მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოსტეოპოროზის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ფარმაცევტული კომპანია "არტფარმას“ და სააფთიაქო ქსელი "ფარმსახლის“ მხარდაჭერით გაიმართა
ოსტეოპოროზის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ფარმაცევტული კომპანია "არტფარმას“ და სააფთიაქო ქსელი "ფარმსახლის“ მხარდაჭერით გაიმართა

სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ოს­ტე­ო­პო­რო­ზის მარ­თვის უახ­ლეს რე­კო­მენ­და­ცი­ებს გა­ეც­ნო

20 ოქ­ტომ­ბერს, ოს­ტე­ო­პო­რო­ზის მსოფ­ლიო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, „ოს­ტე­ო­პო­რო­ზის ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის“ ინი­ცი­რე­ბით, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია „არ­ტფარ­მა­სა“ და სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლი „ფარმ­სახ­ლის“ მხარ­და­ჭე­რით სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა, სა­ხელ­წო­დე­ბით „ნაც­ნო­ბი წარ­სუ­ლი-იმე­დე­ბით სავ­სე მო­მა­ვა­ლი“. ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ზანს სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ის, დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ უახ­ლე­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბა-გა­ზი­ა­რე­ბა წარ­მო­ად­გენ­და.

„მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ოს­ტე­ო­პო­რო­ზის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია „არ­ტფარ­მას“ და სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლი „ფარმ­სახ­ლის“ თა­ნად­გო­მით გა­ი­მარ­თა. პრობ­ლე­მის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთელ მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ახ­ლდე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის სქე­მა და ხდე­ბა ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა. ჩვენ თვალს ვა­დევ­ნებთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უახ­ლეს კვლე­ვებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს და ვცდი­ლობთ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც დავ­ნეგ­როთ და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბი. სწო­რედ ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო კონ­ფე­რენ­ცი­აც, რომ გავ­ზარ­დოთ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა მიზ­ნობ­რივ ჯგუ­ფებ­ში და შევ­თა­ვა­ზოთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ინო­ვა­ცი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით ოს­ტე­ო­პო­რო­ზის და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცია, დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა და მარ­თვა“, - აღ­ნიშ­ნა კომ­პა­ნია „არ­ტფარ­მას“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ლიკა ლობ­ჟა­ნი­ძემ.

კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გე­ბი, რევ­მა­ტო­ლო­გე­ბი, ტრავ­მა­ტო­ლო­გე­ბი, გი­ნე­კო­ლოგ-რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გე­ბი და ოჯა­ხის ექი­მე­ბი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან, რომ­ლებ­მაც სი­ახ­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო დარ­გის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტის­გან მო­ის­მი­ნეს.

„ჩვენ დღეს არაფ­რით ჩა­მოვ­რჩე­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს, იმ მხრივ, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს ოს­ტე­ო­პო­რო­ზის დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით“, - დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს ოს­ტე­ო­პო­რო­ზის ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ლალი კი­ლა­სო­ნი­ამ.

ოს­ტე­ო­პო­რო­ზი მთელ მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რად­გან მიმ­დი­ნა­რე­ობს უსიმპტო­მოდ და იწ­ვევს მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 50 წლის ასა­კის ზე­ვით, ყო­ვე­ლი მე-3 ქალი და მე-5 მა­მა­კა­ცი, და­ა­ვა­დე­ბუ­ლია ოს­ტე­ო­პო­რო­ზით. და­ა­ვა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი ხში­რად ინ­ვა­ლი­დო­ბა­სა და სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­შიშ გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს.

„და­ა­ვა­დე­ბის დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა და მკურ­ნა­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბის რისკს. ასე­თი ტი­პის კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი გვეხ­მა­რე­ბა, გა­ვუ­ზი­ა­როთ ერ­თმა­ნეთს პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და გა­ვეც­ნოთ ახალ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს, თუ რა არის მო­მავ­ლის პრე­პა­რა­ტე­ბი და რაზე იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი ოს­ტე­ო­პო­რო­ზის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა და მარ­თვა“, - გვი­თხრა მე­ტა­ბო­ლურ დარ­ღვე­ვა­თა სა­ქარ­თვე­ლოს ასო­ცი­ა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, მა­რი­ნა ცა­გა­რელ­მა.

„ბოლო პე­რი­ოდ­ში, წინა პლან­ზეა მა­მა­კაც­თა ოს­ტე­ო­პო­რო­ზი, ანუ მამ­რო­ბი­თი სქე­სის ადა­მი­ა­ნებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, კონ­ფე­რენ­ცი­ის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სწო­რედ მა­მა­კა­ცებ­ში და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კა­სა და მკურ­ნა­ლო­ბას და­ეთ­მო“, - ხაზი გა­უს­ვა ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­მა და ან­დრო­ლოგ­მა, შოთა ჯან­ჯღა­ვამ.

„და­ა­ვა­დე­ბა არის ძა­ლი­ან ვე­რა­გი, თუმ­ცა მის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა არ იცის. ახა­სი­ა­თებს უამ­რა­ვი ჩი­ვი­ლი, რო­მელ­საც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სხვა­დას­ხვა პა­თო­ლო­გი­ებს უკავ­ში­რე­ბენ. ამი­ტომ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მსგავ­სი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოს და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ, რაც ხელს შე­უ­წყობს ოს­ტე­ო­პო­რო­ზის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას“, - ად­რე­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კა­ზე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­მა, ლაშა უჩა­ვამ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია „არ­ტფარ­მა“ მუდ­მი­ვად ახორ­ცი­ე­ლებს სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, ამავდრო­უ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდომს ხდის ინო­ვა­ცი­ურ, ევ­რო­პულ, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მე­დი­კა­მენ­ტებ­სა და საკ­ვებ და­ნა­მა­ტებს, რო­მელ­თაც გა­აჩ­ნი­ათ მა­ღა­ლი თე­რა­პი­უ­ლი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა და შე­უძ­ლი­ათ პა­ცი­ენ­ტე­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. „არ­ტფარ­მა“ ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში წამ­ყვა­ნი მწარ­მო­ებ­ლე­ბის იმ­პორ­ტი­ო­რია და მის პორ­ტფო­ლი­ო­ში ძვალ-სახ­სრო­ვა­ნი სის­ტე­მის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, მათ შო­რის ოს­ტე­ო­პო­რო­ზის საპ­რე­ვენ­ციო და სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბის ფარ­თო სპექტრია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლამზრა
0

ნეტა მართლა შველიდეთ ხალხს

!!!!!!!!!!!!!!
0

აუცილებლად შეგვატყობინეთ კარიესის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება როდისაა დაგეგმილი!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ოსტეოპოროზის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ფარმაცევტული კომპანია "არტფარმას“ და სააფთიაქო ქსელი "ფარმსახლის“ მხარდაჭერით გაიმართა

ოსტეოპოროზის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ფარმაცევტული კომპანია "არტფარმას“ და სააფთიაქო ქსელი "ფარმსახლის“ მხარდაჭერით გაიმართა

სამედიცინო საზოგადოება ოსტეოპოროზის მართვის უახლეს რეკომენდაციებს გაეცნო

20 ოქტომბერს, ოსტეოპოროზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „ოსტეოპოროზის ეროვნული ასოციაციის“ ინიცირებით, ფარმაცევტული კომპანია „არტფარმასა“ და სააფთიაქო ქსელი „ფარმსახლის“ მხარდაჭერით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით „ნაცნობი წარსული-იმედებით სავსე მომავალი“. ღონისძიების მიზანს სამედიცინო საზოგადოებისთვის დაავადების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ უახლესი რეკომენდაციების გაცნობა-გაზიარება წარმოადგენდა.

„მოხარულები ვართ, რომ ოსტეოპოროზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფარმაცევტული კომპანია „არტფარმას“ და სააფთიაქო ქსელი „ფარმსახლის“ თანადგომით გაიმართა. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად ახლდება მკურნალობის სქემა და ხდება ახალი სტანდარტების შემუშავება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ მიმართულებით უახლეს კვლევებსა და რეკომენდაციებს და ვცდილობთ, ჩვენს ქვეყანაშიც დავნეგროთ დასავლური სტანდარტები. სწორედ ამას ემსახურება სამედიცინო კონფერენციაც, რომ გავზარდოთ ინფორმირებულობა მიზნობრივ ჯგუფებში და შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობას ინოვაციური პრეპარატებით ოსტეოპოროზის და მასთან დაკავშირებული დაავადებების პრევენცია, დროული დიაგნოსტიკა და მართვა“, - აღნიშნა კომპანია „არტფარმას“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ლიკა ლობჟანიძემ.

კონფერენციას ესწრებოდნენ ენდოკრინოლოგები, რევმატოლოგები, ტრავმატოლოგები, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგები და ოჯახის ექიმები მთელი საქართველოდან, რომლებმაც სიახლეები სხვადასხვა სამედიცინო დარგის წამყვანი სპეციალისტისგან მოისმინეს.

„ჩვენ დღეს არაფრით ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნებს, იმ მხრივ, რომ პრაქტიკულად ყველა შესაძლებლობა გვაქვს ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თვალსაზრისით“, - დამსწრე საზოგადოებას მიმართა საქართველოს ოსტეოპოროზის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, ლალი კილასონიამ.

ოსტეოპოროზი მთელ მსოფლიოში ძალიან გავრცელებული დაავადებაა და საყურადღებოა, რადგან მიმდინარეობს უსიმპტომოდ და იწვევს მოტეხილობების განვითარებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 50 წლის ასაკის ზევით, ყოველი მე-3 ქალი და მე-5 მამაკაცი, დაავადებულია ოსტეოპოროზით. დაავადებით გამოწვეული მოტეხილობები ხშირად ინვალიდობასა და სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებს იწვევს.

„დაავადების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს მოტეხილობების რისკს. ასეთი ტიპის კონფერენციები გვეხმარება, გავუზიაროთ ერთმანეთს პრაქტიკული გამოცდილება და გავეცნოთ ახალ სახელმძღვანელოებს, თუ რა არის მომავლის პრეპარატები და რაზე იქნება მიმართული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მართვა“, - გვითხრა მეტაბოლურ დარღვევათა საქართველოს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მარინა ცაგარელმა.

„ბოლო პერიოდში, წინა პლანზეა მამაკაცთა ოსტეოპოროზი, ანუ მამრობითი სქესის ადამიანებში აღნიშნული პათოლოგიების გავრცელება. შესაბამისად, კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მამაკაცებში დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას დაეთმო“, - ხაზი გაუსვა ენდოკრინოლოგმა და ანდროლოგმა, შოთა ჯანჯღავამ.

„დაავადება არის ძალიან ვერაგი, თუმცა მის შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის. ახასიათებს უამრავი ჩივილი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა პათოლოგიებს უკავშირებენ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება, რათა საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს დაავადების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ოსტეოპოროზის შემდგომი გართულებების თავიდან აცილებას“, - ადრეულ დიაგნოსტიკაზე ყურადღება გაამახვილა ენდოკრინოლოგმა, ლაშა უჩავამ.

აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტული კომპანია „არტფარმა“ მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო კამპანიას დაავადებების პრევენციის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ამავდროულად საქართველოში ხელმისაწვდომს ხდის ინოვაციურ, ევროპულ, მაღალი ხარისხის მედიკამენტებსა და საკვებ დანამატებს, რომელთაც გააჩნიათ მაღალი თერაპიული ეფექტიანობა და შეუძლიათ პაციენტების ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. „არტფარმა“ ევროპასა და ამერიკაში წამყვანი მწარმოებლების იმპორტიორია და მის პორტფოლიოში ძვალ-სახსროვანი სისტემის ჯანმრთელობისთვის, მათ შორის ოსტეოპოროზის საპრევენციო და სამკურნალო პრეპარატების ფართო სპექტრია წარმოდგენილი.

R