მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფოთის ნავსადგურში, რუსეთის პორტიდან შემოსული გემი დატვირთული იყო დიზელით, რომელიც დაიცალა და ტრანზიტის პროცედურაში მოექცა" - შემოსავლების სამსახური
"ფოთის ნავსადგურში, რუსეთის პორტიდან შემოსული გემი დატვირთული იყო დიზელით, რომელიც დაიცალა და ტრანზიტის პროცედურაში მოექცა" - შემოსავლების სამსახური

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ფო­თის სა­ზღვაო ნავ­სად­გურ­ში, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პორ­ტი­დან რუ­სე­თის დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი გემი შე­მო­ვი­და, რომ­ლის ტვირ­თი და­ი­ცა­ლა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­ექ­ცა ტრან­ზი­ტის პრო­ცე­დუ­რა­ში.

ამის შე­სა­ხებ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ რო­გორც აღ­ნიშ­ნულ გემ­ზე და მის მფლო­ბელ კომ­პა­ნი­ებ­ზე, ისე შე­მო­სულ ტვირთზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი არ ვრცელ­დე­ბა.

„ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი გაც­ნო­ბებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 16 სექ­ტემ­ბერს, ფო­თის სა­ზღვაო ნავ­სად­გურ­ში, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პორ­ტი­დან შე­მო­ვი­და, რუ­სე­თის დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი გემი - „CALLIOPE“.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გემი დატ­ვირ­თუ­ლი იყო ტრან­ზი­ტუ­ლი ტვირ­თით - დი­ზე­ლი 4 044 ტონა. (მიმ­ღე­ბი სომ­ხუ­რი კომ­პა­ნია. უწყე­ბა თავს იკა­ვებს კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან და სა­გა­და­სა­ხა­დო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან).

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სკრი­ნინ­გის შე­დე­გად, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ გემ­ზე და გე­მის მფლო­ბელ კომ­პა­ნი­ებ­ზე არ ვრცელ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი. ასე­ვე, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­და­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი არც შე­მო­სულ ტვირთზე ვრცელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მია ღია წყა­რო­ე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ბა­ჟო კონ­ტრო­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ტვირ­თი და­ი­ცა­ლა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­ექ­ცა ტრან­ზი­ტის პრო­ცე­დუ­რა­ში.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტო კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად, მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, რო­გორც გე­მე­ბის, ასე­ვე გემთმფლო­ბე­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ებ­თან მი­მარ­თე­ბით და თუ გემი, ტვირ­თი ან გე­მის მფლო­ბე­ლი არის სან­ქცი­ე­ბის სი­ა­ში, მას არ ეძ­ლე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­სად­გუ­რებ­ში შე­მოს­ვლი­სა და სა­ბა­ჟო პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
goga
9

ეჰ ბორია ბორია, გაიჩალიჩებ მე მგონი მაინც ბოლოს.

ზურაბ
2

თქვენ მარტო აქ მიამბობთ ამ ამბავს ხაბეიშვილი და კეზერაშვილის დაფინანსებული "კამანდა" სამივე ე.წ. კრიტიკული ტელეარხი გაჰყვირიან მთელი დუნიის გასაგონად რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქიების თავის არიდებაშიო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ფოთის ნავსადგურში, რუსეთის პორტიდან შემოსული გემი დატვირთული იყო დიზელით, რომელიც დაიცალა და ტრანზიტის პროცედურაში მოექცა" - შემოსავლების სამსახური

"ფოთის ნავსადგურში, რუსეთის პორტიდან შემოსული გემი დატვირთული იყო დიზელით, რომელიც დაიცალა და ტრანზიტის პროცედურაში მოექცა" - შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურში, რუსეთის ფედერაციის პორტიდან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი შემოვიდა, რომლის ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა ტრანზიტის პროცედურაში.

ამის შესახებ შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ როგორც აღნიშნულ გემზე და მის მფლობელ კომპანიებზე, ისე შემოსულ ტვირთზე, საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, ფოთის საზღვაო ნავსადგურში, რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი - „CALLIOPE“.

აღნიშნული გემი დატვირთული იყო ტრანზიტული ტვირთით - დიზელი 4 044 ტონა. (მიმღები სომხური კომპანია. უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემზე და გემის მფლობელ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები არც შემოსულ ტვირთზე ვრცელდება. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ზემოაღნიშნული ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა ტრანზიტის პროცედურაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ტვირთი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება“,- ნათქვამია განცხადებაში.