პოლიტიკა
მოზაიკა

19

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინა თავისას დაიბრუნებს, ყველგან ჩვენი დროშა იქნება" - უკრაინელებმა ქალაქი ლიმანი  სრულად გაათავისუფლეს
"უკრაინა თავისას დაიბრუნებს, ყველგან ჩვენი დროშა იქნება" - უკრაინელებმა ქალაქი ლიმანი  სრულად გაათავისუფლეს

უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ქა­ლა­ქი ლი­მა­ნი სრუ­ლად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ, კი­რილ ტი­მო­შენ­კომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა.

"უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა, კერ­ძოდ, 81-ე სა­დე­სან­ტო ბრი­გა­დამ, უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ნა­წი­ლებ­თან და კულ­ჩიც­კის ბა­ტა­ლი­ონ­თან ერ­თად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და კონ­ტროლ­ქვეშ აიყ­ვა­ნა დო­ნეც­კის ოლ­ქის ლი­მა­ნის და­სახ­ლე­ბა“, – წერს ტი­მო­შენ­კო.

მა­ნამ­დე მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და სუ­რა­თე­ბი, რო­მელ­ზეც უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი ლი­მა­ნის შე­სას­ვლელ­ში უკ­რა­ი­ნის დრო­შას აღ­მარ­თა­ვენ.

  • "დო­ნეც­კის ოლ­ქის ლი­მან­ში რამე ფსევ­დო­რ­ე­ფე­რენ­დუ­მის ნი­შა­ნიც კი აღარ არის", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ამ კვი­რა­ში დონ­ბას­ში უკ­რა­ი­ნის დრო­შე­ბი მომ­რავ­ლდა, ხოლო ერთ კვი­რა­ში კი­დევ უფრო მეტი იქ­ნე­ბა.

“მა­შინ რა ფსევ­დო­რ­ე­ფე­რენ­დუ­მი? ეს რა, ორი დო­ნეც­კის ოლქი არ­სე­ბობს? დო­ნეც­კის ოლ­ქის იამ­პო­ლის ორი და­სახ­ლე­ბა? ან ტორსკო­ეს ორი და­სახ­ლე­ბა? უკ­რა­ი­ნის წინსვლა გაგ­რძელ­დე­ბა. უკ­რა­ი­ნის დრო­შა უკვე დო­ნეც­კის ოლ­ქის ლი­მან­შია. იქ უკვე აღარ არის რამე ფრევ­დო­რ­ე­ფე­რენ­დუ­მის ნი­შა­ნიც კი”, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

  • პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის­თვის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა ლო­გი­კუ­რია, მტრის­თვის კი ასე­თი “შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი” სულ უფრო და უფრო მეტი იქ­ნე­ბა.

“უკ­რა­ი­ნა თა­ვი­სას და­იბ­რუ­ნებს. აღ­მო­სავ­ლეთ­შიც და სამ­ხრეთ­შიც. იმა­საც, რის ანექ­სი­რე­ბა­საც ახლა ცდი­ლობ­დით და ყი­რიმ­საც, რო­მელ­საც 2014 წლი­დან ანექ­სი­რე­ბულს ეძა­ხი­ან. ყველ­გან ჩვე­ნი დრო­შა იქ­ნე­ბა”, - თქვა ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი XV
38

ოცნებას კაცი არ მოუკლავს (?)

😆

ბადრი
84

რა აიღეს, ვინ აიღო, რუსები ადგნენ და წავიდნენ. ესენი კიდე, ავიღეთო. ცოტა რეალობას მოუხმეთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვირუსები ცირკულირებს და როგორ უნდა მოვიქცეთ რომ დავიცვათ თავი სხვა და სხვა ვირუსული ინფექციებისგან
ავტორი:

"უკრაინა თავისას დაიბრუნებს, ყველგან ჩვენი დროშა იქნება" - უკრაინელებმა ქალაქი ლიმანი  სრულად გაათავისუფლეს

"უკრაინა თავისას დაიბრუნებს, ყველგან ჩვენი დროშა იქნება" - უკრაინელებმა ქალაქი ლიმანი  სრულად გაათავისუფლეს

უკრაინელებმა ქალაქი ლიმანი სრულად გაათავისუფლეს. მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, კერძოდ, 81-ე სადესანტო ბრიგადამ, უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილებთან და კულჩიცკის ბატალიონთან ერთად გაათავისუფლა და კონტროლქვეშ აიყვანა დონეცკის ოლქის ლიმანის დასახლება“, – წერს ტიმოშენკო.

მანამდე მედიაში გავრცელდა სურათები, რომელზეც უკრაინელი ჯარისკაცები ლიმანის შესასვლელში უკრაინის დროშას აღმართავენ.

  • "დონეცკის ოლქის ლიმანში რამე ფსევდორეფერენდუმის ნიშანიც კი აღარ არის", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ამ კვირაში დონბასში უკრაინის დროშები მომრავლდა, ხოლო ერთ კვირაში კიდევ უფრო მეტი იქნება.

“მაშინ რა ფსევდორეფერენდუმი? ეს რა, ორი დონეცკის ოლქი არსებობს? დონეცკის ოლქის იამპოლის ორი დასახლება? ან ტორსკოეს ორი დასახლება? უკრაინის წინსვლა გაგრძელდება. უკრაინის დროშა უკვე დონეცკის ოლქის ლიმანშია. იქ უკვე აღარ არის რამე ფრევდორეფერენდუმის ნიშანიც კი”, - განაცხადა ზელენსკიმ.

  • პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ტერიტორიების დაბრუნება ლოგიკურია, მტრისთვის კი ასეთი “შეუსაბამობები” სულ უფრო და უფრო მეტი იქნება.

“უკრაინა თავისას დაიბრუნებს. აღმოსავლეთშიც და სამხრეთშიც. იმასაც, რის ანექსირებასაც ახლა ცდილობდით და ყირიმსაც, რომელსაც 2014 წლიდან ანექსირებულს ეძახიან. ყველგან ჩვენი დროშა იქნება”, - თქვა ზელენსკიმ.