მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაშინ, როცა ლუპის ქვეშ გვიყურებენ ევროპელი პარტნიორები, მურუსიძე და გვრიტიშვილი "კლანის“ გასამყარებლად ბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში " - ელენე ხოშტარია
"მაშინ, როცა ლუპის ქვეშ გვიყურებენ ევროპელი პარტნიორები, მურუსიძე და გვრიტიშვილი "კლანის“ გასამყარებლად ბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში " - ელენე ხოშტარია

პარ­ტია “დრო­ას” ლი­დე­რის, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბად ლე­ვან მუ­რუ­სი­ძი­სა და დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვი­ლის არ­ჩე­ვამ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში “კლა­ნუ­რი” მმარ­თვე­ლო­ბა გა­ამ­ყა­რა.

რო­გორც მან პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გულ­გრი­ლად არ უნდა შეხ­ვდეს მსგავს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.

“დღეს სა­ქარ­თვე­ლო იმ­ყო­ფე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის იმ ეტაპ­ზე, რო­დე­საც ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გარ­და ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­ის ხა­რის­ხი­სა, პირ­და­პირ გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენს ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვა­ზე. 24 ივ­ლი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, ჩვენ მი­ვი­ღეთ ძა­ლი­ან მკა­ფიო სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, თუ რა უნდა გა­ა­კე­თოს ქარ­თულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ იმის­თვის, რომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი გახ­დეს და ეს პერ­სპექ­ტი­ვა არის ძა­ლი­ან ხელ­შე­სა­ხე­ბი უკ­რა­ი­ნის ბრძო­ლის გამო, თუ ჩვენ გვექ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, რომ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ რამ­დე­ნი­მე ფუნ­და­მენ­ტუ­რი რე­ფორ­მა. ერთ-ერთი ფუნ­და­მენ­ტუ­რი რე­ფორ­მა არის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მა. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­დან სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ჩინ­ჩა­ლა­ძე და­ა­წი­ნა­უ­რა, და­ნიშ­ნა და გა­ამ­ყა­რა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის “კლა­ნის” მმარ­თვე­ლო­ბა­ში. ამ­დე­ნი თვის შემ­დეგ, რო­დე­საც ჩვენ ლუ­პის ქვეშ გვი­ყუ­რე­ბენ ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, ვხე­დავთ, რომ სრუ­ლი­ად ცი­ნი­კუ­რად, პრაქ­ტი­კუ­ლად, "სი­ლის გაწ­ვნით“ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის­თვის, მუ­რუ­სი­ძე და გვრი­ტიშ­ვი­ლი მშვი­დად ბრუნ­დე­ბი­ან იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­ში, ასე­ვე "კლა­ნის“ გა­სამ­ყა­რებ­ლად და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის ბო­ლომ­დე მი­სა­ტა­ცებ­ლად.

დღეს ასე­ვე, იმარ­თე­ბა ნიკა გვა­რა­მი­ას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს ბოლო სხდო­მა. პრო­ცე­სი, რო­მელ­მაც პრაქ­ტი­კუ­ლად გა­უგ­ზავ­ნა ევ­რო­პას მკა­ფიო გზავ­ნი­ლი, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არაფ­რის ფა­სად არ აპი­რებს ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის მი­ღე­ბას და მას ურ­ჩევ­ნია, პო­ლი­ტი­კუ­რად დევ­ნოს ოპო­ნენ­ტე­ბი, გა­ა­ნად­გუ­როს მე­დია, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა, სცე­მოს სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, დევ­ნოს აქ­ტი­ვის­ტე­ბი, ოღონდ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა და და­ა­კარ­გვი­ნოს ჩვენს ქვე­ყა­ნას ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა. გუ­შინ­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის კი­დევ ერთი გზავ­ნი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პი­რო­ბებ­ში არ აქვს არა­ნა­ი­რი ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ხოშ­ტა­რი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ გვა­რა­მი­ას პრო­ცესს, მისი თქმით, არ აქვს ილუ­ზია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ დღეს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო ნიკა გვა­რა­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გო­ნივ­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

"მივ­მარ­თავ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ოპო­ზი­ცი­ას და ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, რომ­ლის კი­სერ­ზე სა­ბო­ლო­ოდ არის ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი. "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არ ეკუთ­ვნის ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ ის მი­ტა­ცე­ბუ­ლი აქვთ. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კი­დევ ერთხელ გა­ამ­ყა­რეს ეს მი­ტა­ცე­ბა. ეს სა­ხელ­მწი­ფო გვე­კუთ­ვნის ჩვენ და ჩვენს აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე, ჩვე­ნი დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, დავ­თმობთ თუ არა ამ მო­მა­ვალს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ გულ­გრი­ლად არ უნდა შევ­ხვდეთ მსგავს მტკივ­ნე­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და ხოშ­ტა­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, მო­სა­მარ­თლე­თა 31-ე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ორი მო­სა­მარ­თლე წევ­რი - ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე და დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს.

დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა მო­სა­მარ­თლე­ებ­მა და­ა­სა­ხე­ლეს, ხოლო ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ, თა­ვად და­ა­ყე­ნა სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა.

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში ორი წევ­რის ად­გი­ლი მას შემ­დეგ გახ­და ვა­კან­ტუ­რი, რაც გოჩა აბუ­სე­რი­ძემ და გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ტო­ვეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 4 წლის ვა­დით ინიშ­ნე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ეს პარტია 2017 წელსაა რეგისტრირებული და ხოშტარიამ სხვისგან იყიდა სავარაუდოდ 2021 წელს, რადგან რეესტრში არ იძებნება ადრე ვინები იყვნენ, ვერ გეტყვით ვინ გაყიდა, წესდებას ადევს გრიფი საიდუმლო და ვერ წავიკითხე , ანუ სახალხო დემოკრატიის კამერალური ნიმუშია , ტაბახმელური ! პროგრამა -ფულია !

555
0

მავნებლებო! ის პარტნიორები ტქვენს ქმედებებსაც ვერ ხედავენ ეტყობა და ალაგ-ალაგ უნათდებათ გონება! ვაი თქვენს ოპოზიციონერობას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მაშინ, როცა ლუპის ქვეშ გვიყურებენ ევროპელი პარტნიორები, მურუსიძე და გვრიტიშვილი "კლანის“ გასამყარებლად ბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში " - ელენე ხოშტარია

"მაშინ, როცა ლუპის ქვეშ გვიყურებენ ევროპელი პარტნიორები, მურუსიძე და გვრიტიშვილი "კლანის“ გასამყარებლად ბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში " - ელენე ხოშტარია

პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევამ მართლმსაჯულების სისტემაში “კლანური” მმართველობა გაამყარა.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ქართული საზოგადოება გულგრილად არ უნდა შეხვდეს მსგავს გადაწყვეტილებებს.

“დღეს საქართველო იმყოფება განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება, გარდა ჩვენი დემოკრატიის ხარისხისა, პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე. 24 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ ძალიან მკაფიო სამოქმედო გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოს ქართულმა სახელმწიფომ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს და ეს პერსპექტივა არის ძალიან ხელშესახები უკრაინის ბრძოლის გამო, თუ ჩვენ გვექნება პოლიტიკური ნება, რომ განვახორციელოთ რამდენიმე ფუნდამენტური რეფორმა. ერთ-ერთი ფუნდამენტური რეფორმა არის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. ამ გადაწყვეტილებიდან სულ რამდენიმე დღეში, "ქართულმა ოცნებამ“ ჩინჩალაძე დააწინაურა, დანიშნა და გაამყარა მართლმსაჯულების სისტემის “კლანის” მმართველობაში. ამდენი თვის შემდეგ, როდესაც ჩვენ ლუპის ქვეშ გვიყურებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ვხედავთ, რომ სრულიად ცინიკურად, პრაქტიკულად, "სილის გაწვნით“ ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის, მურუსიძე და გვრიტიშვილი მშვიდად ბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში, ასევე "კლანის“ გასამყარებლად და მართლმსაჯულების სისტემის ბოლომდე მისატაცებლად.

დღეს ასევე, იმართება ნიკა გვარამიას სააპელაციო სასამართლოს ბოლო სხდომა. პროცესი, რომელმაც პრაქტიკულად გაუგზავნა ევროპას მკაფიო გზავნილი, რომ "ქართული ოცნება“ არაფრის ფასად არ აპირებს ევროპული პერსპექტივის მიღებას და მას ურჩევნია, პოლიტიკურად დევნოს ოპონენტები, გაანადგუროს მედია, მართლმსაჯულების სისტემა, სცემოს საკუთარი მოქალაქეები, დევნოს აქტივისტები, ოღონდ შეინარჩუნოს ძალაუფლება და დააკარგვინოს ჩვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა. გუშინდელი გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი გზავნილი "ქართული ოცნების“ მხრიდან მოქალაქეების მიმართ, რომ ჩვენს ქვეყანას "ქართული ოცნების“ პირობებში არ აქვს არანაირი ევროპული პერსპექტივა“, - განაცხადა ხოშტარიამ.

რაც შეეხება უშუალოდ გვარამიას პროცესს, მისი თქმით, არ აქვს ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"მივმართავ საზოგადოებას, ოპოზიციას და ყველა მოქალაქეს, რომლის კისერზე საბოლოოდ არის ჩვენი ევროპული მომავალი. "ქართულ ოცნებას“ არ ეკუთვნის ჩვენი სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ მათ ის მიტაცებული აქვთ. ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გაამყარეს ეს მიტაცება. ეს სახელმწიფო გვეკუთვნის ჩვენ და ჩვენს აქტიურობაზე, ჩვენი დასკვნების გაკეთებაზე არის დამოკიდებული, დავთმობთ თუ არა ამ მომავალს. შესაბამისად, ჩვენ გულგრილად არ უნდა შევხვდეთ მსგავს მტკივნეულ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს.

დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ, თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.