სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი ადამიანი შემოვიდა რუსეთიდან საქართველოში ბოლო 10 დღეში - შსს ინფორმაციას ასაჯაროებს: "მომატებულია იმ პირთა რაოდენობაც, ვისაც შემოშვებაზე უარი ეთქვა"
რამდენი ადამიანი შემოვიდა რუსეთიდან საქართველოში ბოლო 10 დღეში - შსს ინფორმაციას ასაჯაროებს: "მომატებულია იმ პირთა რაოდენობაც, ვისაც შემოშვებაზე უარი ეთქვა"

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრი რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მომ­სვლელ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ზღვარ­ზე რუ­სე­თი­დან შე­მომ­სვლელ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 21 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ მო­ი­მა­ტა.

მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან შე­მო­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის სტან­დარ­ტის, რა­ო­დე­ნო­ბის და უა­რის თქმის სა­ფუძ­ვლე­ბი­სა და წე­სე­ბის შე­სა­ხებ. მიმ­დი­ნა­რე წლის 21 სექ­ტემ­ბრის შემ­დგომ, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ზღვარ­ზე მო­ი­მა­ტა რუ­სე­თი­დან შე­მომ­სვლელ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ.

სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­გაც­ნობთ ბოლო 10 დღის მო­ნა­ცე­მებს, კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი ყვე­ლა გამ­შვე­ბი პუნ­ქტი­დან გად­მოკ­ვე­თა და გა­დაკ­ვე­თა:

  • 17 სექ­ტემ­ბერს 6986 - 7406
  • 18 სექ­ტემ­ბერს 6606 - 6743
  • 19 სექ­ტემ­ბერს 6411 - 6782
  • 20 სექ­ტემ­ბერს 5603 - 6199
  • 21 სექ­ტემ­ბერს 6402 - 6011
  • 22 სექ­ტემ­ბერს 6150 - 6050
  • 23 სექ­ტემ­ბერს 9307 - 6214
  • 24სექ­ტემ­ბერს 9330 - 6249
  • 25 სექ­ტემ­ბერს 11 143 - 5519
  • 26 სექ­ტემ­ბერს 10 804 – 4947 რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქემ.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან მო­მა­ტე­ბუ­ლი ნა­კა­დის ეფექ­ტი­ა­ნად მარ­თვის მიზ­ნით, სა­სა­ზღვრო-გამ­ტარ პუნ­ქტ „და­რი­ალ­ში“ და­მა­ტე­ბით გან­ლა­გე­ბუ­ლია პო­ლი­ცი­უ­რი ჯგუ­ფე­ბი, რო­გორც სა­სა­ზღვრო სა­მიგ­რა­ციო კონ­ტრო­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბის, ასე­ვე, პუნ­ქტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და შე­საძ­ლო სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით.

ამას­თა­ნა­ვე, სა­სა­ზღვრო გამ­შვებ პუნ­ქტში მუდ­მივ რე­ჟიმ­ში იმ­ყო­ფე­ბა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფი, უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და რის­კე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით. სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით. ბოლო პე­რი­ოდ­ში მო­მა­ტე­ბუ­ლია იმ მო­ქა­ლა­ქე­თა რა­ო­დე­ნო­ბაც, რო­მელ­თა შე­მოშ­ვე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო არ ხდე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, უფრო ხში­რად ის­მის კი­თხვე­ბი შე­მოშ­ვე­ბის წე­სებ­სა და უა­რის თქმის მი­ზე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც ცნო­ბი­ლია, „უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის“ მე-12 მუხ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლი­სას ნე­ბის­მი­ე­რი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე გა­დის ინ­სპექ­ტი­რე­ბას სა­სა­ზღვრო გამ­ტარ პუნ­ქტში, რის შე­დე­გა­დაც მას ან ეძ­ლე­ვა თან­ხმო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე, ან იღებს უარს და ვერ კვეთს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარს. უცხო ქვეყ­ნის თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ინ­სპექ­ტი­რე­ბა/გა­მო­კი­თხვა სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის­თვის შე­მოს­ვლის თან­ხმო­ბის ან უა­რის თქმის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მე­სა­ზღვრე სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რი­სა და გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად იღებს.

მა­გა­ლი­თად, ით­ვა­ლის­წი­ნებს პი­რის ხელთ არ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სო­ბას მგზავ­რო­ბის მიზ­ნობ­რი­ო­ბას­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში და სა­ქარ­თვე­ლო­დან გამ­გზავ­რე­ბი­სას ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბის საკ­მა­რის ოდე­ნო­ბას, წარ­სულ­ში ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნის ვა­დებს და ა.შ. შე­სა­ბა­მი­სად, თუ დარ­ღვე­უ­ლია ეს სტან­დარ­ტი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს ად­გილ­ზე უმარ­ტა­ვენ უა­რის თქმის შე­საძ­ლო მი­ზე­ზებს და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის პი­რო­ბებს.

სა­სა­ზღვრო-გამ­ტარ პუნ­ქტებ­ში რის­კის შემ­ცვე­ლი პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით, მო­ქა­ლა­ქე­თა ინ­სპექ­ტი­რე­ბა/გა­მო­კი­თხვა და მო­მა­ტე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში, სა­სა­ზღვრო-გამ­ტა­რი პუნ­ქტი­სა და საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას გარ­კვე­ულ­წი­ლად იწ­ვევს რი­გე­ბის წარ­მოქ­მნას, რაც, პა­რა­ლე­ლუ­რად, რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის დრო­ის გაზ­რდილ მო­ნაკ­ვეთს სა­ჭი­რო­ებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ყო­ველ­თვი­უ­რად, პრო­აქ­ტი­უ­ლად აქ­ვეყ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სა და ტრან­სპორ­ტის სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­მი­ნის­ტრო მო­მა­ვალ­შიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ერთი მხრივ - სტა­ტის­ტი­კის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, ხოლო მე­ო­რე მხრივ - შე­სა­ბა­მი­სი მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლიზს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gრუზინ
5

თურქებს,ირანელებს,სზვა არაბებს რატომ არ უყურებთ,უარესს აკეთებენ

ტვ იმედი
11

გატყუებენ ხალხო, ეგენი ყველა ეთნიკური ქართველია. ნუ ზიხართ ნაცურ ტელევიზიებთან, გადით ქუჩაში, სად ნახავთ რუსს ან რუსულად მოლაპარაკეს?! ვერსად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რამდენი ადამიანი შემოვიდა რუსეთიდან საქართველოში ბოლო 10 დღეში - შსს ინფორმაციას ასაჯაროებს: "მომატებულია იმ პირთა რაოდენობაც, ვისაც შემოშვებაზე უარი ეთქვა"

რამდენი ადამიანი შემოვიდა რუსეთიდან საქართველოში ბოლო 10 დღეში - შსს ინფორმაციას ასაჯაროებს: "მომატებულია იმ პირთა რაოდენობაც, ვისაც შემოშვებაზე უარი ეთქვა"

შინაგან საქმეთა სამინისტრი რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ 21 სექტემბრის შემდეგ მოიმატა.

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის სტანდარტის, რაოდენობის და უარის თქმის საფუძვლებისა და წესების შესახებ. მიმდინარე წლის 21 სექტემბრის შემდგომ, საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე მოიმატა რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ.

საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ ბოლო 10 დღის მონაცემებს, კერძოდ, საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა:

  • 17 სექტემბერს 6986 - 7406
  • 18 სექტემბერს 6606 - 6743
  • 19 სექტემბერს 6411 - 6782
  • 20 სექტემბერს 5603 - 6199
  • 21 სექტემბერს 6402 - 6011
  • 22 სექტემბერს 6150 - 6050
  • 23 სექტემბერს 9307 - 6214
  • 24სექტემბერს 9330 - 6249
  • 25 სექტემბერს 11 143 - 5519
  • 26 სექტემბერს 10 804 – 4947 რუსეთის მოქალაქემ.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომატებული ნაკადის ეფექტიანად მართვის მიზნით, სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ დამატებით განლაგებულია პოლიციური ჯგუფები, როგორც სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის პროცედურების შესრულების, ასევე, პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის და შესაძლო სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით.

ამასთანავე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მუდმივ რეჟიმში იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების გამოვლენის მიზნით. სასაზღვრო კონტროლის პროცედურები მიმდინარეობს განსაკუთრებული დაკვირვებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. ბოლო პერიოდში მომატებულია იმ მოქალაქეთა რაოდენობაც, რომელთა შემოშვებაც საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზეზების გამო არ ხდება.

შესაბამისად, უფრო ხშირად ისმის კითხვები შემოშვების წესებსა და უარის თქმის მიზეზებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, რის შედეგადაც მას ან ეძლევა თანხმობა საქართველოში შემოსვლაზე, ან იღებს უარს და ვერ კვეთს საქართველოს საზღვარს. უცხო ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინსპექტირება/გამოკითხვა საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ხორციელდება. უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის შემოსვლის თანხმობის ან უარის თქმის გადაწყვეტილებას მესაზღვრე სხვადასხვა ფაქტორისა და გარემოებების შეფასების შედეგად იღებს.

მაგალითად, ითვალისწინებს პირის ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესაბამისობას მგზავრობის მიზნობრიობასთან, საქართველოში ყოფნის პერიოდში და საქართველოდან გამგზავრებისას ფინანსური სახსრების საკმარის ოდენობას, წარსულში ქვეყანაში ყოფნის ვადებს და ა.შ. შესაბამისად, თუ დარღვეულია ეს სტანდარტი, სამართალდამცველები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ადგილზე უმარტავენ უარის თქმის შესაძლო მიზეზებს და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პირობებს.

სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში რისკის შემცველი პირების გამოვლენის მიზნით, მოქალაქეთა ინსპექტირება/გამოკითხვა და მომატებული რაოდენობის პირობებში, სასაზღვრო-გამტარი პუნქტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გადაადგილებისას გარკვეულწილად იწვევს რიგების წარმოქმნას, რაც, პარალელურად, რეგისტრაციისთვის დროის გაზრდილ მონაკვეთს საჭიროებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად, პროაქტიულად აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირებისა და ტრანსპორტის სტატისტიკურ მონაცემებს. შესაბამისად, სამინისტრო მომავალშიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ - სტატისტიკის გამოქვეყნებას, ხოლო მეორე მხრივ - შესაბამისი მონაცემების ანალიზს და საზოგადოების ინფორმირებას" - ნათქვამია ინფორმაციაში.