პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოფელშიც შეიძლება შეძლებულად იცხოვრო, ამას შრომა, დრო და გამოცდილება სჭირდება" - ახალგაზრდა წყვილი, რომელმაც თბილისი დატოვა და სოფლად გადასახლდა
"სოფელშიც შეიძლება შეძლებულად იცხოვრო, ამას შრომა, დრო და გამოცდილება სჭირდება" - ახალგაზრდა წყვილი, რომელმაც თბილისი დატოვა და სოფლად გადასახლდა

ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი - სა­ლო­მე კა­ლან­და­ძე და ირაკ­ლი გი­კაშ­ვი­ლი მე­ო­რე წე­ლია, რაც სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლი­სი­დან ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნი­გო­ით­ში გა­და­ვიდ­ნენ, სა­დაც სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბას აქ­ტი­უ­რად ეწე­ვი­ან - უვ­ლი­ან ბოს­ტანს, მოჰ­ყავთ სი­მინ­დი.

სა­ლო­მეს გა­ნათ­ლე­ბა ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით აქვს მი­ღე­ბუ­ლი და ამ სფე­რო­ში სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს. ირაკ­ლი ფი­ნან­სის­ტია, თბი­ლის­ში, სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ა­ში ტოპ-მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა მი­ა­ტო­ვეს ქა­ლა­ქუ­რი ცხოვ­რე­ბა და სოფ­ლად გა­და­სახ­ლდნენ.

დიდი გეგ­მე­ბი აქვთ, რის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლა­დაც ენერ­გი­ას არ იშუ­რე­ბენ.

"აქ წა­მოს­ვლა უეც­რად არ გა­დაგ­ვი­წყვე­ტია, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვფიქ­რობ­დით. მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი ჩა­მო­ვე­დით. ბევრ რა­მეს გა­ვე­ცა­ნით, შე­ვის­წავ­ლეთ. თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სამ­სა­ხურ­ში ფერ­მე­რებ­თა­ნაც მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. მათ­გან ბევ­რი რამ გა­ვი­გე. სა­ბო­ლოო ჯამ­ში მე და სა­ლო­მე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბით ძა­ლი­ან და­ვინ­ტე­რეს­დით", - გვე­უბ­ნე­ბა ირაკ­ლი გი­კაშ­ვი­ლი.

"პან­დე­მი­ის დროს, ლოკ­და­უ­ნი რომ იყო, მთე­ლი ოჯა­ხით გუ­რი­ა­ში ჩა­მო­ვე­დით და მთე­ლი ის პე­რი­ო­დი აქ ვი­ყა­ვით... ეს ბე­ბია-ბა­ბუ­ას სახლ-კა­რია, მერე ყვე­ლა­ფე­რი ნუ­ლი­დან და­ვი­წყეთ. ეზოს ფარ­თო­ბი 3000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია. 7 კი­ლო­მეტრში კი 15 ჰექ­ტა­რი მი­წის ფარ­თო­ბი გვაქვს, სა­დაც 3 ჰექ­ტარ­ზე სი­მინ­დია და­თე­სი­ლი. და­ნარ­ჩე­ნი ფარ­თო­ბი ახლა ბუჩ­ქნა­რის­გან იწ­მინ­დე­ბა, რომ იქაც შევ­ძლოთ და­თეს­ვა,“ - გვიყ­ვე­ბა სა­ლო­მე კა­ლან­და­ძე.

ირაკ­ლი:

- ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბის ად­გი­ლი ეზოა, იქ კი, კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე მივ­დი­ვართ, რომ თვა­ლი შე­ვავ­ლოთ სი­მინდს, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

- გუ­რი­ა­ში კარ­გად ხა­რობს ციტ­რუ­სი, თხი­ლი, თქვენ აქ­ცენ­ტი ბოსტნე­ულ­ზე გა­ა­კე­თეთ. რა­ტომ?

სა­ლო­მე:

- ბოსტნე­უ­ლი უფრო მალე მო­დის, ვიდ­რე ჩვენ ხე­ხილს გა­ვა­შე­ნებთ და ის ნა­ყოფს მოგ­ვცემს, მა­ნამ­დე ისეთ საქ­მეს ვა­კე­თებთ, რაც შე­მო­სა­ვალს უცებ მო­ი­ტანს.

- მოგ­ყავთ, პო­მი­დო­რი, კიტ­რი, წი­წა­კა - მათ მას­შტა­ბურ გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ზეც ფიქ­რობთ?

სა­ლო­მე:

- ძი­რი­თა­დად სა­ექ­სპე­რი­მენ­ტო ბოს­ტა­ნი გვქონ­და. ვთე­სავ­დით უცხო­ურ და ად­გი­ლობ­რივ თეს­ლებს. იქი­დან რაც მოგ­ვე­წო­ნე­ბა, იმას ავარ­ჩევთ.

ირაკ­ლი:

- გა­და­მუ­შა­ვე­ბას სხვა სტან­დარ­ტე­ბი სჭირ­დე­ბა, არ არის მარ­ტი­ვი საქ­მე. რაც შე­ე­ხე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტე­ბის პირ­ვე­ლად წარ­მო­ე­ბას, აქ სა­გა­და­სა­ხა­დო კუ­თხი­თაც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ.

- რა შე­დე­გე­ბი გქონ­დათ, - რაც და­თე­სეთ, სრუ­ლად მი­ი­ღეთ?

ირაკ­ლი:

- რაც არ უნდა იყოს და რა შე­დე­გიც არ უნდა მიგ­ვე­ღო, ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია, ყო­ვე­ლი დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მა რა­ღა­ცას გვას­წავ­ლის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თე­ო­რი­უ­ლად კარ­გად ვი­ცო­დით პო­მიდვ­რის მოვ­ლა, პრაქ­ტი­კა­ში მცი­რე გან­სხვა­ვე­ბე­ბი მა­ინც არის. ასე­ვეა კიტ­რის შემ­თხვე­ვა­შიც... არის რიგი პრო­დუქ­ტე­ბი, რა­მაც უფრო გა­ა­მარ­თლა, ვიდ­რე გვე­გო­ნა. არის პრო­დუქ­ტე­ბი, რაც ხან­გრძლი­ვი წვი­მის გამო დაგ­ვი­ზი­ან­და. ჯამ­ში, ვფიქ­რობ, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი წელი გვქონ­და... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თეთ, მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და...

- რა პა­სუ­ხი გაქვთ მათ­თვის, ვინც იტყვის,- სო­ფელ­ში რა­ტომ წა­ვიდ­ნენ, რამ­დე­ნი უნდა იწ­ვა­ლონ, არ ეზა­რე­ბა­თო?

ირაკ­ლი:

- პა­სუ­ხი ერ­თია, - იმ­დე­ნად არ ვა­ფა­სეთ იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რაც სო­ფელ­ში გვაქვს, რომ მერე ბევ­რი ამა­ში ვი­კარ­გე­ბით. სო­ფელ­შიც შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლად იცხოვ­რო. ამას შრო­მა, დრო და გა­მოც­დი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ჩვენს სამ­სა­ხუ­რებ­ში დის­ტან­ცი­უ­რად ჯერ კი­დევ ვმუ­შა­ობთ. იმის ილუ­ზია, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში გა­წე­უ­ლი შრო­მით პირ­ველ­სა­ვე წელს დიდი შე­დე­გი და­ი­დე­ბა, არ გვაქვს. ახლა ისეთ რა­ღა­ცას ვტეს­ტავთ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, კარ­გი შე­დე­გი ჰქონ­დეს. ღიად გვინ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ, ხალ­ხი ხე­დავ­დეს, რამ­ხე­ლა ფი­ზი­კუ­რი, თუ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შრო­მაა ამა­ში ჩა­დე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, გვინ­და, შევ­ქმნათ მო­დე­ლი, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი თა­ვის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში გა­და­ი­ღებს და გა­მო­ი­ყე­ნებს.

რომ ჩა­მო­ვე­დით, ერთი ტრაქ­ტო­რი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე­ო­რეც შე­ვი­ძი­ნეთ. შე­სა­ბა­მი­სად, ტექ­ნი­კით უზ­რუნ­ველ­ვყოფთ არა მარ­ტო სა­კუ­თარ მე­ურ­ნე­ო­ბას, არა­მედ სო­ფელ­საც ვეხ­მა­რე­ბით. ბოს­ტან­ში ეგ ტექ­ნი­კა დი­დად არ გვად­გე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, მე და სა­ლო­მე ვმუ­შა­ობთ, ასე­ვე არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვეხ­მა­რე­ბი­ან. აქ თით­ქმის ყვე­ლა გა­ვი­ცა­ნით და მათ­თან ვმე­გობ­რობთ. გვინ­და, ჩვე­ნი აქ ყოფ­ნით, სხვებ­საც და­ვეხ­მა­როთ, თუნ­დაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში, სოფ­ლად უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის შექ­მნა­ში. ზუს­ტად ის მო­დე­ლი, რა­ზეც ვფიქ­რობთ, ალ­ბათ ამ ყვე­ლა­ფერს და­ეხ­მა­რე­ბა.

- სა­მე­გობ­რო, ახ­ლობ­ლე­ბი რო­გორ აფა­სე­ბენ თქვენს ამ ნა­ბი­ჯებს?

სა­ლო­მე:

- ჩა­მო­დი­ან, ხან ვინ გვსტუმ­რობს, ხან - ვინ. ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­გობ­რე­ბი, უცხო­ე­ბიც, - ჩვე­ნი კარი ყვე­ლას­თვის ღიაა, მით უფრო, მათ­თვის, ვინც ჩვენ გვგულ­შე­მატ­კივ­რობს.

- საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მარ­თვას და გან­ვი­თა­რე­ბას აგ­რო­ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხომ არ აპი­რებთ?

ირაკ­ლი:

- ვა­პი­რებთ. ტუ­რისტს, რო­მე­ლიც ჩვენ­თან ჩა­მო­ვა, სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს, თუნ­დაც ბოს­ტან­ში იმუ­შა­ოს... გვინ­და, ამ იდე­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი უფრო მეტი გვეს­ტუმ­როს.

სა­ლო­მე:

- ამას­თან, გარ­შე­მო იმ­დე­ნი ლა­მა­ზი ად­გი­ლია, ვუ­მას­პინ­ძლებთ და ამ ად­გი­ლებ­საც და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებთ... ძი­რი­თა­დად ახლა გა­დარ­თუ­ლე­ბი ვართ ეზოს გარ­კვე­უ­ლი მე­თო­დით მო­წეს­რი­გე­ბა­ზე, - ანუ რა პრო­ექ­ტიც გვაქვს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, ეს იმის­თვი­საა სა­ჭი­რო. პროგ­რა­მი­რე­ბა­საც ვსწავ­ლობთ... მოკ­ლედ, ახლა ამ პრო­ცეს­ში ვართ.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჟორა გაბრიჭიძე
0

ქართული ტრადიციული ყოფა, სწორედ ასეთი იყო, თავად-აზნაურობა სოფელში თავის მამულში ცხოვრობდა, ხოლო ქალაქში ხელოსნები იყვნენ. 

ნია
19

ამ წყვილს წარმატებები. თუმცა მოეშვით ამ ილუზიების რეკლამირებას. სოფლის მეურნეობის წარმართვა დიდი ფული ჯდება, ისეთივე ჩვეულებრივი ბიზნესია როგორც საშუალო სიდიდის სუპერმარკეტის გახსნა. ვისაც ფული არ აქვს, ვერაფერსაც ვერ იზავს. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"სოფელშიც შეიძლება შეძლებულად იცხოვრო, ამას შრომა, დრო და გამოცდილება სჭირდება" - ახალგაზრდა წყვილი, რომელმაც თბილისი დატოვა და სოფლად გადასახლდა

"სოფელშიც შეიძლება შეძლებულად იცხოვრო, ამას შრომა, დრო და გამოცდილება სჭირდება" - ახალგაზრდა წყვილი, რომელმაც თბილისი დატოვა და სოფლად გადასახლდა

ახალგაზრდა წყვილი - სალომე კალანდაძე და ირაკლი გიკაშვილი მეორე წელია, რაც საცხოვრებლად თბილისიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში გადავიდნენ, სადაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას აქტიურად ეწევიან - უვლიან ბოსტანს, მოჰყავთ სიმინდი.

სალომეს განათლება ტურიზმის მიმართულებით აქვს მიღებული და ამ სფეროში სამუშაო გამოცდილებაც აქვს. ირაკლი ფინანსისტია, თბილისში, სხვადასხვა კომპანიაში ტოპ-მენეჯერად მუშაობდა, თუმცა მიატოვეს ქალაქური ცხოვრება და სოფლად გადასახლდნენ.

დიდი გეგმები აქვთ, რის განსახორციელებლადაც ენერგიას არ იშურებენ.

"აქ წამოსვლა უეცრად არ გადაგვიწყვეტია, ერთი წლის განმავლობაში ვფიქრობდით. მომზადებულები ჩამოვედით. ბევრ რამეს გავეცანით, შევისწავლეთ. თბილისში, ერთ-ერთ სამსახურში ფერმერებთანაც მქონდა ურთიერთობა. მათგან ბევრი რამ გავიგე. საბოლოო ჯამში მე და სალომე სოფლის მეურნეობით ძალიან დავინტერესდით", - გვეუბნება ირაკლი გიკაშვილი.

"პანდემიის დროს, ლოკდაუნი რომ იყო, მთელი ოჯახით გურიაში ჩამოვედით და მთელი ის პერიოდი აქ ვიყავით... ეს ბებია-ბაბუას სახლ-კარია, მერე ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. ეზოს ფართობი 3000 კვადრატული მეტრია. 7 კილომეტრში კი 15 ჰექტარი მიწის ფართობი გვაქვს, სადაც 3 ჰექტარზე სიმინდია დათესილი. დანარჩენი ფართობი ახლა ბუჩქნარისგან იწმინდება, რომ იქაც შევძლოთ დათესვა,“ - გვიყვება სალომე კალანდაძე.

ირაკლი:

- ჩვენი ძირითადი საქმიანობის ადგილი ეზოა, იქ კი, კვირაში რამდენჯერმე მივდივართ, რომ თვალი შევავლოთ სიმინდს, რა მდგომარეობაშია.

- გურიაში კარგად ხარობს ციტრუსი, თხილი, თქვენ აქცენტი ბოსტნეულზე გააკეთეთ. რატომ?

სალომე:

- ბოსტნეული უფრო მალე მოდის, ვიდრე ჩვენ ხეხილს გავაშენებთ და ის ნაყოფს მოგვცემს, მანამდე ისეთ საქმეს ვაკეთებთ, რაც შემოსავალს უცებ მოიტანს.

- მოგყავთ, პომიდორი, კიტრი, წიწაკა - მათ მასშტაბურ გადამუშავებაზეც ფიქრობთ?

სალომე:

- ძირითადად საექსპერიმენტო ბოსტანი გვქონდა. ვთესავდით უცხოურ და ადგილობრივ თესლებს. იქიდან რაც მოგვეწონება, იმას ავარჩევთ.

ირაკლი:

- გადამუშავებას სხვა სტანდარტები სჭირდება, არ არის მარტივი საქმე. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველად წარმოებას, აქ საგადასახადო კუთხითაც გათავისუფლებულები ვართ.

- რა შედეგები გქონდათ, - რაც დათესეთ, სრულად მიიღეთ?

ირაკლი:

- რაც არ უნდა იყოს და რა შედეგიც არ უნდა მიგვეღო, ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია, ყოველი დაშვებული შეცდომა რაღაცას გვასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად კარგად ვიცოდით პომიდვრის მოვლა, პრაქტიკაში მცირე განსხვავებები მაინც არის. ასევეა კიტრის შემთხვევაშიც... არის რიგი პროდუქტები, რამაც უფრო გაამართლა, ვიდრე გვეგონა. არის პროდუქტები, რაც ხანგრძლივი წვიმის გამო დაგვიზიანდა. ჯამში, ვფიქრობ, რომ წარმატებული წელი გვქონდა... მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გავაკეთეთ, მეტის გაკეთება შეიძლებოდა...

- რა პასუხი გაქვთ მათთვის, ვინც იტყვის,- სოფელში რატომ წავიდნენ, რამდენი უნდა იწვალონ, არ ეზარებათო?

ირაკლი:

- პასუხი ერთია, - იმდენად არ ვაფასეთ იმ შესაძლებლობებს, რაც სოფელში გვაქვს, რომ მერე ბევრი ამაში ვიკარგებით. სოფელშიც შეიძლება საკმაოდ შეძლებულად იცხოვრო. ამას შრომა, დრო და გამოცდილება სჭირდება. ჩვენს სამსახურებში დისტანციურად ჯერ კიდევ ვმუშაობთ. იმის ილუზია, რომ სოფლის მეურნეობაში გაწეული შრომით პირველსავე წელს დიდი შედეგი დაიდება, არ გვაქვს. ახლა ისეთ რაღაცას ვტესტავთ, შესაძლებელია, კარგი შედეგი ჰქონდეს. ღიად გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ, ხალხი ხედავდეს, რამხელა ფიზიკური, თუ ინტელექტუალური შრომაა ამაში ჩადებული. გარდა ამისა, გვინდა, შევქმნათ მოდელი, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი თავის მეურნეობაში გადაიღებს და გამოიყენებს.

რომ ჩამოვედით, ერთი ტრაქტორი ჩამოვიყვანეთ, მოგვიანებით, მეორეც შევიძინეთ. შესაბამისად, ტექნიკით უზრუნველვყოფთ არა მარტო საკუთარ მეურნეობას, არამედ სოფელსაც ვეხმარებით. ბოსტანში ეგ ტექნიკა დიდად არ გვადგება და შესაბამისად, მე და სალომე ვმუშაობთ, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც გვეხმარებიან. აქ თითქმის ყველა გავიცანით და მათთან ვმეგობრობთ. გვინდა, ჩვენი აქ ყოფნით, სხვებსაც დავეხმაროთ, თუნდაც გადაწყვეტილების მიღებაში, სოფლად უკეთესი ცხოვრების შექმნაში. ზუსტად ის მოდელი, რაზეც ვფიქრობთ, ალბათ ამ ყველაფერს დაეხმარება.

- სამეგობრო, ახლობლები როგორ აფასებენ თქვენს ამ ნაბიჯებს?

სალომე:

- ჩამოდიან, ხან ვინ გვსტუმრობს, ხან - ვინ. ნათესავები, მეგობრები, უცხოებიც, - ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, მით უფრო, მათთვის, ვინც ჩვენ გვგულშემატკივრობს.

- საქმიანობის წარმართვას და განვითარებას აგროტურიზმის მიმართულებით ხომ არ აპირებთ?

ირაკლი:

- ვაპირებთ. ტურისტს, რომელიც ჩვენთან ჩამოვა, საშუალება უნდა ჰქონდეს, თუნდაც ბოსტანში იმუშაოს... გვინდა, ამ იდეით დაინტერესებული ადამიანი უფრო მეტი გვესტუმროს.

სალომე:

- ამასთან, გარშემო იმდენი ლამაზი ადგილია, ვუმასპინძლებთ და ამ ადგილებსაც დავათვალიერებინებთ... ძირითადად ახლა გადართულები ვართ ეზოს გარკვეული მეთოდით მოწესრიგებაზე, - ანუ რა პროექტიც გვაქვს ჩაფიქრებული, ეს იმისთვისაა საჭირო. პროგრამირებასაც ვსწავლობთ... მოკლედ, ახლა ამ პროცესში ვართ.