კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბელგოროდში მდებარე სამხედრო ნაწილიდან რუსი ჯარისკაცი "კამაზით" გაიქცა - "წაიღო ავტომატი და დანაყოფი დატოვა"
ბელგოროდში მდებარე სამხედრო ნაწილიდან რუსი ჯარისკაცი "კამაზით" გაიქცა - "წაიღო ავტომატი და დანაყოფი დატოვა"

რუ­სეთ­ში პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, კონ­ტრაქ­ტო­რი რუსი ჯა­რის­კა­ცი, რო­მე­ლიც ბელ­გო­რო­დის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი­დან მო­პა­რუ­ლი, "კა­მა­ზის“ სამ­ხედ­რო სატ­ვირ­თო მან­ქა­ნით გა­იქ­ცა. ამის შე­სა­ხებ "ტე­ლეგ­რამ“ არხი Baza იტყო­ბი­ნე­ბა.

მათი ცნო­ბით, 43 წლის ვიქ­ტორ პე­რე­კიპს­კი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი­დან 23 სექ­ტემ­ბრის ღა­მით გა­იქ­ცა. მან თან წა­ი­ღო ავ­ტო­მა­ტი, ვაზ­ნე­ბი, ჩაჯ­და სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­ში და და­ნა­ყო­ფის ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა.

კურსკის რა­ი­ონ­ში მან სატ­ვირ­თო ავო­მო­ბი­ლი გზის პი­რას და­ტო­ვა და მი­ი­მა­ლა. გაქ­ცე­ულ ჯა­რის­კაცს ეძებ­და რუ­სე­თის შსს და რუ­სე­თის გვარ­დი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ის ამ­ჟა­მად და­კა­ვე­ბუ­ლია.

რო­გორც gazeta.ru წერს, ძებ­ნა დე­ზერ­ტირ­ზე მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ოჯახ­მა გან­გა­ში ატე­ხა, რად­გა­ნაც კაცს ვერ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

მე­დი­ის ცნო­ბით, კაცი აპი­რებ­და კონ­ტრაქ­ტის გა­წყვე­ტას, მაგ­რამ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ მიხ­ვდა, რომ ამას ვე­ღარ შეძ­ლებ­და, რის გა­მოც გაქ­ცე­ვა გა­და­წყვი­ტა. ჯა­რის­კა­ცი და­კა­ვე­ბუ­ლია და ის და­კი­თხვა­ზეა გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
777
0

რუსები კიარ მიხვდნენ რო პუტინი ცუდია..და ურაინელებთან არ უნდათ ომი. თავიაანთ სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ თორე უკრაინაც კიდიათ და საქართველოც...99 % სს

#
1

რუსებიც მიხვდნენ პუტინი ვინ არის. მოროშკინას ბოდვას რომ ზელენსკის თავის ხალხი გადაუვლის ხოლო პუტინს გააღმერთებენ, პროპაგანდა ჩაუვარდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ბელგოროდში მდებარე სამხედრო ნაწილიდან რუსი ჯარისკაცი "კამაზით" გაიქცა - "წაიღო ავტომატი და დანაყოფი დატოვა"

ბელგოროდში მდებარე სამხედრო ნაწილიდან რუსი ჯარისკაცი "კამაზით" გაიქცა - "წაიღო ავტომატი და დანაყოფი დატოვა"

რუსეთში პოლიციამ დააკავა შეიარაღებული, კონტრაქტორი რუსი ჯარისკაცი, რომელიც ბელგოროდის რაიონში მდებარე სამხედრო ნაწილიდან მოპარული, "კამაზის“ სამხედრო სატვირთო მანქანით გაიქცა. ამის შესახებ "ტელეგრამ“ არხი Baza იტყობინება.

მათი ცნობით, 43 წლის ვიქტორ პერეკიპსკი სამხედრო ნაწილიდან 23 სექტემბრის ღამით გაიქცა. მან თან წაიღო ავტომატი, ვაზნები, ჩაჯდა სატვირთო მანქანაში და დანაყოფის ტერიტორია დატოვა.

კურსკის რაიონში მან სატვირთო ავომობილი გზის პირას დატოვა და მიიმალა. გაქცეულ ჯარისკაცს ეძებდა რუსეთის შსს და რუსეთის გვარდიის თანამშრომლები და ის ამჟამად დაკავებულია.

როგორც gazeta.ru წერს, ძებნა დეზერტირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ოჯახმა განგაში ატეხა, რადგანაც კაცს ვერ უკავშირდებოდნენ.

მედიის ცნობით, კაცი აპირებდა კონტრაქტის გაწყვეტას, მაგრამ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მიხვდა, რომ ამას ვეღარ შეძლებდა, რის გამოც გაქცევა გადაწყვიტა. ჯარისკაცი დაკავებულია და ის დაკითხვაზეა გადაყვანილი.