მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 წლით უმცროსი ქმარი და მდიდრული უძრავი ქონება საზღვარგარეთ - პუტინის ყოფილი ცოლის სკანდალური პირადი ცხოვრება
20 წლით უმცროსი ქმარი და მდიდრული უძრავი ქონება საზღვარგარეთ - პუტინის ყოფილი ცოლის სკანდალური პირადი ცხოვრება

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში არა­ერ­თხელ მოქ­ცე­უ­ლა, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ალი­ნა კა­ბა­ე­ვა­სა და პუ­ტი­ნის შე­საძ­ლო თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ზე და მათ სა­ერ­თო შვი­ლებ­ზე უამ­რა­ვი სტა­ტია და­ი­წე­რა. თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა სად არის ქალი, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და პუ­ტინ­თან ქორ­წი­ნე­ბა­ში, ის ფი­უ­რე­რის ორი კა­ნო­ნი­ე­რი ქა­ლიშ­ვი­ლის, მა­რია და კა­ტე­რი­ნას დე­დაა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნა­ზე 31 წელი იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ზუს­ტად არ არის ცნო­ბი­ლი, რო­დის და­ი­წყო მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი. სა­ვა­რა­უ­დოდ, წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბა­ში ბზა­რი 2001 წელს გაჩ­ნდა, რო­დე­საც პუ­ტი­ნი კა­ბა­ე­ვას შეხ­ვდა. სპორ­ტსმენ­თან რო­მა­ნის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი 2006 წელს და­ი­წყო...

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნას, ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი მისი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, რა თქმა უნდა, ისე­ვე რო­გორც რუსი "ფი­უ­რე­რის" ყვე­ლა ნა­თე­სავ­ზე. იგი და­ი­ბა­და 1958 წლის 6 იან­ვარს კა­ლი­ნინ­გრად­ში, ალექ­სან­დრე შკრებ­ნი­ო­ვის, სა­რე­მონ­ტო და მე­ქა­ნი­კუ­რი ქარ­ხნის მუ­ში­სა და კა­ტე­რი­ნას, სატ­ვირ­თო კომ­პა­ნი­ის მო­ლა­რის ოჯახ­ში. სა­შუ­ა­ლო სკო­ლა კა­ლი­ნინ­გრად­ში და­ამ­თავ­რდა. ქალი მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, ამი­ტომ ის სპე­ცი­ა­ლურ წრე­ზეც კი და­დი­ო­და. რუ­სე­თის მო­მა­ვა­ლი პირ­ვე­ლი ლედი მუ­შა­ობ­და არც თუ ისე პრეს­ტი­ჟულ სამ­სა­ხუ­რებ­ში, რო­გო­რი­ცაა ფოს­ტა­ლი­ო­ნი, მედ­და, დრა­მა­ტუ­ლი კლუ­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი და კა­ლი­ნინ­გრა­დის ავი­ა­ხა­ზე­ბის ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლიც კი. 80-იან წლებ­ში იგი სა­ვა­რა­უ­დოდ სა­ცხოვ­რებ­ლად ლე­ნინ­გრად­ში (ახ­ლან­დე­ლი სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გი) გა­და­ვი­და, 1986 წელს და­ამ­თავ­რა ლე­ნინ­გრა­დის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ფი­ლო­ლოგ-რო­მა­ნის­ტის სპე­ცი­ა­ლო­ბით. 1990-1994 წლებ­ში თა­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ას­წავ­ლი­და გერ­მა­ნულს.

პუ­ტი­ნამ ერთხე­ლაც მე­დი­ას­თან ქმარ­თან უც­ნა­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ისა­უბ­რა. მან აღი­ა­რა, თუ რო­გორ გა­ა­ჩი­ნა პირ­ვე­ლი შვი­ლი მარ­ტომ... სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­სას­ვლე­ლად ტაქ­სი გა­ა­ჩე­რა, რად­გან ამ დროს ქმა­რი მივ­ლი­ნე­ბა­ში იყო. რო­დე­საც პუ­ტი­ნი დაბ­რუნ­და, მან გა­მო­ა­ცხა­და, რომ გო­გო­ნას ბე­ბი­ის პა­ტივ­სა­ცე­მად მა­შას და­არ­ქმევ­დნენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლუდ­მი­ლას ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის ნა­ტა­ლი­ას დარ­ქმე­ვა უნ­დო­და: "ცრემ­ლე­ბი მო­მად­გა. მაგ­რამ შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ამ სა­კი­თხში არ­ჩე­ვა­ნი არ მქონ­და და მაშა ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და. ”- თქვა მან. მან ასე­ვე თქვა, რომ რო­დე­საც პუ­ტი­ნი კგბ-ში მუ­შა­ობ­და, ის ძა­ლა­დობ­და ცოლ­ზე და ჰქონ­და რო­მა­ნი.

წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2013 წელს გან­ქორ­წინ­და. თუმ­ცა მა­ნამ­დე, რო­დე­საც ტე­ლე­არხ „რა­სია 24“-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკი­თხა, თუ რა­ტომ ჩნდე­ბოდ­ნენ ისი­ნი ასე იშ­ვი­ა­თად ერ­თად, წყვილ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზად ლუდ­მი­ლას უხა­ლი­სო­ბა და­ა­სა­ხე­ლა...

"მთე­ლი ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ჯა­რო­ო­ბას­თან, აბ­სო­ლუ­ტურ სა­ჯა­რო­ო­ბას­თან. ზოგს მოს­წონს, ზოგს არა, მაგ­რამ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. ”- გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა თით­ქმის 31 წლი­ან ქორ­წი­ნე­ბა­ზე.

"ეს მარ­თლაც ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა დას­რულ­და იმის გამო, რომ ჩვენ პრაქ­ტი­კუ­ლად არ ვნა­ხუ­ლობ­დით ერ­თმა­ნეთს, ვლა­დი­მი­რი მთლი­ა­ნად არის ჩაფ­ლუ­ლი სა­მუ­შა­ო­ში, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი გა­ი­ზარ­დნენ, თი­თო­ე­უ­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. მე ნამ­დვი­ლად არ მიყ­ვარს სა­ჯა­რო­ო­ბა და ფრე­ნა მი­ჭირს“, - თქვა ლუდ­მი­ლამ, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ბორტგამ­ცი­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და.

2014 წლის 1 აპ­რილს პუ­ტი­ნის პრესმდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მისი გან­ქორ­წი­ნე­ბა ლუდ­მი­ლას­თან დას­რულ­და. თუმ­ცა, პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე დიდ­ხანს არ ყო­ფი­ლა მარ­ტო და 2016 წლის იან­ვარ­ში იგი და­ქორ­წინ­და ინ­ტერ­პერ­სო­ნა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბა "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის" 37 წლის ხელ­მძღვა­ნელ­ზე, არ­ტურ ოჩე­რეტ­ნი­ზე და შე­იც­ვა­ლა გვა­რი. მათ შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა 20 წე­ლია.

აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში ნა­ვალ­ნის გუნ­დმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად რუ­სე­თის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი ეს­პა­ნეთ­ში ორ ძვი­რა­დღი­რე­ბულ ბი­ნას ფლობს. ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნას უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა ორ მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მე­ტია. ამას­თან გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა LiveJournal-ში ამო­ა­ჩი­ნეს ბლო­გი, რო­მელ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნა 2008 წლამ­დე უძღვე­ბო­და.

ნა­ვალ­ნის თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის თქმით, მა­ლა­გა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ორი ბინა, რო­მე­ლიც ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნას და მის ამ­ჟა­მინ­დელ მე­უღ­ლეს არ­ტურ ოჩე­რეტ­ნის ეკუთ­ვნის. ოჩე­რეტ­ნიმ, რო­მელ­მაც ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნა­ზე 2016 წელს იქორ­წი­ნა, პირ­ვე­ლი ბინა 10 წლის წინ 790 ათას ევ­როდ შე­ი­ძი­ნა. მა­შინ ის პუ­ტი­ნის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით და­არ­სე­ბულ "ინ­ტერ­პერ­სო­ნა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრს" ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მა­ნამ­დე, 2014 წელს ოჩე­რეტ­ნიმ მა­ლა­გა­ში 1,3 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კი­დევ ერთი ბინა შე­ი­ძი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, პუ­ტი­ნა და ოჩე­რეტ­ნი საფ­რან­გეთ­ში ბი­ა­რიც­ში 5.3 მი­ლი­ონ ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის სახ­ლსაც ფლო­ბენ. გარ­და ამი­სა, ამ გა­ზა­ფხულ­ზე შვე­ი­ცა­რი­ელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ 2015 წელს ლი­უდ­მი­ლა პუ­ტი­ნას ქმარ­მა შვე­ი­ცა­რი­ის და­ვოს­ში და­ახ­ლო­ე­ბით 3,5 მი­ლი­ო­ნი ევ­როდ კი­დევ ერთი ბინა შე­ი­ძი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gogo
4

რა დახვეწილი და გემოვბებიანი ქალბატონია :)))) 

ნანა
2

ალაბათ პუტინმა გაათხოვა და თანაც ასაკით პატარაზე, მასზე ნაკლები რომ ილაპარაკონ. ანდა ამან ასე გაუპროტესტა პუტინს კაბაევა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

20 წლით უმცროსი ქმარი და მდიდრული უძრავი ქონება საზღვარგარეთ - პუტინის ყოფილი ცოლის სკანდალური პირადი ცხოვრება

20 წლით უმცროსი ქმარი და მდიდრული უძრავი ქონება საზღვარგარეთ - პუტინის ყოფილი ცოლის სკანდალური პირადი ცხოვრება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირადი ცხოვრება მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოქცეულა, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონის ალინა კაბაევასა და პუტინის შესაძლო თანაცხოვრებაზე და მათ საერთო შვილებზე უამრავი სტატია დაიწერა. თუმცა საინტერესოა სად არის ქალი, რომელიც წლების მანძილზე იმყოფებოდა პუტინთან ქორწინებაში, ის ფიურერის ორი კანონიერი ქალიშვილის, მარია და კატერინას დედაა.

რუსეთის პრეზიდენტი ლუდმილა პუტინაზე 31 წელი იყო დაქორწინებული, მაგრამ ზუსტად არ არის ცნობილი, როდის დაიწყო მათ ურთიერთობაში პრობლემები. სავარაუდოდ, წყვილის ქორწინებაში ბზარი 2001 წელს გაჩნდა, როდესაც პუტინი კაბაევას შეხვდა. სპორტსმენთან რომანის შესახებ ჭორები 2006 წელს დაიწყო...

რაც შეეხება თავად ლუდმილა პუტინას, ცოტა რამ არის ცნობილი მისი ცხოვრების შესახებ, რა თქმა უნდა, ისევე როგორც რუსი "ფიურერის" ყველა ნათესავზე. იგი დაიბადა 1958 წლის 6 იანვარს კალინინგრადში, ალექსანდრე შკრებნიოვის, სარემონტო და მექანიკური ქარხნის მუშისა და კატერინას, სატვირთო კომპანიის მოლარის ოჯახში. საშუალო სკოლა კალინინგრადში დაამთავრდა. ქალი მსახიობობაზე ოცნებობდა, ამიტომ ის სპეციალურ წრეზეც კი დადიოდა. რუსეთის მომავალი პირველი ლედი მუშაობდა არც თუ ისე პრესტიჟულ სამსახურებში, როგორიცაა ფოსტალიონი, მედდა, დრამატული კლუბის ხელმძღვანელი და კალინინგრადის ავიახაზების ბორტგამცილებელიც კი. 80-იან წლებში იგი სავარაუდოდ საცხოვრებლად ლენინგრადში (ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი) გადავიდა, 1986 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგ-რომანისტის სპეციალობით. 1990-1994 წლებში თავის უნივერსიტეტში ასწავლიდა გერმანულს.

პუტინამ ერთხელაც მედიასთან ქმართან უცნაურ ურთიერთობაზე ისაუბრა. მან აღიარა, თუ როგორ გააჩინა პირველი შვილი მარტომ... საავადმყოფოში მისასვლელად ტაქსი გააჩერა, რადგან ამ დროს ქმარი მივლინებაში იყო. როდესაც პუტინი დაბრუნდა, მან გამოაცხადა, რომ გოგონას ბებიის პატივსაცემად მაშას დაარქმევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ლუდმილას ქალიშვილისთვის ნატალიას დარქმევა უნდოდა: "ცრემლები მომადგა. მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ამ საკითხში არჩევანი არ მქონდა და მაშა ჩემი ქალიშვილი იქნებოდა. ”- თქვა მან. მან ასევე თქვა, რომ როდესაც პუტინი კგბ-ში მუშაობდა, ის ძალადობდა ცოლზე და ჰქონდა რომანი.

წყვილი ოფიციალურად 2013 წელს განქორწინდა. თუმცა მანამდე, როდესაც ტელეარხ „რასია 24“-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ ჩნდებოდნენ ისინი ასე იშვიათად ერთად, წყვილმა განქორწინების მიზეზად ლუდმილას უხალისობა დაასახელა...

"მთელი ჩემი საქმიანობა დაკავშირებულია საჯაროობასთან, აბსოლუტურ საჯაროობასთან. ზოგს მოსწონს, ზოგს არა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ეს შეუძლებელია. ”- განაცხადა პუტინმა თითქმის 31 წლიან ქორწინებაზე.

"ეს მართლაც ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. ჩვენი ქორწინება დასრულდა იმის გამო, რომ ჩვენ პრაქტიკულად არ ვნახულობდით ერთმანეთს, ვლადიმირი მთლიანად არის ჩაფლული სამუშაოში, ჩვენი შვილები გაიზარდნენ, თითოეული თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. მე ნამდვილად არ მიყვარს საჯაროობა და ფრენა მიჭირს“, - თქვა ლუდმილამ, რომელიც ახალგაზრდობაში ბორტგამცილებლად მუშაობდა.

2014 წლის 1 აპრილს პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ მისი განქორწინება ლუდმილასთან დასრულდა. თუმცა, პრეზიდენტის ყოფილი მეუღლე დიდხანს არ ყოფილა მარტო და 2016 წლის იანვარში იგი დაქორწინდა ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრისა და გამომცემლობა "ლიტერატურული განათლების" 37 წლის ხელმძღვანელზე, არტურ ოჩერეტნიზე და შეიცვალა გვარი. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 20 წელია.

აგვისტოს დასაწყისში ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად რუსეთის ყოფილი პირველი ლედი ესპანეთში ორ ძვირადღირებულ ბინას ფლობს. ლუდმილა პუტინას უძრავი ქონების საერთო ღირებულება ორ მილიონ ევროზე მეტია. ამასთან გამომძიებლებმა LiveJournal-ში ამოაჩინეს ბლოგი, რომელსაც, სავარაუდოდ, ლუდმილა პუტინა 2008 წლამდე უძღვებოდა.

ნავალნის თანამოაზრეების თქმით, მალაგაში აღმოაჩინეს ორი ბინა, რომელიც ლუდმილა პუტინას და მის ამჟამინდელ მეუღლეს არტურ ოჩერეტნის ეკუთვნის. ოჩერეტნიმ, რომელმაც ლუდმილა პუტინაზე 2016 წელს იქორწინა, პირველი ბინა 10 წლის წინ 790 ათას ევროდ შეიძინა. მაშინ ის პუტინის ზედამხედველობით დაარსებულ "ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრს" ხელმძღვანელობდა. მანამდე, 2014 წელს ოჩერეტნიმ მალაგაში 1,3 მილიონ ევროზე ძვირადღირებული კიდევ ერთი ბინა შეიძინა.

გამოძიების თანახმად, პუტინა და ოჩერეტნი საფრანგეთში ბიარიცში 5.3 მილიონ ევროს ღირებულების სახლსაც ფლობენ. გარდა ამისა, ამ გაზაფხულზე შვეიცარიელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ 2015 წელს ლიუდმილა პუტინას ქმარმა შვეიცარიის დავოსში დაახლოებით 3,5 მილიონი ევროდ კიდევ ერთი ბინა შეიძინა.