"ნაციონალურ მოძრაობაში" არეულობაა - პარტიის თავჯდომარეს ნიკა მელიასა და რიგ სხვა ლიდერებს შორის დაპირისპირებაზე ღიად ალაპარაკდნენ. მათ შორის ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც განაცხადა, - "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წარმომადგენელი "დაიკარგა", როცა საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს შეეხებოდაო. მან ასეთად დაასახელა პეტრე ცისკარიშვილიც. ამ საკითხს სახუმარო პოტით ეხმაურება პარტიი ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი რომან გოცირიძე.
"მინდა გამოვეხმაურო ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ გაუგებრობებს. ღიად მინდა ვთქვა, რაც აქამდე იყო დაფარული: "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობაში ყველა არის ფრთიანი ანგელოზი, მხოლოდ ერთი, პეტრე ცისკარიშვილი არის ფრთამოტეხილი დემონი", - წერს ის.
რომან შენც ანგელოზი ხარ, მაგრამ დაბმული. ;)
ცისკარიშვილმა ''ბადაგონს''გადაუხადა ღვინო რომ გადაუღვარა მისი სოფ.მეურნეობის მინისტრობის დროს?