ირანული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ისლამური რევოლუციის გვარდიის ორი წევრი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ქალაქ ზაჰედანში.
"გვარდიის პოლკოვნიკი მეჰდი მოლაშაპი და ორგანიზაცია "ბასიჯის" ხელმძღვანელი ჯავად კიხა მოწამეობრივად დახვრიტეს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ეს გახლავთ ე.წ. მობილურ "იანჩართა" დაჯგუფება, რომელიც ირანელ პროტესტანტთა წინააღმდეგ განსაკუთრებულად სასტიკი მოქმედებით გამორჩევა ბოლო 10 წელიწადია.
სამხედრო პირები მანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მოხდა თავდასხმა.
მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ.
ერთი ვერსიით შესაძლოა, ჯარისკაცების მკვლელობა უკავშირდებოდეს ირანში ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე არეულობას და ქალების ბრძოლას უფლებებისთვის. გარდა ამისა, ორივე მათგანს ბოლო 15 წლის განმავლობაში ირანში საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა უკავშირდება.
არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, სამხედროების მკვლელობა ირანული დრონების რუსეთისთვის მიყიდვასთან იყოს კავშირში. უკრაინულ მედიაში წერენ, რომ მოკლულებს შორის ერთ-ერთი პასუხისმგებელი იყო რუსეთისთვის დრონების მიწოდებაზე.
ეს არის პირდაპირ კავშირში შიდა არეულობის გამო, ეს ხელმძღვანელობდა იმ აქცის ჩახშობას სადაც ის გოგონა მოკლეს და მიიღო კიდეც საკადრისი პასუხიც.
უკრაინული ზღაპრები! ისე, ევროპაში ნელ ნელა დაიწყეს უკრაინელ მეზღაპრეებზე და ფეიკ ნიუსებზე რეპორტაჟები! რუსებს არ ჩამოუვარდებიან არაფერში! ორივე ხომ საბჭოთა კავშირის პირმშო, ტყუილზე აღებული მანქანაა!