საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მობილიზაციის გამოცხადებიდან ორი კვირის განმავლობაში რუსეთი 700 000-დან ერთ მილიონამდე ადამიანმა დატოვა" - მედია
"მობილიზაციის გამოცხადებიდან ორი კვირის განმავლობაში რუსეთი 700 000-დან ერთ მილიონამდე ადამიანმა დატოვა" - მედია

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ი­დან“ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სე­თი, სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, 700 000-დან 1 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი Forbes-ი წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

გა­მო­ცე­მის ერთ-ერთი წყა­როს ცნო­ბით, რუ­სე­თი, მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის და­წყე­ბი­დან, თით­ქმის, 1 მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან კი­დევ ერთი წყა­რო იუ­წყე­ბა, რომ 600 000-დან 700 000-მდე რუს­მა და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა.

გა­მო­ცე­მას­თან წყა­რო ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა პრო­ცენ­ტმა და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა ტუ­რის­ტუ­ლი მიზ­ნით.

Forbes-ის ცნო­ბით, მა­ნამ­დე მე­დი­ამ და­ა­სა­ხე­ლა 194 000 რუსი, რომ­ლე­ბიც მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან ერთი კვი­რის შემ­დეგ გა­ემ­გზავრნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყა­ზა­ხეთ­სა და ფი­ნეთ­ში.

სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში, ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დეც კი, „როსს­ტატ­მა“ გა­ნა­ცხა­და, რომ წლის და­სა­წყი­სი­დან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია 419 000-მა ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა, რაც ორ­ჯერ მე­ტია გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით. მიგ­რა­ცი­ულ­მა ნა­კად­მა რუ­სეთ­ში 96 000 შე­ად­გი­ნა, რაც 2021 წელს 114 000 იყო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაო
1

რუაეთი გინდ ათმა მილიონამ დატოვოს არაფერი შეეტყობათ აი საქართველოს კი კარგად დაეტყობა გაზაფხულისთვის საქაგრუზიად ვიქცევით

პოლნი პიპეცია
1

მსოფლიო გამოღლევდა ამათი შემყურე. ისტორიაში პირველად ხდება აგრესორი ქვეყანა სხვას ესხმოდეს თავს და თვითონვე გარბოდეს. ხალხმა ვერ გაიგო რა ხდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მობილიზაციის გამოცხადებიდან ორი კვირის განმავლობაში რუსეთი 700 000-დან ერთ მილიონამდე ადამიანმა დატოვა" - მედია

"მობილიზაციის გამოცხადებიდან ორი კვირის განმავლობაში რუსეთი 700 000-დან ერთ მილიონამდე ადამიანმა დატოვა" - მედია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციიდან“ ორი კვირის განმავლობაში, რუსეთი, სხვადასხვა მონაცემებით, 700 000-დან 1 მილიონამდე ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ რუსულენოვანი Forbes-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთი, მობილიზაციის დაწყებიდან, თითქმის, 1 მილიონმა ადამიანმა დატოვა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კიდევ ერთი წყარო იუწყება, რომ 600 000-დან 700 000-მდე რუსმა დატოვა ქვეყანა.

გამოცემასთან წყარო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა პროცენტმა დატოვა ქვეყანა ტურისტული მიზნით.

Forbes-ის ცნობით, მანამდე მედიამ დაასახელა 194 000 რუსი, რომლებიც მობილიზაციის გამოცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ გაემგზავრნენ საქართველოში, ყაზახეთსა და ფინეთში.

სექტემბრის დასაწყისში, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამდეც კი, „როსსტატმა“ განაცხადა, რომ წლის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაცია 419 000-მა ადამიანმა დატოვა, რაც ორჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიგრაციულმა ნაკადმა რუსეთში 96 000 შეადგინა, რაც 2021 წელს 114 000 იყო.