საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგიერთ ელჩს, ელჩად კი არა, ბატების მწყემსად არ დავნიშნავდი" - ალეკო ელისაშვილი
"ზოგიერთ ელჩს, ელჩად კი არა, ბატების მწყემსად არ დავნიშნავდი" - ალეკო ელისაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერ­თი ელ­ჩით აბ­სო­ლუ­ტუ­რად აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ, ზო­გი­ერთს კი, ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ელ­ჩად კი არა, ბა­ტე­ბის მწყემ­სად არ დავ­ნიშ­ნავ­დი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც „მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფორ­მატ­ში, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, ილია დარ­ჩი­აშ­ვილს უს­მე­ნენ.

ელი­საშ­ვილ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს კი­თხვა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში და­ნიშ­ნუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩე­ბის და მათი მუ­შა­ო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ და­უს­ვა.

"ფაქ­ტია, პა­ტა­რა ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნა ვართ. ელჩი ყველ­გან არ გვყავს. ვი­ცით, რომ ზო­გი­ერ­თი ელჩი ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას ფა­რავს, მაგ­რამ ისიც ფუ­ფუ­ნე­ბაა, რომ ჩვენ­ნა­ი­რი ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნა ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ელ­ჩე­ბით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი და წე­სით ისი­ნი ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რად უნდა მუ­შა­ობ­დნენ და ყვე­ლა­ნი სა­ხელ­მწი­ფოს სამ­სა­ხურ­ში უნდა ათე­ნებ­დნენ და აღა­მებ­დნენ. მე პი­რა­დად დიდი კვლე­ვა არ ჩა­მი­ტა­რე­ბია, რამ­დე­ნი­მე ვი­ზი­ტით პარ­ლა­მენ­ტის დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად ვი­ყა­ვი და რამ­დე­ნი­მე ელჩს შევ­ხვდი. ზო­გი­ერ­თით აბ­სო­ლუ­ტუ­რად აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვარ, ზო­გი­ერთ ელჩს კი, ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ელ­ჩად კი არა ბა­ტე­ბის მწყემ­სად არ დავ­ნიშ­ნავ­დი. ნუ, ერთ-ერთი აღარ არის ელჩი ღვთის წყა­ლო­ბით.

ამის გარ­და, სხვა­დას­ხვა ელჩზე უამ­რა­ვი ჭორ-მარ­თა­ლი მსმე­ნია, რომ ზოგი ძი­რი­თა­დად სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის კე­თილ­მო­წყო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი და ა.შ. მაგ­რამ მე ჭო­რებ­ზე არ ვი­ლა­პა­რა­კებ. მე მა­ინ­ტე­რე­სებს, გაქვთ თუ არა რა­ი­მე კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რო­გორ აფა­სებთ, ვინ მუ­შა­ობს კარ­გად, ვინ ცუ­დად და ვინ რით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გაქვთ, რომ­ლი­თაც იტყვით, რომ ეს არის ყო­ჩა­ღი, და­წი­ნა­უ­რე­ბას იმ­სა­ხუ­რებს, ვი­ღა­ცა და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას თავს ვერ არ­თმევს და ა.შ. მხო­ლოდ ჭო­რე­ბი რომ არ მეს­მო­დეს ხოლ­მე სხვა­დას­ხვა ელჩთან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰომო მორალისი
0

ალეკო ნაცარქექია, ჩემი ნება რომ იყოს მართლა დაგნიშნავდი ბატების მწყემსად და ეს საქმე იმისაგან განსხვავებით, რასაც ახლა აკეთებ მაგრად გამოგივიდოდა.

ოლიკო
4

ბატონო დეპუტატო,სჯობს ჟურნალისტობას დაუბუნდეთ,ამ განცხადების შემდეგ თქვენს დეპუტატობის მანდატს დრო ამოეწურა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ზოგიერთ ელჩს, ელჩად კი არა, ბატების მწყემსად არ დავნიშნავდი" - ალეკო ელისაშვილი

"ზოგიერთ ელჩს, ელჩად კი არა, ბატების მწყემსად არ დავნიშნავდი" - ალეკო ელისაშვილი

საქართველოს ზოგიერთი ელჩით აბსოლუტურად აღტაცებული ვარ, ზოგიერთს კი, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ელჩად კი არა, ბატების მწყემსად არ დავნიშნავდი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს უსმენენ.

ელისაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვა სხვადასხვა ქვეყანაში დანიშნული საქართველოს ელჩების და მათი მუშაობის ეფექტურობის შესახებ დაუსვა.

"ფაქტია, პატარა ღარიბი ქვეყანა ვართ. ელჩი ყველგან არ გვყავს. ვიცით, რომ ზოგიერთი ელჩი ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას ფარავს, მაგრამ ისიც ფუფუნებაა, რომ ჩვენნაირი ღარიბი ქვეყანა ბევრ ქვეყანაში ელჩებით არის წარმოდგენილი და წესით ისინი ძალიან ეფექტურად უნდა მუშაობდნენ და ყველანი სახელმწიფოს სამსახურში უნდა ათენებდნენ და აღამებდნენ. მე პირადად დიდი კვლევა არ ჩამიტარებია, რამდენიმე ვიზიტით პარლამენტის დელეგაციასთან ერთად ვიყავი და რამდენიმე ელჩს შევხვდი. ზოგიერთით აბსოლუტურად აღტაცებული ვიყავი და ვარ, ზოგიერთ ელჩს კი, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ელჩად კი არა ბატების მწყემსად არ დავნიშნავდი. ნუ, ერთ-ერთი აღარ არის ელჩი ღვთის წყალობით.

ამის გარდა, სხვადასხვა ელჩზე უამრავი ჭორ-მართალი მსმენია, რომ ზოგი ძირითადად საკუთარი ცხოვრების კეთილმოწყობით არის დაკავებული და ა.შ. მაგრამ მე ჭორებზე არ ვილაპარაკებ. მე მაინტერესებს, გაქვთ თუ არა რაიმე კრიტერიუმები, როგორ აფასებთ, ვინ მუშაობს კარგად, ვინ ცუდად და ვინ რით არის დაკავებული. რა კრიტერიუმები გაქვთ, რომლითაც იტყვით, რომ ეს არის ყოჩაღი, დაწინაურებას იმსახურებს, ვიღაცა დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს და ა.შ. მხოლოდ ჭორები რომ არ მესმოდეს ხოლმე სხვადასხვა ელჩთან დაკავშირებით", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.