კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუკა ლოჩოშვილი წლის ყველაზე ემოციური მომენტისთვის დააჯილდოვეს - ქართველმა სპორტსმენმა ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა
ლუკა ლოჩოშვილი წლის ყველაზე ემოციური მომენტისთვის დააჯილდოვეს - ქართველმა სპორტსმენმა ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა

ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლი წლის ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტის­თვის და­ა­ჯილ­დო­ვეს - ქარ­თველ­მა სპორ­ტსმენ­მა ფეხ­ბურ­თე­ლი სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა.

Lotteries Sporthilfe Gala-ს ფარ­გლებ­ში, ავ­სტრი­ის წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნე­ბი და­ა­ჯილ­დო­ვეს. ავ­სტრი­ა­ში ეს ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი სპორ­ტუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბაა.

ღო­ნის­ძი­ე­ბას 1200 სტუ­მა­რი ეს­წრე­ბო­და. ნო­მი­ნან­ტე­ბი სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ებ­ში სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს გა­მო­ა­ცხა­დეს და ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა ავ­სტრი­ის სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რებს ჰქონ­დათ.

სპორ­ტსმე­ნე­ბი 12 კა­ტე­გო­რი­ა­ში და­ჯილ­დოვ­დნენ და ერთ-ერთი კა­ტე­გო­რი­ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლი გახ­და. მან ჯილ­დო "ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი სპორ­ტუ­ლი მო­მენ­ტის­თვის" კა­ტე­გო­რი­ა­ში მი­ი­ღო.

საქ­მე ეხე­ბა ეპი­ზოდს სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს, როცა ლუ­კამ ფეხ­ბურ­თე­ლი სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნა.

რო­დე­საც ლუკა "ვოლფსბერ­გის“ რი­გებ­ში თა­მა­შობ­და, მან "აუსტრი­ას" ფეხ­ბურ­თე­ლი, ჯორჯ ტა­იგ­ლი გა­და­არ­ჩი­ნა. შეხ­ვედ­რის მი­წუ­რულს, მას­პინ­ძელ­თა ნა­ხე­ვარმცვე­ლი ტა­იგ­ლი ცუ­დად გახ­და და გო­ნე­ბა და­კარ­გა. ფეხ­ბურ­თელ­თან სწრა­ფად გაჩ­ნდა ლო­ჩოშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია კო­ლე­გას და მისი სი­ცო­ცხლე იხ­სნა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ლო­ჩოშ­ვილს ამა­ვე ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ კა­რინ­ტი­ას მხა­რის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, პი­ტერ კა­ი­ზერ­მა, სპორ­ტულ­მა დი­რექ­ტორ­მა არნო არ­ტო­ფერ­მა და საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნელ­მა, სე­ბას­ტი­ან შუშ­ნიგ­მაც გა­დას­ცეს სა­პა­ტიო ჯილ­დო.

წყა­რო: leadersnet

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამულისშვილი
0

გულს უხარია პოზიტივი, ფეხბურთელებისგან, გულშემატკივრებისგან, საზოგადოებისგან ....მეტი პოზიტივი და პროგრესი ერს და სამშობლოს ამინ🌳🔥💖🍷

ნიკოლოზი
0

აქ რომ ადამიანი დისლაიქებს დააჭერს ხელს... ფუი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ლუკა ლოჩოშვილი წლის ყველაზე ემოციური მომენტისთვის დააჯილდოვეს - ქართველმა სპორტსმენმა ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა

ლუკა ლოჩოშვილი წლის ყველაზე ემოციური მომენტისთვის დააჯილდოვეს - ქართველმა სპორტსმენმა ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა

ლუკა ლოჩოშვილი წლის ყველაზე ემოციური მომენტისთვის დააჯილდოვეს - ქართველმა სპორტსმენმა ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა.

Lotteries Sporthilfe Gala-ს ფარგლებში, ავსტრიის წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვეს. ავსტრიაში ეს ყველაზე მასშტაბური სპორტული დაჯილდოებაა.

ღონისძიებას 1200 სტუმარი ესწრებოდა. ნომინანტები სხვადასხვა კატეგორიებში სექტემბრის ბოლოს გამოაცხადეს და ხმის მიცემის უფლება ავსტრიის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრებს ჰქონდათ.

სპორტსმენები 12 კატეგორიაში დაჯილდოვდნენ და ერთ-ერთი კატეგორიის გამარჯვებული ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი გახდა. მან ჯილდო "ყველაზე ემოციური სპორტული მომენტისთვის" კატეგორიაში მიიღო.

საქმე ეხება ეპიზოდს საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობის დროს, როცა ლუკამ ფეხბურთელი სიკვდილისგან იხსნა.

როდესაც ლუკა "ვოლფსბერგის“ რიგებში თამაშობდა, მან "აუსტრიას" ფეხბურთელი, ჯორჯ ტაიგლი გადაარჩინა. შეხვედრის მიწურულს, მასპინძელთა ნახევარმცველი ტაიგლი ცუდად გახდა და გონება დაკარგა. ფეხბურთელთან სწრაფად გაჩნდა ლოჩოშვილი, რომელმაც პირველადი დახმარება გაუწია კოლეგას და მისი სიცოცხლე იხსნა.

როგორც ცნობილია, ლოჩოშვილს ამავე ინციდენტის შემდეგ კარინტიას მხარის გუბერნატორმა, პიტერ კაიზერმა, სპორტულმა დირექტორმა არნო არტოფერმა და საბჭოს ხელმძღვანელმა, სებასტიან შუშნიგმაც გადასცეს საპატიო ჯილდო.

წყარო: leadersnet

მოამზადა: ანა სიბოშვილმა