მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ირანის საელჩო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ირანული დრონების გამოყენების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
საქართველოში ირანის საელჩო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ირანული დრონების გამოყენების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩო უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში ირა­ნუ­ლი დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

სა­ელ­ჩო ინ­ფორ­მა­ცი­ას "უსა­ფუძ­ვლოს“ და "და­უ­სა­ბუ­თე­ბელს“ უწო­დებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"1. ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს და გმობს უსა­ფუძ­ვლო და და­უ­სა­ბუ­თე­ბელ გან­ცხა­დე­ბებს ირა­ნუ­ლი უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბის გა­ყიდ­ვის შე­სა­ხებ, უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ოპე­რა­ცი­ებ­ში გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად. ასე­თი უსა­ფუძ­ვლო გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ არას­წორ და მცდარ ვა­რა­უ­დებს ეფუძ­ნე­ბა, სხვა არა­ფე­რია, თუ არა პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი შე­ტე­ვა, ანტი-ირა­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბა, უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სი­სად­მი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი მიდ­გო­მით გა­მო­ხა­ტავს კე­თილ ნე­ბას და გა­მოთ­ქვამს მზად­ყოფ­ნას ჩა­ერ­თოს ერ­თობ­ლი­ვი ტექ­ნი­კურ და სა­ექ­სპერ­ტო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში, რათა ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნოს ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოთ­ქმულ უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბებს.

2. უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სის და­წყე­ბი­დან დღემ­დე, ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კა ყო­ველ­თვის აფიქ­სი­რებს თა­ვის მკა­ფიო, მყარ და მტკი­ცე პო­ზი­ცი­ას და ხაზ­გას­მით აცხა­დებს, რომ გა­ე­როს წევ­რმა ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფომ უნდა და­იც­ვას გა­ე­როს ქარ­ტი­ით გან­სა­ზღვრუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი და პა­ტი­ვი სცეს სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნო­ნებს სა­ხელ­მწი­ფო­თა სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ.

ამას­თან, ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კა, რო­გორც ომის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი ნგრე­ვის მსხვერ­პლი ქვე­ყა­ნა, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ნე­ბის­მი­ერ კონ­ფლიქტს და ომს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა წერ­ტილ­ში.

3. ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კა მხარს უჭერს მშვი­დო­ბა­სა და კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბას უკ­რა­ი­ნა­ში და და­ძა­ბუ­ლო­ბის ეს­კა­ლა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, მხა­რე­ებს მო­უ­წო­დებს თავ­შე­კა­ვე­ბის­კენ და ისეთ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვის­კენ, რომ­ლი­თაც შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნე­ბა ამ­ჯა­მინ­დე­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი და მშვი­დო­ბი­ა­ნი გზე­ბით გა­და­იჭ­რე­ბა არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა. ირა­ნი მხა­რებს ასე­ვე მო­უ­წო­დებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ პრინ­ცი­პებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­ას­რუ­ლონ ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და გა­მარ­თონ შე­სა­ბა­მი­სი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და­სა­ცა­ვად სამ­ხედ­რო თავ­დას­ხმე­ბი­სა­გან.

4. ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კა ასე­ვე მხარს უჭერს გა­ე­როს მუდ­მივ ძა­ლის­ხმე­ვას კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზე­ბით გა­დაჭ­რი­სათ­ვის. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს თა­ვი­სი ობი­ექ­ტუ­რო­ბა და ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი რათა სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი როლი შე­ას­რუ­ლოს უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტის პო­ლი­ტი­კუ­რი გზე­ბით გა­დაჭ­რა­ში. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ყვე­ლა ნა­ბი­ჯი მი­მარ­თუ­ლი უნდა იქ­ნას არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბის, კონ­ფლიქ­ტის გა­დაჭ­რის და და­ძა­ბუ­ლო­ბის შემ­დგო­მი ეს­კა­ლა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის­კენ.

5. ამავდრო­უ­ლად, ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კონ­ფლიქ­ტის მო­ნა­წი­ლე ერთი მხა­რის მი­მართ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სან­ქცი­ას, ზე­წო­ლას ან პრო­ვო­კა­ცი­ულ ქმე­დე­ბას, რაც კი­დევ უფრო გა­ა­უ­ა­რე­სებს არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას და გა­არ­თუ­ლებს მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვას. შე­სა­ბა­მი­სად და­სავ­ლე­თის ფარ­თო სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რა და თა­ნა­მედ­რო­ვე ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა არა­თუ არ წარ­მო­ად­გენს ომის დას­რუ­ლე­ბის სურ­ვილს, არა­მედ მისი მი­ზა­ნია კონ­ფლიქ­ტის გაგ­რძე­ლე­ბა და ზა­რა­ლი­სა და ნგრე­ვის ზრდა.

6. ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კა გა­აგ­რძე­ლებს კონ­სტრუქ­ცი­ულ მუ­შა­ო­ბას კრი­ზი­სის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზე­ბით მოგ­ვა­რე­ბის­თვის“, - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში ირა­ნის სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
0

ირანი ცუდად დაამთავრებს

გააგრძელოს დრონების გადაცემა და უარყოფა

მიიღებს უკან ყველაფერს

ბიბი
6

ხო ზელინსლი მარიონეტია და ბიძინა პატრიოტი ვაი თქვენს პატრონს თქვე სულით მონებო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

საქართველოში ირანის საელჩო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ირანული დრონების გამოყენების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოში ირანის საელჩო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ირანული დრონების გამოყენების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ირანული დრონების გამოყენების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საელჩო ინფორმაციას "უსაფუძვლოს“ და "დაუსაბუთებელს“ უწოდებს.

"ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"1. ირანის ისლამური რესპუბლიკა კატეგორიულად უარყოფს და გმობს უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ განცხადებებს ირანული უპილოტო თვითმფრინავების გაყიდვის შესახებ, უკრაინაში მიმდინარე ოპერაციებში გამოსაყენებლად. ასეთი უსაფუძვლო განცხადებები, რომლებიც მხოლოდ არასწორ და მცდარ ვარაუდებს ეფუძნება, სხვა არაფერია, თუ არა პროპაგანდისტული შეტევა, ანტი-ირანული პოლიტიკური პროცესების გასაგრძელებლად. ამასთან დაკავშირებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა, უკრაინის კრიზისისადმი კონსტრუქციული მიდგომით გამოხატავს კეთილ ნებას და გამოთქვამს მზადყოფნას ჩაერთოს ერთობლივი ტექნიკურ და საექსპერტო თანამშრომლობაში, რათა ნათელი მოეფინოს ირანის წინააღმდეგ გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებს.

2. უკრაინის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, ირანის ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის აფიქსირებს თავის მკაფიო, მყარ და მტკიცე პოზიციას და ხაზგასმით აცხადებს, რომ გაეროს წევრმა ყველა სახელმწიფომ უნდა დაიცვას გაეროს ქარტიით განსაზღვრული პრინციპები და პატივი სცეს საერთაშორისო კანონებს სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.

ამასთან, ირანის ისლამური რესპუბლიკა, როგორც ომის შედეგად გამოწვეული ნგრევის მსხვერპლი ქვეყანა, ეწინააღმდეგება ნებისმიერ კონფლიქტს და ომს მსოფლიოს ყველა წერტილში.

3. ირანის ისლამური რესპუბლიკა მხარს უჭერს მშვიდობასა და კონფლიქტის დასრულებას უკრაინაში და დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, მხარეებს მოუწოდებს თავშეკავებისკენ და ისეთ პროცესებში ჩართვისკენ, რომლითაც შესწავლილი იქნება ამჯამინდელი ვითარების გამომწვევი მიზეზი და მშვიდობიანი გზებით გადაიჭრება არსებული უთანხმოება. ირანი მხარებს ასევე მოუწოდებს, საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარულ პრინციპებზე დაყრდნობით შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები და გამართონ შესაბამისი კონსულტაციები მშვიდობიანი მოსახლეობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის დასაცავად სამხედრო თავდასხმებისაგან.

4. ირანის ისლამური რესპუბლიკა ასევე მხარს უჭერს გაეროს მუდმივ ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაჭრისათვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უნდა შეინარჩუნოს თავისი ობიექტურობა და ნეიტრალიტეტი რათა საპასუხისმგებლო და კონსტრუქციული როლი შეასრულოს უკრაინის კონფლიქტის პოლიტიკური გზებით გადაჭრაში. ამ ორგანიზაციის ყველა ნაბიჯი მიმართული უნდა იქნას არსებული სიტუაციის გამოსწორების, კონფლიქტის გადაჭრის და დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებისკენ.

5. ამავდროულად, ირანის ისლამური რესპუბლიკა ეწინააღმდეგება კონფლიქტის მონაწილე ერთი მხარის მიმართ ნებისმიერი სახის სანქციას, ზეწოლას ან პროვოკაციულ ქმედებას, რაც კიდევ უფრო გააუარესებს არსებულ სიტუაციას და გაართულებს მშვიდობის მიღწევას. შესაბამისად დასავლეთის ფართო სამხედრო მხარდაჭერა და თანამედროვე იარაღის მიწოდება არათუ არ წარმოადგენს ომის დასრულების სურვილს, არამედ მისი მიზანია კონფლიქტის გაგრძელება და ზარალისა და ნგრევის ზრდა.

6. ირანის ისლამური რესპუბლიკა გააგრძელებს კონსტრუქციულ მუშაობას კრიზისის მშვიდობიანი გზებით მოგვარებისთვის“, - ნათქვამია საქართველოში ირანის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.