პოლიტიკა
საზოგადოება

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვაპირებთ არავისზე შეტევას, მაგრამ ბოლომდე დავიცავთ სამშობლოს" - ინალ არძინბა თბილისს ძალის არგამოყენების შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს
"არ ვაპირებთ არავისზე შეტევას, მაგრამ ბოლომდე დავიცავთ სამშობლოს" - ინალ არძინბა თბილისს ძალის არგამოყენების შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ინალ არ­ძინ­ბას გან­ცხა­დე­ბით, უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ბერ­გჰო­ფის ფონ­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით ეწყო­ბა შეხ­ვედ­რე­ბი და ონ­ლა­ინ დის­კუ­სი­ე­ბი აფხაზ და ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს შო­რის პირ­და­პი­რი დი­ა­ლო­გის მიზ­ნით, მათ შო­რის, ომის შემ­დეგ პა­ტი­ე­ბი­სა და შე­რი­გე­ბის თე­მა­ზე.

  • "ეს შეხ­ვედ­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში, მიმ­დი­ნა­რე­ობს უკონ­ტრო­ლოდ და აფხა­ზე­თის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე და რო­გორც ჩანს, ხელს უწყობს ქარ­თუ­ლი პროგ­რა­მის რე­ა­ლი­ზე­ბას "თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გზით ჩარ­თუ­ლო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და დე ფაქ­ტო მი­ნის­ტრმა.

არ­ძინ­ბამ აღ­ნიშ­ნა, რომ ბერ­გჰო­ფის ფონდს არ გა­აჩ­ნია სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში - მას არ გა­აჩ­ნია არც რე­გის­ტრა­ცია, ხოლო მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პარტნი­ო­რია გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, მსოფ­ლიო ბან­კი და სხვა სტრუქ­ტუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც, მისი თქმით, ჩარ­თუ­ლი არი­ან აფხა­ზე­თის იზო­ლა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში.

არ­ძინ­ბამ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მძი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო“ აქ­ტი­უ­რად მარ­თავს შეხ­ვედ­რებ­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ებს, რომ­ლებ­ზეც ყუ­რა­დღე­ბით გა­ნი­ხი­ლავს სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და საფრ­თხე­ებს და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი­სა და ოპო­ნენ­ტე­ბის შე­საძ­ლო სცე­ნა­რებს, რომ­ლებ­ზეც რე­ა­გი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს.

  • გარ­და ამი­სა, ინალ არ­ძიმ­ბამ თბი­ლი­სის­გან ძა­ლის არ გა­მო­ყე­ნე­ბის შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რა მო­ი­თხო­ვა.

ამით სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის იმ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლო უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბას გეგ­მავს. ინალ არ­ძინ­ბას თქმით, სო­ხუ­მი ამას პირ­და­პირ საფრ­თხედ მი­იჩ­ნევს.

"მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს, ხელი მო­ა­წე­როს ორ­მხრივ შე­თან­ხმე­ბას ძა­ლის არ­გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ. აფხა­ზე­თი მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე ქვე­ყა­ნაა. ჩვენ არ ვა­პი­რებთ არა­ვის­ზე შე­ტე­ვას, მაგ­რამ ბო­ლომ­დე და­ვი­ცავთ ჩვენს სამ­შობ­ლოს, ხალ­ხს და მშობ­ლი­ურ მი­წას", - აცხა­დებს დე ფაქ­ტო სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი.

გარ­და ამი­სა, ინალ არ­ძინ­ბამ გა­აფრ­თხი­ლა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ მსოფ­ლი­ო­ში ჰიბ­რი­დუ­ლი ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­საც თან ახ­ლავს სა­ინ­ფორ­მა­ციო და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­წო­ლის ელე­მენ­ტე­ბი და ასე­ვე, სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი. მისი თქმით, "დღეს 50-ზე მეტი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი "უკ­რა­ი­ნე­ლი ბან­დი­ტე­ბი­სა და ნე­ო­ნა­ცის­ტე­ბის მხა­რეს იბ­რძვის."

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
1

ეს არის აფხაზების მიშა,რომელიც აფხაზეთს დაღუპავს.ერთადერთი გზა არის საქართველოსთან შემორიგება და ერთიანობის აღდგენა.

აფხაზი
3

შარვაშიძე -- მოაგვარებს ქართულ აფხაზურ კონფლიქტს ცნობილია მისი მრავალწლიანი მაღალი დონის საერთაშორისო კავშირები და არის ორივე ხლხისათვის მისაღები პიროვნება !!! ამ ისტორიული გვარის წარმომადგენელს აქვს მორალური უფლება და შეუძლია ამ კონფლიქტის მოგვარებაში დიდი როლი ითამაშოს! რაც ამ გვარს ისტორიული როლი აქვს , დაე დღესაც აქტუალური გახდეს!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არ ვაპირებთ არავისზე შეტევას, მაგრამ ბოლომდე დავიცავთ სამშობლოს" - ინალ არძინბა თბილისს ძალის არგამოყენების შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს

"არ ვაპირებთ არავისზე შეტევას, მაგრამ ბოლომდე დავიცავთ სამშობლოს" - ინალ არძინბა თბილისს ძალის არგამოყენების შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას განცხადებით, უკვე რამდენიმე წელია, ბერგჰოფის ფონდის ინიციატივით ეწყობა შეხვედრები და ონლაინ დისკუსიები აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის პირდაპირი დიალოგის მიზნით, მათ შორის, ომის შემდეგ პატიებისა და შერიგების თემაზე.

  • "ეს შეხვედრები, განსაკუთრებით ონლაინ ფორმატში, მიმდინარეობს უკონტროლოდ და აფხაზეთის სახელისუფლებო ორგანოების თანხმობის გარეშე და როგორც ჩანს, ხელს უწყობს ქართული პროგრამის რეალიზებას "თანამშრომლობის გზით ჩართულობას“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.

არძინბამ აღნიშნა, რომ ბერგჰოფის ფონდს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი ოკუპირებულ აფხაზეთში - მას არ გააჩნია არც რეგისტრაცია, ხოლო მისი დამფუძნებელი და პარტნიორია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მსოფლიო ბანკი და სხვა სტრუქტურები, რომლებიც, მისი თქმით, ჩართული არიან აფხაზეთის იზოლაციის პროგრამაში.

არძინბამ ასევე აღნიშნა, რომ მძიმე საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, "საგარეო საქმეთა სამინისტრო“ აქტიურად მართავს შეხვედრებსა და კონსულტაციებს, რომლებზეც ყურადღებით განიხილავს სტაბილურობისთვის არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს და მოწინააღმდეგეებისა და ოპონენტების შესაძლო სცენარებს, რომლებზეც რეაგირება შეიძლება მოხდეს.

  • გარდა ამისა, ინალ არძიმბამ თბილისისგან ძალის არ გამოყენების შეთანხმებაზე ხელმოწერა მოითხოვა.

ამით საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას გეგმავს. ინალ არძინბას თქმით, სოხუმი ამას პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს.

"მოვუწოდებთ საქართველოს, ხელი მოაწეროს ორმხრივ შეთანხმებას ძალის არგამოყენების შესახებ. აფხაზეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა. ჩვენ არ ვაპირებთ არავისზე შეტევას, მაგრამ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს სამშობლოს, ხალხს და მშობლიურ მიწას", - აცხადებს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი.

გარდა ამისა, ინალ არძინბამ გააფრთხილა ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა იმის შესახებ, რომ მსოფლიოში ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, რომელსაც თან ახლავს საინფორმაციო და ეკონომიკური ზეწოლის ელემენტები და ასევე, სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები. მისი თქმით, "დღეს 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი "უკრაინელი ბანდიტებისა და ნეონაცისტების მხარეს იბრძვის."