მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარემოს დაცვასა და ეკომეგობრული ინოვაციების თემაზე PechaKucha Night-ის შეხვედრა იმართება
გარემოს დაცვასა და ეკომეგობრული ინოვაციების თემაზე PechaKucha Night-ის შეხვედრა იმართება

პროკ­რე­დიტ ბან­კი­სა და სტარ­ტაპ ბი­უ­როს ორ­გა­ნი­ზე­ბით, 28 სექ­ტემ­ბერს, 20:20 სა­ათ­ზე, სას­ტუმ­რო სტამ­ბა (კოს­ტა­ვას 14) PechaKucha Night Tbilisi-ის მე-18 ღო­ნის­ძი­ე­ბას უმას­პინ­ძლებს. შეხ­ვედ­რის თე­მაა “გა­რე­მო და ეკო­მე­გობ­რუ­ლი ინო­ვა­ცი­ე­ბი”.

დღეს ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­დი­კა­ტო­რი არა მხო­ლოდ მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბაა, არა­მედ ისიც, თუ რამ­დე­ნად ეკო­მე­გობ­რუ­ლია ის. გლო­ბა­ლუ­რად სულ უფრო მეტი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ანი­ჭებს მნიშ­ვნე­ლო­ბას იმას, თუ რამ­დე­ნად "მწვა­ნეა" პრო­დუქ­ტი თუ მომ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მელ­საც მას სთა­ვა­ზო­ბენ და რამ­დე­ნად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბა კომ­პა­ნია გა­რე­მოს დაც­ვის სა­კი­თხებს.

რო­გორ გავ­ხა­დოთ ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა ეკო­მე­გობ­რუ­ლი? - დამ­სწრე აუ­დი­ტო­რი­ას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რე­ბენ სპი­კე­რე­ბი:

შოკო ჩა­ჩუა, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო “ვინ­ტი­ლა­ტო­რის” შემ­ქმნე­ლი

ანა ტი­კა­რა­ძე, ვე­გა­ნუ­რი კაფე “ნა­მუს” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

თა­მარ ვაჩ­ნა­ძე, პროკ­რე­დიტ ბან­კის მარ­კე­ტინ­გის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი

ელე­ნა დარ­ჯა­ნია, UNDP-ის სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი

მა­რი­ამ ფეს­ვი­ა­ნი­ძე, ეკო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის “პარ­კი არ მინ­და” თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

თორ­ნი­კე დარ­ჯა­ნია, ჰე­ლი­ოს ენერ­ჯი ჯორ­ჯი­ას დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

PechaKucha Night Tbilisi vol. 18 ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია სტარ­ტაპ ბი­უ­რო­სა და პროკ­რე­დიტ ბან­კი სა­ქარ­თვე­ლოს მიერ. ღო­ნის­ძი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: ფრიდ­რიხ ნა­უ­მა­ნის ფონ­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, ნოქსტო­ნი და აჭა­რა ჯგუ­ფი.

პროკ­რე­დიტ ბან­კი სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო პროკ­რე­დიტ ჯგუ­ფის წევ­რია, რო­მე­ლიც უკვე 23 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მი­ა­ნობს. ბან­კი გა­მორ­ჩე­უ­ლია თა­ვი­სი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი, სო­ცი­ა­ლუ­რი და ეთი­კუ­რი სტან­დარ­ტე­ბით და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სექ­ტორ­ში წამ­ყვან პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს. პროკ­რე­დიტ ბან­კი მუდ­მი­ვად ახორ­ცი­ე­ლებს ,მწვა­ნე’ პრო­ექ­ტებს და არის არა­ერ­თი აქ­ტი­ვო­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი, რი­თაც ცდი­ლობს აა­მაღ­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­კი­თხე­ბის მი­მართ.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია წი­ნას­წა­რი რე­გის­ტრა­ცია: https://forms.gle/6gVqPxEFBW1uNv5s6

PechaKucha Night-ის მოძ­რა­ო­ბა 2003 წლის თე­ბერ­ვალ­ში ტო­კი­ო­ში, ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად და­ი­წყო და ის ახლა უკვე 1200-ზე მეტ ქა­ლაქ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ეს არის არა­ფორ­მა­ლუ­რი და სა­ხა­ლი­სო შეხ­ვედ­რე­ბის პლატ­ფორ­მა, სა­დაც ჩე­ინ­ჯმე­ი­ქე­რე­ბი, შე­მოქ­მე­დე­ბი, ინო­ვა­ტო­რე­ბი და მე­წარ­მე­ე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან და ერ­თმა­ნეთს იდე­ებს, პრო­ექ­ტებ­სა და ნა­მუ­შევ­რებს უზი­ა­რე­ბენ. ისი­ნი ცვლი­ან აზ­რებს PechaKucha 20x20 ფორ­მატ­ში.

PechaKucha 20x20 პრე­ზენ­ტა­ცი­ის ფორ­მა­ტია, რომ­ლის დრო­საც სპი­კე­რი 20 სლა­იდს წარ­მო­ად­გენს. თითო სლა­ი­დის­თვის მომხსე­ნე­ბელს 20 წამი აქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

გარემოს დაცვასა და ეკომეგობრული ინოვაციების თემაზე PechaKucha Night-ის შეხვედრა იმართება

გარემოს დაცვასა და ეკომეგობრული ინოვაციების თემაზე PechaKucha Night-ის შეხვედრა იმართება

პროკრედიტ ბანკისა და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით, 28 სექტემბერს, 20:20 საათზე, სასტუმრო სტამბა (კოსტავას 14) PechaKucha Night Tbilisi-ის მე-18 ღონისძიებას უმასპინძლებს. შეხვედრის თემაა “გარემო და ეკომეგობრული ინოვაციები”.

დღეს ბიზნესის განვითარების ინდიკატორი არა მხოლოდ მისი წარმატებული ეკონომიკური საქმიანობაა, არამედ ისიც, თუ რამდენად ეკომეგობრულია ის. გლობალურად სულ უფრო მეტი მომხმარებელი ანიჭებს მნიშვნელობას იმას, თუ რამდენად "მწვანეა" პროდუქტი თუ მომსახურება, რომელსაც მას სთავაზობენ და რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდება კომპანია გარემოს დაცვის საკითხებს.

როგორ გავხადოთ ჩვენი საქმიანობა ეკომეგობრული? - დამსწრე აუდიტორიას ამ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ სპიკერები:

შოკო ჩაჩუა, სოციალური საწარმო “ვინტილატორის” შემქმნელი

ანა ტიკარაძე, ვეგანური კაფე “ნამუს” დამფუძნებელი

თამარ ვაჩნაძე, პროკრედიტ ბანკის მარკეტინგის კოორდინატორი

ელენა დარჯანია, UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის ექსპერიმენტების ხელმძღვანელი

მარიამ ფესვიანიძე, ეკო-საგანმანათლებლო ორგანიზაციის “პარკი არ მინდა” თანადამფუძნებელი

თორნიკე დარჯანია, ჰელიოს ენერჯი ჯორჯიას დამფუძნებელი

PechaKucha Night Tbilisi vol. 18 ორგანიზებულია სტარტაპ ბიუროსა და პროკრედიტ ბანკი საქართველოს მიერ. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში, ნოქსტონი და აჭარა ჯგუფი.

პროკრედიტ ბანკი საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც უკვე 23 წელია საქართველოში საქმიანობს. ბანკი გამორჩეულია თავისი გარემოსდაცვითი, სოციალური და ეთიკური სტანდარტებით და ამ მიმართულებით სექტორში წამყვან პოზიციას იკავებს. პროკრედიტ ბანკი მუდმივად ახორციელებს ,მწვანე’ პროექტებს და არის არაერთი აქტივობის ინიციატორი, რითაც ცდილობს აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/6gVqPxEFBW1uNv5s6

PechaKucha Night-ის მოძრაობა 2003 წლის თებერვალში ტოკიოში, ახალგაზრდა დიზაინერების ერთმანეთთან დასაკავშირებლად დაიწყო და ის ახლა უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს.

ეს არის არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლატფორმა, სადაც ჩეინჯმეიქერები, შემოქმედები, ინოვატორები და მეწარმეები იკრიბებიან და ერთმანეთს იდეებს, პროექტებსა და ნამუშევრებს უზიარებენ. ისინი ცვლიან აზრებს PechaKucha 20x20 ფორმატში.

PechaKucha 20x20 პრეზენტაციის ფორმატია, რომლის დროსაც სპიკერი 20 სლაიდს წარმოადგენს. თითო სლაიდისთვის მომხსენებელს 20 წამი აქვს.