13 წლის მარიტა მეფარიშვილის ცხედარი "მზიურის" კორტებზე მიასვენეს. ადგილზე გოგონას მეგობრები, ოჯახის წევრები, ახლობლები იყვნენ შეკრებილი. კორტებიდან 13 წლის მარიტა ტაშით გააცილეს.
დილიდან ვაკის პარკში დაღუპული მოზარდის პანაშვიდი ვაკის სამების ტაძარში მიმდინარეობდა. ოჯახს მიუსამძიმრეს პოლიტიკოსებმა მმართველი გუნდიდან და ოპოზიციიდან. პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
ნახეთ ვიდეო:
ტაშს უკრავენ როცა ცნობილი და საყვარელი მსახიობის გამოსვენება ხდება და ეს ბუნებრივია, მაგრამ ყველაზე და მით უმეტეს ბავშვზე, ეს არ არის სწორი...
ევროპაში მიღებული ვარტ.