლი ძეგლია.ნი­შან­დობ­ლი­ვია ერთი ფაქ­ტი - სე­ლიმ III-ის ძუ­ძუმ­ტე იყო წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი ქუ­ჩუქ ჰუ­სე­ი­ნი, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში ოს­მა­ლე­თის სამ­ხედ­რო ფლო­ტის მე­თა­უ­რი გახ­და. ის, რომ სე­ლი­მის აღ­ზრდა­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი ქალი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მიჰ­რი­შაჰს თა­ვის ირ­გვლივ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ქარ­თუ­ლი გა­რე­მო ჰქონ­და შექ­მნი­ლი.

მე­ო­რე ქარ­თვე­ლი ქალი ნაყ­ში­დილ სულ­თა­ნი აბ­დულ­ჰა­მიდ I-ის (1774-1789 წწ.) მე­უღ­ლე და მაჰ­მუდ II-ის (1808-1839 წწ.) დე­დაა. სა­ხე­ლი ქარ­თუ­ლად “გუ­ლის სამ­კა­ულს” ნიშ­ნავს. სა­ინ­ტე­რე­სოა თქმუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, ისევ მისი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის გამო შე­იქ­მნა. თქმუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ის კუნ­ძულ მარ­ტი­ნი­კა­ზე და­ი­ბა­და, იმა­ვე ფრან­გულ ოჯახ­ში, რო­მელ­შიც ცნო­ბი­ლი ჟო­ზე­ფი­ნა, ნა­პო­ლე­ო­ნის ცოლი. პა­ტა­რა აი­მე­ე­დემ (თქმუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ასე ერ­ქვა მას ბავ­შვო­ბა­ში) გა­ნათ­ლე­ბა ნან­ტში, ერთ-ერთ მო­ნას­ტერ­ში მი­ი­ღო და რო­დე­საც კუნ­ძულ­ზე ოჯახ­თან ბრუნ­დე­ბო­და, გემი ჩა­ი­ძი­რა. ოჯა­ხი მას უშე­დე­გოდ ეძებ­და. ამ თქმუ­ლე­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით არა­ერ­თი ფრან­გი მწერ­ლის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი და ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში მი­ე­ძღვნა, სა­დაც მოქ­მე­დი გმი­რე­ბი ნა­პო­ლე­ო­ნი და ჟო­ზე­ფი­ნაც არი­ან. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ ლე­გენ­დის სა­ფუძ­ველ­ზე კუნ­ძულ მარ­ტი­ნი­კა­ზე, სა­ნა­პი­რო­ზე მდგა­რი ერთ-ერთი სა­სახ­ლე დღე­საც მოქ­მე­დებს, რო­გორც მუ­ზე­უ­მი, სა­დაც ოს­მალ­თა დე­დო­ფა­ლი და­ი­ბა­და. თუმ­ცა ნაყ­ში­დილ სულ­თნის ქარ­თულ წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე ის­ტო­რი­კო­სე­ბი დღეს აღარ კა­მა­თო­ბენ. და­ი­ბა­და 1766, ზოგი ცნო­ბით კი 1762 წელს კავ­კა­სი­ა­ში (სა­ქარ­თვე­ლო­ში). ჰა­რემ­ში მცი­რე­წლო­ვა­ნი მი­იყ­ვა­ნეს და გა­ნათ­ლე­ბაც იქ მი­ი­ღო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:(((
4

Კაცო,თურქული წყაროები თუ იძახიან გენუელი,ფრანგი თუ მთვარედან იყვნენ.ჩვენი ისტორიკოსები რატომ ძალაობენ, რომ ქართველებად გამოაცხადონ?ვიცით რომ ნახევარი საქართველო თურქეთშია გაყიდული და არაა გამორიცხული ,რომ სულთნის ჰარემშიც ბევრი ხვდებოდა,მაგრამ მერე რა?ამით რა ხეირი საქართველოს. მათი დაზრდილი სულთნები საქართველოს აოხრებდნენ.უნდა ვიამაყოთ მათი ვალიდეობით რადგან ქართული წარმოშობის იყვნენ??

იიშ
0

სტამბოლის ბაზარზე ჩურჩხელებს ყიდდნენ, ჩვენსავით?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ქართველი ვალიდე სულთნების ხანა ოსმალეთის იმპერიაში - ვინ იყო “შაჰის მზეს” და სულთნის დედებს შორის ყველაზე ქველმოქმედი ქალი?

ქართველი ვალიდე სულთნების ხანა ოსმალეთის იმპერიაში - ვინ იყო “შაჰის მზეს” და სულთნის დედებს შორის ყველაზე ქველმოქმედი ქალი?

ფოტოზე: სცენა თურქული ჰარემის ცხოვრებიდან (ავსტრიული სკოლა, XVII საუკუნის II ნახევარი)

  • ჰარამხანების ქართველი ბინადრები

XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქართული წარმოშობის ქალები სულთნების მეუღლეები და დედები იყვნენ. ჰარამხანებზე, სადაც ტახტის მემკვიდრე იზრდებოდა, მათ ქართველ ბინადრებსა თუ გავლენაზე გვესაუბრება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი, თურქოლოგი ზაზა შაშიკაძე.

- “ჰარამი” (“ჰარემ”) არაბული სიტყვაა და აკრძალულს, ტაბუდადებულს, ამავე დროს წმინდასა და ბედნიერ ადგილს ნიშნავს. ასე უწოდებდნენ არაბი ბედუინები კარვის ნაწილს, მოგვიანებით - სახლის იმ ნახევარს, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობდნენ და გარეშე პირებს შესვლა ეკრძალებოდათ. ტრადიციულად, ჰარემი სასახლის უფროსის ცოლების, მხევლებისა და შვილების საცხოვრებელ ადგილს ნიშნავს. ქართულ ენაში დამკვიდრებულია ფორმა “ჰარამ-ხანა”, რაც “აკრძალულ სახლს” ნიშნავს.ჰარემის სტრუქტურა და იერარქია ისლამისა და სახელმწიფოს მოთხოვნათა საფუძველზე მკვეთრად ჩამოყალიბდა აბასიანი ხალიფების მმართველობის პერიოდში და შემდგომში, თანდათანობით სხვადასხვა მუსლიმანურ სახელმწიფოშიც გაჩნდა. ჰარემის როლი სასახლეებში თანდათან გაიზარდა. აქ ხომ ტახტის მემკვიდრე იზრდებოდა! მუსლიმანური ჰარემების სტრუქტურა და წესები ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდებოდა. მას საჭურისები იცავდნენ. უფროსი ცოლი, ფაქტობრივად, ჰარემის მეთვალყურე იყო. ჰარემში უპირატესობა ენიჭებოდა იმ მხევლებს, რომელთაც ვაჟები შვეს. მუსლიმან მამაკაცებს ეკრძალებოდათ ჰარემში ერთმანეთის ნათესავი მხევლების ყოლა. ოსმალთა მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ სულთნის სასახლისა და ჰარემის ცხოვრება უფრო პომპეზური გახდა. ადრინდელზე მეტი ყურადღება ექცეოდა სამეფო კარის ბრწყინვალებასა და მის წევრთა აღკაზმულობას, რაც უპირველესად სახელმწიფოს ძლიერებისა და სიდიადის წარმოჩენას ემსახურებოდა. ბევრი რამ შეითვისეს ბიზანტიის საიმპერატორო სასახლიდანაც. რეგლამენტით იყო განსაზღვრული დიდმოხელეთა ტანსაცმლის ფორმა და ფერიც კი.

სულთნის ჰარამხანა კონსტანტინოპოლში თოფქაფის სასახლის აშენების შემდეგაც ერთხანს ადრიანოპოლში, ძველ სასახლეში რჩებოდა. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, იგი ახალ სასახლეში სულთანმა სულეიმან I-მა (ქვეყანას მართავდა 1520-1566 წწ.), ხოლო ზოგის მიხედვით - მურად III-მ (ქვეყანას მართავდა 1574-1595 წწ.) გადაიტანა. თოფქაფის სასახლე სულთნების რეზიდენცია იყო 1478-1853 წლებში, XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან სულთანატის დასასრულამდე (1923 წ.) კი სამეფო კარს უფრო თანამედროვე ევროპული არქიტექტურით აშენებული დოლმაბაჰჩე წარმოადგენდა, რომელშიც ჰარამხანას ასევე უზარმაზარი ადგილი ეთმობა. სულთნის სასახლის კარი ორი ნაწილისგან შედგებოდა - საგარეო და საშინაო. საგარეო მოიცავდა სულთნის მოხელეებს, ხოლო საშინაო - მისი ოჯახის ქალებისა და ბავშვების სამყოფელს, ანუ ჰარამხანას. სულთნის საგარეო კარს განაგებდა ე.წ. თეთრი საჭურისების უფროსი - “კაფუჯი ბაში”, მთავარი კარის მცველი. ფაქტობრივად, ის აკავშირებდა სულთანს გარე სამყაროსთან და ყველგან ახლდა მას, გარდა ჰარამხანისა. ჰარამხანას შავი საჭურისების მეთაური - “ყიზლარ აღასი” (ქალთა ბატონი), იგივე “დარუს-საადე აღასი” განაგებდა. ის ხელმძღვანელობდა ჰარამხანის მსახურთა საქმიანობას, არჩევდა სულთნის მხევლებს და სხვ.რადგან შავი საჭურისები ჰარამხანის მცველები იყვნენ, ამიტომ ამ თანამდებობაზე არჩევდნენ ყველაზე მახინჯ და შეუხედავ პირებს. მახინჯები ყველაზე უფრო ძვირად ფასობდნენ, რადგან მათი სიმახინჯე ამ შემთხვევაში საჭიროებიდან გამომდინარე პლუსად ითვლებოდა.

სულთნის ჰარამხანაში ქალები უმეტეს დროს კერვაში, ქარგვაში, მუსიკისა და სიმღერის, აგრეთვე კარგი მანერების სწავლაში ატარებდნენ. ეს საქმე ყველა ქალს ევალებოდა, მიუხედავად იმისა, რა ადგილი ეჭირა მას ჰარემის იერარქიაში.

ნაყშიდილ სულთანიმრავალი ჩანაწერის მიხედვით, ჰარემი გარე სამყაროსგან მაქსიმალურად იზოლირებული იყო და ამიტომაც იქ მყოფი ქალებისთვის სახის დაფარვა სავალდებულო არ გახლდათ. ეს წესი მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში შეიცვალა.- რამდენი ქალი ცხოვრობდა ოსმალურ ჰარამხანაში და მიიჩნეოდა თუ არა იქ ცხოვრება პრესტიჟულად?- ოსმალო სულთნების ჰარამხანები მხევალთა სიმრავლით გამოირჩეოდა. მათი რიცხვი ასეულებს აღწევდა. რა თქმა უნდა, მათ უმრავლესობას სულთანთან ურთიერთობა არც ჰქონდა, თუმცა სულთნის ჰარემში მოხვედრა და იქ უზრუნველად ცხოვრება დიდ პრივილეგიად მიიჩნეოდა.

ჰარემის ყოფა-ცხოვრებას თვალყურს ადევნებდა სულთნის დედა - ვალიდე სულთანი, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. დროდადრო მისი გავლენა ისე იზრდებოდა, რომ სახელმწიფოს საქმეებშიც კი ერეოდა. ხარჭა, რომელიც სულთანს შვილს გაუჩენდა, სულთნის რჩეულის, ანუ “ჰასექი სულთნის” ტიტულს ატარებდა. განსაკუთრებული უპირატესობით სარგებლობდა ის, ვინც პირველ ვაჟს, ტახტის მემკვიდრეს გააჩენდა. იგი სულთნის პირველ ქალად იწოდებოდა. ჰასექის ტიტული შეიძლება მიეღოთ ისეთებსაც, ვისაც შვილი არ ჰყავდათ, მაგრამ სულთნის სიმპათიას იმსახურებდნენ. ჰასექები ჰარემში პრივილეგიებით სარგებლობდნენ, მაგალითად, შეეძლოთ ძვირფასი ქურქის ჩაცმა და სამკაულების ხმარება, ჰქონდათ ცალკე საცხოვრებელი ოთახი და სხვა.

- რა ბედი ეწეოდა ამ ქალებს სულთნის გარდაცვალების შემთხვევაში?

- ფადიშაჰის გარდაცვალების შემდეგ, ტახტის მემკვიდრის გარდა სხვა ვაჟების დედები ძველ სასახლეში გადაჰყავდათ, ხოლო გოგონების დედებსა და სხვებს მაღალი თანამდებობის პირებზე ათხოვებდნენ.

- ჰარამხანის ქართველ ბინადრებზე რა ვიცით?

- XVIII საუკუნის ბოლო და XIX საუკუნის პირველი ნახევარი ოსმალთა სულთნის კარზე გამოირჩევა ქართველი “დედა სულთნების” საქმიანობით. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი დედოფლების შესახებ საისტორიო საზოგადოებაში სხვადასხვა მოსაზრება და ვარაუდი არსებობს, რამდენიმე მათგანის ქართული წარმომავლობა წყაროებით დადასტურებულია და მოკლედ მოგახსენებთ მათ შესახებ: პირველი მათგანი გახლავთ მიჰრიშაჰ ვალიდე სულთანი. დაიბადა, სავარაუდოდ, 1744-1745 წელს. ალბათ, მისი ქრისტიანული წარმომავლობის გამო გაჩნდა მოსაზრება, რომ ის გენუელი იყო და აგნესი ერქვა, თუმცა ეს თეორია უარყოფილია და ისტორიკოსები ადასტურებენ მის ქართულ წარმოშობას. სულთნის სასახლეში მოხვდა როგორც ტყვე, მონა ქალი.

როგორც წესია, მას ისლამი მიაღებინეს და შესაბამის განათლებასაც აძლევდნენ. სახელი მიჰრიშაჰი ქართულად “შაჰის მზეს” ნიშნავს. ნიჭიერებისა და შესანიშნავი გარემოს წყალობით მან მალევე მიაღწია წარმატებას და 13 წლის ასაკში მოახერხა, სულთნის რჩეული გამხდარიყო. მიჰრიშაჰი გახლდათ სულთან მუსტაფა III-ის (1757-1774 წწ.) პირველი ცოლი და პირველი რეფორმატორი სულთნის, სელიმ III-ის (1789-1807 წწ.) დედა. სელიმის დაბადებას შვიდ დღე-ღამეს ზეიმობდნენ, რადგან მანამდე ოსმალთა დინასტიაში, მთელი 30 წლის განმავლობაში, ვაჟი არ იბადებოდა. ამ გარემოებამ მიჰრიშაჰისადმი პატივისცემა გაზარდა. მიჰრიშაჰს სასახლეში იმდენი ქონება ჰქონდა, რომ 1773 წელს, როდესაც ხანგრძლივი ომებისგან ოსმალეთის ხაზინა გამოცარიელდა, მუსტაფა III-მ ცოლისგან ისესხა დიდი თანხა, რომელიც ომის დამთავრების შემდეგ დაუბრუნა.1774 წლამდე მიჰრიშაჰმა, როგორც დედოფალმა, სასახლეში იცხოვრა, ხოლო ქმრის გარდაცვალების შემდეგ 15 წელიწადს ძველ სასახლეში მოუწია ყოფნამ. შვილის, სელიმ III-ის ტახტზე ასვლის შემდეგ კვლავ ახალში დაბრუნდა.

ძველი სასახლიდან ტახტრევანით გამოსულ მიჰრიშაჰ სულთანს გზის გასწვრივ ორ რიგად ჩამწკრივებული იანიჩარები ესალმებოდნენ. მას მოჰყვებოდნენ და ეგებებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები. როდესაც ამალა სასახლესთან მივიდა, სელიმ III სამჯერ მიესალმა დედას და ტახტრევანის ფარდიდან გამოწვდილ მის ხელს ეამბორა. სულთანმა იგი ჰარემის კარამდე მიაცილა. მიჰრიშაჰი მხარს უჭერდა სელიმის რეფორმებს, მაგრამ ქვეყნის მართვაში არ ჩარეულა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში სხვებს ეხმარებოდა. სულთნის დედებს შორის ის სტამბოლში ყველაზე დიდი ქველმოქმედის სახელით სარგებლობდა. მიჰრიშაჰი სინატიფისა და სათნოების მაგალითად მიაჩნდათ. თავისი სიფაქიზითა და სილამაზით წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა იმ პერიოდის პოეტებზე. ამბობდნენ, რომ სულთან სელიმ III-ს ანგელოზივით ლამაზი სახის ნაკვთები და სქელი წაბლისფერი თმა დედისგან გამოჰყვა. მიჰრიშაჰი მევლევიანთა სუფისტური ორდენის მიმდევარი იყო. სტამბოლში მას ძალიან მოსწონდა ეიუბიეს უბანი და ზაფხულის თვეებს ქალიშვილ შაჰსულთანთან ერთად უმეტესად იქ ატარებდა, სანაპიროს სახლში. ამის გამო ეიუბიეში ააგებინა აკლდამა, მედრესე და ბიბლიოთეკა. მის სახელს არაერთი მშენებლობა უკავშირდება. ვალიდე სულთანი სიცოცხლის ბოლო წლები ავადმყოფობდა.

ბეზმიალემ ვალიდე სულთნის მეჩეთი დოლმაბაჰჩეს სასახლეში1804 წლის 4 ოქტომბერს გარდაიცვალა 61 წლისა და ეიუბიეში, მისივე აშენებულ აკლდამაში დაკრძალეს. აკლდამა 12-წახნაგოვანი შენობაა, ბაროკოს სტილით ნაგები.მიჰრიშაჰ სულთნის მიერ დატოვებული არაერთი ძეგლიდან ყველაზე საინტერესოა ეიუბიეში, ბოსტანჯის ნავსადგურთან არსებული კომპლექსი - მეჩეთი დამხმარე შენობებით, სასწავლებელი, სამედიცინო დაწესებულება და სხვა. აგრეთვე 1792 წელს ბოსფორის სანაპიროზე იანიჩართათვის აშენებული დიდი მეჩეთი, რომელიც ახლაც კარგად ჩანს ბოსფორზე და ტურისტული ძეგლია.ნიშანდობლივია ერთი ფაქტი - სელიმ III-ის ძუძუმტე იყო წარმოშობით ქართველი ქუჩუქ ჰუსეინი, რომელიც შემდგომში ოსმალეთის სამხედრო ფლოტის მეთაური გახდა. ის, რომ სელიმის აღზრდაში კიდევ ერთი ქართველი ქალი მონაწილეობდა, მიანიშნებს, რომ მიჰრიშაჰს თავის ირგვლივ, შეძლებისდაგვარად, ქართული გარემო ჰქონდა შექმნილი.

მეორე ქართველი ქალი ნაყშიდილ სულთანი აბდულჰამიდ I-ის (1774-1789 წწ.) მეუღლე და მაჰმუდ II-ის (1808-1839 წწ.) დედაა. სახელი ქართულად “გულის სამკაულს” ნიშნავს. საინტერესოა თქმულება, რომელიც, როგორც ჩანს, ისევ მისი ქრისტიანული წარმომავლობის გამო შეიქმნა. თქმულების მიხედვით, ის კუნძულ მარტინიკაზე დაიბადა, იმავე ფრანგულ ოჯახში, რომელშიც ცნობილი ჟოზეფინა, ნაპოლეონის ცოლი. პატარა აიმეედემ (თქმულების მიხედვით ასე ერქვა მას ბავშვობაში) განათლება ნანტში, ერთ-ერთ მონასტერში მიიღო და როდესაც კუნძულზე ოჯახთან ბრუნდებოდა, გემი ჩაიძირა. ოჯახი მას უშედეგოდ ეძებდა. ამ თქმულებას მოგვიანებით არაერთი ფრანგი მწერლის ლიტერატურული ნაწარმოები და ხელოვნების ნიმუში მიეძღვნა, სადაც მოქმედი გმირები ნაპოლეონი და ჟოზეფინაც არიან. საინტერესოა, რომ ამ ლეგენდის საფუძველზე კუნძულ მარტინიკაზე, სანაპიროზე მდგარი ერთ-ერთი სასახლე დღესაც მოქმედებს, როგორც მუზეუმი, სადაც ოსმალთა დედოფალი დაიბადა. თუმცა ნაყშიდილ სულთნის ქართულ წარმომავლობაზე ისტორიკოსები დღეს აღარ კამათობენ. დაიბადა 1766, ზოგი ცნობით კი 1762 წელს კავკასიაში (საქართველოში). ჰარემში მცირეწლოვანი მიიყვანეს და განათლებაც იქ მიიღო. გააგრძელეთ კითხვა