საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აზოვსტალის" დაცვის მემატიანედ ქცეული ბიჭი თავისუფალია - ფოტოგრაფი დმიტრი კოზაცკი უკვე შინ არის
"აზოვსტალის" დაცვის მემატიანედ ქცეული ბიჭი თავისუფალია - ფოტოგრაფი დმიტრი კოზაცკი უკვე შინ არის

21 სექ­ტემ­ბერს, სა­ღა­მოს, რუ­სეთ­მა და უკ­რა­ი­ნამ ტყვე­ე­ბი გაც­ვა­ლეს. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან უკ­რა­ი­ნის 215 დამ­ცვე­ლი: სამ­ხედ­რო­ე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის წევ­რე­ბი, მე­სა­ზღვრე­ე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი. მათ შო­რის არი­ან ოფიც­რე­ბი, უკ­რა­ი­ნის გმი­რე­ბი, "აზოვსტა­ლის" მცვე­ლე­ბი..." გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ "აზო­ვის" პოლ­კის მე­თა­უ­რი დე­ნის პრო­კო­პენ­კო, სვი­ა­ტოს­ლავ პა­ლა­მა­რი (კა­ლი­ნა) და სა­ზღვაო ქვე­ით­თა ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი სერ­გეი ვო­ლინ­სკი (ვო­ლი­ნა). რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ტყვე­ო­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ ცნო­ბი­ლი "აზო­ვე­ლე­ბი": პოლ­კის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ფო­ტოგ­რა­ფი დმიტ­რი კო­ზაც­კი (მეტ­სა­ხე­ლად: "ორეს­ტი") და მე­დი­კი კა­ტე­რი­ნა პო­ლიშ­ჩუ­კი (მეტ­სა­ხე­ლად" "ჩიტი“).

დმიტ­რი არის ცნო­ბი­ლი ფო­ტო­ე­ბის ავ­ტო­რი "აზოვსტა­ლი­დან", რის­თვი­საც მან ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ჯილ­დო მი­ი­ღო.

“სხვა­თა­შო­რის, ვიდ­რე ტყვე­ო­ბა­ში ვიქ­ნე­ბი, გი­ტო­ვებთ ფო­ტო­ებს სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხით, გაგ­ზავ­ნეთ ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტურ ჯილ­დო­სა და ფო­ტო­კონ­კურ­სზე, თუ რა­მეს მო­ვი­გებ, როცა გა­მო­ვალ, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბა. სულ ესაა. მად­ლო­ბა "აზოვსტა­ლის" თავ­შე­სა­ფა­რო, ჩემი სიკ­ვდი­ლის და სი­ცო­ცხლის ად­გი­ლო", - და­წე­რა დმიტ­რომ ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბამ­დე.

ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფი ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან შეც­ვლი­ლია. და­სუს­ტე­ბუ­ლი კო­ზაც­კი ახლა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის. დმიტ­როს დე­დამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც დმიტ­რო და კა­ტე­რი­ნა არი­ან გა­და­ღე­ბუ­ლე­ბუ­ლი.

"ახ­ლოს ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ხმა აქვს. ღმერ­თო, ეს რა ხდე­ბა, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის... კი­დევ არ მჯე­რა, რომ დიმ­კა შინ არის, გული მეგლი­ჯე­ბა სი­ხა­რუ­ლის­გან..." - ამ­ბობს დი­მიტ­რი კო­ზაც­კის დედა უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას. რა გეგ­მე­ბი აქვთ ცნო­ბილ "აზო­ვე­ლებს", ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია... ერ­თა­დერ­თი დმიტ­როს და ამ­ბობს, რომ აპი­რე­ბენ მო­ა­წყონ მისი ძმის ფო­ტო­გა­მო­ე­ფა­ნა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბელა
0

ბედნიერება და უღრუბლო მომავალი. როგორი სათნო და კეთილი სახე აქვს. 

111
48

აწი რა უჭირს საქართველოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"აზოვსტალის" დაცვის მემატიანედ ქცეული ბიჭი თავისუფალია - ფოტოგრაფი დმიტრი კოზაცკი უკვე შინ არის

"აზოვსტალის" დაცვის მემატიანედ ქცეული ბიჭი თავისუფალია - ფოტოგრაფი დმიტრი კოზაცკი უკვე შინ არის

21 სექტემბერს, საღამოს, რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. გათავისუფლებულებს შორის არიან უკრაინის 215 დამცველი: სამხედროები, პოლიციელები, ეროვნული გვარდიის წევრები, მესაზღვრეები და სამოქალაქო პირები. მათ შორის არიან ოფიცრები, უკრაინის გმირები, "აზოვსტალის" მცველები..." გათავისუფლდნენ "აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი (კალინა) და საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინსკი (ვოლინა). რამდენიმეთვიანი ტყვეობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ ცნობილი "აზოველები": პოლკის პრესსამსახურის ფოტოგრაფი დმიტრი კოზაცკი (მეტსახელად: "ორესტი") და მედიკი კატერინა პოლიშჩუკი (მეტსახელად" "ჩიტი“).

დმიტრი არის ცნობილი ფოტოების ავტორი "აზოვსტალიდან", რისთვისაც მან ტყვეობაში ყოფნის პერიოდში არაერთი პრესტიჟული ევროპული ჯილდო მიიღო.

“სხვათაშორის, ვიდრე ტყვეობაში ვიქნები, გიტოვებთ ფოტოებს საუკეთესო ხარისხით, გაგზავნეთ ყველა ჟურნალისტურ ჯილდოსა და ფოტოკონკურსზე, თუ რამეს მოვიგებ, როცა გამოვალ, ძალიან გამიხარდება. სულ ესაა. მადლობა "აზოვსტალის" თავშესაფარო, ჩემი სიკვდილის და სიცოცხლის ადგილო", - დაწერა დმიტრომ ქარხნის ტერიტორიის დატოვებამდე.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="uk" dir="ltr">Ну от і все. Дякую з прихисток Азовсталь - місце моєї смерті і мого життя. <a href="https://t.co/uPa7bKyP1B">pic.twitter.com/uPa7bKyP1B</a></p>&mdash; Орест (@Kozatsky_D) <a href="https://twitter.com/Kozatsky_D/status/1527552270493274115?ref_src=twsrc%5Etfw">May 20, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ტყვეობიდან გათავისუფლებული ფოტოგრაფი ფიზიკურად ძალიან შეცვლილია. დასუსტებული კოზაცკი ახლა რეაბილიტაციას გადის. დმიტროს დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც დმიტრო და კატერინა არიან გადაღებულებული.

"ახლოს ძალიან, ძალიან, ძალიან ბედნიერი ხმა აქვს. ღმერთო, ეს რა ხდება, სიტყვები არ მყოფნის... კიდევ არ მჯერა, რომ დიმკა შინ არის, გული მეგლიჯება სიხარულისგან..." - ამბობს დიმიტრი კოზაცკის დედა უკრაინულ მედიასთან საუბრისას. რა გეგმები აქვთ ცნობილ "აზოველებს", ჯერჯერობით უცნობია... ერთადერთი დმიტროს და ამბობს, რომ აპირებენ მოაწყონ მისი ძმის ფოტოგამოეფანა.

იხილეთ ასევე: