მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია უენოდ გტოვებს ადამიანს..." - თეა წულუკიანი
"ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია უენოდ გტოვებს ადამიანს..." - თეა წულუკიანი

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ვა­კის პარკში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას მშობ­ლებს უსამ­ძიმ­რებს.

"ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია უე­ნოდ გტო­ვებს ადა­მი­ანს... ვი­ზი­ა­რებ მშობ­ლე­ბის უსა­ზღვრო მწუ­ხა­რე­ბას და აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბელ და­ნაკ­ლისს", - წერს წუ­ლუ­კი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, ვა­კის პარკში თა­მა­ში­სას ბავ­შვებს ბურ­თი შად­რე­ვან­ში ჩა­უ­ვარ­დათ, მის ამო­სა­ღე­ბად ჩა­სულ ორ არას­რულ­წლო­ვანს დენ­მა და­არ­ტყა.

მათ­გან ერთი - 13 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ექი­მის გან­მარ­ტე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დი კლი­ნი­კა­ში გუ­ლის გა­ჩე­რე­ბით შე­იყ­ვა­ნეს და ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცია უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 240-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ობი­ექ­ტზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

დე­ნის დარ­ტყმის შემ­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა 55-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, ვა­კის პარკში არ­სე­ბუ­ლი მცი­რე კას­კა­დი­სა და მრგვა­ლი შად­რევ­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გუ­შინ დას­რულ­და.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
12

არავის არ ჯერა თქვენი ნიანგის ცრემლები. 

თორნიკე
3

როდესაც ძაბვის ქვეშ ხვდება ადამიანი (დენი არტყამს) ზოგ შემთხვევაში ხდება ფილტვების და გულის პარალიზება - გაჩერება. პარალიზებიდან ხუთი წუთის განმავლობაში თუ არ მიიღო ჟანგბადი თავის ტვინმა, ის კვდება და შემდგომი სამედიცინო დახმარება ვეღარაფერს შველის. ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია რომ ამ ამბის შემსწრე ადამიანებმა დაზარალებულს დაუყოვნებლივ ჩაუტარონ გულის მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა (ჩაბერვა) რომლისთვისაც სულაც არაა საჭირო სამედიცინო განათლება.საჭიროა ადამიანებს ჰქონდეთ პირველადი დახმარების გაწევის ელემენტარული ცოდნა. ამ ცოდნის მიცემა შეიძლება სკოლებში, შეიძლება ტელევიზიით. ამ გოგონას მაშინვე რომ ჩატარებოდა გულის მასაჟი ახლა ცოცხალი იქნებოდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია უენოდ გტოვებს ადამიანს..." - თეა წულუკიანი

"ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია უენოდ გტოვებს ადამიანს..." - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში წერს და გარდაცვლილი გოგონას მშობლებს უსამძიმრებს.

"ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია უენოდ გტოვებს ადამიანს... ვიზიარებ მშობლების უსაზღვრო მწუხარებას და აუნაზღაურებელ დანაკლისს", - წერს წულუკიანი.

ცნობისთვის, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა.

მათგან ერთი - 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განმარტებით, გარდაცვლილი მოზარდი კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და ყველა სამედიცინო მანიპულაცია უშედეგო აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დენის დარტყმის შემდეგად გარდაცვლილი გოგონა 55-ე სკოლის მოსწავლე მარიტა მეფარიშვილია.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა.