კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საერთაშორისო საზოგადოებამ ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია" - ადამ კინზინგერი
"საერთაშორისო საზოგადოებამ ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია" - ადამ კინზინგერი

რეს­პუბ­ლი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნის ადამ კინ­ზინ­გე­რის გან­ცხა­დე­ბით, ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტის ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს "ვი­ზი­ტი“ ოკუ­პი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცია ავ­რცე­ლებს.

კინ­ზინ­გე­რი ამ­ბობს, რომ ბე­ლა­რუ­სის მოქ­მე­დი ლი­დე­რის­გან გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მკა­ფიო მე­სი­ჯე­ბი გა­აჟ­ღე­როს, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"მარ­თა­ლია გა­საკ­ვი­რი არაა, რომ დეს­პო­ტი ბე­ლა­რუ­სი­დან ყვე­ლა­ფერს ისე აკე­თებს, რო­გორც მას მოს­კო­ვი­დან კარ­ნა­ხო­ბენ, თუმ­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ძა­ლი­ან ნათ­ლად უნდა და­ა­ფიქ­სი­როს, რომ ცხინ­ვა­ლი და აფხა­ზე­თი იყო და ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია“, - გა­ნა­ცხა­და კონ­გრეს­მენ­მა.

ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე პრეს­რე­ლი­ზი ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ 28 სექ­ტემ­ბერს, გვი­ან ღა­მით გა­მოჩ­ნდა. პრეს­რე­ლიზ­ში წე­რია, რომ ლუ­კა­შენ­კო "შავი ზღვის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე“ იმ­ყო­ფე­ბო­და.

ადამ კინ­ზინ­გე­რი თვლის, რომ ლუ­კა­შენ­კოს "ვი­ზი­ტი "აფხა­ზეთ­ში უკ­რა­ი­ნა­ში კრემ­ლის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბებ­თა­ნაც არის კავ­შირ­ში. რე­გი­ონ­ში გამ­წვა­ვე­ბუ­ლი საფრ­თხის ფონ­ზე კი სა­ქარ­თვე­ლომ გან­სა­კუთ­რე­ბით ფრთხი­ლად უნდა იმოქ­მე­დოს.

"ახლა, რო­დე­საც პუ­ტი­ნის კამ­პა­ნია უკ­რა­ი­ნა­ში სუს­ტდე­ბა, ქარ­თვე­ლე­ბი ფრთხი­ლად უნდა იყ­ვნენ კრემ­ლის მხრი­დან ნე­ბის­მი­ე­რი პო­ტენ­ცი­უ­რი ნა­ბი­ჯის მი­მართ. სა­ქარ­თვე­ლომ ძა­ლი­ან კარ­გად იცის ყვე­ლა იმ საფრ­თხის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც კრემ­ლი მის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს უქ­მნის და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ უნდა აყ­ვეს ყალბ ნა­რა­ტი­ვებს, რომ­ლებ­საც ან­ტი­და­სავ­ლუ­რი ხმე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ“,- აცხა­დებს კინ­ზინ­გე­რი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო აფხა­ზეთ­ში 28 სექ­ტემ­ბერს ჩა­ვი­და. მა­ნამ­დე ის სოჭ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და შეხ­ვედ­რა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბეტა
0

მას ეტყობა ომი უნდა. 

999
5

წინა მთავრობა ხომ იცი სულ სამაჩაბლოს გაიძახოდა. ალაბთ, იცით რომ დიპლომატიურ ენაში ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" სწორედ მიშიკომ და მისმა დაჯგუფებამ დაამკვიდრა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საერთაშორისო საზოგადოებამ ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია" - ადამ კინზინგერი

"საერთაშორისო საზოგადოებამ ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია" - ადამ კინზინგერი

რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს "ვიზიტი“ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. აღნიშნულ ინფორმაციას "ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

კინზინგერი ამბობს, რომ ბელარუსის მოქმედი ლიდერისგან გასაკვირი არაფერია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიო მესიჯები გააჟღეროს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

"მართალია გასაკვირი არაა, რომ დესპოტი ბელარუსიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოსკოვიდან კარნახობენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია“, - განაცხადა კონგრესმენმა.

ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე პრესრელიზი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ 28 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდა. პრესრელიზში წერია, რომ ლუკაშენკო "შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე“ იმყოფებოდა.

ადამ კინზინგერი თვლის, რომ ლუკაშენკოს "ვიზიტი "აფხაზეთში უკრაინაში კრემლის წარუმატებლობებთანაც არის კავშირში. რეგიონში გამწვავებული საფრთხის ფონზე კი საქართველომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იმოქმედოს.

"ახლა, როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ კრემლის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის მიმართ. საქართველომ ძალიან კარგად იცის ყველა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც კრემლი მის სუვერენიტეტს უქმნის და ქართველი ხალხი არ უნდა აყვეს ყალბ ნარატივებს, რომლებსაც ანტიდასავლური ხმები ავრცელებენ“,- აცხადებს კინზინგერი.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა. მანამდე ის სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან იმყოფებოდა შეხვედრაზე.