მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბინები და სახლები ბრიტანეთში, ისრაელში, რუსეთში, ვენესუელასა თუ საფრანგეთში, მარგარიტას და კანარის კუნძულებზე - ქართველი პოლიტიკოსების შთამბეჭდავი უძრავი ქონება უცხოეთში
ბინები და სახლები ბრიტანეთში, ისრაელში, რუსეთში, ვენესუელასა თუ საფრანგეთში, მარგარიტას და კანარის კუნძულებზე - ქართველი პოლიტიკოსების შთამბეჭდავი უძრავი ქონება უცხოეთში

ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ქო­ნე­ბა ყო­ველ­თვის იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რესს. მკი­თხვე­ლი ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბით ეც­ნო­ბა სა­ჯა­რო პი­რე­ბის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებს. ამ­ჯე­რად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის უცხო­ეთ­ში არ­სე­ბულ უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე მო­გიყ­ვეთ. რო­გორც აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, ისი­ნი ფლო­ბენ ბი­ნებს საფ­რან­გეთ­ში, ბრი­ტა­ნეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში და ა.შ. ყი­დუ­ლო­ბენ კუნ­ძუ­ლებ­საც კი...

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ფლობს 60 კვ.მ ფარ­თო­ბის ბი­ნას საფ­რან­გეთ­ში, პა­რიზ­ში, რო­მე­ლიც 1989 წელს 150 000 ევ­როდ შე­ი­ძი­ნა. ეს გა­საკ­ვი­რი ალ­ბათ არ არის, რად­გან ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე საფ­რან­გეთ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ, რაც პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­ნას აქი­რა­ვებ­და.

სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია 70 კვ.მ ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ირ­ლან­დი­ა­ში, ლი­მე­რი­კის საგ­რა­ფო­ში, რო­მელ­შიც 2015 წელს 80 000 ევრო გა­და­ი­ხა­და.

"დიდი ხნის წინ, ირ­ლან­დი­ა­ში ჩემი სახ­სრე­ბით შე­ვი­ძი­ნე ბინა. ჩემი ძმა ირ­ლან­დი­ის მო­ქა­ლა­ქეა, ძმის­შვი­ლე­ბი მყავს ნა­ხევ­რად ირ­ლან­დი­ე­ლე­ბი და იქ ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ, ჩემი ოჯა­ხის ნა­წი­ლი ირ­ლან­დი­ა­შია. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ვერ ჩავ­დი­ვარ...“ - ამ­ბობ­და ერთი წლის წინ, AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ჯერ კი­დევ პო­ლი­ტი­კო­სო­ბამ­დე ირი­ცხე­ბო­და ქარ­თვე­ლი მი­ლი­ო­ნე­რე­ბის სი­ა­ში. მის შთამ­ბეჭ­დავ ქო­ნე­ბა­შია 2017 წელს შე­ძე­ნი­ლი ბინა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ლონ­დონ­ში, რო­მელ­შიც პო­ლი­ტი­კოს­მა 2 800 000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი გა­და­ი­ხა­და.

პო­ლი­ტი­კოს ნატო ჩხე­ი­ძის მე­უღ­ლე ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლი ფლობს 170 კვ.მ ფარ­თო­ბის ბი­ნას დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ლონ­დონ­ში, რო­მელ­შიც 2013 წელს 6 500 000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი გა­და­ი­ხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა 2019 წლის პარ­ლა­მენ­ტის მოწ­ვე­ვის დე­პუ­ტატ შოთა შა­ლე­ლაშ­ვილს, ით­ვლე­ბა, რომ ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი პო­ლი­ტი­კო­სია, რომ­ლის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ჯა­მუ­რი თან­ხა მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის "მე­დი­ა­ტო­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 34 მი­ლი­ონ­ზე მე­ტია, ბი­ნებს ფლობს საქარ­თვე­ლო­ში, რუ­სეთ­სა და ის­რა­ელ­ში.

შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია 650 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა ის­რა­ელ­ში, სა­ვი­ონ­ში, რო­მე­ლიც 2010 წელს 18 000 000 ის­რა­ე­ლურ შე­კე­ლად შე­ი­ძი­ნა. მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია ასე­ვე სა­ვი­ონ­ში 40000 კვ.მ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი. ის ასე­ვე ფლობს მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბულ 165 კვ.მ ფარ­თო­ბის ბი­ნას ის­რა­ელ­ში, ქა­ლაქ აშ­დოდ­ში. შა­ლე­ლაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია 155 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა მოს­კოვ­ში, რო­მელ­შიც 1992 წელს 1 390 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია აქვს არა­ერ­თგზის პარ­ლა­მენ­ტარ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს. ის ფლობს უძ­რავ ქო­ნე­ბას ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში.

1. 310.000 აშშ დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი 165 კვ.მ. სა­ცხოვ­რე­ბელს, მარ­გა­რი­ტას კუნ­ძულ­ზე.

2. 6.700.000 აშშ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბულ 52800 კვ.მ უძ­რავ ქო­ნე­ბას ასე­ვე მარ­გა­რი­ტას კუნ­ძულ­ზე.

ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე დანგუოლე გე­ლაშ­ვილს კი ლი­ე­ტუ­ვა­ში, კერ­ძოდ, ვილ­ნი­უს­ში აქვს 720 კვ.მ ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტა­რის მე­უღ­ლემ 500.000 აშშ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

პარ­ლა­მენ­ტა­რი­სა და ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 425 კვ.მ ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი გერ­მა­ნი­ა­ში, დი­უ­სელ­დორფში, ასე­ვე, სა­ცხოვ­რე­ბელს ფლობს ბერ­ლინ­ში და 790 კვ.მ მი­წის ნაკ­ვეთს დი­უ­სელ­დორფში.

პო­ლი­ტი­კოს­მა ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ლონ­დონ­ში 2012 წელს შე­ი­ძი­ნა. 131.5 კვ.მ ფარ­თში ჯა­ფა­რი­ძემ 510 000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი გა­და­ი­ხა­და.

სა­ქარ­თვე­ლოს X მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, დე­პუ­ტა­ტი პა­ა­ტა კვი­ჟი­ნა­ძე ფლობს 53 კვ.მ ფარ­თო­ბის ბი­ნას მოს­კოვ­ში, რო­მელ­შიც 2001 წელს 40 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და, ასე­ვე, 107 კვ.მ ფარ­თო­ბის ბი­ნას მოს­კოვ­ში, რო­მე­ლიც 2007 წელს 100 000 დო­ლა­რად იყი­და, მის სა­კუთ­რე­ბა­შია ავ­ტო­ფა­რე­ხიც მოს­კოვ­ში და 2000 კვ.მ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი რუ­სეთ­ში, სო­ფელ სო­ლოს­ლო­ვო­ში.

ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი კობა ნა­ყო­ფია ფლობს 300 კვ.მ ფარ­თო­ბის ბი­ნას ეს­პა­ნეთ­ში, კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე, რო­მელ­შიც 1995 წელს 50 000 დო­ლა­რი აქვს გა­დახ­დი­ლი. მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია ასე­ვე ბინა მოს­კოვ­ში, რო­მელ­შიც 1995 წელს 56 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მე­უღ­ლის მა­რი­კა ფან­ცუ­ლა­ი­ას სა­ხელ­ზეა 2020 წელს, საფ­რან­გეთ­ში, პა­რიზ­ში 472 400 ევ­როდ შე­ძე­ნი­ლი 83 კვ.მ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა.

პა­რიზ­ში 130 კვ.მ. ბი­ნას ფლობს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­ლი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი ან­ტონ ობო­ლაშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც 2014 წელს 1 165 025 ევ­როდ შე­ი­ძი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 80 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
germane
5

სამარეში ჩაგაყოლებენ მაგ ქონებას ...)))))

 

გოგლა
6

უბრალოდ საინტერესოა ამ ფასის ქონებებს ასე რო ააშკარავებენ, არც კი სცხვენიათ გაჭირვებაში მყოფი უსახლკარო ქართველი მოსახლეობის???? ამის გარდა, ჩვენი და ჩვენი შვილიშვილების მხრებზე სათრევი საგარეო ვალებიდან მოპარული თანხებით რო მდიდრდებიან!!!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ბინები და სახლები ბრიტანეთში, ისრაელში, რუსეთში, ვენესუელასა თუ საფრანგეთში, მარგარიტას და კანარის კუნძულებზე - ქართველი პოლიტიკოსების შთამბეჭდავი უძრავი ქონება უცხოეთში

ბინები და სახლები ბრიტანეთში, ისრაელში, რუსეთში, ვენესუელასა თუ საფრანგეთში, მარგარიტას და კანარის კუნძულებზე - ქართველი პოლიტიკოსების შთამბეჭდავი უძრავი ქონება უცხოეთში

ქართველი პოლიტიკოსების ქონება ყოველთვის იწვევს საზოგადოების ინტერესს. მკითხველი ყოველთვის ყურადღებით ეცნობა საჯარო პირების ქონებრივ დეკლარაციებს. ამჯერად გადავწყვიტეთ, რომ ქართველი პოლიტიკოსების უცხოეთში არსებულ უძრავ ქონებაზე მოგიყვეთ. როგორც აღმოვაჩინეთ, ისინი ფლობენ ბინებს საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში და ა.შ. ყიდულობენ კუნძულებსაც კი...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფლობს 60 კვ.მ ფართობის ბინას საფრანგეთში, პარიზში, რომელიც 1989 წელს 150 000 ევროდ შეიძინა. ეს გასაკვირი ალბათ არ არის, რადგან ქალბატონი სალომე საფრანგეთშია დაბადებული და გაზრდილი. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბინას აქირავებდა.

სალომე სამადაშვილის საკუთრებაშია 70 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი ირლანდიაში, ლიმერიკის საგრაფოში, რომელშიც 2015 წელს 80 000 ევრო გადაიხადა.

"დიდი ხნის წინ, ირლანდიაში ჩემი სახსრებით შევიძინე ბინა. ჩემი ძმა ირლანდიის მოქალაქეა, ძმისშვილები მყავს ნახევრად ირლანდიელები და იქ ისინი ცხოვრობენ, ჩემი ოჯახის ნაწილი ირლანდიაშია. სამწუხაროდ, ხშირად ვერ ჩავდივარ...“ - ამბობდა ერთი წლის წინ, AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში.

მამუკა ხაზარაძე ჯერ კიდევ პოლიტიკოსობამდე ირიცხებოდა ქართველი მილიონერების სიაში. მის შთამბეჭდავ ქონებაშია 2017 წელს შეძენილი ბინა დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, რომელშიც პოლიტიკოსმა 2 800 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.

პოლიტიკოს ნატო ჩხეიძის მეუღლე ზაზა ოქუაშვილი ფლობს 170 კვ.მ ფართობის ბინას დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, რომელშიც 2013 წელს 6 500 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.

რაც შეეხება 2019 წლის პარლამენტის მოწვევის დეპუტატ შოთა შალელაშვილს, ითვლება, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსია, რომლის უძრავი ქონების ჯამური თანხა მონიტორინგის ცენტრის "მედიატორის" ინფორმაციით, 34 მილიონზე მეტია, ბინებს ფლობს საქართველოში, რუსეთსა და ისრაელში.

შოთა შალელაშვილის საკუთრებაშია 650 კვ.მ ფართობის ბინა ისრაელში, სავიონში, რომელიც 2010 წელს 18 000 000 ისრაელურ შეკელად შეიძინა. მის მფლობელობაშია ასევე სავიონში 40000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. ის ასევე ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ 165 კვ.მ ფართობის ბინას ისრაელში, ქალაქ აშდოდში. შალელაშვილის საკუთრებაშია 155 კვ.მ ფართობის ბინა მოსკოვში, რომელშიც 1992 წელს 1 390 000 დოლარი გადაიხადა.

ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქონებრივი დეკლარაცია აქვს არაერთგზის პარლამენტარ ვალერი გელაშვილს. ის ფლობს უძრავ ქონებას ვენესუელაში.

1. 310.000 აშშ დოლარად ღირებული 165 კვ.მ. საცხოვრებელს, მარგარიტას კუნძულზე.

2. 6.700.000 აშშ დოლარად შეფასებულ 52800 კვ.მ უძრავ ქონებას ასევე მარგარიტას კუნძულზე.

ვალერი გელაშვილის მეუღლე დანგუოლე გელაშვილს კი ლიეტუვაში, კერძოდ, ვილნიუსში აქვს 720 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი, რომელიც პარლამენტარის მეუღლემ 500.000 აშშ დოლარად შეიძინა.

პარლამენტარისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის მფლობელობაშია 425 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი გერმანიაში, დიუსელდორფში, ასევე, საცხოვრებელს ფლობს ბერლინში და 790 კვ.მ მიწის ნაკვეთს დიუსელდორფში.

პოლიტიკოსმა ბადრი ჯაფარიძემ საცხოვრებელი სახლი ლონდონში 2012 წელს შეიძინა. 131.5 კვ.მ ფართში ჯაფარიძემ 510 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.

საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი, დეპუტატი პაატა კვიჟინაძე ფლობს 53 კვ.მ ფართობის ბინას მოსკოვში, რომელშიც 2001 წელს 40 000 დოლარი გადაიხადა, ასევე, 107 კვ.მ ფართობის ბინას მოსკოვში, რომელიც 2007 წელს 100 000 დოლარად იყიდა, მის საკუთრებაშია ავტოფარეხიც მოსკოვში და 2000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი რუსეთში, სოფელ სოლოსლოვოში.

ერთ-ერთი უმდიდრესი ქართველი პოლიტიკოსი კობა ნაყოფია ფლობს 300 კვ.მ ფართობის ბინას ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, რომელშიც 1995 წელს 50 000 დოლარი აქვს გადახდილი. მის მფლობელობაშია ასევე ბინა მოსკოვში, რომელშიც 1995 წელს 56 000 დოლარი გადაიხადა.

გიორგი გახარიას მეუღლის მარიკა ფანცულაიას სახელზეა 2020 წელს, საფრანგეთში, პარიზში 472 400 ევროდ შეძენილი 83 კვ.მ საცხოვრებელი ბინა.

პარიზში 130 კვ.მ. ბინას ფლობს "ქართული ოცნების“ მილიონერი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილიც, რომელიც 2014 წელს 1 165 025 ევროდ შეიძინა.