სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამხელა ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ" - კახა კალაძე
"სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამხელა ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ" - კახა კალაძე

სამ­წუ­ხა­როა, რომ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ჯერ კი­დევ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ვა­კის პარკში მომ­ხდარ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვა­ზე ისა­უბ­რა.

რო­გორც კა­ლა­ძე გან­მარ­ტავს, მო­სახ­ლე­ო­ბა ტე­ლე­ე­თე­რე­ბი­დან ის­მენს სრუ­ლი­ად გა­მა­ოგ­ნე­ბელ გან­ცხა­დე­ბებს კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან.

"ტრა­გე­დი­ის დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მო­სახ­ლე­ო­ბა ტე­ლე­ე­თე­რე­ბი­დან ის­მენს სრუ­ლი­ად გა­მა­ოგ­ნე­ბელ გან­ცხა­დე­ბებს კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან. სამ­წუ­ხა­როა, რომ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ჯერ კი­დევ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ. ამ თე­მა­ზე მეტს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, მათ საქ­ცი­ელს სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­ა­ფა­სებს“,- აღ­ნიშ­ნავს კა­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე 9 პირი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის არი­ან "გრინ­სერ­ვის პლუ­სის" დი­რექ­ტო­რი ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე და თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვა­კის პარ­კის შად­რე­ვან­თან მი­მარ­თე­ბა­ში რო­გორც სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მე­ბი­სა და წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას, ისე ინ­სპექ­ტი­რე­ბის ნა­წილ­ში ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტის შედ­გე­ნას ჰქონ­და ად­გი­ლი. უწყე­ბის ცნო­ბით, ვა­კის პარ­კის შად­რე­ვან­ში 22 სექ­ტემ­ბერს ელექტრო­შემ­დუ­ღებ­ლე­ბის მიერ სა­მუ­შა­ო­ე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვით გან­ხორ­ცი­ელ­და, რის შე­დე­გა­დაც ელექტრო­სა­დე­ნის იზო­ლა­ცია და­ზი­ან­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
5

სამწუხარო და ტრაგედიაა შენ რო ქალაქის მერი ხარ და მართლა სამწუხარო და ტრაგედიაა რო გადარეკვებით,ჩაწყობებით,ფულის მოტეხვებით აკეთებთ უხარისხო საქმეს.ისიც სამწუხარო და ტრაგედიაა რო უვიცები,გაუნათლებელი ნათესავ მეგობრებით მართავთ ამ ქვეყანას,ვერ გამოხვედით ფულის კეთების მენტალიტეტიდან,ვერ გამოხვედით საბჭოური მენტალიტეტიდან ეს ახალგაზრდა ხალხი,ვერ განვითარდა თქვენი გონება,ვერ განვითარდა თქვენი მენტალიტეტი,ჩაცმის გარდა ვერაფერი ისწავლე მილანიდან.იქაც ეგეთი იქნებოდი დღეს როგორიც ხარ.ფულის გარდა არაფერი გაინტერესებს,ააჭაობეთ ,ყველაფერი კორუფციაში გასვარეთ.ტფუუუუ თქვენი....... მერე გამოდიხარ და ნაღვლიანად გეცვლება ხმა და გეცრემლება,ჩვეულებრივი ჩიტი ხარ შენ და შენი გუნდი მთავრობაში.

tngh
8

სამწუხაროდ, არა მარტო პოლიტიკაში... ბაზრობებზეც ბევრი არიან ესეთები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

"სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამხელა ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ" - კახა კალაძე

"სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამხელა ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ" - კახა კალაძე

სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამხელა ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე ისაუბრა.

როგორც კალაძე განმარტავს, მოსახლეობა ტელეეთერებიდან ისმენს სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან.

"ტრაგედიის დღიდან მოყოლებული, მოსახლეობა ტელეეთერებიდან ისმენს სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამხელა ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, მათ საქციელს საზოგადოება შეაფასებს“,- აღნიშნავს კალაძე.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს, მათ შორის არიან "გრინსერვის პლუსის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე. შსს-ს ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანთან მიმართებაში როგორც სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევას, ისე ინსპექტირების ნაწილში ყალბი დოკუმენტის შედგენას ჰქონდა ადგილი. უწყების ცნობით, ვაკის პარკის შადრევანში 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლების მიერ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით განხორციელდა, რის შედეგადაც ელექტროსადენის იზოლაცია დაზიანდა.