მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება" საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის
"ქართული ოცნება" საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბის ელექტრო­ნუ­ლად ჩა­ტა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის.

შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ა­კე­თა.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გარ­შე­მო მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის პრობ­ლე­მას მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რებს.

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ევ­რო­კავ­ში­რის მიერ დად­გე­ნი­ლი 12-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, რომ­ლის ერთ-ერთი პუნ­ქტი "სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის“ გა­და­სინ­ჯვას შე­ე­ხე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სი რე­ფორ­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში შექ­მნი­ლია სა­მუ­შაო ჯგუ­ფი გივი მი­ქა­ნა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. სა­მუ­შაო ჯგუ­ფის მიერ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­მუ­შავ­დე­ბა კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის პა­კე­ტი, რო­მე­ლიც, არ­სე­ბი­თად, ეუთო/ოდი­რის რე­კო­მენ­და­ცი­ებს და სა­მუ­შაო ჯგუფ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ხი­ლულ თე­მებს და­ე­ფუძ­ნე­ბა.

სა­მუ­შაო ჯგუფ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბის ნა­წი­ლი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფარ­თოდ და­ნერგვას ეხე­ბო­და. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კურ­მა გუნ­დმა იმ­სჯე­ლა და მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 2024 წლი­დან ელექტრო­ნუ­ლი აპა­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით ამომ­რჩე­ველ­თა რე­გის­ტრა­ცი­ი­სა და ხმის მი­ცე­მის წე­სის ფარ­თოდ და­ნერგვის შე­სა­ხებ.

გა­სულ წელს, სრუ­ლად ელექტრო­ნუ­ლი აპა­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­ტარ­და ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა ქა­ლაქ თბი­ლი­სის კრწა­ნი­სის რა­ი­ონ­ში. წელს, ელექტრო­ნუ­ლი აპა­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით შედ­გა საკ­რე­ბუ­ლოს შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი ბა­თუ­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რვა სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით ამომ­რჩე­ველ­თა რე­გის­ტრა­ცი­ი­სა და ხმის მი­ცე­მის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა 2024 წლი­დან ფარ­თო მას­შტა­ბით დავ­ნერ­გოთ.

კერ­ძოდ, ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, მათ შო­რის ყვე­ლა ქა­ლაქ­სა და მსხვილ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში, რაც ამომ­რჩე­ველ­თა სულ მცი­რე 70 პრო­ცენტს მო­ი­ცავს, ამომ­რჩე­ველ­თა რე­გის­ტრა­ცია და ხმის მი­ცე­მა ელექტრო­ნუ­ლი აპა­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ელექტრო­ნუ­ლი ხმის მი­ცე­მა სა­ბო­ლო­ოდ გა­ამ­ყა­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას ხმე­ბის დათ­ვლის პრო­ცე­სის მი­მართ, აღ­მო­ფხვრის სა­არ­ჩევ­ნო ოქ­მებ­ში დის­ბა­ლან­სის პრობ­ლე­მას, სა­მუ­და­მოდ და­ას­რუ­ლებს სპე­კუ­ლა­ცი­ებს ე.წ. სა­არ­ჩევ­ნო კა­რუ­სე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, უზ­რუნ­ველ­ყოფს ამომ­რჩე­ველ­თა 70 პრო­ცენტზე მე­ტის ხმე­ბის დათ­ვლა­სა და შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ასე­ვე მოხ­სნის ეგ­ზიტ­პო­ლე­ბი­სა და ხმე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის (ე.წ. "პი­ვი­ტის“) გა­ყალ­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს.

შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გარ­შე­მო მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის პრობ­ლე­მას მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რებს.

ჩვენს ინი­ცი­ა­ტი­ვას უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მი­ე­ცე­მა კა­ნონპ­რო­ექ­ტის სახე, რის შემ­დე­გაც, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან, ცეს­კოს­თან და დარ­გის ექ­სპერ­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­და­იდ­გმე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის ხმის მი­ცე­მის აპა­რა­ტუ­რით აღ­ჭურ­ვი­სათ­ვის", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაზი
2

ელექტრომანქანებით კი არა კოსმოსური დაკვირვებითაც რომ ჩაატაროთ არჩევნები, მეცოცხეებს მოგების არანაირი სანსი არა აქვთ; შესაბამისად ისინი წივილ-კივილის საბაბს ყოველთვის მოძებნიან, რათა სიტუაცია არ დაწყნარდეს, იტივტივონ და არ ჩაიძირონ

დათო
4

დრო უნდათ მოიგონ და რაღაც ხრიკი მოიფიქრონ ამასობაში..იმედია ოპოზიცია მიუხვდება..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ქართული ოცნება" საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის

"ქართული ოცნება" საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის

"ქართული ოცნება" საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის.

შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი, რომელიც არჩევნების შედეგების გარშემო მანიპულირების პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს.

"როგორც მოგეხსენებათ, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტი "საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვას შეეხება.

შესაბამისი რეფორმის განსახორციელებლად, საქართველოს პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფის მიერ უახლოეს მომავალში შემუშავდება კანონპროექტების პაკეტი, რომელიც, არსებითად, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და სამუშაო ჯგუფში პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით განხილულ თემებს დაეფუძნება.

სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი წინადადებების ნაწილი საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ.

გასულ წელს, სრულად ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურა ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონში. წელს, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით შედგა საკრებულოს შუალედური არჩევნები ბათუმის მუნიციპალიტეტის რვა საარჩევნო უბანზე. თანამედროვე ტექნოლოგიებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წარმატებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ეს ინიციატივა 2024 წლიდან ფართო მასშტაბით დავნერგოთ.

კერძოდ, ჩვენი გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70 პროცენტს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.

ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტის ხმების დათვლასა და შედეგების გამოქვეყნებას კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, ასევე მოხსნის ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის (ე.წ. "პივიტის“) გაყალბებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

შესაბამისად, ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი, რომელიც არჩევნების შედეგების გარშემო მანიპულირების პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს.

ჩვენს ინიციატივას უახლოეს დღეებში მიეცემა კანონპროექტის სახე, რის შემდეგაც, საქართველოს მთავრობასთან, ცესკოსთან და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე, გადაიდგმება პრაქტიკული ნაბიჯები საარჩევნო უბნების ხმის მიცემის აპარატურით აღჭურვისათვის", - განაცხადა კობახიძემ.