სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხმაური თსუ-ში - სტუდენტთა ნაწილი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს
ხმაური თსუ-ში - სტუდენტთა ნაწილი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტთა ნა­წი­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თავს. ისი­ნი თსუ-ს რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­სა­კა­ვებ­ლად დღეს და­გეგ­მილ არ­ჩევ­ნებს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და მას არა­ლე­გი­ტი­მუ­რად მი­იჩ­ნე­ვენ.

სტუ­დენ­ტთა ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ დღეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი არის მარ­თუ­ლი "კლა­ნის" მიერ და ჯაბა სა­მუ­ში­ას რექ­ტო­რად შე­საძ­ლო და­ნიშ­ვნა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია.ისი­ნი რექ­ტო­რის არ­ჩე­ვის წე­სის ცვლი­ლე­ბას, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბის აშე­ნე­ბას და სა­ბი­ნაო სუბ­სი­დი­ას მო­ი­თხო­ვენ.

სტუ­დენ­ტთა გან­ცხა­დე­ბით, ჯაბა სა­მუ­შია წი­ნას­წარ იყო რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტი და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­ჩევ­ნე­ბი ფორ­მა­ლუ­რად არის და­ნიშ­ნუ­ლი.

"ეს პრო­ცე­სი არის არა­ლე­გი­ტი­მუ­რი. თვალს ვერ უს­წო­რე­ბენ სტუ­დენ­ტებს და ჩუ­მად ნიშ­ნა­ვენ რექ­ტორს, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ არის და­ნიშ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. სო­ლი­და­რო­ბა სტუ­დენ­ტებს, თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტს", - აცხა­დებს "მა­ი­სის სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, საბა ქერ­ქა­ძე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თსუ-ს რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭო ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რით, სი­ი­თი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბით, არა­უ­მე­ტეს 6 თვის ვა­დით დღეს აირ­ჩევს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
0

ჯაბა სამუშიას ეგ ჯგუფი რას უწუნებს, არ ვიცი. ადამიანი თავისი დარგის მაღალი დონის სპეციალისტია, მრავალი წელია უნივერსიტეტში საქმიანობს, არის სრული პროფესორი, აქვს ნაშრომები, უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გამოცდილება, იყო თბილისის საკრებულოში კომიტეტის თავჯდომარე, კარგი ადმინისტრატორია. სხვა რა თვისებები უნდა ჰქონდეს? ზოგადად, რექტორის არჩევაში სტუდენტების მონაწილეობას არ ვეთანხმები, თუ ის მინიმუმ, მე-5 კურსელი არ არის.

ახალ რექტორს
1

შსს-ში შესვლა უფრო მარტივია, ვიდრე პირველი კორპუსის სამკითხველოში: 

პროფესორს პასპორტის #თხოვენ, სათვალე და ბლოკნოტი ვერ ჩაუდია პატარა ჩანთაში,

ჩანთა დატოვეო. საჯაროში კი უშვებენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ხმაური თსუ-ში - სტუდენტთა ნაწილი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს

ხმაური თსუ-ში - სტუდენტთა ნაწილი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. ისინი თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად დღეს დაგეგმილ არჩევნებს აპროტესტებენ და მას არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

სტუდენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს უნივერსიტეტი არის მართული "კლანის" მიერ და ჯაბა სამუშიას რექტორად შესაძლო დანიშვნა აბსოლუტურად მიუღებელია.ისინი რექტორის არჩევის წესის ცვლილებას, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრების აშენებას და საბინაო სუბსიდიას მოითხოვენ.

სტუდენტთა განცხადებით, ჯაბა სამუშია წინასწარ იყო რექტორის თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატი და უნივერსიტეტში არჩევნები ფორმალურად არის დანიშნული.

"ეს პროცესი არის არალეგიტიმური. თვალს ვერ უსწორებენ სტუდენტებს და ჩუმად ნიშნავენ რექტორს, რომელიც ხელისუფლების მიერ არის დანიშნული უნივერსიტეტში. სოლიდარობა სტუდენტებს, თავისუფლება უნივერსიტეტს", - აცხადებს "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წარმომადგენელი, საბა ქერქაძე.

აღსანიშნავია, რომ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით დღეს აირჩევს.