საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანს სასამართლო დავა სამინისტროდან მის მიერ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო
თეა წულუკიანს სასამართლო დავა სამინისტროდან მის მიერ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ანს, მის მიერ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა კი­დევ ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ სა­სა­მარ­თლო დავა მო­უ­გო.

დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ გუგა გო­გა­ძეს სა­მი­ნის­ტრო უკა­ნო­ნოდ მო­ექ­ცა, რო­დე­საც მისი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

გო­გა­ძის ინ­ტე­რე­სებს სა­სა­მარ­თლო­ში სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი იცავ­და.

"სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­ა­უქ­მა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2022 წლის 23 მა­ი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც გუგა გო­გა­ძეს მო­თხოვ­ნე­ბი არ და­უკ­მა­ყო­ფილ­და. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კი, ბა­თი­ლად იქნა ცნო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის 2022 წლის იან­ვრის ბრძა­ნე­ბა, გუგა გო­გა­ძის შეს­ყიდ­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ. ამას­თან, სა­სა­მარ­თლომ სა­ა­გენ­ტოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის­თვის კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­დაც და­ა­ვა­ლა - გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღი­დან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბამ­დე გა­ნაც­დუ­რის სა­ხით, ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბის თან­ხა. ასე­ვე, გო­გა­ძე ითხოვ­და კომ­პენ­სა­ცი­ას, იმის­თვი­საც, რომ ამ ეტაპ­ზე მისი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღ­დგე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეს მო­თხოვ­ნა სა­სა­მარ­თლომ ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და ამის­თვის, და­მა­ტე­ბით, სა­ა­გენ­ტოს 3 ათა­სი ლა­რის გა­დახ­და და­ა­კის­რა." - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, გუგა გო­გა­ძე ერთ-ერ­თია კულ­ტუ­რის სექ­ტო­რის იმ 70-მდე თა­ნამ­შრო­მელს შო­რის, რომ­ლე­ბიც თეა წუ­ლუ­კი­ან­მა მისი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პო­ზი­ცი­ა­ზე და­ნიშ­ვნის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

და ასე­ვე ის არის ერთ-ერთი, რო­მელ­მაც კულ­ტუ­რის მი­ნისტრს სა­სა­მარ­თლო დავა მო­უ­გო, რის გა­მოც სა­მი­ნის­ტროს კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და და­ე­კის­რა.

"სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი­ნის­ტრო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი წუ­ლუ­კი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რივ და­ვას გა­ნაგ­რძო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

წულუკიანის მიკვირს, რატომ არ ასაჯაროვებს იმ დაკარგული ნივთების სიას, რომელიც მუზეუმიდან დაიკარგა ამ ადამიანების დროს? რატომ არ ამბობს სად წავიდა ფეოდალური ეპოქის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მუზეუმში იყო დაცული?? 

ელგუჯა
3

ამისთვის, საკომპენსაციო ბიუჯეტის ხარჯები, ცალკე გამოყავით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თეა წულუკიანს სასამართლო დავა სამინისტროდან მის მიერ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

თეა წულუკიანს სასამართლო დავა სამინისტროდან მის მიერ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს, მის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა მოქალაქემ სასამართლო დავა მოუგო.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გუგა გოგაძეს სამინისტრო უკანონოდ მოექცა, როდესაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

გოგაძის ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა.

"სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც გუგა გოგაძეს მოთხოვნები არ დაუკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით კი, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის იანვრის ბრძანება, გუგა გოგაძის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, სასამართლომ სააგენტოს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის კომპენსაციის გადახდაც დაავალა - გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით, ხელფასის ოდენობის თანხა. ასევე, გოგაძე ითხოვდა კომპენსაციას, იმისთვისაც, რომ ამ ეტაპზე მისი თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია. ეს მოთხოვნა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ამისთვის, დამატებით, სააგენტოს 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა." - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუგა გოგაძე ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანმა მისი კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ გაათავისუფლა.

და ასევე ის არის ერთ-ერთი, რომელმაც კულტურის მინისტრს სასამართლო დავა მოუგო, რის გამოც სამინისტროს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ინფორმაციით, სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები წულუკიანის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას განაგრძობენ.