მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კრემლის შეშლილი ფიურერი აგონიაშია" - რამ შეიძლება შეიტანოს გარდამტეხი როლი ომში: უკრაინელი პოლიტოლოგის შეფასება
"კრემლის შეშლილი ფიურერი აგონიაშია" - რამ შეიძლება შეიტანოს გარდამტეხი როლი ომში: უკრაინელი პოლიტოლოგის შეფასება

10 ოქ­ტომ­ბრი­დან, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა არა­ერთ უკ­რა­ი­ნულ სა­მო­ქა­ლა­ქო ობი­ექტსა და სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე მი­ი­ტა­ნეს იე­რი­ში... ად­გი­ლობ­რივ­მა მე­დი­ამ, მას აგ­რე­სო­რი ქვეყ­ნის პა­სუ­ხი უწო­და, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ყვე­ბა უკუ­შე­დე­გი.

პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მრჩევ­ლის, მი­ხა­ილ პო­დო­ლი­ა­კის მო­საზ­რე­ბით, რუ­სეთს არ შე­უძ­ლია ბრძო­ლის ველ­ზე ბრძო­ლა, მაგ­რამ სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის და­ხოც­ვა შე­უძ­ლია!

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ცნო­ბით, სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად 19 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 200-მდე და­შავ­და. და­ღუ­პულ­თა და და­შა­ვე­ბულ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ზუს­ტდე­ბა.

უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი ოლე­სია იახ­ნო AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას ამ­ბობს, რომ ომში გარ­და­ტე­ხას შე­ი­ტანს პირ­ველ რიგ­ში, უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის ერ­თო­ბა, და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რა და რაც მთა­ვა­რია, შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა რუ­სეთ­ში, რო­მე­ლიც მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის ფონ­ზე და­ი­წყო.

- ოლე­სია, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბოლო დღე­ებ­ში კი­ევ­სა და სხვა რე­გი­ო­ნებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმე­ბი, 24 თე­ბერ­ვლის შემ­დგომ დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს ახ­სე­ნებთ. თქვენ რას ფიქ­რობთ?

- დიახ, ნა­წი­ლობ­რივ, რად­გან კი­ე­ვე­ლე­ბი მა­ში­ნაც თავ­შე­საფ­რებს აფა­რებ­დნენ თავს, მეტ­როს ახ­ლაც ბომბსაფ­რე­ბად იყე­ნე­ბენ. მე, თით­ქმის მარ­ტის ბო­ლომ­დე კი­ევ­ში ვი­ყა­ვი და ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ლად მახ­სოვს... ახლა, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში გა­მოვ­დი­ვარ, თით­ქმის ცა­რი­ე­ლია. მა­ში­ნაც ისე იყო. ამი­ტომ, ჩვენ­თვის ახა­ლი არა­ფე­რია...

მე­ო­რეს მხრივ მა­შინ ეს თავ­დას­ხმე­ბი უფრო მას­შტა­ბუ­რი იყო და ახლა, ასეა თუ ისე, სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა და გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. იმ ფონ­ზე, რო­დე­საც რუ­სე­თი ბრძო­ლის ველ­ზე მარ­ცხდე­ბა, მით უფრო იმ და­ნა­კარ­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის პე­რი­ოდს ახ­ლავს თან.

რუ­სე­თის მთა­ვა­რი გათ­ვლა ქა­ლა­ქე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, კერ­ძოდ, ენერ­გე­ტი­კის და­ზი­ა­ნე­ბა და გა­თიშ­ვაა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ომი ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლია და ის კი­დევ დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა... უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბა­ში, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის თემა, რა­შიც გა­დამ­წყვე­ტი როლი და­სავ­ლეთ­მა უნდა შე­ი­ტა­ნოს. შე­დე­გი იქ­ნე­ბა ერთი - რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია. ამა­ში მთე­ლი უკ­რა­ი­ნა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რად­გან სხვა გზა არ გვაქვს.

- რა შე­იძ­ლე­ბა და­სავ­ლურ­მა სამ­ყა­რომ აგ­რე­სორ ქვე­ყა­ნას და­უ­პი­რის­პი­როს?

- ამა­ზე ხში­რად ვფიქ­რობ, რა შე­იძ­ლე­ბა და­ვუ­პი­რის­პი­როთ ცი­ვი­ლურ­მა სამ­ყა­რომ ტე­რო­რის­ტულ სამ­ყა­როს, ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად, კომ­პლექ­სუ­რად - ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია "ჰა­ი­მერ­სე­ბი" და სხვა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კა. ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რუ­სეთ­ში, შიგ­ნით და­წყე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო პრო­ცე­სე­ბი, რო­მელ­მაც უნდა შექ­მნას საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტი. პრო­პა­გან­დას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის შექ­მნის სა­ფუძ­ვე­ლი უნდა გა­მო­ე­ცა­ლოს. შიდა პრო­ცე­სე­ბის კვალ­დაკ­ვალ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­გა­რეო პრო­ცე­სე­ბიც, კერ­ძოდ, ჩი­ნეთ­მა და ინ­დო­ეთ­მა ნავ­თო­ბის ყიდ­ვა უნდა შე­წყვი­ტონ, რაც მძი­მე დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს რუ­სეთს.

რო­გორც ამ ომში გა­ირ­კვა, რუ­სუ­ლი არ­მია არც ისე უძ­ლე­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რო­გორც რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და წარ­მო­ა­ჩენ­და... ამა­ზე თუნ­დაც ბოლო თავ­დას­ხმე­ბი მი­ა­ნიშ­ნებს, რო­მე­ლიც იმე­დია, ურჩხუ­ლის უკა­ნას­კნე­ლი გა­ფარ­თხა­ლე­ბაა. 10 ოქ­ტომ­ბერს უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებ­ზე თავ­დას­ხმა 400-დან 700-მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე და­უჯ­და. ვინ­მე იტყვის, რომ ამას სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ლო­გი­კუ­რი ახ­სნა აქვს? კრემ­ლის შეშ­ლი­ლი ფი­უ­რე­რი აგო­ნი­ა­შია. ეს ე.წ. ოპე­რა­ცია, მას ბუ­მე­რან­გი­ვით მო­უბ­რუნ­დე­ბა უკან.

უკ­რა­ი­ნა გა­უძ­ლებს და აი­ტანს ამ დარ­ტყმებ­საც, უშუ­ქო­ბა­საც და სხვა და­ნა­კარ­გებ­საც, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ბუ­მე­რან­გი­ვით მო­უბ­რუნ­დე­ბა უკან რუ­სეთს. მო­ბი­ლი­ზა­ცი­ამ აჩ­ვე­ნა, რომ პრო­პა­გან­დის მა­მებ­მა ახა­ლი გა­მარ­თლე­ბა უნდა მო­ი­ფიქ­რონ, უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ე.წ. სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ის­თვის, გარ­და ამი­სა, ეს არის სა­წყი­სი ეტა­პი და სულ მალე, ომი აუ­ცი­ლებ­ლად შევა ყვე­ლას ოჯახ­ში.

- გჯე­რათ, რომ რუ­სეთ­ში შიდა პრო­ტეს­ტი მას­შტა­ბუ­რი გახ­დე­ბა?

- პროგ­ნო­ზი ძნე­ლია, მაგ­რამ ნა­წი­ლობ­რივ­მა მო­ბი­ლი­ზა­ცი­ამ აჩ­ვე­ნა, რომ პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ კას­ტას არ სურს ომი და თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტიქ­ტი ჩა­ერ­თო.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
14

რუსეთი არის მესამე ბაბილონი და როგორც ბიბლიაში არის ნახეენები დაეცემა.

ოლესიას
118

იძახეთ შეშლილი ფიურერი და დაშლის პირას მყოფი რუსეთი (ღმერთმა ქნას, რომ მართლა დაიშალოს! ჯერჯერობით მაგის მსგავსი არაფერი ეტყობათ) კი გიფეთქებთ ცხვირწინ დედაქალაქში ბომბებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"კრემლის შეშლილი ფიურერი აგონიაშია" - რამ შეიძლება შეიტანოს გარდამტეხი როლი ომში: უკრაინელი პოლიტოლოგის შეფასება

"კრემლის შეშლილი ფიურერი აგონიაშია" - რამ შეიძლება შეიტანოს გარდამტეხი როლი ომში: უკრაინელი პოლიტოლოგის შეფასება

10 ოქტომბრიდან, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთ უკრაინულ სამოქალაქო ობიექტსა და სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში... ადგილობრივმა მედიამ, მას აგრესორი ქვეყნის პასუხი უწოდა, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება უკუშედეგი.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის მოსაზრებით, რუსეთს არ შეუძლია ბრძოლის ველზე ბრძოლა, მაგრამ სამოქალაქო პირების დახოცვა შეუძლია!

უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, სარაკეტო თავდასხმების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე დაშავდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

უკრაინელი პოლიტოლოგი ოლესია იახნო AMBEBI.GE-სთან საუბარში მიმდინარე პროცესების შეფასებისას ამბობს, რომ ომში გარდატეხას შეიტანს პირველ რიგში, უკრაინელი ხალხის ერთობა, დასავლეთის მხარდაჭერა და რაც მთავარია, შიდა დაპირისპირება რუსეთში, რომელიც მობილიზაციის ფონზე დაიწყო.

- ოლესია, ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო დღეებში კიევსა და სხვა რეგიონებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმები, 24 თებერვლის შემდგომ დღეებში განვითარებულ პროცესებს ახსენებთ. თქვენ რას ფიქრობთ?

- დიახ, ნაწილობრივ, რადგან კიეველები მაშინაც თავშესაფრებს აფარებდნენ თავს, მეტროს ახლაც ბომბსაფრებად იყენებენ. მე, თითქმის მარტის ბოლომდე კიევში ვიყავი და ყველაფერი ნათლად მახსოვს... ახლა, როდესაც ქუჩაში გამოვდივარ, თითქმის ცარიელია. მაშინაც ისე იყო. ამიტომ, ჩვენთვის ახალი არაფერია...

მეორეს მხრივ მაშინ ეს თავდასხმები უფრო მასშტაბური იყო და ახლა, ასეა თუ ისე, სარაკეტო თავდასხმების პროგნოზირება და განეიტრალება შესაძლებელია. იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ბრძოლის ველზე მარცხდება, მით უფრო იმ დანაკარგების გათვალისწინებით, რაც შემოდგომა-ზამთრის პერიოდს ახლავს თან.

რუსეთის მთავარი გათვლა ქალაქების ინფრასტრუქტურის, კერძოდ, ენერგეტიკის დაზიანება და გათიშვაა. რასაკვირველია, ომი ყოვლისმომცველია და ის კიდევ დიდხანს გაგრძელდება... უკრაინის გამარჯვებაში, ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნის საჰაერო თავდაცვის თემა, რაშიც გადამწყვეტი როლი დასავლეთმა უნდა შეიტანოს. შედეგი იქნება ერთი - რუსეთის დამარცხება გარდაუვალია. ამაში მთელი უკრაინა დარწმუნებულია, რადგან სხვა გზა არ გვაქვს.

- რა შეიძლება დასავლურმა სამყარომ აგრესორ ქვეყანას დაუპირისპიროს?

- ამაზე ხშირად ვფიქრობ, რა შეიძლება დავუპირისპიროთ ცივილურმა სამყარომ ტერორისტულ სამყაროს, ალბათ ყველაფერი ერთად, კომპლექსურად - ძალიან მნიშვნელოვანია "ჰაიმერსები" და სხვა თანამედროვე ტექნიკა. ძალზე მნიშვნელოვანია, რუსეთში, შიგნით დაწყებული პოლიტიკური და სამხედრო პროცესები, რომელმაც უნდა შექმნას საპროტესტო მუხტი. პროპაგანდას განსხვავებული რეალობის შექმნის საფუძველი უნდა გამოეცალოს. შიდა პროცესების კვალდაკვალ, მნიშვნელოვანია, საგარეო პროცესებიც, კერძოდ, ჩინეთმა და ინდოეთმა ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტონ, რაც მძიმე დარტყმას მიაყენებს რუსეთს.

როგორც ამ ომში გაირკვა, რუსული არმია არც ისე უძლეველი აღმოჩნდა, როგორც რუსული პროპაგანდა წარმოაჩენდა... ამაზე თუნდაც ბოლო თავდასხმები მიანიშნებს, რომელიც იმედია, ურჩხულის უკანასკნელი გაფართხალებაა. 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმა 400-დან 700-მილიონ დოლარამდე დაუჯდა. ვინმე იტყვის, რომ ამას სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით ლოგიკური ახსნა აქვს? კრემლის შეშლილი ფიურერი აგონიაშია. ეს ე.წ. ოპერაცია, მას ბუმერანგივით მოუბრუნდება უკან.

უკრაინა გაუძლებს და აიტანს ამ დარტყმებსაც, უშუქობასაც და სხვა დანაკარგებსაც, მაგრამ ეს ყველაფერი ბუმერანგივით მოუბრუნდება უკან რუსეთს. მობილიზაციამ აჩვენა, რომ პროპაგანდის მამებმა ახალი გამართლება უნდა მოიფიქრონ, უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალური ოპერაციისთვის, გარდა ამისა, ეს არის საწყისი ეტაპი და სულ მალე, ომი აუცილებლად შევა ყველას ოჯახში.

- გჯერათ, რომ რუსეთში შიდა პროტესტი მასშტაბური გახდება?

- პროგნოზი ძნელია, მაგრამ ნაწილობრივმა მობილიზაციამ აჩვენა, რომ პრივილეგირებულ კასტას არ სურს ომი და თვითგადარჩენის ინსტიქტი ჩაერთო.