სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო ხდება - რა იცვლება ახალი სასწავლო წლიდან სასკოლო პროგრამებში
II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო ხდება - რა იცვლება ახალი სასწავლო წლიდან სასკოლო პროგრამებში

2022-2023 სას­წავ­ლო წლი­დან ყვე­ლა სკო­ლის II-VI კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სწავ­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბი­დან­ვე შე­ის­წავ­ლე­ბა პროგ­რა­მი­რე­ბის ელე­მენ­ტე­ბი, რაც მა­თი­ვე ცნო­ბით, უზ­რუნ­ველ­ყოფს მოს­წავ­ლე­ებ­ში ალ­გო­რით­მუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბას.

  • ამას­თან, გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან სკო­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა STEAM კლუ­ბე­ბი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მოს­წავ­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხვა ტექ­ნო­ლო­გი­ურ პრო­ექტს შექ­მნი­ან და ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა სას­კო­ლო პრო­ექ­ტე­ბი STEAM კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წარ­მო­ად­გი­ნონ.

გარ­და ამი­სა, მა­თი­ვე ცნო­ბით, 2022-2023 სას­წავ­ლო წლი­დან პირ­ვე­ლად თბი­ლი­სის, რუს­თა­ვის, ქუ­თა­ი­სი­სა და ბა­თუ­მის 50 სკო­ლის V-VI კლა­სე­ბის 4000-მდე მოს­წავ­ლე სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში მაკ­მი­ლა­ნის მა­თე­მა­ტი­კის ბი­ლინგვუ­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით ის­წავ­ლის, რაც ხელს შე­უ­წყობს მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და და­ეხ­მა­რე­ბა მათ პრაქ­ტი­კა­ში ინ­გლი­სუ­რი ენის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში.

"სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ახა­ლი სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბამ­დე თა­ვად მაკ­მი­ლა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სი 60-ზე მეტ­მა ინ­გლი­სუ­რის მცოდ­ნე მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ი­ა­რა. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს გარ­და, პრო­ექ­ტი მო­ი­ცავს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში სწავ­ლე­ბის მარ­თვის სის­ტე­მის ინ­ტეგ­რი­რე­ბას, რაც მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს, ელექტრო­ნუ­ლად მარ­თონ სა­კუ­თა­რი ან­გა­რი­შე­ბი და თვა­ლი ადევ­ნონ პროგ­რესს.

ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურს და­ე­მა­ტა სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა სახ­ვით და გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, მუ­სი­კა­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი მიდ­გო­მა მოს­წავ­ლე­ებ­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს. პრო­ექ­ტის შერ­ჩე­ვა მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­თან­ხმე­ბით, მათი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მოხ­დე­ბა და მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ასე­ვე, ჯგუ­ფუ­რად“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

  • ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის თბი­ლის­ში, 220-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, კი­დევ ერთი უკ­რა­ი­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი სექ­ტო­რი და­ფუძნ­და და გა­ფარ­თოვ­და ბა­თუ­მის მე-20 სა­ჯა­რო სკო­ლის უკ­რა­ი­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი სექ­ტო­რიც.

უწყე­ბის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი სექ­ტო­რის ყვე­ლა მოს­წავ­ლე უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სწავ­ლი­სათ­ვის სა­ჭი­რო სას­კო­ლო რე­სურ­სე­ბი­თა და ბუ­კე­ბით.

"ფორ­მა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის ფარ­გლებ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი სექ­ტო­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ რო­გორც სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ისე ფა­კულ­ტა­ტი­ურ საგ­ნებს. უკ­რა­ი­ნულ საგ­ნებ­თან ერ­თად ბავ­შვე­ბი შე­ის­წავ­ლი­ან ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას და სა­განს "ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო“. უკ­რა­ი­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი სექ­ტო­რის ყვე­ლა მოს­წავ­ლე უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სწავ­ლი­სათ­ვის სა­ჭი­რო სას­კო­ლო რე­სურ­სე­ბი­თა და ბუ­კე­ბით.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­სულ სას­წავ­ლო წელს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მი­ხე­ილ გრუ­შევ­სკის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის 41-ე და ბა­თუ­მის მე-20 სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი სექ­ტო­რი და­ფუძნ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში და­წყე­ბუ­ლი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ვერ აგ­რძე­ლე­ბენ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას უკ­რა­ი­ნის სკო­ლებ­ში და გა­მო­ხა­ტა­ვენ სურ­ვილს, სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლონ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სკო­ლებ­ში გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით ირი­ცხე­ბი­ან. ამ დრო­ი­სათ­ვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში, სხვა­დას­ხვა ასა­კის 2000-ზე მეტი მოს­წავ­ლე უკვე ჩა­რი­ცხუ­ლია. თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლე­ნო­ვან სექ­ტორ­ზე ამ ეტაპ­ზე 1400-ზე მეტი ბავ­შვია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
12
0

საბჭოთა პერიოდში სკოლებში ისწავლებოდა საგანი "დაწყებითი სამხედრო მომზადება". შემდეგ ამოიღეს პროგრამიდან. ვფიქრობ ამაზე უნდა დაფიქრდნენ განათლების სამინისტროში და უნდა აღდგეს მისი შესწავლა სკოლებში!!!

ნინო
0

წერა კითხვა არ ასწავლოთ ვერა ხედავთ პირველ კლასელებს როგორ უჭირთ? ბავშვები ასოებს ვერ სცნობენ ახლა კიდევ ჭადრაკიცო ვაი ჩვნე პატრონს იმიტომაა ცოდნა ყურებიდან რომ გადმოსდით ბავშვებს უვიცი თაობა მოდის წიგნიშეაყვარეთ კითხვა შეაყვარეთ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო ხდება - რა იცვლება ახალი სასწავლო წლიდან სასკოლო პროგრამებში

II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო ხდება - რა იცვლება ახალი სასწავლო წლიდან სასკოლო პროგრამებში

2022-2023 სასწავლო წლიდან ყველა სკოლის II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაწყებითი კლასებიდანვე შეისწავლება პროგრამირების ელემენტები, რაც მათივე ცნობით, უზრუნველყოფს მოსწავლეებში ალგორითმული აზროვნებისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებასა და გაძლიერებას.

  • ამასთან, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში არსებული რესურსების გათვალისწინებით, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება STEAM კლუბები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტს შექმნიან და ექნებათ შესაძლებლობა სასკოლო პროექტები STEAM კონფერენციაზე წარმოადგინონ.

გარდა ამისა, მათივე ცნობით, 2022-2023 სასწავლო წლიდან პირველად თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის 50 სკოლის V-VI კლასების 4000-მდე მოსწავლე საპილოტე რეჟიმში მაკმილანის მათემატიკის ბილინგვური სახელმძღვანელოებით ისწავლის, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების სააზროვნო უნარების განვითარებას და დაეხმარება მათ პრაქტიკაში ინგლისური ენის გამოყენებაში.

"საპილოტე პროგრამის ფარგლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე თავად მაკმილანის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული გადამზადების კურსი 60-ზე მეტმა ინგლისურის მცოდნე მათემატიკის მასწავლებელმა გაიარა. მატერიალური სახელმძღვანელოს გარდა, პროექტი მოიცავს სასწავლო პროცესში სწავლების მართვის სისტემის ინტეგრირებას, რაც მისცემს საშუალებას მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ელექტრონულად მართონ საკუთარი ანგარიშები და თვალი ადევნონ პროგრესს.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკასა და სამოქალაქო განათლებაში. აღნიშნული მიდგომა მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის შერჩევა მოსწავლეებთან შეთანხმებით, მათი ინტერესების გათვალისწინებით მოხდება და მისი განხორციელება შესაძლებელი იქნება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ჯგუფურად“, - აცხადებენ უწყებაში.

  • ახალი სასწავლო წლისთვის თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში, კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა და გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც.

უწყების ცნობით, უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სწავლისათვის საჭირო სასკოლო რესურსებითა და ბუკებით.

"ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები სწავლობენ როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს. უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს "ჩვენი საქართველო“. უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სწავლისათვის საჭირო სასკოლო რესურსებითა და ბუკებით.

როგორც მოგეხსენებათ, გასულ სასწავლო წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2000-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1400-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.