კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოდის - რა დატვირთვა ექნება ვიზიტს: "სიცხადე უნდა შევიტანოთ, თუ სად არის საქართველოს ადგილი"
საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოდის - რა დატვირთვა ექნება ვიზიტს: "სიცხადე უნდა შევიტანოთ, თუ სად არის საქართველოს ადგილი"

შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე კონ­ტრო­ლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე ბონი ჯენ­კინ­სი 5-7 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვე­ვა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

“შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე კონ­ტრო­ლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში მდივ­ნის მო­ად­გი­ლე ბონი დ. ჯენ­კინ­სი თბი­ლისს 5-7 ოქ­ტომ­ბერს ეწ­ვე­ვა. თბი­ლის­ში ყოფ­ნი­სას, იგი გახ­სნის და ძი­რი­თად დაკ­ვირ­ვე­ბებს გა­მოთ­ქვამს ბი­ო­უ­საფრ­თხო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ი­სა და კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე COVID-19-დან მი­ღე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის შე­სა­ხებ. მდივ­ნის მო­ად­გი­ლე ასე­ვე და­ეს­წრე­ბა ორ­მხრივ შეხ­ვედ­რებს” , - წე­რია სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ანა­ლი­ტი­კო­სი ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლის ვი­ზი­ტი მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რო­გორც ბა­ტი­აშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ის ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც რო­გორც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, ასე­ვე მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მიერ კეთ­დე­ბა, ბუნ­დო­ვანს ხდის სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მო­მა­ვალს წა­ხა­ლი­სე­ბა-გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

"ასე­თი რან­გის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ჩა­მოს­ვლა ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და უკავ­შირ­დე­ბა რო­გორც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომს, ასე­ვე ამ ომის შე­დე­გად შექ­მნილ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს რე­გი­ონ­ში და მთელს მსოფ­ლი­ო­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სად იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი, მა­შინ, რო­დე­საც კეთ­დე­ბა ბუნ­დო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნი­ზე­ბულ ხა­სი­ათს აძ­ლე­ვენ თა­ვი­ანთ მოძ­რა­ო­ბას. ამ ფონ­ზე მსგავ­სი ვი­ზი­ტე­ბი კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა მეტი სი­ცხა­დე შე­ვი­ტა­ნოთ იმ სა­კი­თხში, თუ სად არის სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი.

შე­ი­ა­რა­ღე­ბის თვალ­საზ­რი­სით ეს ვი­ზი­ტი მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, ის შე­ი­ა­რა­ღე­ბა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გა­აჩ­ნია, არის საბ­ჭო­თა, ეს ია­რა­ღი სა­ერ­თოდ გა­მო­უ­სა­დე­გა­რი იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ტყვია-წა­მა­ლიც კი არ იქ­ნე­ბა ამის­თვის არ­სად მთელს მსოფ­ლი­ო­ში.

ამი­ტომ, დღე­ი­დან­ვე უნდა და­ი­წყოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ ფიქ­რი გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­მაც. მაგ­რამ იმ ფონ­ზე, რო­გო­რი ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბიც კეთ­დე­ბა, ეს ბუნ­დო­ვანს ხდის სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მო­მა­ვალს წა­ხა­ლი­სე­ბა-გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ამ მხრი­ვა­დაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს ვი­ზი­ტი, რომ რა­ღაც გზა გა­მო­იკ­ვე­თოს და და­ი­სა­ხოს“, - აღ­ნიშ­ნა ზურა ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
md
0

ბატიაშვილი არის ერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული, ვერშემდგარი ვერაფერი, ადამიანი კამათში ვერ შედის მეორე ადამიანთან ეგრევე ბლოკავს, ძალიან სუსტია. რეალური ანალიზები გვჭირდება მიმდინარე სიტაუცაისთან დაკავშირებით და არა ეს რაღაცა მიდებ-მოდება.

Tsiko
14

მოგვაშორე ელჩი და ცხადი გახდება ყველაფერი

რაც ეგ და ნაცები ერთმანეთს ლანძღავდნენ, რატომ ასე რადიკალური ცვლილება? აშშ ახალი ადმინისტრაციის ბრალია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოდის - რა დატვირთვა ექნება ვიზიტს: "სიცხადე უნდა შევიტანოთ, თუ სად არის საქართველოს ადგილი"

საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოდის - რა დატვირთვა ექნება ვიზიტს: "სიცხადე უნდა შევიტანოთ, თუ სად არის საქართველოს ადგილი"

შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი 5-7 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა.

ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

“შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში მდივნის მოადგილე ბონი დ. ჯენკინსი თბილისს 5-7 ოქტომბერს ეწვევა. თბილისში ყოფნისას, იგი გახსნის და ძირითად დაკვირვებებს გამოთქვამს ბიოუსაფრთხოების ასოციაციის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის კონფერენციაზე COVID-19-დან მიღებული გაკვეთილების შესახებ. მდივნის მოადგილე ასევე დაესწრება ორმხრივ შეხვედრებს” , - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია.

როგორც ბატიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ის ანტიდასავლური განცხადებები, რომელიც როგორც მმართველი პარტიის, ასევე მათთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ კეთდება, ბუნდოვანს ხდის საქართველოს შეიარაღებული ძალების მომავალს წახალისება-გადაიარაღების თვალსაზრისით.

"ასეთი რანგის მაღალჩინოსნის ჩამოსვლა ყოველთვის მნიშვნელოვანია და უკავშირდება როგორც რუსეთ-უკრაინის ომს, ასევე ამ ომის შედეგად შექმნილ უსაფრთხოების გარემოს რეგიონში და მთელს მსოფლიოში. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია სად იქნება საქართველოს ადგილი, მაშინ, როდესაც კეთდება ბუნდოვანი განცხადებები ხელისუფლების და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან, რომლებიც ორგანიზებულ ხასიათს აძლევენ თავიანთ მოძრაობას. ამ ფონზე მსგავსი ვიზიტები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რათა მეტი სიცხადე შევიტანოთ იმ საკითხში, თუ სად არის საქართველოს ადგილი.

შეიარაღების თვალსაზრისით ეს ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანი იქნება, ის შეიარაღება და აღჭურვილობა, რომელიც საქართველოს გააჩნია, არის საბჭოთა, ეს იარაღი საერთოდ გამოუსადეგარი იქნება რამდენიმე თვეში, ტყვია-წამალიც კი არ იქნება ამისთვის არსად მთელს მსოფლიოში.

ამიტომ, დღეიდანვე უნდა დაიწყოს ყველა ქვეყანამ ფიქრი გადაიარაღებაზე, მათ შორის საქართველომაც. მაგრამ იმ ფონზე, როგორი ანტიდასავლური განცხადებებიც კეთდება, ეს ბუნდოვანს ხდის საქართველოს შეიარაღებული ძალების მომავალს წახალისება-გადაიარაღების თვალსაზრისით. ამ მხრივადაც მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი, რომ რაღაც გზა გამოიკვეთოს და დაისახოს“, - აღნიშნა ზურა ბატიაშვილმა.