საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გასულ წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა მთელ რიგ შემთხვევებში დამძიმდა და გაუარესდა" - სახალხო დამცველი
"გასულ წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა მთელ რიგ შემთხვევებში დამძიმდა და გაუარესდა" - სახალხო დამცველი

გა­სულ წელს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მთელ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში დამ­ძიმ­და და გა­უ­ა­რეს­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კო­მი­ტე­ტის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც 2021 წლის ან­გა­რიშს წა­რად­გენს.

მისი თქმით, ან­გა­რიშ­ში სა­უ­ბა­რია და­მო­უ­კი­დე­ბელ ინ­სტი­ტუ­ტებ­თან, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ ნე­გა­ტი­ურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე, ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე ძა­ლა­დო­ბა­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის და­უს­ჯე­ლო­ბა­ზე. მი­სი­ვე თქმით, ან­გა­რიშ­ში მოხ­ვდა ასე­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკა­ნო­ნო მოს­მე­ნე­ბის სა­კი­თხი, რო­მელ­მაც მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფარ­თო მას­შტა­ბი მი­ი­ღო.

"ჩვე­ნი სა­ერ­თო შე­ფა­სე­ბით, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­სულ წელს არ­სე­ბი­თად ნამ­დვი­ლად არ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლა, პი­რი­ქით - მთელ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და და გა­უ­ა­რეს­და. გან­სა­კუთ­რე­ბით ხაზ­გა­სას­მე­ლია ის, რომ გა­სულ წელს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ არა­ერ­თი ნე­გა­ტი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი, პირ­ველ რიგ­ში, ვგუ­ლის­ხმობ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის აპა­რატს, ასე­ვე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­შიც იქნა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით ისე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი მი­თი­თე­ბუ­ლი, რა­მაც ძა­ლი­ან დიდი საფრ­თხე შე­უქ­მნა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის და მისი აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მი­მართ იყო თავ­დას­ხმე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით გარ­თულ­და გა­სულ წელს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა და მათ მი­მართ ძა­ლი­ან მტრუ­ლი გა­რე­მო იყო შექ­მნი­ლი, რა­მაც კულ­მი­ნა­ცი­ას მი­აღ­წია 5 ივ­ლისს, როცა ად­გი­ლი ჰქონ­და ძა­ლა­დო­ბას ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის და ლგბტ თე­მის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მი­მართ. ამ ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი დღემ­დე დას­ჯილ­ნი არ არი­ან და ამას შე­ვახ­სე­ნებ პარ­ლა­მენტს.

  • შარ­შან ად­გი­ლი ჰქონ­და სა­ვა­რა­უ­დოდ, სუს-დან ყვე­ლა­ზე მა­სი­ურ გა­ჟონ­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ის, რო­მე­ლიც დიდი ალ­ბა­თო­ბით, ადას­ტუ­რებს იმას, რომ ქვე­ყა­ნა­ში ად­გი­ლი აქვს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან სა­ვა­რა­უ­დოდ, უკა­ნო­ნო მი­ყუ­რა­დე­ბას, ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­რე­ვას.

ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს შე­ვახ­სე­ნებ, გა­სულ წელს არ­ჩევ­ნე­ბის წინ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­ყო, რა­მაც საფრ­თხე შე­უქ­მნა თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. გარ­და ამი­სა, ვი­სა­უბ­რებთ კო­ვიდ­ზე და მის­გან გა­მოწ­ვე­ულ მძი­მე სო­ცი­ა­ლურ და ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც მძი­მედ აი­სა­ხა მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის - ქა­ლე­ბის, ბავ­შვე­ბის, ხან­დაზ­მუ­ლე­ბის, უსახ­ლკა­რო­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. შე­ვე­ხე­ბით პა­ტიმ­რე­ბის უფ­ლებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას და კვლავ ვი­სა­უბ­რებთ არა­ფორ­მა­ლურ გავ­ლე­ნებ­ზე, ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სე­ბის არად­რო­ულ მი­წო­დე­ბა­ზე, ასე­ვე პი­რო­ბით ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სის­ტე­მის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე, როცა ხში­რად გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა­ტომ ხდე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის მი­მართ ამ მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა, როცა ანა­ლო­გი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მყო­ფი სხვა პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ არ ხდე­ბა მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ან­გა­რიშ­ში სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბა ასე­ვე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­ლებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც მი­სი­ვე თქმით, სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლად შე­ა­ფა­სა, ასე­ვე, ამა­ვე ან­გა­რიშ­ში სა­უ­ბა­რია "თი­ბი­სი ბან­კის“ და სხვა გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gრუზინ
0

სახალხო დამცველს ხალხი უნდა ირჩევდეს,თქვენ ვისაც აირჩევთ არც ერთი ხალხის დამცველი არ იქნება. სიმართლე სიმართლე

დავით
5

ამ ახალგაზრდა ქალბატონს მე პირადად პრეზიდენტად ავირჩევდი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გასულ წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა მთელ რიგ შემთხვევებში დამძიმდა და გაუარესდა" - სახალხო დამცველი

"გასულ წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა მთელ რიგ შემთხვევებში დამძიმდა და გაუარესდა" - სახალხო დამცველი

გასულ წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა მთელ რიგ შემთხვევებში დამძიმდა და გაუარესდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც 2021 წლის ანგარიშს წარადგენს.

მისი თქმით, ანგარიშში საუბარია დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მიღებულ ნეგატიურ გადაწყვეტილებებზე, ასევე ჟურნალისტებზე ძალადობასა და ორგანიზატორების დაუსჯელობაზე. მისივე თქმით, ანგარიშში მოხვდა ასევე, სავარაუდოდ, უკანონო მოსმენების საკითხი, რომელმაც მისივე შეფასებით, სავარაუდოდ, ფართო მასშტაბი მიიღო.

"ჩვენი საერთო შეფასებით, ადამიანის უფლებების მდგომარეობა გასულ წელს არსებითად ნამდვილად არ გაუმჯობესებულა, პირიქით - მთელ რიგ შემთხვევებში კიდევ უფრო დამძიმდა და გაუარესდა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ გასულ წელს დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიმართ არაერთი ნეგატიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პირველ რიგში, ვგულისხმობ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, ასევე მართლმსაჯულების სისტემაშიც იქნა დაჩქარებული წესით ისეთი ცვლილებები მითითებული, რამაც ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას, სახალხო დამცველის და მისი აპარატის წარმომადგენელთა მიმართ იყო თავდასხმები. განსაკუთრებით გართულდა გასულ წელს უფლებადამცველების, ჟურნალისტების საქმიანობა და მათ მიმართ ძალიან მტრული გარემო იყო შექმნილი, რამაც კულმინაციას მიაღწია 5 ივლისს, როცა ადგილი ჰქონდა ძალადობას ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების და ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ. ამ ძალადობის ორგანიზატორები დღემდე დასჯილნი არ არიან და ამას შევახსენებ პარლამენტს.

  • შარშან ადგილი ჰქონდა სავარაუდოდ, სუს-დან ყველაზე მასიურ გაჟონვას ინფორმაციის, რომელიც დიდი ალბათობით, ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს ფართომასშტაბიან სავარაუდოდ, უკანონო მიყურადებას, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევას.

ასევე პარლამენტის წევრებს შევახსენებ, გასულ წელს არჩევნების წინ სახალხო დამცველმა რა მნიშვნელოვანი პრობლემები გამოყო, რამაც საფრთხე შეუქმნა თავისუფალი და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფას. გარდა ამისა, ვისაუბრებთ კოვიდზე და მისგან გამოწვეულ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელიც მძიმედ აისახა მოწყვლადი ჯგუფების - ქალების, ბავშვების, ხანდაზმულების, უსახლკაროების მდგომარეობაზე. შევეხებით პატიმრების უფლებრივ მდგომარეობას და კვლავ ვისაუბრებთ არაფორმალურ გავლენებზე, ჯანდაცვის სერვისების არადროულ მიწოდებაზე, ასევე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემის ნაკლოვანებებზე, როცა ხშირად გაურკვეველია, რატომ ხდება კონკრეტული პირების მიმართ ამ მექანიზმის გამოყენება, როცა ანალოგიურ სიტუაციაში მყოფი სხვა პატიმრების მიმართ არ ხდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება,“ - განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ანგარიშში საუბარი იქნება ასევე, მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე, კარტოგრაფების საქმეზე, რომელიც მისივე თქმით, სახალხო დამცველმა პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა, ასევე, ამავე ანგარიშში საუბარია "თიბისი ბანკის“ და სხვა გახმაურებულ საქმეებზე.