სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში თევზის მოხმარება იზრდება - რა არის მიზეზი?
საქართველოში თევზის მოხმარება იზრდება - რა არის მიზეზი?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და კონ­კრე­ტუ­ლად თევ­ზის მოხ­მა­რე­ბა იზ­რდე­ბა. რო­გორც კომ­პა­ნია „ოკე­ა­ნე­ში“ აცხა­დე­ბენ, პან­დე­მი­ის გამო შექ­მნი­ლი რთუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წელს მათი პრო­დუქ­ცი­ის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია.

რა არის მო­თხოვ­ნის ზრდის მი­ზე­ზე­ბი და რო­გორ პა­სუ­ხობს აღ­ნიშ­ნულს ქარ­თუ­ლი თევ­ზის ბა­ზა­რი, ამის შე­სა­ხებ „ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ „ოკე­ა­ნის“ ტექ­ნო­ლოგს ლე­ვან თო­მაშ­ვილს ესა­უბ­რა:

- რო­გო­რია თევ­ზის მოხ­მა­რე­ბის ტენ­დენ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში? რო­გორ გა­ი­ზარ­და მო­თხოვ­ნა ბოლო წლებ­ში?

თევ­ზის მოხ­მა­რე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­შიც, თუმ­ცა სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ჩვენ­თან მა­ინც საკ­მა­ოდ და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გვაქვს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში წე­ლი­წად­ში თევ­ზის სა­შუ­ა­ლო მოხ­მა­რე­ბა ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 10კგ-მდეა, როცა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში 25კგ-ზე მე­ტია. აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ერთი მხრივ, შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას იმით, რომ ზო­გა­დად, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტის მომ­ხმა­რე­ბის კულ­ტუ­რა ჩვენ­თან შე­და­რე­ბით და­ბა­ლია და ასე­ვე, ეს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ და ეკო­ნო­მი­კურ ფაქ­ტო­რებ­ზე. თუმ­ცა­ღა მა­ინც და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია, რომ მო­თხოვ­ნა იზ­რდე­ბა. მა­გა­ლი­თად, 2000-2017 წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე თევ­ზის წლი­უ­რი მოხ­მა­რე­ბა 9-ჯერ გა­ი­ზარ­და.

- რო­გორ ფიქ­რობთ რამ გა­ნა­პი­რო­ბა მო­თხოვ­ნის ზრდა ზო­გა­დად ზღვის პრო­დუქ­ტებ­ზე და ასე­ვე უშუ­ა­ლოდ თქვენს პრო­დუქ­ცი­ა­ზე?

მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად თევ­ზის მოხ­მა­რე­ბა უფრო სწრა­ფად იზ­რდე­ბა, ვიდ­რე სხვა ცი­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბის. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლოა. თევ­ზი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტია. გა­მო­ირ­ჩე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ღა­ლი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბით. ის შე­ი­ცავს ცი­ლებს, ცხი­მებს, ვი­ტა­მი­ნებს, მი­ნე­რა­ლებს, რაც სა­სარ­გებ­ლოა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის. იგი ამა­ვე დროს დი­ე­ტუ­რი პრო­დუქ­ტი­ცაა.

პრო­დუქტზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბი­სა და კონ­კუ­რენ­ცი­ის ზრდის კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ წლებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში თევ­ზის ბა­ზა­რი უფრო და უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხდე­ბა. ვფიქ­რობ, მო­თხოვ­ნი­სა და კონ­კუ­რენ­ცი­ის ზრდა აღ­ნიშ­ნუ­ლი ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ბა­ზარ­ზე უფრო ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის გა­ჩე­ნას უწყობს ხელს.

მო­თხოვ­ნის ზრდის ერთ-ერთ მი­ზე­ზად ასე­ვე უნდა და­ვა­სა­ხე­ლო ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დე­ბის შე­მო­დი­ნე­ბა გა­ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი­დან.

მო­თხოვ­ნა ჩვენს პრო­დუქ­ცი­ა­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა გაზ­რდი­ლი, მა­გა­ლი­თად 2022 წლის 8 თვე­ში, წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით წმინ­და რე­ა­ლი­ზა­ცია 46%-ით არის გაზ­რდი­ლი. ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტის დამ­ზა­დე­ბის დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ნედ­ლე­უ­ლის ხა­რისხს, რაც თევ­ზის წარ­მო­ე­ბა­ში კი­დევ უფრო მეტ დატ­ვირ­თვას იძენს.

კომ­პა­ნია „ოკე­ა­ნე“ უკვე წლე­ბია, ბა­ზარ­ზე პო­ზი­ცი­ო­ნი­რებს, რო­გორც პრე­მი­უმ ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ე­ბე­ლი, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ლო­ი­ა­ლუ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და ახ­ლე­ბის მო­ზიდ­ვას.

- რო­გორ ინარ­ჩუ­ნებთ ხა­რისხს და რამ­დე­ნად დი­დია იმ მომ­ხმა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ითხო­ვენ?

სა­წარ­მო­ში უმ­კაც­რე­სად კონ­ტროლ­დე­ბა, რო­გორც ნედ­ლე­უ­ლი, ასე­ვე მზა პრო­დუქ­ცია. მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლია ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე პრო­დუქ­ცი­ის მი­ღე­ბას, ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვა, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, ასორ­ტი­მენ­ტის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა - ყვე­ლა ეს პრო­ცე­სი გა­ნა­პი­რო­ბებს მომ­ხმა­რებ­ლამ­დე ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად მო­თხოვ­ნის ზრდას.

როცა მომ­ხმა­რე­ბე­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია, უკვე შენს პრო­დუქტზე აკე­თებს არ­ჩე­ვანს. „ოკე­ა­ნის“ ერთ-ერთი უპი­რა­ტე­სო­ბაა სა­უ­კე­თე­სო, ნორ­ვე­გი­უ­ლი ნედ­ლე­უ­ლი, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, სხვა ქვეყ­ნე­ბის მწარ­მო­ებ­ლე­ბის­გან გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­თა და უკე­თე­სი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით.

მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა რო­გორც წარ­მო­ე­ბის, ისე დის­ტრი­ბუ­ცი­ი­სა და უკვე მა­ღა­ზი­ებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხი და ჰი­გი­ე­ნურ-სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბი. ჩვენ ვი­ცავთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით დად­გე­ნილ შე­ნახ­ვის პი­რო­ბებს. სა­წარ­მო­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც პრო­დუქ­ცი­ას და­მა­ტე­ბით ამოწ­მებს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ხდე­ბა მისი დის­ტრი­ბუ­ცია.

- რა სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერგვას აპი­რებთ წარ­მო­ე­ბა­ში და იგეგ­მე­ბა თუ არა პრო­დუქ­ცი­ის ასორ­ტი­მენ­ტის გაზ­რდა?

აქ­ტი­უ­რად იხ­ვე­წე­ბა თი­თო­ე­უ­ლი პრო­დუქ­ტის და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი, სა­წარ­მო­ში მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ახ­ლდე­ბა და­ნად­გა­რე­ბი, რაც ზრდის წარ­მო­ე­ბის წარ­მა­დო­ბას და ამ­ცი­რებს მუ­შა­ხე­ლის ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ პრო­დუქ­ცი­ას, მიმ­დი­ნა­რე წელს და­ვა­მა­ტეთ რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის ქა­შა­ყის ფი­ლეს სა­ლა­თა და ცხლად შე­ბო­ლი­ლი ქარ­სა­ლა (ე. წ. შპ­რო­ტი) ზეთ­ში. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­გეგ­მი­ლი გვაქვს ასორ­ტი­მენ­ტის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდა. ამ ეტაპ­ზე ვა­წარ­მო­ებთ 50-მდე სა­ხე­ო­ბის პრო­დუქტს და ვფიქ­რობთ, რომ ეს რი­ცხვი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 70-მდე გა­იზ­რდე­ბა.

აქვე მინ­და ექ­სკლუ­ზი­უ­რად აღ­ვნიშ­ნო, რომ მალე ლუ­დის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე გვექ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

საქართველოში თევზის მოხმარება იზრდება - რა არის მიზეზი?

საქართველოში თევზის მოხმარება იზრდება - რა არის მიზეზი?

საქართველოში ზღვის პროდუქტების მიმართ ინტერესი და კონკრეტულად თევზის მოხმარება იზრდება. როგორც კომპანია „ოკეანეში“ აცხადებენ, პანდემიის გამო შექმნილი რთული ეკონომიკური პროცესების მიუხედავად, წელს მათი პროდუქციის მიმართ ინტერესი გასულ წლებთან შედარებით განსაკუთრებით მაღალია.

რა არის მოთხოვნის ზრდის მიზეზები და როგორ პასუხობს აღნიშნულს ქართული თევზის ბაზარი, ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ „ოკეანის“ ტექნოლოგს ლევან თომაშვილს ესაუბრა:

- როგორია თევზის მოხმარების ტენდენცია საქართველოში? როგორ გაიზარდა მოთხოვნა ბოლო წლებში?

თევზის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება მსოფლიოში და შესაბამისად, საქართველოშიც, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან მაინც საკმაოდ დაბალი მაჩვენებლები გვაქვს.

საქართველოში წელიწადში თევზის საშუალო მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 10კგ-მდეა, როცა განვითარებულ ქვეყნებში 25კგ-ზე მეტია. აღნიშნული მაჩვენებელი ერთი მხრივ, შეიძლება აიხსნას იმით, რომ ზოგადად, აღნიშნული პროდუქტის მომხმარების კულტურა ჩვენთან შედარებით დაბალია და ასევე, ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე. თუმცაღა მაინც დამაიმედებელია, რომ მოთხოვნა იზრდება. მაგალითად, 2000-2017 წლებში, საქართველოში, ერთ სულ მოსახლეზე თევზის წლიური მოხმარება 9-ჯერ გაიზარდა.

- როგორ ფიქრობთ რამ განაპირობა მოთხოვნის ზრდა ზოგადად ზღვის პროდუქტებზე და ასევე უშუალოდ თქვენს პროდუქციაზე?

მსოფლიოში ყოველწლიურად თევზის მოხმარება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე სხვა ცილოვანი პროდუქტების. გამონაკლისი არც საქართველოა. თევზი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი პროდუქტია. გამოირჩევა განსაკუთრებული მაღალი კვებითი ღირებულებით. ის შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ვიტამინებს, მინერალებს, რაც სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. იგი ამავე დროს დიეტური პროდუქტიცაა.

პროდუქტზე ხელმისაწვდომობისა და კონკურენციის ზრდის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ წლებთან ერთად საქართველოში თევზის ბაზარი უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. ვფიქრობ, მოთხოვნისა და კონკურენციის ზრდა აღნიშნული ბიზნეს საქმიანობის განვითარებას და ბაზარზე უფრო ხარისხიანი პროდუქციის გაჩენას უწყობს ხელს.

მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ასევე უნდა დავასახელო ტურისტული ნაკადების შემოდინება გაზაფხულის სეზონიდან.

მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, მაგალითად 2022 წლის 8 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წმინდა რეალიზაცია 46%-ით არის გაზრდილი. ნებისმიერი პროდუქტის დამზადების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნედლეულის ხარისხს, რაც თევზის წარმოებაში კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს.

კომპანია „ოკეანე“ უკვე წლებია, ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც პრემიუმ ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი, რაც უზრუნველყოფს ლოიალური მომხმარებლების შენარჩუნებას და ახლების მოზიდვას.

- როგორ ინარჩუნებთ ხარისხს და რამდენად დიდია იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც ამის შესახებ ინფორმაციას ითხოვენ?

საწარმოში უმკაცრესად კონტროლდება, როგორც ნედლეული, ასევე მზა პროდუქცია. მაქსიმალურად დაცულია ტექნოლოგიური პროცესები, რაც უზრუნველყოფს არაჩვეულებრივი გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის მიღებას, ასევე თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება, ასორტიმენტის მრავალფეროვნება - ყველა ეს პროცესი განაპირობებს მომხმარებლამდე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებას და შესაბამისად მოთხოვნის ზრდას.

როცა მომხმარებელი აღნიშნული პროცესების შესახებ ინფორმირებულია, უკვე შენს პროდუქტზე აკეთებს არჩევანს. „ოკეანის“ ერთ-ერთი უპირატესობაა საუკეთესო, ნორვეგიული ნედლეული, რომელიც, თავის მხრივ, სხვა ქვეყნების მწარმოებლებისგან გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და უკეთესი გემოვნური თვისებებით.

მკაცრად კონტროლდება როგორც წარმოების, ისე დისტრიბუციისა და უკვე მაღაზიებში განთავსებული პროდუქციის ხარისხი და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები. ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ შენახვის პირობებს. საწარმოში ფუნქციონირებს ლაბორატორია, რომელიც პროდუქციას დამატებით ამოწმებს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი დისტრიბუცია.

- რა სიახლეების დანერგვას აპირებთ წარმოებაში და იგეგმება თუ არა პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა?

აქტიურად იხვეწება თითოეული პროდუქტის დამუშავების ტექნოლოგიური პროცესი, საწარმოში მუდმივ რეჟიმში ახლდება დანადგარები, რაც ზრდის წარმოების წარმადობას და ამცირებს მუშახელის ფიზიკურ დატვირთვას.

რაც შეეხება ახალ პროდუქციას, მიმდინარე წელს დავამატეთ რამდენიმე სახეობის ქაშაყის ფილეს სალათა და ცხლად შებოლილი ქარსალა (ე. წ. შპროტი) ზეთში. უახლოეს მომავალში დაგეგმილი გვაქვს ასორტიმენტის მნიშვნელოვნად ზრდა. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ 50-მდე სახეობის პროდუქტს და ვფიქრობთ, რომ ეს რიცხვი უახლოეს მომავალში დაახლოებით, 70-მდე გაიზრდება.

აქვე მინდა ექსკლუზიურად აღვნიშნო, რომ მალე ლუდის მოყვარულთათვის განსაკუთრებულად სასიამოვნო სიახლე გვექნება.