მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემჩნეული იყო "ოცნებასა" და სუს-თან ფარულ თანამშრომლობაში" - თბილისის საკრებულოს წევრი დავით ფარცვანია გიორგი გახარიას პარტიიდან გარიცხეს
"შემჩნეული იყო "ოცნებასა" და სუს-თან ფარულ თანამშრომლობაში" - თბილისის საკრებულოს წევრი დავით ფარცვანია გიორგი გახარიას პარტიიდან გარიცხეს

პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი, და­ვით ფარ­ცვა­ნია პარ­ტი­ი­დან გა­ი­რი­ცხა. ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია "თბი­ლი­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" თავ­მჯდო­მა­რემ, ზაზა თა­ვა­ძემ ფრაქ­ცი­ის წევ­რებ­თან ერ­თად გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ზაზა თა­ვა­ძის თქმით, მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან 20 ათა­სი დო­ლა­რის და მო­მა­ვალ­ში კარგ პო­ზი­ცი­ა­ზე და­საქ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ, და­ვით ფარ­ცვა­ნი­ამ ფრაქ­ცია “თბი­ლი­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” და­ტო­ვა.

ზაზა თა­ვა­ძეს თქმით, ის შემ­ჩნე­უ­ლი იყო "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან სა­ვა­რა­უ­დო ფა­რულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში.

"დღეს, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ოც­ნე­ბის“ მხრი­დან 20 ათა­სი აშშ დო­ლა­რის და მო­მა­ვალ­ში კარგ პო­ზი­ცი­ა­ზე და­საქ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ, პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რმა და­ვით ფარ­ცვა­ნი­ამ ფრაქ­ცია “თბი­ლი­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” და­ტო­ვა. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ და­ვით ფარ­ცვა­ნია ასე­ვე შემ­ჩნე­უ­ლი იყო “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა” და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან სა­ვა­რა­უ­დო ფა­რულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში, ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი­სა და ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­წო­დე­ბა­ში, რა­საც მისი დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გად ადას­ტუ­რებს" - გა­ნა­ცხა­და ზაზა თა­ვა­ძემ.

მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აგ­რძე­ლებს მი­ზან­მი­მარ­თულ ბრძო­ლას პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წი­ნა­აღ­მდეგ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ აგ­რე­სი­უ­ლად აგ­რძე­ლებს მი­ზან­მი­მარ­თულ ბრძო­ლას ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, მათ შო­რის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მი­ტა­ცე­ბას უკა­ნო­ნო მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რა­შიც აქ­ტი­უ­რად ჰყავთ ჩარ­თუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ად­გი­ლი აქვს ადა­მი­ა­ნე­ბის მოს­ყიდ­ვას, და­ში­ნე­ბას, შან­ტაჟს, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის ძა­ლა­დო­ბით წარ­თმე­ვას, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ უძ­ლებს, თუმ­ცა, გვაქვს ღირ­სე­უ­ლი ბრძო­ლის მა­გა­ლი­თე­ბი. ჩვე­ნი პარ­ტია აერ­თი­ა­ნებს სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი იდე­ე­ბის გარ­შე­მო, მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის შეკ­რე­ბილ, სწო­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ათა­სო­ბით ადა­მი­ანს ქვეყ­ნის ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­დან, რო­მელ­თა გვერ­დით ღირ­სე­ბა­აყ­რი­ლი და გა­ყი­დუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ად­გი­ლი არ არის. ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყვე­ლა მსგავს შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა ანა­ლო­გი­უ­რად მკაც­რი" , - გა­ნა­ცხა­და ზაზა თა­ვა­ძემ.

  • ბრალ­დე­ბას უკვე უპა­სუ­ხა და­ვით ფარ­ცვა­ნი­ამ და აღ­ნიშ­ნა, რომ გუნ­დის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზი პარ­ტი­ას­თან უთან­ხმო­ე­ბა იყო.

"პარ­ტია მე თვი­თონ­ვე დავ­ტო­ვე, გუ­შინ ამის თა­ო­ბა­ზე ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს­თან მქონ­და სა­უ­ბა­რი. ასე­ვე, დღეს გან­ცხა­დე­ბაც კი დავ­წე­რე და შემ­დგომ იყო პირ­ვე­ლი ტყუ­ი­ლი, რომ პარ­ტი­ი­დან გამ­რი­ცხეს. რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბას, ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საბ­ჭო­თა „კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი“ მიდ­გო­მა და ეს ხალ­ხი უნდა დაჯ­დეს სხდო­მის დარ­ბაზ­ში ამ ბრალ­დე­ბით, როცა ეს გა­აჟ­ღე­რეს?! მი­ზე­ზე­ბი საკ­მა­ოდ ბევ­რი იყო. ეს იყო დიდი ხნის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის არარ­სე­ბო­ბა. ეს პრო­ცე­სი გუ­შინ და გუ­შინ­წინ არ და­წყე­ბუ­ლა. ასე­ვე, პარ­ტი­ას­თან გარ­კვე­უ­ლი ტი­პის უთან­ხმო­ე­ბე­ბი იყო, თუმ­ცა სხვა დე­ტა­ლებს უკვე მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

ეს ისე­თი­ვე ბრალ­დე­ბაა, რო­გორც ბა­ტო­ნი გი­ორ­გი გა­ხა­რია არის „კო­კა­ინ­ში­კი“, ასე­ვე ვი­თომ მე მაქვს აღე­ბუ­ლი 20 ათა­სი დო­ლა­რი. ყო­ჩაღ! ასე გა­აგ­რძე­ლეთ! ასე გაგ­რძე­ლე­ბით, არას­წო­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით და თა­ვი­სი პარ­ტი­ის წევ­რებ­თან ნორ­მა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის არარ­სე­ბო­ბით, მსგავ­სი ტი­პის ბინ­ძუ­რი ბრალ­დე­ბე­ბით ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნის მი­მართ, თვალ­სა და ხელს შუა ჩა­მო­გეშ­ლე­ბათ ეს პარ­ტია. ჩემ­თვის მარ­თლა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს გან­ცხა­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ფარ­ცვა­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
2

გახსრიას გუნდს ღალატი და ქრთამი გაკვირდებათ საწაული თუ გინდათ ,

დგ
1

ეგ მოსაზრებებია ქაღალდი სადაა ეგ რომ.ეწეროს დოკუმენტურად 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"შემჩნეული იყო "ოცნებასა" და სუს-თან ფარულ თანამშრომლობაში" - თბილისის საკრებულოს წევრი დავით ფარცვანია გიორგი გახარიას პარტიიდან გარიცხეს

"შემჩნეული იყო "ოცნებასა" და სუს-თან ფარულ თანამშრომლობაში" - თბილისის საკრებულოს წევრი დავით ფარცვანია გიორგი გახარიას პარტიიდან გარიცხეს

პარტია "საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს წევრი, დავით ფარცვანია პარტიიდან გაირიცხა. ამის შესახებ ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ ფრაქციის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზაზა თავაძის თქმით, მათი ინფორმაციით, "ქართული ოცნების“ მხრიდან 20 ათასი დოლარის და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ, დავით ფარცვანიამ ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” დატოვა.

ზაზა თავაძეს თქმით, ის შემჩნეული იყო "ქართულ ოცნებასა" და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სავარაუდო ფარულ თანამშრომლობაში.

"დღეს, ჩვენი ინფორმაციით, „ოცნების“ მხრიდან 20 ათასი აშშ დოლარის და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ, პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს წევრმა დავით ფარცვანიამ ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” დატოვა. ნიშანდობლივია, რომ დავით ფარცვანია ასევე შემჩნეული იყო “ქართულ ოცნებასა” და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სავარაუდო ფარულ თანამშრომლობაში, ინფორმაციებისა და ჩანაწერების მიწოდებაში, რასაც მისი დღევანდელი გადაწყვეტილება ყველაზე კარგად ადასტურებს" - განაცხადა ზაზა თავაძემ.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" აგრძელებს მიზანმიმართულ ბრძოლას პარტია "საქართველოსთვის" წინააღმდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით.

"ქართული ოცნება“ აგრესიულად აგრძელებს მიზანმიმართულ ბრძოლას ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური ძალაუფლების მიტაცებას უკანონო მეთოდების გამოყენებით, რაშიც აქტიურად ჰყავთ ჩართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები. ადგილი აქვს ადამიანების მოსყიდვას, დაშინებას, შანტაჟს, მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის ძალადობით წართმევას, რასაც ადამიანების გარკვეული ნაწილი, სამწუხაროდ, ვერ უძლებს, თუმცა, გვაქვს ღირსეული ბრძოლის მაგალითები. ჩვენი პარტია აერთიანებს საერთო ეროვნული იდეების გარშემო, მხოლოდ საქართველოსთვის შეკრებილ, სწორი ფასეულობებისა და ღირებულებების ათასობით ადამიანს ქვეყნის ყველა რეგიონიდან, რომელთა გვერდით ღირსებააყრილი და გაყიდული ადამიანების ადგილი არ არის. ჩვენი გადაწყვეტილება ყველა მსგავს შემთხვევაში იქნება ანალოგიურად მკაცრი" , - განაცხადა ზაზა თავაძემ.

  • ბრალდებას უკვე უპასუხა დავით ფარცვანიამ და აღნიშნა, რომ გუნდის დატოვების მიზეზი პარტიასთან უთანხმოება იყო.

"პარტია მე თვითონვე დავტოვე, გუშინ ამის თაობაზე ფრაქციის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი. ასევე, დღეს განცხადებაც კი დავწერე და შემდგომ იყო პირველი ტყუილი, რომ პარტიიდან გამრიცხეს. რაც შეეხება ბრალდებას, ეს არის ჩვეულებრივი საბჭოთა „კაგებეშნიკური“ მიდგომა და ეს ხალხი უნდა დაჯდეს სხდომის დარბაზში ამ ბრალდებით, როცა ეს გააჟღერეს?! მიზეზები საკმაოდ ბევრი იყო. ეს იყო დიდი ხნის კომუნიკაციის არარსებობა. ეს პროცესი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ასევე, პარტიასთან გარკვეული ტიპის უთანხმოებები იყო, თუმცა სხვა დეტალებს უკვე მნიშვნელობა არ აქვს.

ეს ისეთივე ბრალდებაა, როგორც ბატონი გიორგი გახარია არის „კოკაინშიკი“, ასევე ვითომ მე მაქვს აღებული 20 ათასი დოლარი. ყოჩაღ! ასე გააგრძელეთ! ასე გაგრძელებით, არასწორი კომუნიკაციით და თავისი პარტიის წევრებთან ნორმალური კომუნიკაციის არარსებობით, მსგავსი ტიპის ბინძური ბრალდებებით ახალგაზრდა ადამიანის მიმართ, თვალსა და ხელს შუა ჩამოგეშლებათ ეს პარტია. ჩემთვის მართლა მოულოდნელი იყო ეს განცხადება“, - განაცხადა ფარცვანიამ.