მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეზო გიგინეიშვილის ახალი სიყვარული: ვინ არის სკანდალური რეჟისორის 48 წლის რჩეული - რუსეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანის სამი ცოლი და მრავალფეროვანი "ლავსთორები"
რეზო გიგინეიშვილის ახალი სიყვარული: ვინ არის სკანდალური რეჟისორის 48 წლის რჩეული - რუსეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანის სამი ცოლი და მრავალფეროვანი "ლავსთორები"

ერთი თვის წინ, რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა რე­ჟი­სორ­მა რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად გა­მო­ხა­ტა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია. გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა 2008 წელს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტი გა­იხ­სე­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი სამ­შობ­ლოც რუ­სე­თის მიერ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი.

"კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ გთხოვთ, როცა გე­კი­თხე­ბი­ან ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ, არ თქვათ, რომ არ გეს­მით პო­ლი­ტი­კა. ვე­ცა­დე ბევ­რი ხე­ლო­ვა­ნი, ჩემი კო­ლე­გა და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ოკუ­პი­რე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ მათ­თვის აფხა­ზეთ­ში არ­და­დე­გებ­ზე და ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე ჩას­ვლა კომ­ფორ­ტუ­ლი იყო. მე არ მეს­მის მათი. რაც ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი იყო, მათი პა­ტი­ვის­ცე­მის ობი­ექ­ტი არ გამ­ხდა­რა. ახლა მა­ინც!..“ - წერს გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი...

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რე­ჟი­სორს სა­ინ­ტე­რე­სო ბი­ოგ­რა­ფია აქვს. რუ­სუ­ლი მე­დია მას­ზე წერს, რომ სა­ო­ცა­რი უნა­რი აქვს, შეკ­რი­ბოს რუ­სუ­ლი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვე­ბი და კარ­გი ფილ­მი გა­და­ი­ღოს.

ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა

მო­მა­ვა­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტი 1982 წლის 19 მარტს თბი­ლის­ში, ექი­მი­სა და მე­ვი­ო­ლი­ნეს ოჯახ­ში და­ი­ბა­და. შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნის შემ­დეგ დე­დამ ირი­ნა წი­ქო­რი­ძემ მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა მი­ა­ტო­ვა და მათ გაზ­რდა­ზე გა­და­ერ­თო. ამა­სო­ბა­ში რე­ზოს მა­მის კა­რი­ე­რა ელ­ვის სის­წრა­ფით გან­ვი­თარ­და. და­ვით გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი ბორ­ჯო­მის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი კუ­რორ­ტის უფ­რო­სად და­ი­ნიშ­ნა. მა­მის საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 1990-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში გი­გი­ნე­იშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და.

დე­და­ქა­ლაქ­ში რე­ზომ სწრა­ფად შე­ი­ძი­ნა ახა­ლი მე­გობ­რე­ბი. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ად კინო რე­ჟი­სო­რო­ბა აირ­ჩია. ორი წლით ადრე, გავ­ლე­ნი­ა­ნი მა­მის დახ­მა­რე­ბით, 15 წლის რეზო ერთ-ერთ ტე­ლე­არხზე ასის­ტენ­ტად და­ა­საქ­მეს. ის პირ­ვე­ლი­ვე წელს ჩა­ი­რი­ცხა VGIK-ში, სა­დაც მარ­ლენ ხუ­ცი­ე­ვის ჯგუფ­ში მი­ი­ღეს.

ფილ­მე­ბი

რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ბი­ოგ­რა­ფია სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში და­ი­წყო. პირ­ვე­ლად ცნო­ბილ სე­რი­ალ­ში „Ice Age“, და­თოს როლი ითა­მა­შა, მაგ­რამ ბიჭი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლა სამ­სა­ხი­ო­ბო გა­მოც­დი­ლე­ბით, რად­გან თა­ვად ოც­ნე­ბობ­და ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე.

მალე გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი ფი­ო­დორ ბონ­და­ჩუკ­მა ბლო­კბას­ტე­რი „მე-9 კომ­პა­ნი­ის“ გა­და­ღე­ბი­სას ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გა ასის­ტენ­ტად მი­იწ­ვია. რის შემ­დე­გაც, დამ­წყებ­მა რე­ჟი­სორ­მა მა­ყუ­რე­ბელს სა­კუ­თა­რი პრო­ექ­ტი წა­რუდ­გი­ნა. მისი სა­დე­ბი­უ­ტო კო­მე­დი­უ­რი სე­რი­ა­ლი „9 თვე“ წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა... ფილმში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ კონ­სტან­ტი­ნე კრი­უ­კო­ვი, ალექ­სეი ჩა­დო­ვი, არ­ტურ სმო­ლი­ა­ნი­ნო­ვი და ტი­მა­ტი. უარ­ყო­ფი­თი რე­ი­ტინ­გე­ბი­სა და მი­მო­ხილ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ბი­უ­ჯე­ტის მქო­ნე სუ­რათ­მა 16,8 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა.

შემ­დეგ იყო კო­მე­დია „სიყ­ვა­რუ­ლი აქ­ცენ­ტით“, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ფილ­მის­თვის მსა­ხი­ობ­მა ანა მი­ხალ­კო­ვამ სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის კა­ტე­გო­რი­ა­ში „ოქ­როს არ­წი­ვი“ მი­ი­ღო.

გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის ფილმში „სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ, მხო­ლოდ მოზ­რდი­ლე­ბის­თვის" მთა­ვარ როლს ჰო­ლი­ვუ­დის პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ჯონ მალ­კო­ვი­ჩი ას­რუ­ლებ­და. სუ­რა­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, მის­მა მო­გე­ბამ 2.5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

ფილმმა "მძევ­ლე­ბი," რო­მე­ლიც რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა „თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის“ თე­მა­ზე გა­და­ი­ღო, არა­ერ­თი კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ჯილ­დო მი­ი­ღო.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

რე­ჟი­სო­რის პირ­ვე­ლი ცოლი შოუ "ვარ­სკვლა­ვე­ბის ფაბ­რი­კის" მო­ნა­წი­ლე ანას­ტა­სია კო­ჩეტ­კო­ვა გახ­და. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი ჯერ კი­დევ მა­შინ გა­იც­ნო, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რა­ლი 17 წლის იყო. ანას­ტა­სი­ას მშობ­ლე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ ამ ქორ­წი­ნე­ბას, რად­გან გო­გო­ნას ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდად თვლიდ­ნენ. მაგ­რამ მალე ქორ­წი­ლი გა­მო­ა­ცხა­დეს.

მალე სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი მაშა შე­ე­ძი­ნათ, მაგ­რამ მათი ქორ­წი­ნე­ბა სკან­და­ლუ­რი გან­ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და. წყვი­ლი არა­ერ­თხელ და­შორ­და ერ­თმა­ნეთს და შემ­დეგ ისევ რიგ­დე­ბოდ­ნენ. სა­ბო­ლო­ოდ, ქორ­წი­ნე­ბა მა­ინც დას­რულ­და.

მალე გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ქალი შე­მო­ვი­და, რო­დე­საც გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე რე­ჟი­სორ ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი ნა­დეჟ­და მი­ხალ­კო­ვა გა­იც­ნო. 4 წლის შემ­დეგ სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია ქორ­წი­ნე­ბით გაგ­რძელ­და. წყვილ­მა კა­ხეთ­ში, ბოდ­ბის უძ­ვე­ლეს მო­ნას­ტერ­ში იქორ­წი­ნა. ქორ­წი­ლი კი წი­ნან­დალ­ში გა­და­ი­ხა­დეს. მა­შინ ამ ქორ­წი­ნე­ბა­ზე რო­გორც რუ­სუ­ლი, ასე­ვე ქარ­თუ­ლი მე­დია ბევ­რს წერ­და, რად­გან ქორ­წილს ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ამ­ბობ­დნენ, რომ ქორ­წილს და­ეს­წრო მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

წყვილს ორი შვი­ლი, ქალ-ვაჟი - ნინა და ივა­ნე შე­ე­ძი­ნათ. და-ძმა ერ­თსა და იმა­ვე დღეს, 21 მა­ისს და­ი­ბა­და, მაგ­რამ 2011 და 2013 წლებ­ში.

2016 წელს რუ­სულ მე­დი­ა­ში წერ­დნენ, რომ წყვი­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბის ზღვარ­ზე იყო. მა­შინ რე­ჟი­სორ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში ჭო­რე­ბი უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ და­შო­რე­ბა­ზე არც კი ფიქ­რობ­დნენ. თუმ­ცა, 2017 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ნა­დეჟ­დამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ი­ტა­ნა გან­ცხა­დე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე. „მძევ­ლე­ბის“ პრე­მი­ე­რა­ზე წყვი­ლი ცალ-ცალ­კე გა­მოჩ­ნდა. მი­ხალ­კო­ვა კა­მე­რე­ბის წინ მარ­ტო პო­ზი­რებ­და, რე­ჟი­სო­რი კი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ­თან სო­ფი­კო შე­ვარ­დნა­ძეს­თან ერ­თად - წერ­და რუ­სუ­ლი მე­დია.

მალე რე­ზოს ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ქალი ნა­დეჟ­და ობო­ლენ­ცე­ვა გა­მოჩ­ნდა. წყვილ­მა ხელი 2019 წლის 18 ივ­ლისს მო­ა­წე­რა, რის შემ­დე­გაც მას­შტა­ბუ­რი წვე­უ­ლე­ბა გა­მარ­თეს. რო­გორც რე­ზოს­თვის, ასე­ვე ნა­დეჟ­დას­თვის ეს მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა იყო. ნა­დეჟ­და ობო­ლენ­ცე­ვა ორ­ჯერ იყო გა­თხო­ვი­ლი. მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი დე­ნის მი­ხა­ი­ლო­ვი, მე­ო­რე კი "ნეფ­ტო­გაზ ინ­დუსტრი­ის" თა­ნამ­ფლო­ბე­ლი აი­რატ ის­ხა­კო­ვი გახ­ლდათ. ობო­ლენ­ცე­ვა მე­ო­რე მე­უღ­ლეს სკან­და­ლუ­რად გა­შორ­და. მე­დია მა­ში­ნაც წერ­და, რომ მი­ზე­ზი ფუ­ლა­დი გარ­ჩე­ვე­ბი გახ­და.

სამ­წუ­ხა­როდ, იდი­ლია დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. 2020 წლის აგ­ვის­ტო­ში მე­დია წერ­და, რომ მათ პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ, ოქ­ტომ­ბერ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წყვი­ლი და­შორ­და.

გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ

2 წლის შემ­დეგ მე­დი­ა­ში გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რე­ჟი­სორ­მა ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვა. მისი რჩე­უ­ლი 48 წლის მსა­ხი­ო­ბი ქსე­ნია რა­პო­პორ­ტია. 90-იან წლებ­ში ქსე­ნია რა­პო­პორ­ტს ბიზ­ნეს­მენ ვიქ­ტორ ტა­რა­სო­ვის­გან ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა. მსა­ხი­ობს ასე­ვე მი­ა­წე­რენ რო­მანს ედუ­არდ ბო­ი­ა­კოვ­თან, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­ტუ­რი არ არ­სე­ბობს, გარ­და ეკა­ტე­რი­ნა ვოლ­კო­ვას გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა, რომ ქსე­ნი­ამ მას საქმრო წა­არ­თვა. 2011 წელს რა­პო­პორ­ტს შე­ე­ძი­ნა კი­დევ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი იური კო­ლო­კოლ­ნი­კო­ვის­გან, რო­მელ­საც 2015 წელს და­შორ­და. რო­მა­ნი და­ი­წყო რეს­ტავ­რა­ტორ დი­მიტ­რი ბო­რი­სოვ­თან. წყვილ­მა 2016 წელს ფა­რუ­ლად იქორ­წი­ნა და სამი წლის წინ და­შორ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
0

რუსეთი დიდი მდელოა, ყველა ყვავილს ვერ მოწყვეტ. უნახავივით არ უნდა იქცეოდე კაცი

თამარი
5

ამ ბიჭს რაღა მოუვიდა თავის მოსაწონი ქართველი გოგონა ვეღარ მოძებნა ?ამ რუს პრასტიტუტკებს რომ დაერია და ქართულ გენს ამრავლებს , რომლებიჩ მერე მტრებად გვექცევიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რეზო გიგინეიშვილის ახალი სიყვარული: ვინ არის სკანდალური რეჟისორის 48 წლის რჩეული - რუსეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანის სამი ცოლი და მრავალფეროვანი "ლავსთორები"

რეზო გიგინეიშვილის ახალი სიყვარული: ვინ არის სკანდალური რეჟისორის 48 წლის რჩეული - რუსეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანის სამი ცოლი და მრავალფეროვანი "ლავსთორები"

ერთი თვის წინ, რუსეთში მოღვაწე ქართველმა რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, პირველად გამოხატა საკუთარი პოზიცია. გიგინეიშვილმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი გაიხსენა და განაცხადა, რომ მისი სამშობლოც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, მაგრამ გთხოვთ, როცა გეკითხებიან ოკუპაციის შესახებ, არ თქვათ, რომ არ გესმით პოლიტიკა. ვეცადე ბევრი ხელოვანი, ჩემი კოლეგა დამერწმუნებინა, რომ საქართველო ოკუპირებული იყო, მაგრამ მათთვის აფხაზეთში არდადეგებზე და ფესტივალებზე ჩასვლა კომფორტული იყო. მე არ მესმის მათი. რაც ჩვენი ტკივილი იყო, მათი პატივისცემის ობიექტი არ გამხდარა. ახლა მაინც!..“ - წერს გიგინეიშვილი...

რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის რეჟისორს საინტერესო ბიოგრაფია აქვს. რუსული მედია მასზე წერს, რომ საოცარი უნარი აქვს, შეკრიბოს რუსული კინოს ვარსკვლავები და კარგი ფილმი გადაიღოს.

ბავშვობა და ახალგაზრდობა

მომავალი კინემატოგრაფისტი 1982 წლის 19 მარტს თბილისში, ექიმისა და მევიოლინეს ოჯახში დაიბადა. შვილების გაჩენის შემდეგ დედამ ირინა წიქორიძემ მუსიკალური კარიერა მიატოვა და მათ გაზრდაზე გადაერთო. ამასობაში რეზოს მამის კარიერა ელვის სისწრაფით განვითარდა. დავით გიგინეიშვილი ბორჯომის ერთ-ერთი ცნობილი გამაჯანსაღებელი კურორტის უფროსად დაინიშნა. მამის საქმიანობიდან გამომდინარე, 1990-იანი წლების დასაწყისში გიგინეიშვილების ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

დედაქალაქში რეზომ სწრაფად შეიძინა ახალი მეგობრები. სკოლის დამთავრების შემდეგ კი მომავალ პროფესიად კინო რეჟისორობა აირჩია. ორი წლით ადრე, გავლენიანი მამის დახმარებით, 15 წლის რეზო ერთ-ერთ ტელეარხზე ასისტენტად დაასაქმეს. ის პირველივე წელს ჩაირიცხა VGIK-ში, სადაც მარლენ ხუციევის ჯგუფში მიიღეს.

ფილმები

რეზო გიგინეიშვილის კინემატოგრაფიული ბიოგრაფია სტუდენტობის წლებში დაიწყო. პირველად ცნობილ სერიალში „Ice Age“, დათოს როლი ითამაშა, მაგრამ ბიჭი აღფრთოვანებული არ დარჩენილა სამსახიობო გამოცდილებით, რადგან თავად ოცნებობდა ფილმის გადაღებაზე.

მალე გიგინეიშვილი ფიოდორ ბონდაჩუკმა ბლოკბასტერი „მე-9 კომპანიის“ გადაღებისას ახალგაზრდა კოლეგა ასისტენტად მიიწვია. რის შემდეგაც, დამწყებმა რეჟისორმა მაყურებელს საკუთარი პროექტი წარუდგინა. მისი სადებიუტო კომედიური სერიალი „9 თვე“ წარმატებული აღმოჩნდა... ფილმში მონაწილეობდნენ კონსტანტინე კრიუკოვი, ალექსეი ჩადოვი, არტურ სმოლიანინოვი და ტიმატი. უარყოფითი რეიტინგებისა და მიმოხილვების მიუხედავად, 2 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე სურათმა 16,8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

შემდეგ იყო კომედია „სიყვარული აქცენტით“, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ფილმისთვის მსახიობმა ანა მიხალკოვამ საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში „ოქროს არწივი“ მიიღო.

გიგინეიშვილის ფილმში „სიყვარულის შესახებ, მხოლოდ მოზრდილებისთვის" მთავარ როლს ჰოლივუდის პოპულარული მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ასრულებდა. სურათი წარმატებული აღმოჩნდა, მისმა მოგებამ 2.5 მილიონი დოლარი შეადგინა.

ფილმმა "მძევლები," რომელიც რეზო გიგინეიშვილმა „თვითმფრინავის ბიჭების“ თემაზე გადაიღო, არაერთი კინოფესტივალის ჯილდო მიიღო.

პირადი ცხოვრება

რეჟისორის პირველი ცოლი შოუ "ვარსკვლავების ფაბრიკის" მონაწილე ანასტასია კოჩეტკოვა გახდა. წყვილმა ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როდესაც ახალგაზრდა მომღერალი 17 წლის იყო. ანასტასიას მშობლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამ ქორწინებას, რადგან გოგონას ოჯახური ცხოვრებისთვის ძალიან ახალგაზრდად თვლიდნენ. მაგრამ მალე ქორწილი გამოაცხადეს.

მალე საერთო ქალიშვილი მაშა შეეძინათ, მაგრამ მათი ქორწინება სკანდალური განქორწინებით დასრულდა. წყვილი არაერთხელ დაშორდა ერთმანეთს და შემდეგ ისევ რიგდებოდნენ. საბოლოოდ, ქორწინება მაინც დასრულდა.

მალე გიგინეიშვილის ცხოვრებაში ახალი ქალი შემოვიდა, როდესაც გადასაღებ მოედანზე რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილი, მსახიობი ნადეჟდა მიხალკოვა გაიცნო. 4 წლის შემდეგ სიყვარულის ისტორია ქორწინებით გაგრძელდა. წყვილმა კახეთში, ბოდბის უძველეს მონასტერში იქორწინა. ქორწილი კი წინანდალში გადაიხადეს. მაშინ ამ ქორწინებაზე როგორც რუსული, ასევე ქართული მედია ბევრს წერდა, რადგან ქორწილს ქართული შოუბიზნესის ცნობილი სახეები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. ამბობდნენ, რომ ქორწილს დაესწრო მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

წყვილს ორი შვილი, ქალ-ვაჟი - ნინა და ივანე შეეძინათ. და-ძმა ერთსა და იმავე დღეს, 21 მაისს დაიბადა, მაგრამ 2011 და 2013 წლებში.

2016 წელს რუსულ მედიაში წერდნენ, რომ წყვილი განქორწინების ზღვარზე იყო. მაშინ რეჟისორმა ინტერვიუში ჭორები უარყო და განაცხადა, რომ დაშორებაზე არც კი ფიქრობდნენ. თუმცა, 2017 წლის სექტემბერში ნადეჟდამ ოფიციალურად შეიტანა განცხადება განქორწინებაზე. „მძევლების“ პრემიერაზე წყვილი ცალ-ცალკე გამოჩნდა. მიხალკოვა კამერების წინ მარტო პოზირებდა, რეჟისორი კი ბავშვობის მეგობართან სოფიკო შევარდნაძესთან ერთად - წერდა რუსული მედია.

მალე რეზოს ცხოვრებაში ახალი ქალი ნადეჟდა ობოლენცევა გამოჩნდა. წყვილმა ხელი 2019 წლის 18 ივლისს მოაწერა, რის შემდეგაც მასშტაბური წვეულება გამართეს. როგორც რეზოსთვის, ასევე ნადეჟდასთვის ეს მესამე ქორწინება იყო. ნადეჟდა ობოლენცევა ორჯერ იყო გათხოვილი. მისი პირველი მეუღლე ცნობილი რუსი ბიზნესმენი დენის მიხაილოვი, მეორე კი "ნეფტოგაზ ინდუსტრიის" თანამფლობელი აირატ ისხაკოვი გახლდათ. ობოლენცევა მეორე მეუღლეს სკანდალურად გაშორდა. მედია მაშინაც წერდა, რომ მიზეზი ფულადი გარჩევები გახდა.

სამწუხაროდ, იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. 2020 წლის აგვისტოში მედია წერდა, რომ მათ პრობლემები ჰქონდათ, ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ წყვილი დაშორდა.

განქორწინების შემდეგ

2 წლის შემდეგ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რეჟისორმა ახალი სიყვარული იპოვა. მისი რჩეული 48 წლის მსახიობი ქსენია რაპოპორტია. 90-იან წლებში ქსენია რაპოპორტს ბიზნესმენ ვიქტორ ტარასოვისგან ქალიშვილი შეეძინა. მსახიობს ასევე მიაწერენ რომანს ედუარდ ბოიაკოვთან, თუმცა ოფიციალური დასტური არ არსებობს, გარდა ეკატერინა ვოლკოვას განცხადებებისა, რომ ქსენიამ მას საქმრო წაართვა. 2011 წელს რაპოპორტს შეეძინა კიდევ ერთი ქალიშვილი იური კოლოკოლნიკოვისგან, რომელსაც 2015 წელს დაშორდა. რომანი დაიწყო რესტავრატორ დიმიტრი ბორისოვთან. წყვილმა 2016 წელს ფარულად იქორწინა და სამი წლის წინ დაშორდნენ.