კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-ის დაზვერვაში თვლიან, რომ დარია დუგინას მკვლელობის უკან შესაძლოა, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები იდგნენ" - New York Times
"აშშ-ის დაზვერვაში თვლიან, რომ დარია დუგინას მკვლელობის უკან შესაძლოა, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები იდგნენ" - New York Times

აშშ-ში თვლი­ან, რომ კრემ­ლის იდე­ო­ლო­გი­ის მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დის, ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე ფი­ლო­სო­ფო­სის, ალექ­სან­დრ დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი, და­რია დუ­გი­ნა შე­საძ­ლოა, უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის თან­ხმო­ბით მოკ­ლეს, ამის შე­სა­ხებ The New York Times-ი აშშ-ის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბა­საც გა­მო­ცე­მა არ ასა­ხე­ლებს.

უკ­რა­ი­ნა უარ­ყოფს რა­ი­მე სა­ხის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მკვლე­ლო­ბა­ში, მაგ­რამ "ნიუ იორკ თა­იმ­სის" მი­ხედ­ვით, აშშ-ის დაზ­ვერ­ვამ გა­ი­ზი­ა­რა შე­ფა­სე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­ვა­რა­უ­დოდ, თავ­დას­ხმის უფ­ლე­ბა მის­ცეს. ეს ნა­რა­ტი­ვი ეხ­მი­ა­ნე­ბა და გარ­კვე­ულ­წი­ლად იმე­ო­რებს რუ­სე­თის მთავ­რო­ბის პრე­ტენ­ზი­ე­ბის უკ­რა­ი­ნას­თან აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გა­მო­ცე­მის წყა­რო­ებს არ უთ­ქვამთ კონ­კრე­ტუ­ლი გვა­რე­ბი, თუ ვინ შე­იძ­ლე­ბა იდ­გეს ამ საქ­მის უკან, ან იცო­და თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, CNN-მაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია დაზ­ვერ­ვის წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით იმის შე­სა­ხებ, რომ შე­საძ­ლოა, თავ­დას­ხმა უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ ყო­ფი­ლი­ყო ნე­ბა­დარ­თუ­ლი.

"ნიუ იორკ თა­იმ­სი" წერს, რომ ამე­რი­კუ­ლი დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, ამე­რი­კას მომ­ხდარ­თან არა­ფე­რი აკავ­ში­რებს. მათი გან­მარ­ტე­ბით, აშშ-ის დაზ­ვერ­ვას არ მი­უ­წო­დე­ბია ინ­ფორ­მა­ცია უკ­რა­ი­ნის­თვის დუ­გი­ნას შე­სა­ხებ და არ დახ­მა­რე­ბია თავ­დას­ხმის მომ­ზა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, 20 აგ­ვის­ტოს, მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში აფეთ­ქდა ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­საც ცნო­ბი­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი იდე­ო­ლო­გის, ალექ­სან­დრ დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი, 30 წლის და­რია დუ­გი­ნა მარ­თავ­და. რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის გან­ცხა­დე­ბით, მან­ქა­ნა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. დუ­გი­ნა იყო "სა­ერ­თა­შო­რი­სო ევ­რა­ზი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი კო­მენ­ტა­ტო­რი.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:(((
3

რუსეთი რა ჩიტიც არის დიდი ხანია ვიცით,მაგრამ ეს ამერიკაც როგორი "ერთგული" მოკავშირე ყოფილა კაცო.თან უკრაინას აწმენდავს ხელს და ფაქტიურად ტერორისტებად აცხადებს და თან "შესაძლოაო".

 

Soso
1

ამერიკამ რაგაც ჩაიციქრა დაიწყო უკრაინეზე ზეწოლა ჯერ მასკიო ეხლა ეს შემდეგი რაიქნება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"აშშ-ის დაზვერვაში თვლიან, რომ დარია დუგინას მკვლელობის უკან შესაძლოა, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები იდგნენ" - New York Times

"აშშ-ის დაზვერვაში თვლიან, რომ დარია დუგინას მკვლელობის უკან შესაძლოა, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები იდგნენ" - New York Times

აშშ-ში თვლიან, რომ კრემლის იდეოლოგიის მთავარი შემოქმედის, ულტრამემარჯვენე ფილოსოფოსის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა შესაძლოა, უკრაინის მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის თანხმობით მოკლეს, ამის შესახებ The New York Times-ი აშშ-ის დაზვერვის სამსახურებთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომელთა ვინაობასაც გამოცემა არ ასახელებს.

უკრაინა უარყოფს რაიმე სახის მონაწილეობას მკვლელობაში, მაგრამ "ნიუ იორკ თაიმსის" მიხედვით, აშშ-ის დაზვერვამ გაიზიარა შეფასება, რომ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა სავარაუდოდ, თავდასხმის უფლება მისცეს. ეს ნარატივი ეხმიანება და გარკვეულწილად იმეორებს რუსეთის მთავრობის პრეტენზიების უკრაინასთან აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

გამოცემის წყაროებს არ უთქვამთ კონკრეტული გვარები, თუ ვინ შეიძლება იდგეს ამ საქმის უკან, ან იცოდა თუ არა აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, CNN-მაც გამოაქვეყნა ინფორმაცია დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით იმის შესახებ, რომ შესაძლოა, თავდასხმა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების მიერ ყოფილიყო ნებადართული.

"ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ ამერიკული დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ამერიკას მომხდართან არაფერი აკავშირებს. მათი განმარტებით, აშშ-ის დაზვერვას არ მიუწოდებია ინფორმაცია უკრაინისთვის დუგინას შესახებ და არ დახმარებია თავდასხმის მომზადებაში.

ცნობისთვის, 20 აგვისტოს, მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა ავტომობილი, რომელსაც ცნობილი ნაციონალისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, 30 წლის დარია დუგინა მართავდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მანქანაში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. დუგინა იყო "საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის“ პოლიტიკური კომენტატორი.