სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოკითხულთა უმეტესობას ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ - მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ ოჯახისთვის საკვების საყიდლად ფული არ ჰქონდა" - NDI
"გამოკითხულთა უმეტესობას ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ - მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ ოჯახისთვის საკვების საყიდლად ფული არ ჰქონდა" - NDI

"ეროვ­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის“ (NDI) კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას "ცუ­დად“ აფა­სებს.

კერ­ძოდ, გა­მო­კი­თხულ­თა 55% ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არის ცუდი; 38%-ის აზ­რით, სა­შუ­ა­ლო და მხო­ლოდ 4%-ის აზ­რით - კარ­გი.

ამას­თან, კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას ახლა უფრო ნაკ­ლე­ბი ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს, ვიდ­რე 5 წლის წინ. კერ­ძოდ, გა­მო­კი­თხულ­მა პი­რებ­მა უპა­სუ­ხეს კი­თხვას, "5 წლის წი­ნან­დელ­თან შე­და­რე­ბით, ახლა უფრო მეტი, იგი­ვე თუ ნაკ­ლე­ბი ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გაქვთ“, რა­ზეც 45% პა­სუ­ხობს, რომ ნაკ­ლე­ბი აქვს; 34% ამ­ბობს, რომ იგი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს; ხოლო მეტი ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს გა­მო­კი­თხულ­თა მხო­ლოდ 20%-ს.

გარ­და ამი­სა, გა­მო­კი­თხულ­თა­გან ყო­ვე­ლი მე­სა­მე მო­ქა­ლა­ქე ამ­ბობს, რომ ხში­რად ოჯა­ხის­თვის საკ­ვე­ბის სა­ყიდ­ლად სა­ჭი­რო ფული არ ჰქონ­და. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, კი­თხვა­ზე, "ბოლო 12 თვე­ში რამ­დენ­ჯერ მოხ­და ისე, რომ არ გქონ­დათ ფული თქვენ­თვის ან თქვე­ნი ოჯა­ხის­თვის სა­ჭი­რო საკ­ვე­ბის სა­ყიდ­ლად“, პა­სუ­ხე­ბი პრო­ცენ­ტუ­ლად ასე გა­და­ნა­წილ­და: არას­დროს - 39%; ყო­ველ­თვე ან უფრო ხში­რად - 30%; უფრო იშ­ვი­ა­თად, ვიდ­რე ყო­ველ­თვე - 29%.

"ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი­სა“ და CRRC-სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ან­გა­რი­ში 14 ივ­ლი­სი­დან - 15 აგ­ვის­ტომ­დე ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩა­ტა­რე­ბულ, სა­ქარ­თვე­ლოს ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით პი­რის­პირ გა­მო­კი­თხვის შე­დე­გებს ემ­ყა­რე­ბა (ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მოკ­ლე­ბით). აგ­ვის­ტო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვა სულ 2,104 დას­რუ­ლე­ბულ ინ­ტერ­ვი­უს მო­ი­ცავს. სა­შუ­ა­ლო ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი კვლე­ვა­ში +/- 2 პრო­ცენ­ტია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
1

წინ მივდივართ, ეს არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა!!!

Status quo
0

კი ნამდვილად, ადრე ფასები ასე არ იყო გაგიჟებული.რაც დაგვემატა ხელფასზე, ის ბაზარში ერთი წასვლაა, ყველის და ხორცის გარეშე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გამოკითხულთა უმეტესობას ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ - მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ ოჯახისთვის საკვების საყიდლად ფული არ ჰქონდა" - NDI

"გამოკითხულთა უმეტესობას ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ - მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ ოჯახისთვის საკვების საყიდლად ფული არ ჰქონდა" - NDI

"ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას "ცუდად“ აფასებს.

კერძოდ, გამოკითხულთა 55% ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა არის ცუდი; 38%-ის აზრით, საშუალო და მხოლოდ 4%-ის აზრით - კარგი.

ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობას ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ. კერძოდ, გამოკითხულმა პირებმა უპასუხეს კითხვას, "5 წლის წინანდელთან შედარებით, ახლა უფრო მეტი, იგივე თუ ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები გაქვთ“, რაზეც 45% პასუხობს, რომ ნაკლები აქვს; 34% ამბობს, რომ იგივე შესაძლებლობები აქვს; ხოლო მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვს გამოკითხულთა მხოლოდ 20%-ს.

გარდა ამისა, გამოკითხულთაგან ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა. უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, "ბოლო 12 თვეში რამდენჯერ მოხდა ისე, რომ არ გქონდათ ფული თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის საჭირო საკვების საყიდლად“, პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა: არასდროს - 39%; ყოველთვე ან უფრო ხშირად - 30%; უფრო იშვიათად, ვიდრე ყოველთვე - 29%.

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.