მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას კენჭი უყარეს, "ოცნების" წარმომადგენლები კენჭისყრის პროცედურას არ დაესწრნენ" - "დროა"
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას კენჭი უყარეს, "ოცნების" წარმომადგენლები კენჭისყრის პროცედურას არ დაესწრნენ" - "დროა"

პარ­ტია "დრო­ას“ გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში, სა­დაც რუ­სე­თის ტე­რო­რის­ტულ რე­ჟი­მად გა­მო­ცხა­დე­ბას კენ­ჭი უყა­რეს, კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­დუ­რას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ და­ეს­წრე­ნენ.

"ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ამ 13 ოქ­ტომ­ბერს კენ­ჭი უყა­რა რუ­სე­თის ტე­რო­რის­ტულ რე­ჟი­მად გა­მო­ცხა­დე­ბას. ხმის მი­ცე­მის პრო­ცესს ეს­წრე­ბო­და წევ­რი ქვეყ­ნე­ბის 100 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­თა­გან მხო­ლოდ ერ­თმა შე­ი­კა­ვა თავი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის­გან, 99-მა კი ერ­თხმად გა­მო­ა­ცხა­და რუ­სე­თი ტე­რო­რის­ტულ რე­ჟი­მად.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ისე­ვე, რო­გორც პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ წევ­რი და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი აღ­ნიშ­ნულ კენ­ჭისყრას არ და­ეს­წრნენ და, შე­სა­ბა­მი­სად, არ და­უ­ჭი­რეს მხა­რი რუ­სე­თის ტე­რო­რის­ტულ რე­ჟი­მად გა­მო­ცხა­დე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლო­დან ხმის მი­ცე­მას მხო­ლოდ ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე (ენმ) და­ეს­წრო, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა. ეს დას­ტურ­დე­ბა ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის კენ­ჭისყ­რის არ­ქი­ვის მო­ნა­ცე­მე­ბი­დან.

ეს ნა­ბი­ჯი კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლო­ი­ა­ლო­ბას პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის მი­მართ და იმას, რომ რუ­სე­თი მათ­თვის ბუ­ნებ­რივ პო­ლი­ტი­კურ და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ურ სივ­რცეს წარ­მო­ად­გენს.

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რო­გორც რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის და რუ­სუ­ლი კო­ლო­ნი­უ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე ქვეყ­ნის­თვის, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრო­რუ­სუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა არის არა მხო­ლოდ სა­მარ­ცხვი­ნო, არა­მედ გვი­ქა­დის და­მარ­ცხე­ბუ­ლი იმ­პე­რი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლას. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა ვი­ღო­ნოთ, რომ და­ვიბ­რუ­ნოთ ჩვე­ნი სამ­შობ­ლო და მას სა­ბო­ლო­ოდ და­ვუმ­კვიდ­როთ ად­გი­ლი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ოჯახ­ში“-აცხა­დებს პარ­ტია "დროა“ და შე­სა­ბა­მის ბმულს უთი­თებს. წყა­რო: https://pace.coe.int/en/votes/39122

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაზი
0

რახან სინდისი და შუბლის ძარღვი არ გაწუხებთ და უსამართლოდ მბლოკავთ, თქვენს დედებს შევეცი

ii
60

თავის მომჭრელი ხელისუფლება. პირად წყენებს გადააყოლეს ქვეყანა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას კენჭი უყარეს, "ოცნების" წარმომადგენლები კენჭისყრის პროცედურას არ დაესწრნენ" - "დროა"

"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას კენჭი უყარეს, "ოცნების" წარმომადგენლები კენჭისყრის პროცედურას არ დაესწრნენ" - "დროა"

პარტია "დროას“ განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას კენჭი უყარეს, კენჭისყრის პროცედურას "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ დაესწრენენ.

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს კენჭი უყარა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას. ხმის მიცემის პროცესს ესწრებოდა წევრი ქვეყნების 100 წარმომადგენელი, რომელთაგან მხოლოდ ერთმა შეიკავა თავი პოზიციის დაფიქსირებისგან, 99-მა კი ერთხმად გამოაცხადა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად.

"ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ისევე, როგორც პარტია "მოქალაქეების“ წევრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი აღნიშნულ კენჭისყრას არ დაესწრნენ და, შესაბამისად, არ დაუჭირეს მხარი რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას.

საქართველოდან ხმის მიცემას მხოლოდ ხატია დეკანოიძე (ენმ) დაესწრო, რომელმაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ეს დასტურდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრის არქივის მონაცემებიდან.

ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს "ქართული ოცნების“ ლოიალობას პუტინის რეჟიმის მიმართ და იმას, რომ რუსეთი მათთვის ბუნებრივ პოლიტიკურ და ცივილიზაციურ სივრცეს წარმოადგენს.

საქართველოსთვის, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული სახელმწიფოსთვის და რუსული კოლონიური წარსულის მქონე ქვეყნისთვის, აღნიშნული ფაქტი და "ქართული ოცნების“ პრორუსული მმართველობა არის არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ გვიქადის დამარცხებული იმპერიული სახელმწიფოს ნანგრევებში მოყოლას. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო და მას საბოლოოდ დავუმკვიდროთ ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახში“-აცხადებს პარტია "დროა“ და შესაბამის ბმულს უთითებს. წყარო: https://pace.coe.int/en/votes/39122