საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სევდიანი საღამო იტალიისთვის და "ჯორჯიას ბედნიერება" - ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე, თითქმის ფაშისტური იდეოლოგიის პარტია იმარჯვებს
სევდიანი საღამო იტალიისთვის და "ჯორჯიას ბედნიერება" - ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე, თითქმის ფაშისტური იდეოლოგიის პარტია იმარჯვებს

იტა­ლი­ას ეპო­ქა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის დრო და­უდ­გა. 25 სექ­ტემ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად, ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი, პოს­ტფა­შის­ტუ­რი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, პირ­ვე­ლად ბრუნ­დე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის თა­ნახ­მად, პარ­ტია "იტა­ლი­ის ძმე­ბის" (Fratelli d'Italia) ლი­დე­რი ჯორ­ჯია მე­ლო­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი ქალი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­დე­ბა. წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მე­ლო­ნი ხმე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 26%-ით იმარ­ჯვებს და წინ უს­წრებს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ლი­დერს, ენ­რი­კო ლე­ტას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2018 წელს იტა­ლი­ის პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ში ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტი­ამ "იტა­ლი­ის ძმებ­მა" ხმე­ბის მხო­ლოდ 4% მი­ი­ღო. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია და მისი ლი­დე­რი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დი­დად არ დის­ტან­ცირ­დე­ბი­ან ფა­შიზ­მის­გან. სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ლო­ნი იტა­ლი­ის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მე­მარ­ჯვე­ნე მთავ­რო­ბას ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს, რაც კი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში ყო­ფი­ლა. ეს ევ­რო­პას აშ­ფო­თებს, რად­გან იტა­ლი­ის ეკო­ნო­მი­კა სი­დი­დით მე­სა­მეა ევ­რო­კავ­შირ­ში. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუ ვინ გახ­დე­ბა იტა­ლი­ის შემ­დე­გი ლი­დე­რი, პრე­ზი­დენტ სერ­ჯო მა­ტა­რე­ლას გა­და­სა­წყვე­ტია და ამას გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­დე­ბა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, სა­ერ­თო ჯამ­ში, იტა­ლი­ა­ში არ­ჩევ­ნებ­ში აქ­ტი­ვო­ბა 2018 წელ­თან შე­და­რე­ბით 9 პუნ­ქტით და­ე­ცა და ამ­ჯე­რად 63,91%-ს შე­ად­გენ­და. ამომ­რჩე­ვე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით პა­სი­უ­რი იყო სამ­ხრეთ რე­გი­ო­ნებ­ში, მათ შო­რის სი­ცი­ლი­ა­ში.

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რი, ენ­რი­კო ლეტა

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, დე­ბო­რა სე­რა­კი­ა­ნიმ არ­ჩევ­ნე­ბის ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის გა­გე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ "ეს იყო სევ­დი­ა­ნი სა­ღა­მო იტა­ლი­ის­თვის" და დას­ძი­ნა: "მე­მარ­ჯვე­ნე­ებს უმ­რავ­ლე­სო­ბა აქვთ პარ­ლა­მენ­ტში, მაგ­რამ არა ქვე­ყა­ნა­ში“, - ამ­ტკი­ცებ­და ის.

ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ ქალ­ბა­ტო­ნი მე­ლო­ნის რი­ტო­რი­კა უნ­გრე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლისტ ლი­დერ ვიქ­ტორ ორ­ბა­ნის პო­ზი­ცი­ას­თან დგას ახ­ლოს. "იტა­ლი­ე­ლებ­მა მკა­ფიო მე­სი­ჯი გაგ­ზავ­ნეს "იტა­ლი­ე­ლი ძმე­ბის“ მარ­თუ­ლი მე­მარ­ჯვე­ნე მთავ­რო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ", - გა­ნუ­ცხა­და ჯორ­ჯია მე­ლო­ნიმ რომ­ში შეკ­რე­ბილ ჟურ­ნა­ლის­ტებს. მან ხმის მი­ცე­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პი­რო­ბა დადო, რომ მისი პარ­ტია ყვე­ლას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა და ხალ­ხის ნდო­ბას არ უღა­ლა­ტებს.

მე­მარ­ჯვე­ნე ალი­ან­სი, რო­მელ­შიც მე­ლო­ნის პარ­ტი­ის გარ­და შევ­ლენ: შსს-ს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის მა­ტეო სალ­ვი­ნის ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტია "ლიგა" და ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნის მე­მარ­ჯვე­ნე-ცენ­ტრის­ტუ­ლი პარ­ტია "წინ იტა­ლია" (Forza Italia). სა­მი­ვე ძა­ლის მო­პო­ვე­ბუ­ლი შე­დე­გით, მე­მარ­ჯვე­ნე ალი­ან­სი გა­ა­კონ­ტრო­ლებს რო­გორც სე­ნატს, ასე­ვე დე­პუ­ტატ­თა პა­ლა­ტას. მე­ლო­ნის ორი­ვე თა­ნა­მო­აზ­რეს მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­და რუ­სეთ­თან. 85 წლის ბერ­ლუს­კო­ნიმ გა­სულ კვი­რას გა­ნა­ცხა­და, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რი­ლი­ყო, სალ­ვი­ნი კი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ებს მოს­კო­ვის მი­მართ.

ჯორ­ჯია მე­ლო­ნი ბევ­რს მუ­შა­ობ­და თა­ვი­სი იმი­ჯის შერ­ბი­ლე­ბა­ზე და ამ­ბობ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე ომში უკ­რა­ი­ნას უჭერ­და მხარს, პა­რა­ლე­ლუ­რად კი ევ­რო­კავ­ში­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რი­ტო­რი­კას ამ­ცი­რებ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პარ­ტია, რო­მელ­საც ის ხელ­მძღვა­ნე­ლობს, დიქ­ტა­ტორ ბე­ნი­ტო მუ­სო­ლი­ნის ფა­შის­ტე­ბის იდე­ო­ლო­გი­ა­ზეა შექ­მნი­ლი. ამა­ვე დროს, მან წლის და­სა­წყის­ში თა­ვი­სი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი სა­ჯა­როდ გა­მო­ა­ცხა­და: "დიახ ტრა­დი­ცი­ულ ოჯახს, არა LGBTQ მოძ­რა­ო­ბას, დიახ სექ­სუ­ა­ლურ იდენ­ტო­ბას, არა ის­ლა­მის­ტურ ძა­ლა­დო­ბას, დიახ სა­ზღვრე­ბის დაც­ვას, არა მა­სი­ურ ემიგ­რა­ცი­ას. არა დიდ სა­ე­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სებს და არა ბრი­უ­სე­ლის ბი­უ­როკ­რა­ტებს!“

Rai TV-ის ეგ­ზიტ­პო­ლის თა­ნახ­მად, სამი მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტია გა­ნახ­ლე­ბულ 400-ად­გი­ლი­ან პა­ლა­ტა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 227-257 მან­დატს მი­ი­ღებს, 200-ად­გი­ლი­ან სე­ნატ­ში კი 111-131-მდე მან­დატს. რაც შე­ე­ხე­ბა მე­მარ­ცხე­ნე ცენ­ტრის­ტებს, ისი­ნი პარ­ლა­მენ­ტში მხო­ლოდ 78-98, ხოლო სე­ნატ­ში 33-53 ად­გილს და­ი­კა­ვე­ბენ.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 76 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახი
1

შესანიშნავი პრიორიტეტებია, სევდა რა შუაშია, არჩევანს თავად აკეთებენ.

გიორგი
4

იარლიყების მიკერება არის ლიბერასტ- მარქსისტების ნაცადი ხერხი. სამშობლოს სიყვარულს ეძახიან ფაშიზმს, ხოლო სამშობლოს ღალატსა და უღმერთობას ეძახიან პროგრესს. კარგი ისაა, რომ ერები ნელ- ნელა ვიღვიძებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სევდიანი საღამო იტალიისთვის და "ჯორჯიას ბედნიერება" - ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე, თითქმის ფაშისტური იდეოლოგიის პარტია იმარჯვებს

სევდიანი საღამო იტალიისთვის და "ჯორჯიას ბედნიერება" - ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე, თითქმის ფაშისტური იდეოლოგიის პარტია იმარჯვებს

იტალიას ეპოქალური ცვლილებების დრო დაუდგა. 25 სექტემბრის არჩევნების შედეგად, ულტრამემარჯვენეები, პოსტფაშისტური ისტორიის განმავლობაში, პირველად ბრუნდებიან ხელისუფლებაში.

ეგზიტპოლების თანახმად, პარტია "იტალიის ძმების" (Fratelli d'Italia) ლიდერი ჯორჯია მელონი, სავარაუდოდ, ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება. წინასწარი შედეგების საფუძველზე, მელონი ხმების დაახლოებით 26%-ით იმარჯვებს და წინ უსწრებს დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ენრიკო ლეტას. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს იტალიის პარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ "იტალიის ძმებმა" ხმების მხოლოდ 4% მიიღო. ეს ორგანიზაცია და მისი ლიდერი, შეიძლება ითქვას, რომ დიდად არ დისტანცირდებიან ფაშიზმისგან. სავარაუდოდ, მელონი იტალიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მემარჯვენე მთავრობას ჩამოაყალიბებს, რაც კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანაში ყოფილა. ეს ევროპას აშფოთებს, რადგან იტალიის ეკონომიკა სიდიდით მესამეა ევროკავშირში. გადაწყვეტილება, თუ ვინ გახდება იტალიის შემდეგი ლიდერი, პრეზიდენტ სერჯო მატარელას გადასაწყვეტია და ამას გარკვეული დრო დასჭირდება.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, საერთო ჯამში, იტალიაში არჩევნებში აქტივობა 2018 წელთან შედარებით 9 პუნქტით დაეცა და ამჯერად 63,91%-ს შეადგენდა. ამომრჩეველი განსაკუთრებით პასიური იყო სამხრეთ რეგიონებში, მათ შორის სიცილიაში.

დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ენრიკო ლეტა

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, დებორა სერაკიანიმ არჩევნების ეგზიტპოლების გაგების შემდეგ განაცხადა, რომ "ეს იყო სევდიანი საღამო იტალიისთვის" და დასძინა: "მემარჯვენეებს უმრავლესობა აქვთ პარლამენტში, მაგრამ არა ქვეყანაში“, - ამტკიცებდა ის.

ევროკავშირის შესახებ ქალბატონი მელონის რიტორიკა უნგრეთის ნაციონალისტ ლიდერ ვიქტორ ორბანის პოზიციასთან დგას ახლოს. "იტალიელებმა მკაფიო მესიჯი გაგზავნეს "იტალიელი ძმების“ მართული მემარჯვენე მთავრობის სასარგებლოდ", - განუცხადა ჯორჯია მელონიმ რომში შეკრებილ ჟურნალისტებს. მან ხმის მიცემის დასრულების შემდეგ პირობა დადო, რომ მისი პარტია ყველას მოემსახურება და ხალხის ნდობას არ უღალატებს.

მემარჯვენე ალიანსი, რომელშიც მელონის პარტიის გარდა შევლენ: შსს-ს ყოფილი მინისტრის მატეო სალვინის ულტრამემარჯვენე პარტია "ლიგა" და ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია "წინ იტალია" (Forza Italia). სამივე ძალის მოპოვებული შედეგით, მემარჯვენე ალიანსი გააკონტროლებს როგორც სენატს, ასევე დეპუტატთა პალატას. მელონის ორივე თანამოაზრეს მჭიდრო კავშირი ჰქონდა რუსეთთან. 85 წლის ბერლუსკონიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა უკრაინაში შეჭრილიყო, სალვინი კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დასავლეთის სანქციებს მოსკოვის მიმართ.

ჯორჯია მელონი ბევრს მუშაობდა თავისი იმიჯის შერბილებაზე და ამბობდა, რომ მიმდინარე ომში უკრაინას უჭერდა მხარს, პარალელურად კი ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკას ამცირებდა. მიუხედავად ამისა, პარტია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, დიქტატორ ბენიტო მუსოლინის ფაშისტების იდეოლოგიაზეა შექმნილი. ამავე დროს, მან წლის დასაწყისში თავისი პრიორიტეტები საჯაროდ გამოაცხადა: "დიახ ტრადიციულ ოჯახს, არა LGBTQ მოძრაობას, დიახ სექსუალურ იდენტობას, არა ისლამისტურ ძალადობას, დიახ საზღვრების დაცვას, არა მასიურ ემიგრაციას. არა დიდ საეთაშორისო ფინანსებს და არა ბრიუსელის ბიუროკრატებს!“

Rai TV-ის ეგზიტპოლის თანახმად, სამი მემარჯვენე პარტია განახლებულ 400-ადგილიან პალატაში, დაახლოებით, 227-257 მანდატს მიიღებს, 200-ადგილიან სენატში კი 111-131-მდე მანდატს. რაც შეეხება მემარცხენე ცენტრისტებს, ისინი პარლამენტში მხოლოდ 78-98, ხოლო სენატში 33-53 ადგილს დაიკავებენ.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა