მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფრიალებთ თქვენი შვილების ფოტოებს, როგორ შეიყვანეთ ნაკრების გასახდელში... იცით რამდენ ბავშვს უყვარს ფეხბურთი?! რას ერჩით მათ?" - რას წერს დავით ბრაგვაძე?
"აფრიალებთ თქვენი შვილების ფოტოებს, როგორ შეიყვანეთ ნაკრების გასახდელში... იცით რამდენ ბავშვს უყვარს ფეხბურთი?! რას ერჩით მათ?" - რას წერს დავით ბრაგვაძე?

გუ­შინ სრუ­ლი­ად ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ეპი­ცენ­ტრი ბო­რის პა­ი­ჭა­ძის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ო­ნი იყო, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას და­უ­პი­რის­პირ­და და 2:0 და­ა­მარ­ცხა. მატ­ჩის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი იყო და ამას ისიც მოწ­მობ­და, რომ ეროვ­ნუ­ლი სტა­დი­ო­ნის ყვე­ლა ბი­ლე­თი ერთ დღე­ში გა­ი­ყი­და. ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა გულ­შე­მატ­კი­ვარს იმე­დი არ გა­უც­რუ­ეს და გან­სა­კუთ­რე­ბით მე­ო­რე ტა­იმ­ში სა­ინ­ტე­რე­სო თა­მა­ში აჩ­ვე­ნეს.

მატჩს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შვი­ლებ­თან ერ­თად და­ეს­წრნენ. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, მატჩს შვი­ლებ­თან - გი­ორ­გი­სა და ნი­კოს­თან ერ­თად და­ეს­წრო. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მა­ი­სურ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რად გულ­შე­მატ­კივ­რობ­და ჩვენს ეროვ­ნულ ნაკ­რებს. ისი­ნი შეხ­ვედ­რას VIP ლო­ჟა­დან ადევ­ნებ­დნენ თვალს.

ასე­ვე იქ იმ­ყო­ფე­ბო­და თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე, რო­მე­ლიც შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ფეხ­ბურ­თე­ლებს, შვილ­თან ერ­თად გა­სახ­დელ ოთახ­ში ეწ­ვია.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ხა­რუ­ლო აღ­მოჩ­ნდა გუ­შინ­დე­ლი დღე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის ვა­ჟის­თვის, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ფეხ­ბურ­თელ­თან, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან ფო­ტოს გა­და­ღე­ბაც კი მო­ა­ხერ­ხა.

თით­ქმის ყვე­ლა მატ­ჩის შემ­დეგ, რომ­ლის მი­მარ­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბია, ის­მის კრი­ტი­კა, რა­ტომ სარ­გებ­ლო­ბენ პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი:

სწო­რედ ამ თე­მა­ზე წერს პოსტს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია GISP-ის დი­რექ­ტო­რი, და­ვით ბრაგ­ვა­ძე:

"და­სა­წყის­ში­ვე ხაზს გა­ვუს­ვამ, რომ ბავ­შვებ­ზე არაა ეს პოს­ტი. მათ მშობ­ლებ­ზეა... ბიჭო, ჯერ იყო და არც მე, არც ჩემი შვი­ლი არც მა­მა­ჩე­მი, არც ჩემი ძმა­კა­ცე­ბი და მათი შვი­ლე­ბი, არც არა­ვინ შეგ­ვიშ­ვით ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­მაშ­ზე, რა დრო­საც სა­ში­ნაო არე­ნის უპი­რა­ტე­სო­ბა დაგ­ვა­კარ­გი­ნეთ და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მიღ­მა დაგვტო­ვეთ...

სა­მა­გი­ე­როდ თქვენ მიხ­ვე­დით. მიხ­ვე­დით სა­კუ­თარ შვი­ლებ­თან ერ­თად, სრუ­ლი­ად ცა­რი­ელ სტა­დი­ონ­ზე და ბავ­შვო­ბი­დან­ვე ჩა­უ­ნერ­გეთ აზრი, რომ პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ კას­ტას წარ­მო­ად­გე­ნენ.

გუ­შინ, ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბის მერე ისევ აფ­რი­ა­ლებთ თქვე­ნი შვი­ლე­ბის ფო­ტო­ებს, რო­გორ შე­იყ­ვა­ნეთ ნაკ­რე­ბის გა­სახ­დელ­ში და რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან, რო­გორ აუხ­დი­ნა გავ­ლე­ნი­ან­მა მა­მი­კომ ოც­ნე­ბა...

იცით რამ­დენ ბავ­შვს უყ­ვარს ფეხ­ბურ­თი?! იცით რამ­დენ ბავ­შვს უნდა ხვი­ჩას­თან მასე მი­ახ­ლო­ე­ბა?! იცით რამ­დე­ნი ბავ­შვი ოც­ნე­ბობს ნაკ­რე­ბის გა­სახ­დელ­ში მოხ­ვედ­რა­ზე?! თუმ­ცა ამ კარგ ბავ­შვებს, თქვე­ნი კარ­გი ბავ­შვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ეგე­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი მა­მი­კო­ე­ბი არ ჰყავთ...ან სა­კუ­თარ შვი­ლებს რას ერ­ჩით? მარ­თლა გგო­ნი­ათ რომ კარგ საქ­მეს უკე­თებთ?!

სხვი­სი შვი­ლე­ბი მა­ინც და­ინ­დეთ და კი მა­ინც ნუ­ღარ უფ­რი­ა­ლებთ და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით მიღ­წე­უ­ლი მო­მენ­ტე­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს. არ შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვებს ბავ­შვე­ბის შურ­დეთ. არ შე­იძ­ლე­ბა თუნ­დაც ნა­ბო­ზა­რი მა­მე­ბი სა­კუ­თარ შვი­ლებს (რომ­ლებ­საც არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­ათ) ასე­თი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით რყვნიდ­ნენ..."

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზზზზ
1

ჩვენი ქვეყნის ნაკრების კაპიტას არ აქვს იმდენი დამსახურება რო ბავსვებით შეხვდეს ნაკრების კაპიტანს? გუცაევს ჩივაძეს მესხს ან რომელიმე ჩვენს ლეგენდას როვსვილიშვილი მიეყვანა გასახდელში რას იტყოდით საინტერესოა? 

ეს უბრალოდ ოცნების კაცია და მიტო გადაირიეთ .

ყველაფერს პოლიტიკაში ნუ ურევთ ხალხო რა გჭირთ რამ გაგაბოროტათ ესე.ვიზეიმოდ და ვიამოყოთ ჩვენი ბიჭებით რო ესე გვახარებენ ამ ბოლო დროს და აღარ გექნებათ შურის და ბოღმის ნთხებუს დრო მერე,მაგრამ სულ გკიდიათ ყველაფერი მთავარია ვინმე აკრიტიკოტ

ზზზზ
2

ბევრ ბავშვს უნდა მართალია,მაგრამ მეც როქონოდა შანსი და ნებისმიერს სევიყვანდი აუცილებლად.რამ დაბორმა ეს ხალხი .კარგი იქნება თუ ნაკრების ფეხბურთელები დრო და დრო გულშემატკივრებს სეხვდებიან.როცა ამის საშვალება იქნება 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"აფრიალებთ თქვენი შვილების ფოტოებს, როგორ შეიყვანეთ ნაკრების გასახდელში... იცით რამდენ ბავშვს უყვარს ფეხბურთი?! რას ერჩით მათ?" - რას წერს დავით ბრაგვაძე?

"აფრიალებთ თქვენი შვილების ფოტოებს, როგორ შეიყვანეთ ნაკრების გასახდელში... იცით რამდენ ბავშვს უყვარს ფეხბურთი?! რას ერჩით მათ?" - რას წერს დავით ბრაგვაძე?

გუშინ სრულიად ქართველი გულშემატკივრების ყურადღების ეპიცენტრი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი იყო, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. მატჩის მიმართ საზოგადოებაში განსაკუთრებული მოლოდინი იყო და ამას ისიც მოწმობდა, რომ ეროვნული სტადიონის ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა. ქართველმა ფეხბურთელებმა გულშემატკივარს იმედი არ გაუცრუეს და განსაკუთრებით მეორე ტაიმში საინტერესო თამაში აჩვენეს.

მატჩს ხელისუფლების წარმომადგენლები შვილებთან ერთად დაესწრნენ. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მატჩს შვილებთან - გიორგისა და ნიკოსთან ერთად დაესწრო. საქართველოს ნაკრების მაისურში გამოწყობილი პოლიტიკოსი საკმაოდ ემოციურად გულშემატკივრობდა ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. ისინი შეხვედრას VIP ლოჟადან ადევნებდნენ თვალს.

ასევე იქ იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელებს, შვილთან ერთად გასახდელ ოთახში ეწვია.

განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა გუშინდელი დღე მამუკა მდინარაძის ვაჟისთვის, რომელმაც ყველაზე პოპულარულ ფეხბურთელთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ფოტოს გადაღებაც კი მოახერხა.

თითქმის ყველა მატჩის შემდეგ, რომლის მიმართაც განსაკუთრებული მოლოდინებია, ისმის კრიტიკა, რატომ სარგებლობენ პრივილეგიებით კონკრეტული პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრები:

სწორედ ამ თემაზე წერს პოსტს არასამთავრობო ორგანიზაცია GISP-ის დირექტორი, დავით ბრაგვაძე:

"დასაწყისშივე ხაზს გავუსვამ, რომ ბავშვებზე არაა ეს პოსტი. მათ მშობლებზეა... ბიჭო, ჯერ იყო და არც მე, არც ჩემი შვილი არც მამაჩემი, არც ჩემი ძმაკაცები და მათი შვილები, არც არავინ შეგვიშვით ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშზე, რა დროსაც საშინაო არენის უპირატესობა დაგვაკარგინეთ და ევროპის ჩემპიონატის მიღმა დაგვტოვეთ...

სამაგიეროდ თქვენ მიხვედით. მიხვედით საკუთარ შვილებთან ერთად, სრულიად ცარიელ სტადიონზე და ბავშვობიდანვე ჩაუნერგეთ აზრი, რომ პრივილეგირებულ კასტას წარმოადგენენ.

გუშინ, ნაკრების გამარჯვების მერე ისევ აფრიალებთ თქვენი შვილების ფოტოებს, როგორ შეიყვანეთ ნაკრების გასახდელში და როგორი ბედნიერები არიან, როგორ აუხდინა გავლენიანმა მამიკომ ოცნება...

იცით რამდენ ბავშვს უყვარს ფეხბურთი?! იცით რამდენ ბავშვს უნდა ხვიჩასთან მასე მიახლოება?! იცით რამდენი ბავშვი ოცნებობს ნაკრების გასახდელში მოხვედრაზე?! თუმცა ამ კარგ ბავშვებს, თქვენი კარგი ბავშვებისგან განსხვავებით ეგეთი გავლენიანი მამიკოები არ ჰყავთ...ან საკუთარ შვილებს რას ერჩით? მართლა გგონიათ რომ კარგ საქმეს უკეთებთ?!

სხვისი შვილები მაინც დაინდეთ და კი მაინც ნუღარ უფრიალებთ დაუმსახურებელი პრივილეგიებით მიღწეული მომენტების ამსახველ ფოტოებს. არ შეიძლება ბავშვებს ბავშვების შურდეთ. არ შეიძლება თუნდაც ნაბოზარი მამები საკუთარ შვილებს (რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ) ასეთი პრივილეგიებით რყვნიდნენ..."