სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის ქალიშვილი ნინი გოგაშვილი ტყუილს უწიდებს ინფორმაციას, რომ მათი ოჯახის დაყადაღებული ქონება 15 მლნ ლარს აღემატება.
პოსტს ის სოციალურ ქსელში ავრცელებს:
"ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო, თითქოს გოგაშვილის ოჯახს 15 მილიონის ღირებულების ქონება დაუყადაღდა, აუცილებლად აგებთ პასუხს კანონის შესაბამისად! თქვენ ავრცელებთ ტყუილს და სიმართლეს რომ ამბობდეთ, საქმეს ადევს გრიფი და არავის აქვს უფლება დეტალებზე ისაუბროს და თქვენ ამით ამტკიცებთ, რომ გაეცანით განჩინებას, აღრიცხეთ ქონება და ახლა ამას საჯაროდ ამბობთ?
ძალიან კარგი, მადლობა კიდევ ერთი მტკიცებულებისათვის! ტყუილის გავრცელებით ცდილობთ საზოგადოება ნეგატიურად განაწყოს ჩემი ოჯახის მიმართ, რასაც ვერასდროს მიაღწევთ, რადგან თქვენ ბიძინას ემსახურებით და ჩვენ სიმართლისთვის ვიბრძვით!" - წერს ნინი გოგაშვილი.
ცნობისთვის, ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოსო გოგაშვილის დაყადაღებული ქონება 15 მილიონ ლარს აღემატება.
ამ ქონების ჩამონათვალშია ძვირადღირებული სახლები, მიწის ნაკვეთები, სასტუმროები, ავტომანქანები და სხვადასხვა ქონება. მათ შორის დაყადაღებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი თბილისში, სასტუმრო „ხირსა“ ქალაქ სიღნაღში, მიწის ნაკვეთები თბილისში, ბაკურიანში, მცხეთასა და ბორჯომში.
ეს ოჯახი გაბრაზებულია ოცნებაზე, რატომ აშოვნინა ამდენი ქონება და მართლებიც არიან!!!!!
ეს იმნაირი ქალიშვილია როგორც ბებიაჩემი ქსენია 🤭😂