მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კახა კალაძე მაშინ დამიდგა გვერდით, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა! მაშინ არც კი ვიცნობდი" - რას წერს კოტე ზარნაძე თბილისის მერის შესახებ?
"კახა კალაძე მაშინ დამიდგა გვერდით, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა! მაშინ არც კი ვიცნობდი" - რას წერს კოტე ზარნაძე თბილისის მერის შესახებ?

გლ­და­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი კოტე ზარ­ნა­ძე თბი­ლი­სის მე­რი­სა და ვა­კის ტრა­გე­დი­ას გა­დარ­ჩე­ნი­ლი ლა­ზა­რე ლობ­ჟა­ნი­ძის გარ­შე­მო შექ­მნილ აჟი­ო­ტაჟს კი­დევ ერთხელ ეხ­მა­უ­რე­ბა.

დე­პუ­ტა­ტი, რო­მე­ლიც ლა­ზა­რეს მა­მის მე­გო­ბა­რია წერს, რომ ბოლო დღე­ებ­ში "უცოდ­ველ ბავ­შვს უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით ლან­ძღა­ვენ".

ის ასე­ვე იხ­სე­ნებს იმ დროს, რო­დე­საც თბი­ლი­სის მერი გა­იც­ნო. კოტე ზარ­ნა­ძის თქმით, კა­ლა­ძე იმ დროს და­უდ­გა გვერ­დით, როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირ­და.

"კახა კა­ლა­ძე იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მარ­თლა და­მიდ­გა გვერ­დით, მა­შინ როცა თა­ნად­გო­მა ყვე­ლა­ზე მე­ტად მჭირ­დე­ბო­და, მა­შინ როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ჭირ­და! არც კი ვიც­ნობ­დი ამას ისე აკე­თებ­და!ახ­ლაც გვერ­დით მიდ­გას, ოღონდ არა პი­რა­დი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თვის.

დღეს, მე სწო­რედ კახა კა­ლა­ძის ხე­ლით ვა­კე­თებ იმ­დენ სი­კე­თეს, რამ­დე­ნიც არც ერთ იმ ადა­მი­ანს არ და­ე­სიზ­მრე­ბა, რომ­ლებ­მაც ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შუბ­ლის ძარ­ღვი გა­ი­წყვი­ტეს და პა­ტა­რა, უცოდ­ველ ბავ­შვს უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით ლან­ძღა­ვენ!" - წერს ზარ­ნა­ძე.

ცნო­ბის­თვის, კოტე ზარ­ნა­ძე იყო ინი­ცი­ა­ტო­რი კახა კა­ლა­ძი­სა და ლა­ზა­რე ლობ­ჟა­ნი­ძის შეხ­ვედ­რის ინი­ცი­ა­ტო­რიც. რო­გორც მან ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში თქვა, მო­ზარ­დმა მერ­თან შეხ­ვედ­რა თა­ვად მო­ი­სურ­ვა და ამა­ზე აჟი­ო­ტა­ჟის ატეხ­ვა არას­წო­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­სა და ზარ­ნა­ძის ურ­თი­ერ­თო­ბას, მან კა­ლა­ძე წლე­ბის წინ გა­იც­ნო, როცა მის ცხოვ­რე­ბა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დი დად­გა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ახალ­გაზ­რდა დე­პუ­ტა­ტი ჰყვე­ბო­და, რომ მისი სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა კახა კა­ლა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

"2017 წელს, როცა თბი­ლი­სის მე­რო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე კახა კა­ლა­ძემ და­ა­ყე­ნა კან­დი­და­ტუ­რა, ავ­დე­ქი და მივ­წე­რე. მა­ნამ­დე გე­ტყვით, რომ როცა ლე­ი­კე­მია აღ­მო­მაჩ­ნდა, კახა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. ამ ადა­მი­ანს სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი, რო­გორც ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ფეხ­ბურ­თელს, ისე და­მეხ­მა­რა. ასე­ვე ჩემს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ში წვლი­ლი მი­უ­ძღვის ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­საც. კა­ხას პირ­და­პირ მივ­წე­რე მად­ლო­ბა - როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად მჭირ­დე­ბო­და, მა­შინ და­მი­დე­ქით გვერ­დით, ახლა ჩემი ჯე­რია, გლ­დან­ში ბევრ ადა­მი­ანს ვიც­ნობ და რი­თაც შე­მიძ­ლია, და­გეხ­მა­რე­ბით-მეთ­ქი. სა­ერ­თოდ არ ვფიქ­რობ­დი, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ასე გან­ვი­თარ­დე­ბო­და. მოკ­ლედ, მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე. როცა კახა მერი გახ­და, თვი­თონ და­მი­ძა­ხა და მე­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. იმ პე­რი­ოდ­ში ეს ჩემ­თვის ხსნა იყო იმი­ტომ, რომ არ მინ­დო­და სა­პო­ლი­ციო სის­ტე­მა­ში ყოფ­ნა. გა­ვი­ა­რე კონ­კურ­სე­ბი და მე­რი­ა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, რა­მაც დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა. შემ­დეგ გად­მო­ვე­დი გლ­და­ნის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე, ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გარ­და იმი­სა, რომ ეს რა­ი­ო­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და მიყ­ვარს, მისი თი­თო­ე­უ­ლი ქუ­ჩის პრობ­ლე­მა და მათი გა­დაჭ­რის გზე­ბი ვის­წავ­ლე. კარ­გად მო­ვა­ხერ­ხე ადაპ­ტი­რე­ბა და თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ჩა­ვერ­თე ამ პრო­ცეს­ში" - ჰყვე­ბო­და კოტე ზარ­ნა­ძე.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია ბაბო
0

არ ვიცი ვის საბედნიეროდ ისევ ცოცხალი ვარ, ალბათ ჩემი ეზოს დალაგებას და გაწმენდას ველოდები ნაგვისაგან, ნანგრევებისაგან, ავტოფარეის მაგვარი ქოხებისაგან, დაჟანგული მავთულებით შემოღობილი ეზოებით და დაკეტილი ავტოფარეხებით გაჭედილ ეზოს. ველოდები ამ დაბინძუებული ქზოს გაწმენდას. მე არც ზარნაძეს ვემდური და არც კალაძეს, ზოგიერთს საკუთარი სახლი ვერ დაუგვია და ეზო შეაწუხებს მას. ძალიან გთხოვთ მოგვხედეთ, ჩვენთან, ჩვენი კორპუების უკან ბაღში ძაღლების სადგომია პირდაპირ, დილით რომ მოხვიდეთ სულ ცოტას 10 ძაღ ლს მაინც ნახავთ და კიდევ ჩემს კორპუსში მეოხე სართულამდე სავსეა სადარბაზო,, ნაგვით, ტემონტის სემდეგ დაყარეს ნაგავი და ლამის ჭერამდე ყრია კიბეებამდე უკვე 7, 8 თვქა.გვიხსენით ამ უპატრონო ადგილისგან.

ნათია ბაბო.
1

კალაძე,მიუხედავად უყურადღებობისა მაინც მიყვარს, იმიტომ კი არა რომ კარგი მერია, იმიტომ რომ კარგი ადამიანია. ამხელა ქალაქში, სად დიოს კალაძემ შენისთანა მოადგილეების და თანაშემწეების არსებობის დროს. რას გავს გლდანი,შენგან ჩემამდე ძალიამ პატარა გზაა გამოსავლელი, ხოდა თუ გინდა კახიმ უნაკლოდ და პატიოსნად იმუშაოს, პირველ რიგში თქვენ მოემსახურეთ წესიერად. გამოიარე მესამე მიკრორაიონში, სავაჭრო ცენტრის წინ, 71, 72, 73 კორპსების წინ და დაინახავ რას გავს აქაურობა და მერე ვისაიბროთ კალაძეზე. თქვენ უფუჭებთ კალაძეს საქმეს, თქვენ რომ არ ემსახურებით ისე როგორც საჭიროა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"კახა კალაძე მაშინ დამიდგა გვერდით, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა! მაშინ არც კი ვიცნობდი" - რას წერს კოტე ზარნაძე თბილისის მერის შესახებ?

"კახა კალაძე მაშინ დამიდგა გვერდით, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა! მაშინ არც კი ვიცნობდი" - რას წერს კოტე ზარნაძე თბილისის მერის შესახებ?

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ზარნაძე თბილისის მერისა და ვაკის ტრაგედიას გადარჩენილი ლაზარე ლობჟანიძის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

დეპუტატი, რომელიც ლაზარეს მამის მეგობარია წერს, რომ ბოლო დღეებში "უცოდველ ბავშვს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ".

ის ასევე იხსენებს იმ დროს, როდესაც თბილისის მერი გაიცნო. კოტე ზარნაძის თქმით, კალაძე იმ დროს დაუდგა გვერდით, როცა ყველაზე მეტად უჭირდა.

"კახა კალაძე იყო ადამიანი, რომელიც მართლა დამიდგა გვერდით, მაშინ როცა თანადგომა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, მაშინ როცა ყველაზე მეტად მიჭირდა! არც კი ვიცნობდი ამას ისე აკეთებდა!ახლაც გვერდით მიდგას, ოღონდ არა პირადი საჭიროებებისთვის.

დღეს, მე სწორედ კახა კალაძის ხელით ვაკეთებ იმდენ სიკეთეს, რამდენიც არც ერთ იმ ადამიანს არ დაესიზმრება, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში შუბლის ძარღვი გაიწყვიტეს და პატარა, უცოდველ ბავშვს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ!" - წერს ზარნაძე.

ცნობისთვის, კოტე ზარნაძე იყო ინიციატორი კახა კალაძისა და ლაზარე ლობჟანიძის შეხვედრის ინიციატორიც. როგორც მან ჩვენთან საუბარში თქვა, მოზარდმა მერთან შეხვედრა თავად მოისურვა და ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა არასწორია.

რაც შეეხება თბილისის მერისა და ზარნაძის ურთიერთობას, მან კალაძე წლების წინ გაიცნო, როცა მის ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა. რამდენიმე თვის წინ AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში ახალგაზრდა დეპუტატი ჰყვებოდა, რომ მისი სიცოცხლის გადარჩენა კახა კალაძის დამსახურებაა.

"2017 წელს, როცა თბილისის მერობის არჩევნებზე კახა კალაძემ დააყენა კანდიდატურა, ავდექი და მივწერე. მანამდე გეტყვით, რომ როცა ლეიკემია აღმომაჩნდა, კახა ძალიან დამეხმარა. ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობდი, როგორც ყოფილი ფეხბურთელი ფეხბურთელს, ისე დამეხმარა. ასევე ჩემს გამოჯანმრთელებაში წვლილი მიუძღვის ლევან კობიაშვილსაც. კახას პირდაპირ მივწერე მადლობა - როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, მაშინ დამიდექით გვერდით, ახლა ჩემი ჯერია, გლდანში ბევრ ადამიანს ვიცნობ და რითაც შემიძლია, დაგეხმარებით-მეთქი. საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ ჩვენი ურთიერთობა ასე განვითარდებოდა. მოკლედ, მერის არჩევნებში აქტიურად ჩავერთე. როცა კახა მერი გახდა, თვითონ დამიძახა და მერიაში მუშაობა შემომთავაზა. იმ პერიოდში ეს ჩემთვის ხსნა იყო იმიტომ, რომ არ მინდოდა საპოლიციო სისტემაში ყოფნა. გავიარე კონკურსები და მერიაში უსაფრთხოების მონიტორინგის განყოფილების უფროსად დავიწყე მუშაობა, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა. შემდეგ გადმოვედი გლდანის გამგებლის მოადგილის პოზიციაზე, ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის მიმართულებით. გარდა იმისა, რომ ეს რაიონი ძალიან მიყვარდა და მიყვარს, მისი თითოეული ქუჩის პრობლემა და მათი გადაჭრის გზები ვისწავლე. კარგად მოვახერხე ადაპტირება და თავიდან ბოლომდე ჩავერთე ამ პროცესში" - ჰყვებოდა კოტე ზარნაძე.

ნახეთ ასევე: