კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მირონმდინარე და სასწაულმოქმედი ხატები ერთ-ერთ თბილისურ ოჯახში და რწმენით განკურნებული 15 წლის ონკოპაციენტის ისტორია
მირონმდინარე და სასწაულმოქმედი ხატები ერთ-ერთ თბილისურ ოჯახში და რწმენით განკურნებული 15 წლის ონკოპაციენტის ისტორია

ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა მო­მენ­ტი, რო­დე­საც უფალ­თან გვინ­და მი­ახ­ლო­ე­ბა. ეს მა­შინ მძაფ­რდე­ბა, რო­დე­საც გან­საც­დე­ლე­ბი ერ­თი­ა­ნად გვი­ტევს და არ­სა­ი­დან აღარ არის საშ­ვე­ლი. მეც, თქვე­ნი მონა-მორ­ჩი­ლი, ერთ-ერთი იმათ­გა­ნი ვარ, ვი­საც ასე­თი მო­მენ­ტი და­უდ­გა ცხოვ­რე­ბა­ში და მეც ეკ­ლე­სი­ას მი­ვა­შუ­რე, ცოტა ხანს დავ­ყა­ვი ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხატ­თან. გა­მოს­ვლი­სას ნაც­ნო­ბი შემ­ხვდა, რო­მელ­მაც მი­თხრა, - გა­ი­გე, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ უბან­ში ცხოვ­რობს ქალი, რომ­ლის სახ­ლშიც თით­ქმის ყვე­ლა ხატს მი­რო­ნი სდის და სას­წა­უ­ლებს ახ­დენ­სო... მა­შინ­ვე მი­სა­მარ­თი გა­მო­ვარ­თვი. კარი, სან­დო­მი­ან­მა, ახალ­გაზ­რდა ქალ­მა გა­მი­ღო და თა­ვა­ზი­ა­ნად შე­მი­პა­ტი­ჟა შინ, სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, ხა­ტებ­თან ახ­ლოს მივ­სუ­ლი­ყა­ვი. მათ შო­რის ერ­თმა ხატ­მა, ჩემი გა­მორ­ჩე­უ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. დი­ა­სახ­ლის­მა ამიხ­სნა, ეს სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ღვთის­მშობ­ლის ხატი, იე­რუ­სა­ლი­მი­დან მაქვს ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლიო. რამ­დე­ნი­მე წუთს დავ­ყა­ვი ხატ­თან და ჩუ­მად ჩემი სატ­კი­ვა­რი გა­ვუმ­ხი­ლე. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის თავ­ზე, სას­წა­უ­ლი მოხ­და. ღვთის­მშო­ბელ­მა ზუს­ტად იმ გან­საც­დე­ლი­სა­გან მიხ­სნა, რაც ასე მა­წუ­ხებ­და. ეს იმ­დე­ნად და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო, კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, შო­კი­დან ვერ გა­მოვ­დი­ო­დი. მე­ო­რე დღეს­ვე და­ვუ­რე­კე ქალ­ბა­ტონ ნანა ცინ­ცა­ძეს და ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა ვთხო­ვე.

- ჯერ კი­დევ მე-10 კლა­სი­დან ვცდი­ლობ­დი, რომ რწმე­ნით მე­ცხოვ­რა, კო­მუ­ნის­ტე­ბის პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მო­ვე­დი აქამ­დე. ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და სურ­ვი­ლი, მე­ცხოვ­რა მო­ნას­ტრუ­ლი ცხოვ­რე­ბით, მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზის გამო, ეს ვერ შევ­ძე­ლი, თუმ­ცა ვცდი­ლობ, ერში მა­ინც მეტ-ნაკ­ლე­ბად ისე ვი­ცხოვ­რო, რო­გო­რი სურ­ვი­ლიც მქონ­და.

ამ ხა­ტებს, რა­საც აქ ხე­დავთ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაგ­რო­ვებ­დი. შევ­ქმე­ნი ჩემი კე­ლია, რო­მელ­შიც მო­ძღვრის კურ­თხე­ვით, უკვე 35 წე­ლია ვცხოვ­რობ. უფალ­მა და­მა­ნა­ხა, რომ ხა­ტის რეპ­რო­დუქ­ცი­ა­საც ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი დატ­ვირ­თვა აქვს. გა­ზეთ­შიც რომ წა­ვა­წყდე, იმა­საც კი ვი­ღებ. თი­თო­ე­ულ ხატს თა­ვი­სი გარ­კვე­უ­ლი ის­ტო­რია აქვს ჩემ­თვის.

- იქ­ნებ მოგ­ვიყ­ვეთ პირ­ველ სას­წა­ულ­ზე, რო­მე­ლიც თქვენს სახ­ლში მოხ­და...

- და­ახ­ლო­ე­ბით 5- 6 წლის წინ, ვნე­ბის კვი­რა იყოს. ანა­ლო­გი­ა­ზე, სა­დაც დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი მაქვს ტკბი­ლი იე­სოს ხელ­თუქ­მნე­ლი ხატი, დიდ ხუთ­შა­ბათს, ჩემს მე­ზო­ბელ­თან ერ­თად ვლო­ცუ­ლობ­დი და ჩვენს თვალ­წინ, რო­მელ­საც ეხლა თქვენც ხე­დავთ, ერთ თვალ­ზე წა­მო­უ­ვი­და ცრემ­ლი. თან­და­თა­ნო­ბით გა­დიდ­და ეს ცრემ­ლი და ისე­თი სურ­ნე­ლო­ვა­ნი გახ­და, ვინც ნა­ხუ­ლობს, ყვე­ლა გან­ცვიფ­რე­ბუ­ლია. ეს ასე გრძელ­დე­ბა დღემ­დე. ის დღე იყო და ის დღე, და­მე­წყო გან­საც­დე­ლე­ბი. ყვე­ლას გვაქვს გან­საც­დე­ლე­ბი, მაგ­რამ მე, რა­საც ჰქვია, გოლ­გო­თას გავ­დი­ვარ. თუმ­ცა, ზუს­ტად ვიცი, რომ მე ამ ყვე­ლა­ფერ­ზე გა­ვი­მარ­ჯვებ უფ­ლის დახ­მა­რე­ბით. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ის­ტო­რი­ის მოწ­მე გავ­ხდი...

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი იყო. ჩემი შვი­ლიც მოხ­ვდა სა­პა­ტიმ­რო­ში. ბავ­შვს, ძა­ლი­ან მალე და­ე­მარ­თა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი. დღე და ღამე ვტი­რო­დი. ყო­ველ მის­ვლა­ზე უა­რე­სად ხდე­ბო­და... 26 წლის ბიჭი 30 კილო გახ­და, მა­შინ ბევ­რმა ახ­ლო­ბელ­მა მირ­ჩია, - არ­სე­ბობს წმინ­და დი­მიტ­რი როს­ტო­ვე­ლის ხატი, რო­მე­ლიც უძ­ლი­ე­რე­სია და მას­თან ილო­ცეო.... ეს ის წმინ­და­ნია, ვინც დედა ღვთის­მშობ­ლის ხუთ­ჯე­რა­დი ლოც­ვა შექ­მნა. და­ვი­წყე ძებ­ნა და რომ ვერ ვი­პოვ­ნე, კომ­პი­უ­ტე­რი­დან ავი­ღე და რო­გორც ფოტო ისე დავ­ბეჭ­დე. მთე­ლი ღამე ვე­ვედ­რე­ბო­დი შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნას. დი­ლით, როცა გა­ვიღ­ვი­ძე, მარ­ცხე­ნა თვალ­ზე დიდი ცრემ­ლი ეკი­და რეპ­რო­დუქ­ცი­ას. მერე ეს ცრემ­ლი ნელ-ნელა გა­დიდ­და თვალ­თან და ახ­ლაც თვალ­ნათ­ლივ ჩანს, რო­გორ ტი­რო­და დი­მიტ­რი როს­ტო­ვე­ლი ჩემ­თან ერ­თად. ეს იყო ხი­ლუ­ლი სას­წა­უ­ლი. ჩემს შვი­ლი კი გა­ნი­კურ­ნა, დღეს­დღე­ო­ბით აღა­რა­ფე­რი აქვს. როცა ფილ­ტვებ­ზე სუ­რა­თი გა­და­ვუ­ღეთ, ექი­მე­ბი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დარ­ჩნენ - ფილ­ტვე­ბი სარ­კე­სა­ვით სუფ­თა იყო.

- აქ არის ხატი, რო­მელ­მაც თა­ვად მიხ­სნა გან­საც­დე­ლი­სა­გან და ასე­ვე 15 წლის ონ­კო­პა­ცი­ენ­ტი გან­კურ­ნა...

- ჩემი მე­გობ­რის შვილს, 15 წლის გო­გო­ნას სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უდ­გი­ნეს. გა­და­წყდა, რომ ხუთ­შა­ბათ დღეს, ოპე­რა­ცი­ას გა­უ­კე­თებ­დნენ, რად­გან გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო. იმ პე­რი­ოდ­ში ჩემს სახ­ლში ყა­ზა­ნის ღვთის­მშობ­ლის ხატი იყო დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. ამ ბავ­შვის დედა შე­ეს­წრო, ხატი რო­გორ მო­მიბ­რძა­ნეს სახ­ლში. ვთხო­ვე, ელო­ცა თა­ვი­სი შვი­ლი­სათ­ვის. ერთი კი შე­მომ­ხე­და და მი­თხრა, - ნანა, ბავ­შვი ფი­ზი­კუ­რად ფეხ­ზე ვერ დგე­ბაო და წა­ვი­და. და­ახ­ლო­ე­ბით, სა­ღა­მოს 9 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, რომ კარ­ზე ზა­რის ხმა გა­ის­მა. დე­დამ ბავ­შვი მო­იყ­ვა­ნა. მა­შინ­ვე და­უჯ­დო­მე­ლი მი­ვე­ცი. დიდი ხანი დაჰ­ყო დედა-შვილ­მა ჩემ­თან და საკ­მა­ოდ გვი­ა­ნაც გა­ვა­ცი­ლე. მე­ო­რე დი­ლით კი, გა­ის­მა ტე­ლე­ფო­ნის ზარი, რო­მე­ლიც ჩემს სი­ცო­ცხლე­ში არ და­მა­ვი­წყდე­ბა. დედა რე­კავ­და და ამ­ბობ­და, რომ ბავ­შვს ავად­მყო­ფო­ბის ყვე­ლა სიმპტო­მი გა­უქ­რა. ეს იყო ორ­შა­ბათს. ხუთ­შა­ბა­თის ოპე­რა­ცია კი, ძა­ლა­ში რჩე­ბო­და. ვთხო­ვე, ოპე­რა­ცი­ას ნუ­ღარ გა­უ­კე­თებთ-მეთ­ქი.... თუმ­ცა ბავ­შვი მა­ინც გა­იყ­ვა­ნეს სა­ო­პე­რა­ცი­ოდ. მე ამ დროს სახ­ლში ვლო­ცუ­ლობ­დი. ჯერ კი­დევ ჩემ­თან იყო, ყა­ზა­ნის დედა ღვთის­მშობ­ლის ხატი და ვეხ­ვე­წე­ბო­დი, აე­ცი­ლე­ბი­ნა ბავ­შვი­სათ­ვის ოპე­რა­ცია. მახ­სოვს, ზუს­ტად ერთ სა­ათ­ში მი­რე­კა­ვენ, - ბავ­შვი ოპე­რა­ცი­ა­ზე რომ გა­იყ­ვა­ნეს, ჭერი ჩა­მო­ინ­გრა და ხელ­სა­წყო­ე­ბი მთლი­ა­ნად და­იმ­სხვრაო. გო­გო­ნა კარ­გად არის, ოპე­რა­ცი­ის გა­რე­შეც და­აღ­წია თავი ავად­მყო­ფო­ბას.

- გა­ოგ­ნე­ბუ­ლი გის­მენთ..

- იცით რა, რწმე­ნის გა­რე­შე არა­ფე­რი ხდე­ბა. იგი­ვე მოხ­და თქვენს შემ­თხვე­ვა­შიც. ისე­თი თვა­ლე­ბით შე­მოხ­ვე­დით პირ­ვე­ლად ჩემ­თან, მა­შინ­ვე ვი­ცო­დი, ღვთის­მშო­ბე­ლი მა­შინ­ვე რომ გა­გა­ხა­რებ­დათ და ასეც მოხ­და. ვინც გუ­ლით და დიდი რწმე­ნით მოვა, უფა­ლი სას­წა­ულს მო­უვ­ლენს. გახ­სოვთ, ალ­ბათ, უფა­ლი ერთ დე­და­კაცს რას ეუბ­ნე­ბა: "შენი რწმე­ნით მო­გე­გოს, დე­და­კა­ცოო“. ასეა ნამ­დვი­ლად.

დღეს, ღვთის­მშობ­ლის შო­ბაა, 21 სექ­ტემ­ბე­რი. სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს და თქვენს მკი­თხველს ვუ­ლო­ცავ ამ დიდ დღე­სას­წა­ულს. დედა ღვთის­მშო­ბე­ლი შეგ­ვე­წი­ოს თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს

- ამინ!

ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფატი
0

უფალი სუფევს....მარტო უფლის იმედი მაქვს

ქეთი
0

შეგვეწიოს სრულიად საქართველოს.მისამართი თუ შეიძლება

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მირონმდინარე და სასწაულმოქმედი ხატები ერთ-ერთ თბილისურ ოჯახში და რწმენით განკურნებული 15 წლის ონკოპაციენტის ისტორია

მირონმდინარე და სასწაულმოქმედი ხატები ერთ-ერთ თბილისურ ოჯახში და რწმენით განკურნებული 15 წლის ონკოპაციენტის ისტორია

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უფალთან გვინდა მიახლოება. ეს მაშინ მძაფრდება, როდესაც განსაცდელები ერთიანად გვიტევს და არსაიდან აღარ არის საშველი. მეც, თქვენი მონა-მორჩილი, ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვისაც ასეთი მომენტი დაუდგა ცხოვრებაში და მეც ეკლესიას მივაშურე, ცოტა ხანს დავყავი ივერიის ღვთისმშობლის ხატთან. გამოსვლისას ნაცნობი შემხვდა, რომელმაც მითხრა, - გაიგე, თბილისში, ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ცხოვრობს ქალი, რომლის სახლშიც თითქმის ყველა ხატს მირონი სდის და სასწაულებს ახდენსო... მაშინვე მისამართი გამოვართვი. კარი, სანდომიანმა, ახალგაზრდა ქალმა გამიღო და თავაზიანად შემიპატიჟა შინ, საშუალება მომცა, ხატებთან ახლოს მივსულიყავი. მათ შორის ერთმა ხატმა, ჩემი გამორჩეული ყურადღება მიიპყრო. დიასახლისმა ამიხსნა, ეს სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი, იერუსალიმიდან მაქვს ჩამობრძანებულიო. რამდენიმე წუთს დავყავი ხატთან და ჩუმად ჩემი სატკივარი გავუმხილე. დაახლოებით ერთი კვირის თავზე, სასწაული მოხდა. ღვთისმშობელმა ზუსტად იმ განსაცდელისაგან მიხსნა, რაც ასე მაწუხებდა. ეს იმდენად დაუჯერებელი იყო, კარგა ხნის განმავლობაში, შოკიდან ვერ გამოვდიოდი. მეორე დღესვე დავურეკე ქალბატონ ნანა ცინცაძეს და ინტერვიუს ჩაწერა ვთხოვე.

- ჯერ კიდევ მე-10 კლასიდან ვცდილობდი, რომ რწმენით მეცხოვრა, კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედი აქამდე. ბავშვობიდან მქონდა სურვილი, მეცხოვრა მონასტრული ცხოვრებით, მაგრამ მოხდა ისე, რომ გარკვეული მიზეზის გამო, ეს ვერ შევძელი, თუმცა ვცდილობ, ერში მაინც მეტ-ნაკლებად ისე ვიცხოვრო, როგორი სურვილიც მქონდა.

ამ ხატებს, რასაც აქ ხედავთ, წლების განმავლობაში ვაგროვებდი. შევქმენი ჩემი კელია, რომელშიც მოძღვრის კურთხევით, უკვე 35 წელია ვცხოვრობ. უფალმა დამანახა, რომ ხატის რეპროდუქციასაც ჩემთვის ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. გაზეთშიც რომ წავაწყდე, იმასაც კი ვიღებ. თითოეულ ხატს თავისი გარკვეული ისტორია აქვს ჩემთვის.

- იქნებ მოგვიყვეთ პირველ სასწაულზე, რომელიც თქვენს სახლში მოხდა...

- დაახლოებით 5- 6 წლის წინ, ვნების კვირა იყოს. ანალოგიაზე, სადაც დაბრძანებული მაქვს ტკბილი იესოს ხელთუქმნელი ხატი, დიდ ხუთშაბათს, ჩემს მეზობელთან ერთად ვლოცულობდი და ჩვენს თვალწინ, რომელსაც ეხლა თქვენც ხედავთ, ერთ თვალზე წამოუვიდა ცრემლი. თანდათანობით გადიდდა ეს ცრემლი და ისეთი სურნელოვანი გახდა, ვინც ნახულობს, ყველა განცვიფრებულია. ეს ასე გრძელდება დღემდე. ის დღე იყო და ის დღე, დამეწყო განსაცდელები. ყველას გვაქვს განსაცდელები, მაგრამ მე, რასაც ჰქვია, გოლგოთას გავდივარ. თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ მე ამ ყველაფერზე გავიმარჯვებ უფლის დახმარებით. ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი ისტორიის მოწმე გავხდი...

მოგეხსენებათ, სააკაშვილის დროს, ბევრი ადამიანი დაპატიმრებული იყო. ჩემი შვილიც მოხვდა საპატიმროში. ბავშვს, ძალიან მალე დაემართა ტუბერკულოზი. დღე და ღამე ვტიროდი. ყოველ მისვლაზე უარესად ხდებოდა... 26 წლის ბიჭი 30 კილო გახდა, მაშინ ბევრმა ახლობელმა მირჩია, - არსებობს წმინდა დიმიტრი როსტოველის ხატი, რომელიც უძლიერესია და მასთან ილოცეო.... ეს ის წმინდანია, ვინც დედა ღვთისმშობლის ხუთჯერადი ლოცვა შექმნა. დავიწყე ძებნა და რომ ვერ ვიპოვნე, კომპიუტერიდან ავიღე და როგორც ფოტო ისე დავბეჭდე. მთელი ღამე ვევედრებოდი შვილის გადარჩენას. დილით, როცა გავიღვიძე, მარცხენა თვალზე დიდი ცრემლი ეკიდა რეპროდუქციას. მერე ეს ცრემლი ნელ-ნელა გადიდდა თვალთან და ახლაც თვალნათლივ ჩანს, როგორ ტიროდა დიმიტრი როსტოველი ჩემთან ერთად. ეს იყო ხილული სასწაული. ჩემს შვილი კი განიკურნა, დღესდღეობით აღარაფერი აქვს. როცა ფილტვებზე სურათი გადავუღეთ, ექიმები გაოგნებული დარჩნენ - ფილტვები სარკესავით სუფთა იყო.

- აქ არის ხატი, რომელმაც თავად მიხსნა განსაცდელისაგან და ასევე 15 წლის ონკოპაციენტი განკურნა...

- ჩემი მეგობრის შვილს, 15 წლის გოგონას სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს. გადაწყდა, რომ ხუთშაბათ დღეს, ოპერაციას გაუკეთებდნენ, რადგან გადაუდებელი სიტუაცია იყო. იმ პერიოდში ჩემს სახლში ყაზანის ღვთისმშობლის ხატი იყო დაბრძანებული. ამ ბავშვის დედა შეესწრო, ხატი როგორ მომიბრძანეს სახლში. ვთხოვე, ელოცა თავისი შვილისათვის. ერთი კი შემომხედა და მითხრა, - ნანა, ბავშვი ფიზიკურად ფეხზე ვერ დგებაო და წავიდა. დაახლოებით, საღამოს 9 საათი იქნებოდა, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. დედამ ბავშვი მოიყვანა. მაშინვე დაუჯდომელი მივეცი. დიდი ხანი დაჰყო დედა-შვილმა ჩემთან და საკმაოდ გვიანაც გავაცილე. მეორე დილით კი, გაისმა ტელეფონის ზარი, რომელიც ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება. დედა რეკავდა და ამბობდა, რომ ბავშვს ავადმყოფობის ყველა სიმპტომი გაუქრა. ეს იყო ორშაბათს. ხუთშაბათის ოპერაცია კი, ძალაში რჩებოდა. ვთხოვე, ოპერაციას ნუღარ გაუკეთებთ-მეთქი.... თუმცა ბავშვი მაინც გაიყვანეს საოპერაციოდ. მე ამ დროს სახლში ვლოცულობდი. ჯერ კიდევ ჩემთან იყო, ყაზანის დედა ღვთისმშობლის ხატი და ვეხვეწებოდი, აეცილებინა ბავშვისათვის ოპერაცია. მახსოვს, ზუსტად ერთ საათში მირეკავენ, - ბავშვი ოპერაციაზე რომ გაიყვანეს, ჭერი ჩამოინგრა და ხელსაწყოები მთლიანად დაიმსხვრაო. გოგონა კარგად არის, ოპერაციის გარეშეც დააღწია თავი ავადმყოფობას.

- გაოგნებული გისმენთ..

- იცით რა, რწმენის გარეშე არაფერი ხდება. იგივე მოხდა თქვენს შემთხვევაშიც. ისეთი თვალებით შემოხვედით პირველად ჩემთან, მაშინვე ვიცოდი, ღვთისმშობელი მაშინვე რომ გაგახარებდათ და ასეც მოხდა. ვინც გულით და დიდი რწმენით მოვა, უფალი სასწაულს მოუვლენს. გახსოვთ, ალბათ, უფალი ერთ დედაკაცს რას ეუბნება: "შენი რწმენით მოგეგოს, დედაკაცოო“. ასეა ნამდვილად.

დღეს, ღვთისმშობლის შობაა, 21 სექტემბერი. სრულიად საქართველოს და თქვენს მკითხველს ვულოცავ ამ დიდ დღესასწაულს. დედა ღვთისმშობელი შეგვეწიოს თითოეულ ჩვენგანს

- ამინ!

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი